პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს - არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვები
რუსებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს - არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვები

რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ ხარ­კოვ­ზე, დრო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, მა­სი­უ­რი თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

  • ხარ­კო­ვის სა­ოლ­ქო-სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ოლეგ სი­ნე­გუ­ბო­ვის გან­ცხა­დე­ბით, ქა­ლაქ­ში სულ მცი­რე 15 აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ის­მა.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, თავ­დას­ხმის შე­დე­გად 8 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, მათ შო­რის 7 წლის და 9 თვის ასა­კის ბავ­შვე­ბი. და­ზი­ან­და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი, გაჩ­ნდა ხან­ძა­რი.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მიერ ხარ­კო­ვის და­ბომბვის რა­ო­დე­ნო­ბა მარ­ტში თე­ბერ­ვალ­თან შე­და­რე­ბით გა­ორ­მაგ­და.

  • რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სეთს - ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ქვეყ­ნის რე­გი­ო­ნებ­ში 93 უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნი გა­ა­ნად­გუ­რეს

„გა­სუ­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მებ­მა გა­ა­ნად­გუ­რეს და მო­ი­გე­რი­ეს 93 უკ­რა­ი­ნუ­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ყვე­ლა­ზე მეტი - 87 დრო­ნი - კურსკის ოლ­ქში ჩა­მო­აგ­დეს. ამას­თან, 4 დრო­ნი გა­ა­ნად­გუ­რეს როს­ტოვ­ში, ორი კი - ბელ­გო­როდ­ში.

00:00 / 00:00
ავტორი:

რუსებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს - არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვები

რუსებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს - არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვები

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე, დრონების გამოყენებით, მასიური თავდასხმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

  • ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ქალაქში სულ მცირე 15 აფეთქების ხმა გაისმა.

ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 7 წლის და 9 თვის ასაკის ბავშვები. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გაჩნდა ხანძარი.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხარკოვის დაბომბვის რაოდენობა მარტში თებერვალთან შედარებით გაორმაგდა.

  • რაც შეეხება რუსეთს - ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის რეგიონებში 93 უკრაინული დრონი გაანადგურეს

„გასული ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს და მოიგერიეს 93 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების განმარტებით, ყველაზე მეტი - 87 დრონი - კურსკის ოლქში ჩამოაგდეს. ამასთან, 4 დრონი გაანადგურეს როსტოვში, ორი კი - ბელგოროდში.