პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალაქები წყალში და სტიქიის გამაოგნებელი მასშტაბები - საბერძნეთი წყალდიდობის შედეგებს ებრძვის: დაზიანებულია მიკონოსი, როდოსი და სხვა კუნძულები (ფოტო/ვიდეო)
ქალაქები წყალში და სტიქიის გამაოგნებელი მასშტაბები - საბერძნეთი წყალდიდობის შედეგებს ებრძვის: დაზიანებულია მიკონოსი, როდოსი და სხვა კუნძულები (ფოტო/ვიდეო)

ზე­დი­ზედ მე­ო­რე დღეა, სა­ბერ­ძნე­თის კუნ­ძუ­ლებს ძლი­ე­რი ქა­რიშ­ხა­ლი და წყალ­დი­დო­ბა და­ა­ტყდა თავს. ყვე­ლა­ზე მეტი ნა­ლე­ქი იყო კუნ­ძულ კრე­ტა­ზე, წყალ­დი­დო­ბამ და­ფა­რა პა­რო­სის და მი­კო­ნო­სის და­სახ­ლე­ბე­ბი.

წყალ­დი­დო­ბამ გან­სა­კუთ­რე­ბით და­ა­ზა­რა­ლა პო­პუ­ლა­რუ­ლი კუნ­ძუ­ლი პა­რო­სი, ასე­ვე ქა­ლა­ქე­ბი პა­რი­კია და ნა­ო­ზა. ყვე­ლა მან­ქა­ნას ეკ­რძა­ლე­ბა მოძ­რა­ო­ბა, გარ­და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბი­სა.

BBC კუნ­ძულ პა­როს­ზე, დრო­ნით გა­და­ღე­ბულ კად­რებს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც წყალ­დი­დო­ბის გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი მას­შტა­ბე­ბი ჩანს.

00:00 / 00:00

ძლი­ე­რი წვი­მის შემ­დეგ გა­მოწ­ვე­ულ­მა წყალ­მო­ვარ­დნებ­მა წა­ი­ღო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, და­ა­ზი­ა­ნა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა.

მთავ­რო­ბამ სა­გან­გე­ბო ზო­მე­ბი მი­ი­ღო. მი­კო­ნოს­ში და კრე­ტა­ზე სა­მაშ­ვე­ლო ეკი­პა­ჟებ­მა შვი­დი ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გზის ზო­გი­ერთ მო­ნაკ­ვეთ­ზე მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბი ჩა­ი­ხერ­გა.

00:00 / 00:00

ძლი­ერ­მა ქარ­მა გა­და­უ­ა­რა რო­დოსს, ჩა­მო­აგ­დო ხე­ე­ბი და და­ა­ზი­ა­ნა მან­ქა­ნე­ბი. ბევრ კუნ­ძულ­ზე და­ი­ხუ­რა სკო­ლე­ბი და შტორმ­მა შე­ა­ჩე­რა სა­ბორ­ნე მომ­სა­ხუ­რე­ბა.

ეგე­ო­სის ზღვის მა­ტე­რი­კი­დან სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე რამ­დე­ნი­მე მე­ზო­ბე­ლი კუნ­ძუ­ლი კვლავ მკაც­რი ამინ­დის გაფრ­თხი­ლე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­ტე­ო­რო­ლო­გე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ სა­ბერ­ძნეთ­ში უა­მინ­დო­ბა ოთხშა­ბა­თამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

ქვეყ­ნის ეროვ­ნულ­მა მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­გან­გე­ბო ამინ­დის ბი­უ­ლე­ტე­ნი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ძლი­ე­რი წვი­მა და ელ­ჭე­ქია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ქალაქები წყალში და სტიქიის გამაოგნებელი მასშტაბები - საბერძნეთი წყალდიდობის შედეგებს ებრძვის: დაზიანებულია მიკონოსი, როდოსი და სხვა კუნძულები (ფოტო/ვიდეო)

ქალაქები წყალში და სტიქიის გამაოგნებელი მასშტაბები - საბერძნეთი წყალდიდობის შედეგებს ებრძვის: დაზიანებულია მიკონოსი, როდოსი და სხვა კუნძულები (ფოტო/ვიდეო)

ზედიზედ მეორე დღეა, საბერძნეთის კუნძულებს ძლიერი ქარიშხალი და წყალდიდობა დაატყდა თავს. ყველაზე მეტი ნალექი იყო კუნძულ კრეტაზე, წყალდიდობამ დაფარა პაროსის და მიკონოსის დასახლებები.

წყალდიდობამ განსაკუთრებით დააზარალა პოპულარული კუნძული პაროსი, ასევე ქალაქები პარიკია და ნაოზა. ყველა მანქანას ეკრძალება მოძრაობა, გარდა სასწრაფო დახმარებისა.

BBC კუნძულ პაროსზე, დრონით გადაღებულ კადრებს აქვეყნებს, სადაც წყალდიდობის გამაოგნებელი მასშტაბები ჩანს.

ძლიერი წვიმის შემდეგ გამოწვეულმა წყალმოვარდნებმა წაიღო ავტომობილები, დააზიანა ინფრასტრუქტურა.

მთავრობამ საგანგებო ზომები მიიღო. მიკონოსში და კრეტაზე სამაშველო ეკიპაჟებმა შვიდი ადამიანი გადაარჩინეს. აღსანიშნავია, რომ გზის ზოგიერთ მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა და საავტომობილო გზები ჩაიხერგა.

ძლიერმა ქარმა გადაუარა როდოსს, ჩამოაგდო ხეები და დააზიანა მანქანები. ბევრ კუნძულზე დაიხურა სკოლები და შტორმმა შეაჩერა საბორნე მომსახურება.

ეგეოსის ზღვის მატერიკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე რამდენიმე მეზობელი კუნძული კვლავ მკაცრი ამინდის გაფრთხილების ქვეშ იმყოფება. ადგილობრივი მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ საბერძნეთში უამინდობა ოთხშაბათამდე გაგრძელდება.

ქვეყნის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა განახლებული საგანგებო ამინდის ბიულეტენი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, უახლოეს დღეებში ძლიერი წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

წყარო

იხილეთ ასევე: