პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

„ლელო - ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დერს მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს, რო­მე­ლიც "სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა­ზეა" ბრალ­დე­ბუ­ლი, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­ე­ფარ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, არ­სენ კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­მა მი­ი­ღო. მი­სი­ვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გი­რა­ოს შე­ტა­ნის ვადა 30 დღე გა­ნი­სა­ზღვრა.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ხა­ზა­რა­ძის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე იმ­სჯე­ლეს. სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვ­და, დაც­ვის მხა­რე კი ხა­ზა­რა­ძის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას.

სხდო­მას ეს­წრე­ბო­და თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლიც.

ცნო­ბის­თვის, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე 25 მარტს ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის­თვის იყო და­ბა­რე­ბუ­ლი, სა­დაც ის არ გა­მო­ცხად­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, ხა­ზა­რა­ძემ ჩვე­ნე­ბა მა­გის­ტრა­ტი მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე მის­ცა.

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 349-ე მუხ­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც "სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას" გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით, ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ერთ წლამ­დე, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის, ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით ვა­დით სამ წლამ­დე.

ავტორი:

მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს, რომელიც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზეა" ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. მისივე გადაწყვეტილებით, გირაოს შეტანის ვადა 30 დღე განისაზღვრა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ხაზარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. სახელმწიფო ბრალდება ბრალდებულის მიმართ 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი ხაზარაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებულიც.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა.

აღნიშნულის შემდეგ, ხაზარაძემ ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცა.

მამუკა ხაზარაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.