საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
300-მილიონიანი ინვესტიცია, სასტუმრო და საცხოვრებელი აპარტამენტები - „მეტროპოლის“ პროექტები ბათუმში
300-მილიონიანი ინვესტიცია, სასტუმრო და საცხოვრებელი აპარტამენტები - „მეტროპოლის“ პროექტები ბათუმში

"კუბი“, „ოვა­ლი“ და „პა­რა­ლე­ლი“ - „მეტ­რო­პო­ლი“ ბა­თუმ­ში 3 მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­მელ­თა მშე­ნებ­ლო­ბა ერ­თმა­ნე­თის პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ზღვის­პი­რა ქა­ლაქ­ში დე­ვე­ლო­პე­რის ჯა­მუ­რი ინ­ვეს­ტი­ცია 300 მი­ლი­ო­ნი ლა­რია.

გა­მორ­ჩე­უ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი დი­ზა­ი­ნის შე­ნო­ბე­ბი „კუბი“ და „ოვა­ლი“ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენდ Louvre Hotels Group-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით შენ­დე­ბა. მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც 54 ქვე­ყა­ნა­ში საქ­მი­ა­ნობს, აჭა­რის რე­გი­ონ­ში „მეტ­რო­პოლ­თან“ გა­ფორ­მე­ბუ­ლი ექ­სკლუ­ზი­უ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­მო­დის და ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ის მიერ აგე­ბულ კომ­პლექსში პრე­მი­ა­ლურ სას­ტუმ­რო Royal Tulip-ს გა­ნა­თავ­სებს.

ირაკ­ლი აბუ­ლა­ძე, „მეტ­რო­პო­ლის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ფი­ნან­სუ­რი და სა­ო­პე­რა­ციო მი­მარ­თუ­ლე­ბით: „მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ, „მეტ­რო­პოლ კუ­ბი­სა“ და „მეტ­რო­პოლ ოვა­ლის“ სა­ხით, ბა­თუმს მალე მა­ღა­ლი კლა­სის სას­ტუმ­რო და სა­ინ­ვეს­ტი­ცი­ოდ გან­კუთ­ვნი­ლი აპარ­ტა­მენ­ტე­ბი შე­ე­მა­ტე­ბა. ვფიქ­რობთ, ეს კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რად და არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი დი­ზა­ი­ნით გა­მორ­ჩე­უ­ლი კომ­პლექ­სი ხელს შე­უ­წყობს რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის და­საქ­მე­ბას, ისე აჭა­რის რე­გი­ონ­ში ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას.

პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ზღვი­დან 200 მეტრში მდე­ბა­რე­ობს, სა­ერ­თო ჯამ­ში, სას­ტუმ­როს 180 ნო­მერ­სა და 1000-ამდე აპარ­ტა­მენტს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს“.

ამ ეტა­პი­სათ­ვის უკვე მთლი­ა­ნად დას­რუ­ლე­ბუ­ლია „მეტ­რო­პოლ ოვა­ლის“ კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი და ლეს­ვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ამ­ჟა­მად კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის გაყ­ვა­ნის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რის შემ­დე­გაც ფა­სა­დის და­მუ­შა­ვე­ბა და­ი­წყე­ბა. მა­ღა­ლი ხა­რის­ხის შუ­ში­სა და ალუ­მი­ნის პრო­ფი­ლის კომ­ბი­ნა­ცია ფა­სადს მეტ ელე­გან­ტუ­რო­ბას სძენს და სრუ­ლად ვიტ­რა­ჟუ­ლია. აჭა­რის კლი­მატ­ზე გათ­ვლი­ლი, სპე­ცი­ა­ლუ­რად შერ­ჩე­უ­ლი მა­სა­ლა ქა­რი­სა და წყლის დატ­ვირ­თვას მაქ­სი­მა­ლუ­რად უძ­ლებს, რაც შე­ნო­ბის სიმ­ყა­რე­სა და უსაფრ­თხო­ე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. მშე­ნებ­ლო­ბა­ში ენერ­გო­ე­ფექ­ტურ პემ­ზა ბლოკს იყე­ნე­ბენ.

