პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკადრო ცვლილებები მთავრობაში და ახალი სამინისტრო: გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის უფროსის თანამდებობიდან წავიდა - კიდევ რა იცვლება?
საკადრო ცვლილებები მთავრობაში და ახალი სამინისტრო: გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის უფროსის თანამდებობიდან წავიდა - კიდევ რა იცვლება?

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის სპე­ცი­ა­ლურ ბრი­ფინგზე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წა­ვი­და გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი. კო­ბა­ხი­ძის თქმით, ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა ახა­ლი რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო, რომ­ლის მი­ნის­ტრა­დაც სწო­რედ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნე­ბა. სუს -ის უფ­რო­სი თა­ნამ­დე­ბო­ბას კი და­ი­კა­ვებს ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, ახა­ლი სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მი­სია რე­გი­ო­ნულ გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ეფექ­ტი­ა­ნო­ბი­სა და ხარ­ჯე­ფექ­ტი­ა­ნო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა იქ­ნე­ბა.

„ეკო­ნო­მი­კის ზრდას­თან ერ­თად, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბი­უ­ჯე­ტე­ბი, რო­მელ­თა ჯამ­მა, თბი­ლი­სის გა­რე­შე, 4 მი­ლი­არდს გა­და­ა­ჭარ­ბა. ეს, ერთი მხრივ, ზრდის ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბი, ხოლო, მე­ო­რე მხრივ, ზრდის გა­მოწ­ვე­ვებ­საც, რომ­ლე­ბიც შე­სა­ბა­მი­სი ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამ­დე­ნად, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეფექ­ტი­ან და­გეგ­მვა­სა და მო­ნი­ტო­რინგს ქვეყ­ნის თა­ნა­ბა­რი სო­ცი­ალ-ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. ახა­ლი სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მი­სია რე­გი­ო­ნულ გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ეფექ­ტი­ა­ნო­ბი­სა უზ­რუნ­ველ­ყო­ფა იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ უკვე შე­ი­მუ­შა­ვა და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში წა­რად­გი­ნა შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მელ­საც სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბას­თან გავ­ლი­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი 15-18 აპ­რი­ლის სა­სე­სიო კვი­რა­ში მი­ი­ღებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ი­კა­ვებს ბა­ტო­ნი გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ოქ­ტომ­ბერ­ში ისე­დაც ტო­ვებს თა­ნამ­დე­ბო­ბას, ეწუ­რე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვადა კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, მას აღარ ჰქონ­და თა­ნამ­დე­ბო­ბის ხე­ლახ­ლა და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა. ბა­ტონ­მა გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­მა და­ტო­ვა სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა და კა­ნო­ნის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, ის და­ი­კა­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბას. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში წლე­ბის მან­ძილ­ზე იკა­ვებ­და რე­გი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კი­სა და თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას. ზო­გა­დად, მას აქვს რე­გი­ო­ნებ­თან მუ­შა­ო­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მისი მი­ნის­ტრო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ეფექ­ტი­ან საქ­მი­ა­ნო­ბას რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის.

"ურ­თუ­ლე­სი გა­მოწ­ვე­ვე­ბის ფონ­ზე, მან უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა გა­სუ­ლი 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­სა და შემ­დგომ გან­მტკი­ცე­ბა­ში. და­ვა­ზუს­ტებ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბას ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძე გა­ნაგ­რძობს“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

ლი­ლუ­აშ­ვი­ლი ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2019 წლის 17 ოქ­ტომ­ბრი­დან მუ­შა­ობ­და. მა­ნამ­დე იყო სა­ქარ­თვე­ლოს IX მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი. არის სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი.

ის ყო­ველ­თვის მი­იჩ­ნე­ო­და და დღე­საც მი­იჩ­ნე­ვა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვის წევ­რად.

ბრი­ფინ­გი­დან ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე პა­ა­ტა სა­ლია და­ი­ნიშ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

საკადრო ცვლილებები მთავრობაში და ახალი სამინისტრო: გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის უფროსის თანამდებობიდან წავიდა - კიდევ რა იცვლება?

საკადრო ცვლილებები მთავრობაში და ახალი სამინისტრო: გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის უფროსის თანამდებობიდან წავიდა - კიდევ რა იცვლება?

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სპეციალურ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან წავიდა გრიგოლ ლილუაშვილი. კობახიძის თქმით, ჩამოყალიბდება ახალი რეგიონული განვითარების სამინისტრო, რომლის მინისტრადაც სწორედ ლილუაშვილი დაინიშნება. სუს -ის უფროსი თანამდებობას კი დაიკავებს ანრი ოხანაშვილი.

მისივე თქმით, ახალი სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისია რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მაქსიმალური ეფექტიანობისა და ხარჯეფექტიანობის უზრუნველყოფა იქნება.

„ეკონომიკის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტები, რომელთა ჯამმა, თბილისის გარეშე, 4 მილიარდს გადააჭარბა. ეს, ერთი მხრივ, ზრდის ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობას, განახორციელონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები, ხოლო, მეორე მხრივ, ზრდის გამოწვევებსაც, რომლებიც შესაბამისი ამოცანების შესრულებასთან არის დაკავშირებული. ამდენად, რეგიონული განვითარების ეფექტიან დაგეგმვასა და მონიტორინგს ქვეყნის თანაბარი სოციალ-ეკონომიკური განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ახალი სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისია რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მაქსიმალური ეფექტიანობისა უზრუნველყოფა იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ უკვე შეიმუშავა და საქართველოს პარლამენტში წარადგინა შესაბამისი კანონპროექტი, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობასთან გავლილი კონსულტაციების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი 15-18 აპრილის სასესიო კვირაში მიიღებს.

"საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი. როგორც მოგეხსენებათ, ოქტომბერში ისედაც ტოვებს თანამდებობას, ეწურება უფლებამოსილების ვადა კანონის თანახმად, მას აღარ ჰქონდა თანამდებობის ხელახლა დაკავების უფლება. ბატონმა გრიგოლ ლილუაშვილმა დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა და კანონის მიღებისთანავე, ის დაიკავებს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. მოგეხსენებათ, რომ გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს პარლამენტში წლების მანძილზე იკავებდა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. ზოგადად, მას აქვს რეგიონებთან მუშაობის გამორჩეული გამოცდილება. შესაბამისად, მისი მინისტრობა უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ეფექტიან საქმიანობას რეგიონული განვითარების ამოცანების შესრულებისას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა გრიგოლ ლილუაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარმატებული საქმიანობისთვის.

"ურთულესი გამოწვევების ფონზე, მან უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა გასული 6 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და შემდგომ განმტკიცებაში. დავაზუსტებ, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას ირაკლი ქარსელაძე განაგრძობს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლილუაშვილი ამ თანამდებობაზე 2019 წლის 17 ოქტომბრიდან მუშაობდა. მანამდე იყო საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი. არის სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი.

ის ყოველთვის მიიჩნეოდა და დღესაც მიიჩნევა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრად.

ბრიფინგიდან ასევე ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე პაატა სალია დაინიშნება.