საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ბანკის სტიპენდია მათთვის, ვინც განათლების გზაზე არ ჩერდება - ლუკა წულაიას ამბავი
საქართველოს ბანკის სტიპენდია მათთვის, ვინც განათლების გზაზე არ ჩერდება - ლუკა წულაიას ამბავი

„ადა­მი­ანს თუ აქვს მონ­დო­მე­ბა და სურ­ვი­ლი და დრო­ის სწო­რად მე­ნე­ჯმენ­ტი შე­უძ­ლია, აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევს ყვე­ლა­ფერს, რა­საც მო­ინ­დო­მებს“, - გვე­უბ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინ­ფორ­მა­ტი­კი­სა და მარ­თვის სის­ტე­მე­ბის ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტი ლუკა წუ­ლა­ია, რო­მე­ლიც გა­სულ წელს „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ სტი­პენ­დი­ა­ტი გახ­და.

ლუკა ახლა მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტია. სა­კუ­თარ თავ­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე სა­უ­ბა­რი არ უყ­ვარს, მაგ­რამ Ambebi.ge-ს მკი­თხველს გა­უ­ზი­ა­რა დე­ტა­ლე­ბი, რო­გორ გახ­და „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და ნიკო ნი­კო­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დი­ა­ტი; რო­გორ უწყობს ფეხს აჩ­ქა­რე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის ტემპს; რა აძ­ლევს მო­ტი­ვა­ცი­ას, ერ­თნა­ი­რი ენ­თუ­ზი­აზ­მით და­უთ­მოს დრო სწავ­ლა­სა და სპორ­ტს; აქ­ტი­უ­რად გა­აგ­რძე­ლოს თვით­გან­ვი­თა­რე­ბა და რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნავს, „არ­ცერ­თი წამი არ გაფ­ლან­გოს“.

„სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ სტი­პენ­დია შე­საძ­ლებ­ლო­ბაა სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, რომ­ლებ­მაც ვერ შეძ­ლეს ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე 100%-იანი და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბა ან შეძ­ლეს, თუმ­ცა კერ­ძო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლო­ბენ, ასე­ვე, და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სე­ბი ესა­ჭი­რო­ე­ბათ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ხარ­ჯე­ბის­თვის ან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის­თვის. ნიკო ნი­კო­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დი­ას კი ფო­თის მე­რია გას­ცემს წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის. ლუკა სწო­რედ ქა­ლაქ ფო­თი­და­ნაა.

თავ­და­პირ­ვე­ლად, სპორ­ტით და­ინ­ტე­რეს­და, 9 წლი­დან თა­მა­შობ­და ფეხ­ბურთს. რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნავს, არას­დროს აკე­თებ­და არ­ჩე­ვანს მე­ცა­დი­ნე­ო­ბა­სა და ვარ­ჯიშს შო­რის, ორი­ვე­ში ერ­თნა­ირ რე­სურსს დებ­და:

„ვფიქ­რობ­დი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რას რომ და­ვას­რუ­ლებ­დი, მერე რა მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა საქ­მი­ა­ნო­ბა და სა­ბო­ლო­ოდ არ­ჩე­ვა­ნი კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბა­ზე შე­ვა­ჩე­რე. რად­გა­ნაც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ მო­ვი­ძიე, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­დავ­წყვი­ტე სწავ­ლა, თუმ­ცა გარე რე­სურ­სე­ბით ვაგ­რძე­ლებ ცოდ­ნის მი­ღე­ბას კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბა­შიც. სპორ­ტი ახლა უფრო ჰო­ბის სა­ხით მაქვს, თუმ­ცა არას­დროს ვაკ­ლებ დროს, ვარ მე­სა­მე კურ­სზე და პა­რა­ლე­ლუ­რად ვმუ­შა­ობ „დრე­საპ­ში“ IT მი­მარ­თუ­ლე­ბით. ვარ შე­უ­პო­ვა­რი და შრო­მის­მოყ­ვა­რე. არ შე­მიძ­ლია ვიყო უმოქ­მე­დოდ იმ სამ­ყა­რო­ში, რო­მე­ლიც წა­მი­ე­რად ვი­თარ­დე­ბა და იც­ვლე­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს ლუკა წუ­ლა­ია სა­კუ­თარ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას.

„სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ სტი­პენ­დი­ის შე­სა­ხებ ოჯა­ხის წევ­რებ­მა შე­ა­ტყო­ბი­ნეს. ლუკა და­ინ­ტე­რეს­და და რამ­დე­ნი­მე ეტა­პის გავ­ლის შემ­დეგ შერ­ჩე­ულ სტუ­დენ­ტებს შო­რის მოხ­ვდა:

„ჩემ­თვის ეს სტი­პენ­დია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რად­გა­ნაც ეს არის ერ­თგვა­რი უკუ­კავ­ში­რი, რომ შენი შრო­მა ფას­დე­ბა. ამავდრო­უ­ლად, ის დიდ როლს თა­მა­შობს ფი­ნან­სუ­რი კუ­თხი­თაც, რად­გან ახერ­ხებ მეტი დრო და­უთ­მო სწავ­ლას, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩემს სფე­რო­ში, სა­დაც ხში­რად არის სა­ჭი­რო ტექ­ნო­ლო­გი­ის/ მო­წყო­ბი­ლო­ბის გა­ნახ­ლე­ბა, კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა, გარე წყა­რო­ე­ბი­დან სწავ­ლა, რაც გარ­კვე­ულ ხარ­ჯებ­თან ასო­ცირ­დე­ბა. ვფიქ­რობ, მსგავ­სი ფორ­მის პროგ­რა­მე­ბის არ­სე­ბო­ბა სტუ­დენტს ეხ­მა­რე­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში და კონ­კუ­რენ­ცი­ა­საც აჩ­ვევს, რაც ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბა­საც სძენს.

ზო­გა­დად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლა სას­ტი­პენ­დიო პროგ­რა­მა, რად­გან ეს სტუ­დენტს აძ­ლევს მო­ტი­ვა­ცი­ას, აჩ­ვე­ნებს შრო­მის შე­დეგს და ეხ­მა­რე­ბა, არ გა­ჩერ­დეს, მუდ­მი­ვად გან­ვი­თარ­დეს და გა­აგ­რძე­ლოს თა­ვი­სი მიზ­ნის­კენ სვლა“, - გან­გვი­მარ­ტა ლუ­კამ.

მისი თქმით, პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნის სის­წო­რე­შიც დღი­თი­დღე რწმუნ­დე­ბა, რად­გან თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი ციფ­რულ ფორ­მას იძენს და მისი საქ­მი­ა­ნო­ბაც უფრო მო­თხოვ­ნა­დი ხდე­ბა:

„ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო ისე ვი­თარ­დე­ბა, რომ არ არის მო­დუ­ნე­ბის დრო, თი­თო­ე­ულ ცვლი­ლე­ბას უნდა აჰ­ყვე და აუბა ფეხი, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩემს მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც დღი­თი­დღე ვი­თარ­დე­ბა. თუ არ ის­წავ­ლე, არ გან­ვი­თარ­დი და არ და­ე­წიე ცვლი­ლე­ბებს, ძა­ლი­ან რთუ­ლია, ამი­ტო­მაც ყო­ველ­დღი­უ­რად უნდა იმუ­შაო სა­კუ­თარ თავ­ზე და აკე­თო და­ვა­ლე­ბე­ბი, თვა­ლი ადევ­ნო სი­ახ­ლე­ებს. ეს კი­დევ უფრო რთუ­ლი პრო­ცე­სია გან­სა­კუთ­რე­ბით ჩვე­ნი ქვეყ­ნის პი­რო­ბებ­ში, სა­დაც შე­და­რე­ბით გვი­ან შე­მო­დის ყვე­ლა­ფე­რი, შე­სა­ბა­მი­სად, ჯერ უნდა და­ვე­წი­ოთ, შემ­დეგ ავუ­ბათ ფეხი და ვფიქ­რობ, იმ­დე­ნი უნდა ვი­მუ­შა­ოთ, რომ სა­მო­მავ­ლოდ გა­ვუს­წროთ კი­დეც, ჩვე­ნით უნდა და­ი­წყოს რა­ღაც ცვლი­ლე­ბე­ბი, ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სულ აქ­ტი­უ­რი იყო და იფიქ­რო თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე“, - აღ­ნიშ­ნა ლუკა წუ­ლა­ი­ამ.