28 სარ­თუ­ლის კონ­სტრუქ­ცია უკვე მზად არის „მეტ­რო­პოლ კუბ­ში“. „ოვა­ლის“ მსგავ­სად, ამ შემ­თხვე­ვა­შიც კომ­პლექ­სი უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის მა­სა­ლე­ბით შენ­დე­ბა. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ნო­ლი­თუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, შემ­დეგ კი პრო­ცე­სი ფა­სად­ზე გა­და­ი­ნაც­ვლებს. გე­ო­მეტ­რი­უ­ლი ფორ­მით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა სა­ერ­თო კონ­ცეფ­ცი­ით შექ­მნი­ლი შე­ნო­ბე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბით, სა­კონ­ფე­რენ­ციო და სატ­რე­ნა­ჟო­რო დარ­ბა­ზე­ბით. პრო­ექ­ტშია კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნის მო­წყო­ბა, ასე­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია კო­მერ­ცი­უ­ლი სივ­რცე­ე­ბი და მი­წის­ქვე­შა, კომ­ფორ­ტუ­ლი ავ­ტო­სად­გო­მი.

პრო­ექ­ტის ყვე­ლა დე­ტა­ლი Royal Tulip-თან არის შე­თან­ხმე­ბუ­ლი და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. ამას­თა­ნა­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცესს სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დი ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში ადევ­ნებს თვალს და მო­ნი­ტო­რინგს უწევს.

ირაკ­ლი აბუ­ლა­ძე, „მეტ­რო­პო­ლის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ფი­ნან­სუ­რი და სა­ო­პე­რა­ციო მი­მარ­თუ­ლე­ბით: „მეტ­რო­პოლ ოვალ­ში“ გან­სა­ზღვრუ­ლია სას­ტუმ­როს 100 ნო­მე­რი და 550 აპარ­ტა­მენ­ტი, ხოლო „მეტ­რო­პოლ კუბი“ 80 ნო­მერ­სა და 400 აპარ­ტა­მენტს მო­ი­ცავს, რო­მელ­თა მე­სა­კუთ­რე­ე­ბი პრო­ექ­ტის თა­ნა­ინ­ვეს­ტო­რე­ბი ხდე­ბი­ან. პი­რა­დი კა­ბი­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, თვა­ლი მი­ა­დევ­ნონ შე­მო­სავ­ლებს, გა­წე­ულ და­ნა­ხარ­ჯებ­სა თუ მი­ღე­ბულ სერ­ვი­სებს. ეს არის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ისე უცხო ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის, შე­ი­ძი­ნონ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა და მი­ი­ღონ სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი. ორი­ვე შე­ნო­ბა­ში ერ­თად აპარ­ტა­მენ­ტე­ბის 50%-ზე მეტი უკვე გა­ყი­დუ­ლია.

ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს და გვე­ა­მა­ყე­ბა ის ფაქ­ტი, რომ ორი­ვე პრო­ექ­ტი უკვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დოს მფლო­ბე­ლია. „კუბ­მა“ Titan Awards-ის აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა, ასე­ვე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი International Property Awards-ის ჯილ­დო და­იმ­სა­ხუ­რა კა­ტე­გო­რი­ა­ში Best Mixed-Use Development for Georgia. „მეტ­რო­პოლ ოვა­ლი“ კი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­უ­კე­თე­სო პრე­მი­ა­ლურ სას­ტუმ­როდ და­სა­ხელ­და. პრო­ექ­ტი Luxury Lifestyle Awards 2024-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­სუ­ლი წლის გა­ზა­ფხულ­ზე გახ­და“.

ბა­თუმ­ში, გმირ­თა ხე­ივ­ნის მიმ­დე­ბა­რედ, აბუ­სე­რი­ძის ქუ­ჩა­ზე, მდე­ბა­რე­ობს „მეტ­რო­პო­ლის“ კი­დევ ერთი პრო­ექ­ტი „პა­რა­ლე­ლი“. სა­ცხოვ­რებ­ლად გან­კუთ­ვნი­ლი კომ­პლექ­სი ხელ­საყ­რე­ლი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბი­თა და აჭა­რის მთი­ა­ნეთ­ზე პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

პრო­ექ­ტით და­გეგ­მი­ლია ორი, 33 და 35-სარ­თუ­ლი­ა­ნი, კორ­პუ­სის მშე­ნებ­ლო­ბა, რომ­ლე­ბიც 500-ამდე ბი­ნას გა­ა­ერ­თი­ა­ნებს. კომ­პლექ­სი A და B ბლო­კე­ბად იყო­ფა. შე­ნო­ბის სა­ძირ­კვე­ლი ხი­მინ­ჯუ­რი სის­ტე­მით არის მო­წყო­ბი­ლი, რაც კორ­პუ­სის სიმ­ყა­რეს უზ­რუნ­ველ­ყოფს და, თა­ვის მხრივ, მო­ბი­ნად­რე­თათ­ვის უსაფრ­თხო სა­ცხოვ­რე­ბელს ნიშ­ნავს.

