კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა იცოდეთ, თუ ინტერნეტით შევიწროების მსხვერპლი გახდით და როგორ დავიცვათ თავი ონლაინ ძალადობისგან?
რა უნდა იცოდეთ, თუ ინტერნეტით შევიწროების მსხვერპლი გახდით და როგორ დავიცვათ თავი ონლაინ ძალადობისგან?

ინ­ტერ­ნეტ­ში ადა­მი­ა­ნებს შო­რის სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ზღვრე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად წაშ­ლი­ლია და თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს და­ცინ­ვის, შე­ვიწ­რო­ე­ბი­სა და პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის მსხვერ­პლი. ისეთ პო­პუ­ლა­რულ პლატ­ფორ­მებ­ზე, რო­გო­რი­ცაა „ფე­ის­ბუ­ქი“, „ტი­კტო­კი“ და „ინ­სტაგ­რა­მი“, ყო­ველ­დღი­უ­რად ვა­წყდე­ბით ნე­გა­ტი­ურ, შე­უ­რა­ცხმყო­ფელ კო­მენ­ტა­რებს და ხან­და­ხან მუ­ქა­რა­საც კი, რაც ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის ფორ­მე­ბია და რა­მაც შე­იძ­ლე­ბა, მსხვერ­პლი მძი­მე შე­დე­გე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნოს.

ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რია გენ­დერუ­ლი ძა­ლა­დო­ბა, როცა ქა­ლე­ბის მი­მართ ხდე­ბა შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი, ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი კამ­პა­ნი­ის აგო­რე­ბა და ხან­და­ხან ამა­ში ასო­ბით პი­რია ჩარ­თუ­ლი. კვლე­ვე­ბი ცხად­ყოფს, რომ მსოფ­ლი­ო­ში ქა­ლე­ბის 38%-ს პი­რა­დად გა­მო­უც­დია ონ­ლა­ინ ძა­ლა­დო­ბა, ქა­ლე­ბის 85% კი სხვა ქა­ლე­ბის მი­მართ ონ­ლა­ინ ძა­ლა­დო­ბის შემ­სწრე გამ­ხდა­რა. ევ­რო­პი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის ქვეყ­ნებ­ში, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით ჩა­დე­ნი­ლი გენ­დერუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ალ­ბა­თო­ბა 4-ჯერ უფრო მა­ღა­ლია 18-24 წლის ქა­ლე­ბის მი­მართ, ვიდ­რე 65 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ქა­ლე­ბის. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ახალ­გაზ­რდე­ბი სა­შუ­ა­ლოდ დღე­ში 3,7 სა­ათს ატა­რე­ბენ ინ­ტერ­ნეტ­ში და მათი 86 პრო­ცენ­ტი სო­ცი­ა­ლურ მე­დია ქსე­ლებს იყე­ნებს, სწო­რედ ისი­ნი წარ­მო­ად­გე­ნენ ჯგუფს, რო­მე­ლიც ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით ჩა­დე­ნი­ლი გენ­დერუ­ლი ძა­ლა­დო­ბის მა­ღა­ლი რის­კის ქვეშ არი­ან.

ძა­ლა­დო­ბის ამ ფორ­მის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბით და­უც­ვე­ლე­ბი არი­ან მო­ზარ­დე­ბი, რო­მელ­თა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც ხში­რად პირ­და­პირ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი გა­რე­მოს­გან მი­ღე­ბულ უკუ­კავ­შირ­ზე.

ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში ძა­ლა­დო­ბა უკვე იმ­დე­ნად დიდ გა­მოწ­ვე­ვად იქცა, რომ ად­გი­ლობ­რივ­მა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა თა­ვი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში სა­პა­სუ­ხო ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა და­ი­წყეს. გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონდმა (UNFPA) შექ­მნა სა­ინ­ფორ­მა­ციო-სა­კო­ორ­დი­ნა­ციო პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც პრობ­ლე­მის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბას ახორ­ცი­ე­ლებს, მათ შო­რის არის სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­დუ­ლის შექ­მნა სკო­ლე­ბის­თვის.

ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად ეწ­ვი­ეთ გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის ვებგ­ვერდს.

რა ფორ­მე­ბი აქვს ტექ­ნო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბას, რა შე­დე­გე­ბამ­დე შე­იძ­ლე­ბა მიგ­ვიყ­ვა­ნოს მან, რა­ტომ ხდე­ბა თავ­დას­ხმის მსხვერ­პლი უმე­ტე­სად ქალი და რო­გორ უნდა და­ვიც­ვათ თავი ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის­გან, ამის შე­სა­ხებ ციფ­რუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერ­ტი ნინო გა­მი­სო­ნია სა­უბ­რობს:

  • რა ფორ­მა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ტექ­ნო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბას?

ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნი, თუმ­ცა რო­გორც წესი სა­მიზ­ნე­ე­ბი უფრო მე­ტად არი­ან ქა­ლე­ბი, LGBTQ+ თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბა და შშმ პი­რე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით და­უც­ვე­ლე­ბი არი­ან მო­ზარ­დე­ბი და ახალ­გაზ­რდე­ბი, რად­გან ბუ­ლინ­გმა და სი­ტყვი­ე­რი ძა­ლა­დო­ბის სხვა ფორ­მებ­მა უკვე აქ­ტი­უ­რად გად­მო­ი­ნაც­ვლა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

გარ­და ამი­სა, ხში­რად ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით ჩა­დე­ნი­ლი და ტრა­დი­ცი­უ­ლი ძა­ლა­დო­ბა ურ­თი­ერ­თდა­კავ­ში­რე­ბუ­ლია: ძა­ლა­დო­ბა შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს ტრა­დი­ცი­უ­ლი ფორ­მით - რო­გო­რი­ცაა ფი­ზი­კუ­რი ან ემო­ცი­უ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბა და გამ­წვავ­დეს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­გო­რი­ცაა სოცქსე­ლებ­ში შე­ვიწ­რო­ე­ბა ან პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ჟონ­ვა. ასე­ვე, ძა­ლა­დო­ბა შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს ონ­ლა­ინ­სივ­რცე­ში (ონ­ლა­ინ­შე­ვიწ­რო­ე­ბა, მუ­ქა­რე­ბი, სი­ძულ­ვი­ლის ენის გა­მო­ყე­ნე­ბა სოცქსე­ლებ­ში), შემ­დეგ კი გა­და­ი­ზარ­დოს ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში ან სხვა ტრა­დი­ცი­უ­ლი ფორ­მის შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში - გახ­დეს ფი­ზი­კუ­რი ან ემო­ცი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის ნა­წი­ლი რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში, გა­და­ი­ზარ­დოს შეხ­ვედ­რებ­ში, სა­დაც მო­ძა­ლა­დე ცდი­ლობს, პი­რა­დად და­უ­პი­რის­პირ­დეს მსხვერ­პლს. ფი­ზი­კუ­რი და კი­ბერ­ძა­ლა­დო­ბა ხში­რად გა­და­ჯაჭ­ვუ­ლია, რაც კი­დევ უფრო არ­თუ­ლებს მსხვერ­პლის მდგო­მა­რე­ო­ბას და სა­ჭი­რო­ებს კომ­პლექ­სურ მიდ­გო­მას მათი პრე­ვენ­ცი­ი­სა და რე­ა­გი­რე­ბის კუ­თხით.

ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით ჩა­დე­ნილ ძა­ლა­დო­ბას სხვა­დას­ხვა ფორ­მა აქვს:

  • კი­ბერ­ბუ­ლინ­გი, რო­დე­საც ბუ­ლინ­გი ხდე­ბა ონ­ლა­ინ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში;
  • დოქ­სინ­გი, რაც გუ­ლის­ხმობს პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის უნე­ბარ­თვოდ გავ­რცე­ლე­ბას;
  • გა­მო­რი­ცხვა, რაც გუ­ლის­ხმობს პი­რის ან ჯგუ­ფის ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მე­ბი­დან მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად იგ­ნო­რი­რე­ბას. შე­იძ­ლე­ბა, მოს­წავ­ლე­ებ­მა შექ­მნან ონ­ლა­ინ ჯგუ­ფი, კონ­კრე­ტუ­ლი პირი არ და­ა­მა­ტონ და მან ამის გამო გა­რი­ცხუ­ლად იგ­რძნოს თავი;
  • ონ­ლა­ინ შე­ვიწ­რო­ე­ბა გუ­ლის­ხმობს ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი, მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის წე­რას, რა­საც ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ვა­წყდე­ბით;
  • ტრო­ლინ­გი, რაც გუ­ლის­ხმობს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის გან­ზრახ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას ან გან­ზრახ არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას;
  • ფრე­პინ­გი, რო­მე­ლიც გა­მომ­დი­ნა­რე­ობს სი­ტყვე­ბის­გან Facebook და Rape, გუ­ლის­ხმობს სხვის მე­დია ან­გა­რი­შებ­ზე არა­სან­ქცი­რე­ბულ წვდო­მა­სა და მის ცვლი­ლე­ბას მფლო­ბე­ლის თან­ხმო­ბის გა­რე­შე.
  • დი­სინ­გი (ინ­გლი­სუ­რად "dissing" - ანუ disrespecting, disrespectful actions) გუ­ლის­ხმობს პი­რის ან ჯგუ­ფის მი­მართ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბის გა­მო­ხატ­ვას, მათ­ზე დამ­ცი­ნა­ვი ან შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის გა­კე­თე­ბას.
  • სი­ძულ­ვი­ლის ენა (ინ­გლი­სუ­რად “hate speech”) მო­ი­ცავს სი­ძულ­ვი­ლის, მუ­ქა­რის, დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ თუ შე­უ­რა­ცხმყო­ფელ გა­მო­ნათ­ქვა­მებს კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის ან ჯგუ­ფე­ბის მი­მართ მათი რა­სის, ეთ­ნი­კუ­რი კუთ­ვნი­ლე­ბის, რე­ლი­გი­ის, გენ­დე­რის, სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ან იდენ­ტო­ბის სხვა მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ძა­ლი­ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლია და სამ­წუ­ხა­როდ, შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სულ უფრო იმა­ტებს.

