ღამის განმავლობაში რუსულმა მხარემ უკრაინის ქალაქი კრივოი როგი დაბომბა.
მედიის ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე ქალაქში მდებარე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტი გახდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 4 ადამიანი, დაჭრილია 17.
11 მათგანის მდგომარეობა მძიმეა და საავადმყოფოში რჩებიან.
ქალაქში დაზიანებულია რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.
აფეთქებები იყო ხარკოვშიც. დრონი ერთ-ერთ კორპუსს მოხვდა და აფეთქდა. დაიჭრა 5 ადამიანი - მათ შორისაა მცირეწლოვანი ბავშვი.