საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციამ ნარკორეალიზაციის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა
პოლიციამ ნარკორეალიზაციის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო ბრუნ­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ბრალ­დე­ბით უცხო ქვეყ­ნის 3 მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს.

გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „მა­რი­ხუ­ა­ნას“ უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სა და გა­სა­ღე­ბის ბრალ­დე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან ირა­ნის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი: წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ნ., 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ბ. და თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.გ.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პო­ლი­ცი­ამ ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნოდ გა­სა­ღე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის­გან, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ნარ­კო­ტი­კე­ბის სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვა და აღ­ნიშ­ნუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბის ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დეო ჩა­წე­რა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კის შე­დე­გად, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი „მდმა“ და „მა­რი­ხუ­ა­ნა“ ამო­ი­ღეს. ასე­ვე, ნივთმტკი­ცე­ბად არის ამო­ღე­ბუ­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ფული. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე და 273-ე პრი­მა მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

00:00 / 00:00

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

პოლიციამ ნარკორეალიზაციის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა

პოლიციამ ნარკორეალიზაციის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, დაკავებული არიან ირანის რესპუბლიკის მოქალაქეები: წარსულში ნასამართლევი 1982 წელს დაბადებული მ.ნ., 1993 წელს დაბადებული ა.ბ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1982 წელს დაბადებული ს.გ.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები „მდმა“ და „მარიხუანა“ ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცებად არის ამოღებული სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.