  • რა­ტომ ხდე­ბა ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში ძა­ლა­დო­ბი­სა და შე­ვიწ­რო­ე­ბის მსხვერ­პლი ძი­რი­თა­დად ქალი?

ონ­ლა­ინ ძა­ლა­დო­ბი­სა და შე­ვიწ­რო­ე­ბის მსხვერ­პლი ძი­რი­თა­დად ქა­ლე­ბი ხდე­ბი­ან სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლურ, კულ­ტუ­რულ და სტრუქ­ტუ­რულ ფაქ­ტორ­თა გამო. პატ­რი­არ­ქა­ლუ­რი ნორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ქა­ლებს სა­ჯა­რო სივ­რცე­ებ­ში ჩაგ­ვრას ახ­ვე­ვენ, ციფ­რულ სამ­ყა­რო­შიც გრძელ­დე­ბა, სა­დაც ანო­ნი­მუ­რო­ბა და და­უს­ჯე­ლო­ბის გან­ცდა მო­ძა­ლა­დე­ებს უფრო მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს. ქა­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­ვის­ტე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და სა­ჯა­რო პი­რე­ბი, ხში­რად ხდე­ბი­ან მი­ზან­ში იმის გამო, რომ ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რო­ბენ ფე­მი­ნის­ტურ, პო­ლი­ტი­კურ თუ სო­ცი­ა­ლურ თე­მებ­ზე. ასე­ვე, მე­დი­ა­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ დის­კურ­სში გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი ხში­რად ხელს უწყობს მსხვერ­პლის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას და ძა­ლა­დო­ბის მიჩ­ქმალ­ვას, რაც დამ­ნა­შა­ვე­ებს მეტ კომ­ფორ­ტს უქ­მნის. შე­დე­გად, ქა­ლე­ბი უფრო მე­ტად აწყდე­ბი­ან კი­ბერ­ბუ­ლინგს, დოქ­სინგს, სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბას და სხვა სა­ხის ციფ­რულ ძა­ლა­დო­ბას, რაც მათ ონ­ლა­ინ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ზღუ­დავს და რა­საც მათი ხმის ჩა­სახ­შო­ბად იყე­ნე­ბენ.

  • ხში­რია ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა მო­ზარ­დებს შო­რის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი კი­ბერ­ბუ­ლინ­გი. რა მე­ქა­ნიზ­მე­ბით შეგ­ვიძ­ლია მათი დაც­ვა?

მო­ზარ­დებ­სა და ახალ­გაზ­რდებს შო­რის ძა­ლა­დო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა კი­ბერ­ბუ­ლინ­გი, რომ­ლის და­საძ­ლე­ვად მუ­შა­ო­ბა მხო­ლოდ ბოლო პე­რი­ოდ­ში და­ი­წყო. გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონდთან ერ­თად შე­ვი­მუ­შა­ვეთ მო­დუ­ლი, რო­მე­ლიც სკო­ლებს აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­გორ ამო­იც­ნონ ძა­ლა­დო­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი ფორ­მა, რო­გორ აღ­მო­ფხვრან ის ან რა უნდა გა­ა­კე­თონ კი­ბერ­ბუ­ლინ­გის პრე­ვენ­ცი­ის­თვის.

მო­ზარ­დებს შო­რის კი­ბერ­ბუ­ლინ­გმა გან­სა­კუთ­რე­ბით მას­შტა­ბუ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო იმის გამო, რომ მათ უმე­ტე­სო­ბას აქვს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ზე წვდო­მა. „ფე­ის­ბუ­ქი­სა“ და „ტი­კტო­კის“ შე­ზღუდ­ვის თა­ნახ­მად, 13 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვს პლატ­ფორ­მა­ზე რე­გის­ტრა­ცია არ შე­უძ­ლია, თუმ­ცა თა­ვად ან მშობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით ისი­ნი გა­ცი­ლე­ბით პა­ტა­რა ასაკ­ში იწყე­ბენ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მოხ­მა­რე­ბას, გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან სხვა­დას­ხვა ჯგუფ­ში, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა ბუ­ლინ­გის ში­ნა­არ­სის შემ­ცვე­ლი პოს­ტე­ბი იდე­ბო­დეს. ახალ­გაზ­რდე­ბი უმე­ტე­სად იყე­ნე­ბენ „ტი­კტოკს“, რო­მელ­საც მო­დე­რა­ცი­ის პრობ­ლე­მა აქვს, შე­სა­ბა­მი­სად, პლატ­ფორ­მა­ზე ბევ­რი ძა­ლა­დობ­რი­ვი კო­მენ­ტა­რიც ხვდე­ბა.

იყო შემ­თხვე­ვა, რომ კლა­სე­ლებ­მა ერთ-ერთი მოს­წავ­ლე „ამო­ი­ჩე­მეს“, დე­და­მი­სის მიერ „ფე­ის­ბუქ­ზე“ ატ­ვირ­თუ­ლი ფოტო გა­ნა­თავ­სეს ერთ-ერთ ჯგუფ­ში, სა­დაც მისი და­ცინ­ვა და ბუ­ლინ­გი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ბავ­შვმა რა თქმა უნდა, მტკივ­ნე­უ­ლად აღიქ­ვა თა­ნა­ტო­ლე­ბის და­ცინ­ვა, ჩა­ი­კე­ტა და სკო­ლა­ში წას­ვლა აღარ უნ­დო­და.

კი­ბერ­ბულნგმა შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან მძი­მე შე­დე­გე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნოს რო­გორც ზრდას­რუ­ლი, ისე მო­ზარ­დი. ონ­ლა­ინ ძა­ლა­დო­ბა მო­ზარ­დებ­ზე კი­დევ უფრო დიდ ტრავ­მას ტო­ვებს, ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა, რა ტი­პის კონ­ტენტს ათავ­სე­ბენ ისი­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, რა სა­ხის კონ­ტენ­ტით არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი, მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია კი­ბერ­ბუ­ლინგზე, და­ვეხ­მა­როთ სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში, და­ვინ­ტე­რეს­დეთ მათი პრობ­ლე­მე­ბით და სხვა.

  • სა­ინ­ტე­რე­სოა, აქვთ თუ არა სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებს ბერ­კე­ტე­ბი, რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს ტექ­ნო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­ზე?

TFGBV-ზე (ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით ჩა­დე­ნი­ლი გენ­დერუ­ლი ძა­ლა­დო­ბა) კონ­კრე­ტუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ გაქვს. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბი რე­ა­გი­რე­ბენ პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მო­პო­ვე­ბის ან ადევ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თუმ­ცა ძა­ლა­დობ­რი­ვი კო­მენ­ტა­რე­ბი­სა და ონ­ლა­ინ მუ­ქა­რის დროს კა­ნო­ნი ვერ გვი­ცავს. გა­მო­დის, რომ სრუ­ლად შენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გორ იცავ თავს და ბავ­შვებს და თუ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით ჩა­დე­ნილ­მა ძა­ლა­დო­ბამ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში არ გად­მო­ი­ნაც­ვლა, ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა უწყე­ბებ­მა ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გან.

  • რა რე­კო­მენ­და­ცი­ებს მოგ­ვცემთ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა პლატ­ფორ­მე­ბის შიდა რე­გუ­ლი­რე­ბის სის­ტე­მა და რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ვა?

ციფ­რუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა ონ­ლა­ინ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის ერთ-ერთი კომ­პო­ნენ­ტია. ჩვენ უნდა და­ვიც­ვათ ან­გა­რი­შე­ბი უცხო პი­რე­ბის შეღ­წე­ვის­გან, თავი უნდა შე­ვი­კა­ვოთ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ისე­თი პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან, რო­გო­რიც არის სა­მუ­შაო და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბის მი­სა­მარ­თი, ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი და სხვა. ბავ­შვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა გან­ვა­თავ­სოთ მათი სკო­ლი­სა და ბა­ღის და­სა­ხე­ლე­ბე­ბი და მი­სა­მარ­თი, მათი ფო­ტო­ე­ბი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა სხვებ­მა ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნოს და სხვა.

მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ზე და ან­გა­რი­შებ­ზე უნდა გვქონ­დეს ძლი­ე­რი და უნი­კა­ლუ­რი პა­რო­ლი, რო­მე­ლიც მი­ნი­მუმ 15 სიმ­ბო­ლოს­გან შედ­გე­ბა. პა­როლ­ში დიდი ასო­ე­ბი და სიმ­ბო­ლო­ე­ბი არ უნდა მო­ვაქ­ცი­ოთ თავ­სა და ბო­ლო­ში, არა­მედ უნდა გა­ვაბ­ნი­ოთ, რათა რთუ­ლად ამო­საც­ნო­ბი გახ­დეს. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მა­ში შე­საღ­წე­ვად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პა­რო­ლე­ბი უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ, რათა ერთი ან­გა­რი­შის „გა­ტე­ხის“ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვე­ნი სხვა ან­გა­რი­შე­ბიც არ ჩა­უ­ვარ­დეს ხელ­ში და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­რო­ლე­ბი შეგ­ვიძ­ლია ვმარ­თოთ პა­რო­ლის მე­ნე­ჯე­რით. ასე­ვე, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ყვე­ლა პლატ­ფორ­მა­ზე და­ვა­ყე­ნოთ ორ­ფაქ­ტო­რი­ა­ნი ავ­ტო­რი­ზა­ცია, რათა პა­რო­ლის გა­ჟონ­ვის შემ­თხვე­ვა­ში მა­ინც ვერ შეძ­ლონ ჩვენს ან­გა­რი­შებ­ზე წვდო­მა.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ზე გა­ვა­აქ­ტი­უ­როთ ბოლო გა­ნახ­ლე­ბე­ბი, რათა უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­წყვლა­დი ხვრე­ლე­ბი ამო­ვავ­სოთ, არ გა­მო­ვი­ყე­ნოთ სა­ეჭ­ვო წარ­მო­მავ­ლო­ბის პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლის შემ­ქმნე­ლებ­საც ჩვენს მო­წყო­ბი­ლო­ბა­ზე ვაძ­ლევთ წვდო­მას.

რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნოთ Signal-ი, რო­მე­ლიც ორ­მხრი­ვად და­შიფ­რუ­ლი პროგ­რა­მაა და გა­რე­შე პირს ჩვენს მი­მო­წე­რა­სა და ზა­რებ­ზე წვდო­მას არ აძ­ლევს.

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა და პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის გან­თავ­სე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა კი­ბერ­ძა­ლა­დო­ბის­გან თა­ვის დაც­ვის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მე­ქა­ნიზ­მია.

ამ­დე­ნად, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბა სულ უფრო მას­შტა­ბუ­რი პრობ­ლე­მა ხდე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ქა­ლე­ბის, მო­ზარ­დე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის. ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მებ­ზე ბუ­ლინ­გი, შე­ვიწ­რო­ე­ბა და პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა შე­საძ­ლოა სე­რი­ო­ზულ ფსი­ქო­ლო­გი­ურ და სო­ცი­ა­ლურ ზი­ა­ნად იქ­ცეს.

რად­გან სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მე­ბი ჯერ კი­დევ არ არის სრულ­ყო­ფი­ლი, ამი­ტომ ციფ­რუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ცოდ­ნა და პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი გა­დამ­წყვე­ტია. ამას­თან, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა და კო­ლექ­ტი­უ­რი ძა­ლის­ხმე­ვა, რათა ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე უფრო უსაფრ­თხო გახ­დეს ყვე­ლას­თვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

რა უნდა იცოდეთ, თუ ინტერნეტით შევიწროების მსხვერპლი გახდით და როგორ დავიცვათ თავი ონლაინ ძალადობისგან?

რა უნდა იცოდეთ, თუ ინტერნეტით შევიწროების მსხვერპლი გახდით და როგორ დავიცვათ თავი ონლაინ ძალადობისგან?

ინტერნეტში ადამიანებს შორის სოციალური საზღვრები ფაქტობრივად წაშლილია და თითოეული ჩვენგანი შეიძლება გახდეს დაცინვის, შევიწროებისა და პირადი ინფორმაციის გავრცელების მსხვერპლი. ისეთ პოპულარულ პლატფორმებზე, როგორიცაა „ფეისბუქი“, „ტიკტოკი“ და „ინსტაგრამი“, ყოველდღიურად ვაწყდებით ნეგატიურ, შეურაცხმყოფელ კომენტარებს და ხანდახან მუქარასაც კი, რაც ტექნოლოგიებით ჩადენილი ძალადობის ფორმებია და რამაც შეიძლება, მსხვერპლი მძიმე შედეგებამდე მიიყვანოს.

ონლაინ სივრცეში განსაკუთრებით ხშირია გენდერული ძალადობა, როცა ქალების მიმართ ხდება შეურაცხმყოფელი, ღირსების შემლახავი კამპანიის აგორება და ხანდახან ამაში ასობით პირია ჩართული. კვლევები ცხადყოფს, რომ მსოფლიოში ქალების 38%-ს პირადად გამოუცდია ონლაინ ძალადობა, ქალების 85% კი სხვა ქალების მიმართ ონლაინ ძალადობის შემსწრე გამხდარა. ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ტექნოლოგიებით ჩადენილი გენდერული ძალადობის ალბათობა 4-ჯერ უფრო მაღალია 18-24 წლის ქალების მიმართ, ვიდრე 65 წელს გადაცილებულ ქალების. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ახალგაზრდები საშუალოდ დღეში 3,7 საათს ატარებენ ინტერნეტში და მათი 86 პროცენტი სოციალურ მედია ქსელებს იყენებს, სწორედ ისინი წარმოადგენენ ჯგუფს, რომელიც ტექნოლოგიებით ჩადენილი გენდერული ძალადობის მაღალი რისკის ქვეშ არიან.

