კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიდმა ბრიტანეთმა ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა
დიდმა ბრიტანეთმა ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა

დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა მო­სა­მარ­თლე­ებს, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე­სა და მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძეს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას დიდი ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბა ავ­რცე­ლებს.

  • გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი ეჭვი არ­სე­ბობს იმი­სა, რომ მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძე "კო­რუფ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს ან მო­ნა­წი­ლე­ობ­და“. ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე­ზე კი ნათ­ქვა­მია, რომ "სე­რი­ო­ზუ­ლი ეჭვი არ­სე­ბობს იმი­სა, რომ იგი კო­რუფ­ცი­ა­ში არის ან იყო ჩარ­თუ­ლი“.

"რო­გორც თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რემ, უცხო­ელ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­მა, რო­მე­ლიც ახორ­ცი­ე­ლებს აღ­მას­რუ­ლე­ბელ ან სა­სა­მარ­თლო ფუნ­ქცი­ებს, მან მი­ი­ღო ფი­ნან­სუ­რი სარ­გე­ბე­ლი სა­ჯა­რო ფუნ­ქცი­ე­ბის არა­ჯე­როვ­ნად შეს­რუ­ლე­ბის­თვის, კერ­ძოდ, თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბის გავ­ლე­ნის არა­სა­თა­ნა­დო გა­მო­ყე­ნე­ბით, რათა სა­სა­მარ­თლო და­ნიშ­ვნე­ბი და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­სარ­გებ­ლოდ ყო­ფი­ლი­ყო“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ასე­ვე, გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, "ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რმა, სა­ჯა­რო ფუნ­ქცი­ე­ბის არა­ჯე­როვ­ნად შეს­რუ­ლე­ბის­თვის ფი­ნან­სუ­რი სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღო და სე­რი­ო­ზუ­ლი ეჭვი არ­სე­ბობს იმი­სა, რომ იგი კო­რუფ­ცი­ა­ში არის ან იყო ჩარ­თუ­ლი“.

დიდი ბრი­ტა­ნე­თის გლო­ბა­ლუ­რი ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სან­ქცი­ე­ბის აქტი ფი­ნან­სუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­სურ­სე­ბის გა­ყინ­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

დიდმა ბრიტანეთმა ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა მოსამართლეებს, ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

  • განცხადებაში ნათქვამია, რომ სერიოზული ეჭვი არსებობს იმისა, რომ მიხეილ ჩინჩალაძე "კორუფციაში მონაწილეობს ან მონაწილეობდა“. ლევან მურუსიძეზე კი ნათქვამია, რომ "სერიოზული ეჭვი არსებობს იმისა, რომ იგი კორუფციაში არის ან იყო ჩართული“.

"როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, უცხოელმა თანამდებობის პირმა, რომელიც ახორციელებს აღმასრულებელ ან სასამართლო ფუნქციებს, მან მიიღო ფინანსური სარგებელი საჯარო ფუნქციების არაჯეროვნად შესრულებისთვის, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის გავლენის არასათანადო გამოყენებით, რათა სასამართლო დანიშვნები და გადაწყვეტილებები "ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ყოფილიყო“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, განცხადების თანახმად, "ლევან მურუსიძემ, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, საჯარო ფუნქციების არაჯეროვნად შესრულებისთვის ფინანსური სარგებელი მიიღო და სერიოზული ეჭვი არსებობს იმისა, რომ იგი კორუფციაში არის ან იყო ჩართული“.

დიდი ბრიტანეთის გლობალური ანტიკორუფციული სანქციების აქტი ფინანსური და ეკონომიკური რესურსების გაყინვას ითვალისწინებს.