ლუ­კას ჰო­ბებს შო­რის სპორ­ტის გარ­და არის მუ­სი­კაც. ის უკ­რავს გი­ტა­რა­სა და სხვა მუ­სი­კა­ლურ ინ­სტრუ­მენ­ტებ­ზეც, იყო ბენ­დი­სა და ან­სამ­ბლის წევ­რიც. კი­თხვა­ზე, რო­გორ ახერ­ხებს, იპო­ვოს ბა­ლან­სი სწავ­ლა­სა და გა­რე­შე საქ­მი­ა­ნო­ბებს შო­რის და შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს მო­ტი­ვა­ცია, გვი­პა­სუ­ხა, რომ „ადა­მი­ანს თუ აქვს მონ­დო­მე­ბა და სურ­ვი­ლი და შე­უძ­ლია დრო­ის სწო­რად მე­ნე­ჯმენ­ტი, აუ­ცი­ლებ­ლად შეძ­ლებს ყვე­ლა­ფერს, რა­საც მო­ინ­დო­მებს“.

„ჩემ­თვის სპორ­ტი ახლა გა­და­იქ­ცა ჰო­ბად, თო­რემ აქამ­დე აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ­დი, ვსწავ­ლობ­დი და თან ვარ­ჯი­ში­თაც ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლა ჩა­მოთ­ვლი­ლი აქ­ტი­ვო­ბით ვიყო და­კა­ვე­ბუ­ლი, თუ რო­მე­ლი­მე არ იქ­ნე­ბა, სრულ­ყო­ფი­ლად ვერ ვგრძნობ თავს“, - აღ­ნიშ­ნა მან.

სა­მო­მავ­ლოდ გეგ­მავს, კი­დევ უფრო გა­იღ­რმა­ოს ცოდ­ნა კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და აღ­ნიშ­ნულ პრო­ცესს აკა­დე­მი­უ­რი სა­ხეც მის­ცეს. ვინც ახლა ირ­ჩევს პრო­ფე­სი­ას, მათ ურ­ჩევ­და, რომ კარ­გად გან­სა­ზღვრონ, რისი კე­თე­ბა უყ­ვართ და გა­მოს­დით ყვე­ლა­ზე კარ­გად, რად­გან სა­მო­მავ­ლოდ მათი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა, სწო­რედ ამ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან უნდა იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი:

„ფი­ნან­სებ­ზე ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ავირ­ჩი­ოთ პრო­ფე­სია“, - აღ­ნიშ­ნა ლუკა წუ­ლა­ი­ამ.

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის სტი­პენ­დი­ის შე­სა­ხებ:

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის სტი­პენ­დი­ის დახ­მა­რე­ბით მო­ტი­ვი­რე­ბულ, მი­ზან­და­სა­ხულ სტუ­დენ­ტებს პირ­ვე­ლი­ვე კურ­სი­დან აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ჩა­ერ­თონ სას­ტი­პენ­დიო პროგ­რა­მა­ში და ის­წავ­ლონ 100%-იანი ან ნა­წი­ლობ­რი­ვი და­ფი­ნან­სე­ბით. Stipendia.bog.ge-ზე გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბა 15 აპ­რი­ლამ­დეა შე­საძ­ლე­ბე­ლი. გა­ნათ­ლე­ბის გზა­ზე არ გა­ჩერ­დე.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

საქართველოს ბანკის სტიპენდია მათთვის, ვინც განათლების გზაზე არ ჩერდება - ლუკა წულაიას ამბავი

საქართველოს ბანკის სტიპენდია მათთვის, ვინც განათლების გზაზე არ ჩერდება - ლუკა წულაიას ამბავი

„ადამიანს თუ აქვს მონდომება და სურვილი და დროის სწორად მენეჯმენტი შეუძლია, აუცილებლად მიაღწევს ყველაფერს, რასაც მოინდომებს“, - გვეუბნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ლუკა წულაია, რომელიც გასულ წელს „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიატი გახდა.