ძალადობის ამ ფორმის მიმართ განსაკუთრებით დაუცველები არიან მოზარდები, რომელთა ფსიქოლოგიური მდგომარეობაც ხშირად პირდაპირ არის დამოკიდებული გარემოსგან მიღებულ უკუკავშირზე.

ონლაინ სივრცეში ძალადობა უკვე იმდენად დიდ გამოწვევად იქცა, რომ ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საპასუხო ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს. გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) შექმნა საინფორმაციო-საკოორდინაციო პლატფორმა, რომელიც პრობლემის აღმოსაფხვრელად სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს, მათ შორის არის სპეციალური მოდულის შექმნა სკოლებისთვის.

ტექნოლოგიებით ჩადენილი ძალადობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ გაეროს მოსახლეობის ფონდის ვებგვერდს.

რა ფორმები აქვს ტექნოლოგიურ ძალადობას, რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს მან, რატომ ხდება თავდასხმის მსხვერპლი უმეტესად ქალი და როგორ უნდა დავიცვათ თავი ასეთი შემთხვევებისგან, ამის შესახებ ციფრული უსაფრთხოების ექსპერტი ნინო გამისონია საუბრობს:

  • რა ფორმა შეიძლება ჰქონდეს ტექნოლოგიურ ძალადობას?

ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჩვენგანი, თუმცა როგორც წესი სამიზნეები უფრო მეტად არიან ქალები, LGBTQ+ თემის წარმომადგენლები, ეთნიკური უმცირესობა და შშმ პირები. განსაკუთრებით დაუცველები არიან მოზარდები და ახალგაზრდები, რადგან ბულინგმა და სიტყვიერი ძალადობის სხვა ფორმებმა უკვე აქტიურად გადმოინაცვლა სოციალურ ქსელებში.

გარდა ამისა, ხშირად ტექნოლოგიებით ჩადენილი და ტრადიციული ძალადობა ურთიერთდაკავშირებულია: ძალადობა შეიძლება დაიწყოს ტრადიციული ფორმით - როგორიცაა ფიზიკური ან ემოციური შევიწროება და გამწვავდეს ტექნოლოგიების საშუალებით, როგორიცაა სოცქსელებში შევიწროება ან პირადი ინფორმაციის გაჟონვა. ასევე, ძალადობა შეიძლება დაიწყოს ონლაინსივრცეში (ონლაინშევიწროება, მუქარები, სიძულვილის ენის გამოყენება სოცქსელებში), შემდეგ კი გადაიზარდოს ფიზიკურ ძალადობაში ან სხვა ტრადიციული ფორმის შევიწროებაში - გახდეს ფიზიკური ან ემოციური ძალადობის ნაწილი რეალურ ცხოვრებაში, გადაიზარდოს შეხვედრებში, სადაც მოძალადე ცდილობს, პირადად დაუპირისპირდეს მსხვერპლს. ფიზიკური და კიბერძალადობა ხშირად გადაჯაჭვულია, რაც კიდევ უფრო ართულებს მსხვერპლის მდგომარეობას და საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას მათი პრევენციისა და რეაგირების კუთხით.

ტექნოლოგიებით ჩადენილ ძალადობას სხვადასხვა ფორმა აქვს:

  • კიბერბულინგი, როდესაც ბულინგი ხდება ონლაინ ტექნოლოგიების გამოყენებით, სხვადასხვა სოციალურ სივრცეში;
  • დოქსინგი, რაც გულისხმობს პერსონალური ინფორმაციის უნებართვოდ გავრცელებას;
  • გამორიცხვა, რაც გულისხმობს პირის ან ჯგუფის ონლაინ პლატფორმებიდან მიზანმიმართულად იგნორირებას. შეიძლება, მოსწავლეებმა შექმნან ონლაინ ჯგუფი, კონკრეტული პირი არ დაამატონ და მან ამის გამო გარიცხულად იგრძნოს თავი;
  • ონლაინ შევიწროება გულისხმობს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი კომენტარების წერას, რასაც ონლაინ სივრცეში ყოველდღიურად ვაწყდებით;
  • ტროლინგი, რაც გულისხმობს ინტერნეტმომხმარებლების განზრახ გაღიზიანებას ან განზრახ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას;
  • ფრეპინგი, რომელიც გამომდინარეობს სიტყვებისგან Facebook და Rape, გულისხმობს სხვის მედია ანგარიშებზე არასანქცირებულ წვდომასა და მის ცვლილებას მფლობელის თანხმობის გარეშე.
  • დისინგი (ინგლისურად "dissing" - ანუ disrespecting, disrespectful actions) გულისხმობს პირის ან ჯგუფის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვას, მათზე დამცინავი ან შეურაცხმყოფელი კომენტარების გაკეთებას.
  • სიძულვილის ენა (ინგლისურად “hate speech”) მოიცავს სიძულვილის, მუქარის, დისკრიმინაციულ თუ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს კონკრეტული პიროვნებების ან ჯგუფების მიმართ მათი რასის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, გენდერის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის ან იდენტობის სხვა მახასიათებლების საფუძველზე.

