Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიანმარში, მიწისძვრიდან 5 დღის შემდეგ, ნანგრევებიდან ახალგაზრდა მამაკაცი ცოცხალი ამოიყვანეს
მიანმარში, მიწისძვრიდან 5 დღის შემდეგ, ნანგრევებიდან ახალგაზრდა მამაკაცი ცოცხალი ამოიყვანეს

მი­ან­მარ­ში, მი­წისძვრი­დან 5 დღის შემ­დეგ, ერთ-ერთი სას­ტუმ­როს ნან­გრე­ვე­ბი­დან მა­მა­კა­ცი ცო­ცხლად ამო­იყ­ვა­ნეს.

  • 26 წლის მა­მა­კა­ცი შე­ნო­ბის ნან­გრე­ვებ­ში მი­ან­მა­რი­სა და თურ­ქე­თის მაშ­ვე­ლე­ბის ერ­თობ­ლივ­მა ჯგუფ­მა იპო­ვა.

რო­გორც მი­ან­მა­რის სამ­ხედ­რო მმარ­თველ­მა, მინ აუნგ ჰლა­ინ­გმა გა­ნა­ცხა­და, კა­ტას­ტრო­ფას 2 700-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა და სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა სულ მალე 3 000-ს გა­და­ა­ჭარ­ბებს. ჰუ­მა­ნი­ტა­რულ­მა სა­ა­გენ­ტო­ებ­მა სხვა ქვეყ­ნებს მო­უ­წო­დეს, მუ­სო­ნის წვი­მე­ბის და­წყე­ბამ­დე დახ­მა­რე­ბა მო­ი­მა­რა­გონ.

მი­წისძვრის ეპი­ცენ­ტრთან ახ­ლოს, გა­ნად­გუ­რე­ბულ ქა­ლა­ქებ­ში, მან­და­ლა­ი­სა და სა­გა­ინ­გში, გა­დარ­ჩე­ნი­ლებს ქუ­ჩა­ში სძი­ნავთ. წყა­ლი, საკ­ვე­ბი და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი მწი­რია.

"მი­წისძვრის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გი ყო­ველ სა­ათ­ში უფრო მძი­მე ხდე­ბა - ეს კრი­ზის­ზე და­შე­ნე­ბუ­ლი კრი­ზი­სია მი­ან­მა­რის­თვის, სა­დაც ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სი­ტუ­ა­ცია ისე­დაც სა­გან­გა­შო იყო", - გა­ნა­ცხა­და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­ა­გენ­ტო Care-ის დი­რექ­ტორ­მა არიფ ნურ­მა.

53-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი უღა­რი­ბე­სი ქვე­ყა­ნა სა­მო­ქა­ლა­ქო ომი­თაა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი. 2021 წლის სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მოხ­და და ძა­ლა­უფ­ლე­ბა ხელ­ში სამ­ხედ­რო­ებ­მა ჩა­იგ­დეს, რა­მაც ~ათწ­ლი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სუს­ტი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, ეკო­ნო­მი­კა გა­ა­ნად­გუ­რა.

და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრის შემ­დეგ, ქვეყ­ნის მმარ­თველ­მა ხუნ­ტამ 6 აპ­რი­ლამ­დე ეროვ­ნუ­ლი გლო­ვის კვი­რა გა­მო­ა­ცხა­და - 6 აპ­რი­ლამ­დე, "მრა­ვა­ლი სი­ცო­ცხლის და­კარ­გვი­სა და ზა­რა­ლის თა­ნაგ­რძნო­ბის ნიშ­ნად", ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­ნო­ბე­ბის დრო­შე­ბი დაშ­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

წყა­რო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

მიანმარში, მიწისძვრიდან 5 დღის შემდეგ, ნანგრევებიდან ახალგაზრდა მამაკაცი ცოცხალი ამოიყვანეს

მიანმარში, მიწისძვრიდან 5 დღის შემდეგ, ნანგრევებიდან ახალგაზრდა მამაკაცი ცოცხალი ამოიყვანეს

მიანმარში, მიწისძვრიდან 5 დღის შემდეგ, ერთ-ერთი სასტუმროს ნანგრევებიდან მამაკაცი ცოცხლად ამოიყვანეს.

  • 26 წლის მამაკაცი შენობის ნანგრევებში მიანმარისა და თურქეთის მაშველების ერთობლივმა ჯგუფმა იპოვა.

როგორც მიანმარის სამხედრო მმართველმა, მინ აუნგ ჰლაინგმა განაცხადა, კატასტროფას 2 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და სავარაუდოდ, დაღუპულთა რაოდენობა სულ მალე 3 000-ს გადააჭარბებს. ჰუმანიტარულმა სააგენტოებმა სხვა ქვეყნებს მოუწოდეს, მუსონის წვიმების დაწყებამდე დახმარება მოიმარაგონ.

მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს, განადგურებულ ქალაქებში, მანდალაისა და საგაინგში, გადარჩენილებს ქუჩაში სძინავთ. წყალი, საკვები და მედიკამენტები მწირია.

"მიწისძვრის კატასტროფული შედეგი ყოველ საათში უფრო მძიმე ხდება - ეს კრიზისზე დაშენებული კრიზისია მიანმარისთვის, სადაც ჰუმანიტარული სიტუაცია ისედაც საგანგაშო იყო", - განაცხადა ჰუმანიტარული სააგენტო Care-ის დირექტორმა არიფ ნურმა.

53-მილიონიანი უღარიბესი ქვეყანა სამოქალაქო ომითაა დაზარალებული. 2021 წლის სამხედრო გადატრიალება მოხდა და ძალაუფლება ხელში სამხედროებმა ჩაიგდეს, რამაც ~ათწლიანი განვითარებისა და სუსტი დემოკრატიული პერიოდის შემდეგ, ეკონომიკა გაანადგურა.

დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, ქვეყნის მმართველმა ხუნტამ 6 აპრილამდე ეროვნული გლოვის კვირა გამოაცხადა - 6 აპრილამდე, "მრავალი სიცოცხლის დაკარგვისა და ზარალის თანაგრძნობის ნიშნად", ოფიციალური შენობების დროშები დაშვებული იქნება.

წყარო