ლუკა ახლა მესამე კურსის სტუდენტია. საკუთარ თავსა და სამომავლო გეგმებზე საუბარი არ უყვარს, მაგრამ Ambebi.ge-ს მკითხველს გაუზიარა დეტალები, როგორ გახდა „საქართველოს ბანკის“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიატი; როგორ უწყობს ფეხს აჩქარებული ცხოვრების ტემპს; რა აძლევს მოტივაციას, ერთნაირი ენთუზიაზმით დაუთმოს დრო სწავლასა და სპორტს; აქტიურად გააგრძელოს თვითგანვითარება და როგორც თავად აღნიშნავს, „არცერთი წამი არ გაფლანგოს“.

„საქართველოს ბანკის“ სტიპენდია შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის, რომლებმაც ვერ შეძლეს ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი დაფინანსების მოპოვება ან შეძლეს, თუმცა კერძო უნივერსიტეტებში სწავლობენ, ასევე, დამატებითი რესურსები ესაჭიროებათ საცხოვრებელი ხარჯებისთვის ან საგანმანათლებლო პროგრამებისთვის. ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიას კი ფოთის მერია გასცემს წარმატებული სტუდენტებისთვის. ლუკა სწორედ ქალაქ ფოთიდანაა.

თავდაპირველად, სპორტით დაინტერესდა, 9 წლიდან თამაშობდა ფეხბურთს. როგორც თავად აღნიშნავს, არასდროს აკეთებდა არჩევანს მეცადინეობასა და ვარჯიშს შორის, ორივეში ერთნაირ რესურსს დებდა:

„ვფიქრობდი, პროფესიონალურ საფეხბურთო კარიერას რომ დავასრულებდი, მერე რა მიმართულებით უნდა გამეგრძელებინა საქმიანობა და საბოლოოდ არჩევანი კიბერუსაფრთხოებაზე შევაჩერე. რადგანაც ამ მიმართულებით საბაკალავრო პროგრამა საქართველოში ვერ მოვიძიე, კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე გადავწყვიტე სწავლა, თუმცა გარე რესურსებით ვაგრძელებ ცოდნის მიღებას კიბერუსაფრთხოებაშიც. სპორტი ახლა უფრო ჰობის სახით მაქვს, თუმცა არასდროს ვაკლებ დროს, ვარ მესამე კურსზე და პარალელურად ვმუშაობ „დრესაპში“ IT მიმართულებით. ვარ შეუპოვარი და შრომისმოყვარე. არ შემიძლია ვიყო უმოქმედოდ იმ სამყაროში, რომელიც წამიერად ვითარდება და იცვლება“, - აღნიშნავს ლუკა წულაია საკუთარ საქმიანობაზე საუბრისას.

„საქართველოს ბანკის“ სტიპენდიის შესახებ ოჯახის წევრებმა შეატყობინეს. ლუკა დაინტერესდა და რამდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ შერჩეულ სტუდენტებს შორის მოხვდა:

„ჩემთვის ეს სტიპენდია მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც ეს არის ერთგვარი უკუკავშირი, რომ შენი შრომა ფასდება. ამავდროულად, ის დიდ როლს თამაშობს ფინანსური კუთხითაც, რადგან ახერხებ მეტი დრო დაუთმო სწავლას, განსაკუთრებით ჩემს სფეროში, სადაც ხშირად არის საჭირო ტექნოლოგიის/ მოწყობილობის განახლება, კონკურსებში მონაწილეობის მიღება, გარე წყაროებიდან სწავლა, რაც გარკვეულ ხარჯებთან ასოცირდება. ვფიქრობ, მსგავსი ფორმის პროგრამების არსებობა სტუდენტს ეხმარება მრავალფეროვანი გონებრივი შესაძლებლობის ჩამოყალიბებაში და კონკურენციასაც აჩვევს, რაც ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც სძენს.