თითოეული მათგანი ძალიან გავრცელებულია და სამწუხაროდ, შემთხვევების რაოდენობა სულ უფრო იმატებს.

  • რატომ ხდება ონლაინ სივრცეში ძალადობისა და შევიწროების მსხვერპლი ძირითადად ქალი?

ონლაინ ძალადობისა და შევიწროების მსხვერპლი ძირითადად ქალები ხდებიან სხვადასხვა სოციალურ, კულტურულ და სტრუქტურულ ფაქტორთა გამო. პატრიარქალური ნორმები, რომლებიც ქალებს საჯარო სივრცეებში ჩაგვრას ახვევენ, ციფრულ სამყაროშიც გრძელდება, სადაც ანონიმურობა და დაუსჯელობის განცდა მოძალადეებს უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს. ქალები, განსაკუთრებით აქტივისტები, ჟურნალისტები და საჯარო პირები, ხშირად ხდებიან მიზანში იმის გამო, რომ ხმამაღლა საუბრობენ ფემინისტურ, პოლიტიკურ თუ სოციალურ თემებზე. ასევე, მედიასა და საზოგადოებრივ დისკურსში გაბატონებული სტერეოტიპები ხშირად ხელს უწყობს მსხვერპლის დადანაშაულებას და ძალადობის მიჩქმალვას, რაც დამნაშავეებს მეტ კომფორტს უქმნის. შედეგად, ქალები უფრო მეტად აწყდებიან კიბერბულინგს, დოქსინგს, სექსუალურ შევიწროებას და სხვა სახის ციფრულ ძალადობას, რაც მათ ონლაინ მონაწილეობას ზღუდავს და რასაც მათი ხმის ჩასახშობად იყენებენ.

  • ხშირია ტექნოლოგიური ძალადობა მოზარდებს შორის, განსაკუთრებით კი კიბერბულინგი. რა მექანიზმებით შეგვიძლია მათი დაცვა?

მოზარდებსა და ახალგაზრდებს შორის ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა კიბერბულინგი, რომლის დასაძლევად მუშაობა მხოლოდ ბოლო პერიოდში დაიწყო. გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად შევიმუშავეთ მოდული, რომელიც სკოლებს აწვდის ინფორმაციას, როგორ ამოიცნონ ძალადობის აღნიშნული ფორმა, როგორ აღმოფხვრან ის ან რა უნდა გააკეთონ კიბერბულინგის პრევენციისთვის.

მოზარდებს შორის კიბერბულინგმა განსაკუთრებით მასშტაბური ხასიათი მიიღო იმის გამო, რომ მათ უმეტესობას აქვს სოციალურ ქსელებზე წვდომა. „ფეისბუქისა“ და „ტიკტოკის“ შეზღუდვის თანახმად, 13 წლამდე ასაკის ბავშვს პლატფორმაზე რეგისტრაცია არ შეუძლია, თუმცა თავად ან მშობლების დახმარებით ისინი გაცილებით პატარა ასაკში იწყებენ სოციალური ქსელების მოხმარებას, გაწევრიანებულები არიან სხვადასხვა ჯგუფში, სადაც შეიძლება ბულინგის შინაარსის შემცველი პოსტები იდებოდეს. ახალგაზრდები უმეტესად იყენებენ „ტიკტოკს“, რომელსაც მოდერაციის პრობლემა აქვს, შესაბამისად, პლატფორმაზე ბევრი ძალადობრივი კომენტარიც ხვდება.

იყო შემთხვევა, რომ კლასელებმა ერთ-ერთი მოსწავლე „ამოიჩემეს“, დედამისის მიერ „ფეისბუქზე“ ატვირთული ფოტო განათავსეს ერთ-ერთ ჯგუფში, სადაც მისი დაცინვა და ბულინგი მიმდინარეობდა. ბავშვმა რა თქმა უნდა, მტკივნეულად აღიქვა თანატოლების დაცინვა, ჩაიკეტა და სკოლაში წასვლა აღარ უნდოდა.

კიბერბულნგმა შეიძლება ძალიან მძიმე შედეგებამდე მიიყვანოს როგორც ზრდასრული, ისე მოზარდი. ონლაინ ძალადობა მოზარდებზე კიდევ უფრო დიდ ტრავმას ტოვებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, მივაქციოთ ყურადღება, რა ტიპის კონტენტს ათავსებენ ისინი სოციალურ ქსელებში, რა სახის კონტენტით არიან დაინტერესებულები, მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია კიბერბულინგზე, დავეხმაროთ სოციალიზაციაში, დავინტერესდეთ მათი პრობლემებით და სხვა.

  • საინტერესოა, აქვთ თუ არა სამართალდამცავ უწყებებს ბერკეტები, რეაგირება მოახდინოს ტექნოლოგიურ ძალადობაზე?

TFGBV-ზე (ტექნოლოგიებით ჩადენილი გენდერული ძალადობა) კონკრეტული კანონმდებლობა არ გაქვს. სამართალდამცავი უწყებები რეაგირებენ პერსონალური მონაცემების მოპოვების ან ადევნების შემთხვევაში, თუმცა ძალადობრივი კომენტარებისა და ონლაინ მუქარის დროს კანონი ვერ გვიცავს. გამოდის, რომ სრულად შენზეა დამოკიდებული, როგორ იცავ თავს და ბავშვებს და თუ ტექნოლოგიებით ჩადენილმა ძალადობამ რეალურ ცხოვრებაში არ გადმოინაცვლა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა ქმედითი ნაბიჯები გადადგან.

  • რა რეკომენდაციებს მოგვცემთ ტექნოლოგიური ძალადობისგან თავის დასაცავად, განსაკუთრებით მაშინ, როცა პლატფორმების შიდა რეგულირების სისტემა და როგორც აღნიშნეთ კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლევა?

ციფრული უსაფრთხოება ონლაინ ტექნოლოგიებით ჩადენილი ძალადობის თავიდან აცილების ერთ-ერთი კომპონენტია. ჩვენ უნდა დავიცვათ ანგარიშები უცხო პირების შეღწევისგან, თავი უნდა შევიკავოთ სოციალურ ქსელებში ისეთი პერსონალური ინფორმაციის გავრცელებისგან, როგორიც არის სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვა. ბავშვების შემთხვევაში არ უნდა განვათავსოთ მათი სკოლისა და ბაღის დასახელებები და მისამართი, მათი ფოტოები, რომელიც შეიძლება სხვებმა ბოროტად გამოიყენოს და სხვა.

მოწყობილობებზე და ანგარიშებზე უნდა გვქონდეს ძლიერი და უნიკალური პაროლი, რომელიც მინიმუმ 15 სიმბოლოსგან შედგება. პაროლში დიდი ასოები და სიმბოლოები არ უნდა მოვაქციოთ თავსა და ბოლოში, არამედ უნდა გავაბნიოთ, რათა რთულად ამოსაცნობი გახდეს. გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა პლატფორმაში შესაღწევად განსხვავებული პაროლები უნდა გამოვიყენოთ, რათა ერთი ანგარიშის „გატეხის“ შემთხვევაში, ჩვენი სხვა ანგარიშებიც არ ჩაუვარდეს ხელში დაინტერესებულ პირს. აღნიშნული პაროლები შეგვიძლია ვმართოთ პაროლის მენეჯერით. ასევე, რეკომენდებულია ყველა პლატფორმაზე დავაყენოთ ორფაქტორიანი ავტორიზაცია, რათა პაროლის გაჟონვის შემთხვევაში მაინც ვერ შეძლონ ჩვენს ანგარიშებზე წვდომა.

აუცილებელია, მოწყობილობებზე გავააქტიუროთ ბოლო განახლებები, რათა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მოწყვლადი ხვრელები ამოვავსოთ, არ გამოვიყენოთ საეჭვო წარმომავლობის პროგრამები, რომლის შემქმნელებსაც ჩვენს მოწყობილობაზე ვაძლევთ წვდომას.

რეკომენდებულია, კომუნიკაციისთვის გამოვიყენოთ Signal-ი, რომელიც ორმხრივად დაშიფრული პროგრამაა და გარეშე პირს ჩვენს მიმოწერასა და ზარებზე წვდომას არ აძლევს.

გასათვალისწინებელია, რომ ინფორმირებულობა და პირადი ინფორმაციის განთავსებისგან თავის შეკავება კიბერძალადობისგან თავის დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია.

ამდენად, ტექნოლოგიებით ჩადენილი ძალადობა სულ უფრო მასშტაბური პრობლემა ხდება, განსაკუთრებით კი ქალების, მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის. ონლაინ პლატფორმებზე ბულინგი, შევიწროება და პერსონალური ინფორმაციის გავრცელება შესაძლოა სერიოზულ ფსიქოლოგიურ და სოციალურ ზიანად იქცეს.

რადგან სამართლებრივი მექანიზმები ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი, ამიტომ ციფრული უსაფრთხოების ცოდნა და პრევენციული ზომები გადამწყვეტია. ამასთან, აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და კოლექტიური ძალისხმევა, რათა ინტერნეტსივრცე უფრო უსაფრთხო გახდეს ყველასთვის.