ზოგადად მნიშვნელოვანია ყველა სასტიპენდიო პროგრამა, რადგან ეს სტუდენტს აძლევს მოტივაციას, აჩვენებს შრომის შედეგს და ეხმარება, არ გაჩერდეს, მუდმივად განვითარდეს და გააგრძელოს თავისი მიზნისკენ სვლა“, - განგვიმარტა ლუკამ.

მისი თქმით, პროფესიის არჩევანის სისწორეშიც დღითიდღე რწმუნდება, რადგან თანამედროვე მსოფლიოში სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები, ყველაფერი ციფრულ ფორმას იძენს და მისი საქმიანობაც უფრო მოთხოვნადი ხდება:

„ტექნოლოგიების სფერო ისე ვითარდება, რომ არ არის მოდუნების დრო, თითოეულ ცვლილებას უნდა აჰყვე და აუბა ფეხი, განსაკუთრებით ჩემს მიმართულებაში, რომელიც დღითიდღე ვითარდება. თუ არ ისწავლე, არ განვითარდი და არ დაეწიე ცვლილებებს, ძალიან რთულია, ამიტომაც ყოველდღიურად უნდა იმუშაო საკუთარ თავზე და აკეთო დავალებები, თვალი ადევნო სიახლეებს. ეს კიდევ უფრო რთული პროცესია განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის პირობებში, სადაც შედარებით გვიან შემოდის ყველაფერი, შესაბამისად, ჯერ უნდა დავეწიოთ, შემდეგ ავუბათ ფეხი და ვფიქრობ, იმდენი უნდა ვიმუშაოთ, რომ სამომავლოდ გავუსწროთ კიდეც, ჩვენით უნდა დაიწყოს რაღაც ცვლილებები, ამიტომ მნიშვნელოვანია, სულ აქტიური იყო და იფიქრო თვითგანვითარებაზე“, - აღნიშნა ლუკა წულაიამ.

ლუკას ჰობებს შორის სპორტის გარდა არის მუსიკაც. ის უკრავს გიტარასა და სხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზეც, იყო ბენდისა და ანსამბლის წევრიც. კითხვაზე, როგორ ახერხებს, იპოვოს ბალანსი სწავლასა და გარეშე საქმიანობებს შორის და შეინარჩუნოს მოტივაცია, გვიპასუხა, რომ „ადამიანს თუ აქვს მონდომება და სურვილი და შეუძლია დროის სწორად მენეჯმენტი, აუცილებლად შეძლებს ყველაფერს, რასაც მოინდომებს“.

„ჩემთვის სპორტი ახლა გადაიქცა ჰობად, თორემ აქამდე აქტიურად ვმუშაობდი, ვსწავლობდი და თან ვარჯიშითაც ვიყავი დაკავებული. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ჩამოთვლილი აქტივობით ვიყო დაკავებული, თუ რომელიმე არ იქნება, სრულყოფილად ვერ ვგრძნობ თავს“, - აღნიშნა მან.

სამომავლოდ გეგმავს, კიდევ უფრო გაიღრმაოს ცოდნა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და აღნიშნულ პროცესს აკადემიური სახეც მისცეს. ვინც ახლა ირჩევს პროფესიას, მათ ურჩევდა, რომ კარგად განსაზღვრონ, რისი კეთება უყვართ და გამოსდით ყველაზე კარგად, რადგან სამომავლოდ მათი ყოველდღიური ცხოვრება, სწორედ ამ საქმიანობასთან უნდა იყოს დაკავშირებული:

„ფინანსებზე ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენი ინტერესების შესაბამისად ავირჩიოთ პროფესია“, - აღნიშნა ლუკა წულაიამ.

საქართველოს ბანკის სტიპენდიის შესახებ:

საქართველოს ბანკის სტიპენდიის დახმარებით მოტივირებულ, მიზანდასახულ სტუდენტებს პირველივე კურსიდან აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ სასტიპენდიო პროგრამაში და ისწავლონ 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსებით. Stipendia.bog.ge-ზე განაცხადების მიღება 15 აპრილამდეა შესაძლებელი. განათლების გზაზე არ გაჩერდე.

R