„მეტ­რო­პოლ პა­რა­ლე­ლის“ B ბლოკ­ში ხი­მინ­ჯე­ბის მო­წყო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია და ამ­ჟა­მად A ბლოკ­ში იწყე­ბა სა­ძირ­კვლის მო­წყო­ბა, რა­საც მი­წის­ზე­და მო­ნო­ლი­თუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მოჰ­ყვე­ბა. მა­სა­ლე­ბი სა­გან­გე­ბოდ შე­ირ­ჩა. გამ­ძლე და უსაფრ­თხო სამ­შე­ნებ­ლო პრო­დუქ­ცია მა­ღა­ლი ტე­ნი­ა­ნო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­ნი­სა­ზღვრა.

ურ­ბა­ნუ­ლად დატ­ვირ­თულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მი­წის­ქვე­შა ავ­ტო­სად­გო­მი. შე­ნო­ბის პირ­ველ და მე­ო­რე სარ­თუ­ლებს კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი და­ი­კა­ვებს.

ბი­ნე­ბის ფარ­თო­ბი 32.5 m2-იდან იწყე­ბა და 184.3 m2-ამდე ადის, ჭე­რის სი­მაღ­ლე კი სამი მეტ­რია, გარ­და იმ 20 გა­მორ­ჩე­უ­ლი აპარ­ტა­მენ­ტი­სა, სა­დაც მე­სა­კუთ­რე­ე­ბი სა­ცხოვ­რე­ბელ ფართს ექ­ვსმეტ­რი­ა­ნი ჭე­რით ჩა­ი­ბა­რე­ბენ. მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ან კორ­პუ­სებ­ში ასე­თი სულ 4 სარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა.

მე­სა­კუთ­რე­ე­ბი ბი­ნებს შავი კარ­კა­სის მდგო­მა­რე­ო­ბით მი­ი­ღე­ბენ, რაც მო­ი­ცავს დო­მო­ფო­ნი­ან მთა­ვარ შე­სას­ვლელ კარ­სა და კარ-ფან­ჯრებს. ასე­ვე ფი­ლე­ბით იქ­ნე­ბა მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი აი­ვა­ნი. გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ვი­დე­ო­სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო და უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მე­ბი. „პა­რა­ლე­ლის“ მცხოვ­რებ­ლე­ბი კონ­სი­ერ­ჟის 24-სა­ა­თი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბით ისარ­გებ­ლე­ბენ.

ირაკ­ლი აბუ­ლა­ძე, „მეტ­რო­პო­ლის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ფი­ნან­სუ­რი და სა­ო­პე­რა­ციო მი­მარ­თუ­ლე­ბით: „მეტ­რო­პოლ პა­რა­ლე­ლის“ მე­სა­კუთ­რე­ებს დას­რუ­ლე­ბულ კომ­პლექსს 2027 წლის ბო­ლოს ჩა­ვა­ბა­რებთ. ორი­ვე ბლოკ­ში წი­ნას­წა­რი გა­ყიდ­ვე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და ამ დრო­ი­სათ­ვის აპარ­ტა­მენ­ტე­ბის თით­ქმის ნა­ხე­ვარს მფლო­ბე­ლი უკვე ჰყავს.

ამას­თან ერ­თად, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „პა­რა­ლე­ლი“ ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში შენ­დე­ბა. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ხი­ფა­თო პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობ­დნენ, ახალ, თა­ნა­მედ­რო­ვე და უსაფრ­თხო კორ­პუ­სებ­ში მი­ი­ღე­ბენ ფართს. ეს ფაქ­ტო­რი ჩვე­ნი გუნ­დი­სათ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“.

ბა­თუ­მის სა­მი­ვე პრო­ექ­ტის და­სას­რუ­ლებ­ლად კომ­პა­ნი­ას 2027 წლის ბოლო აქვს გან­სა­ზღვრუ­ლი.

ზღვის­პი­რა ქა­ლაქთან ერ­თად, ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს „მეტ­რო­პო­ლის“ მშე­ნებ­ლო­ბე­ბი დე­და­ქა­ლაქ­შიც. დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია 2025 წელს 6 ახა­ლი პრო­ექ­ტის და­წყე­ბას გეგ­მავს.

მეტ­რო­პო­ლის შე­სა­ხებ: დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია „მეტ­რო­პო­ლი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში 2022 წელს და­ფუძნ­და. კომ­პა­ნი­ას ქვეყ­ნის მას­შტა­ბით შვი­დი პრო­ექ­ტი აქვს. თბი­ლის­ში „მეტ­რო­პოლ ბა­გე­ბი“ უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია. ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს „მეტ­რო­პოლ ქავ­თა­რა­ძი­სა“ და „მეტ­რო­პოლ ორ­თა­ჭა­ლას“ მშე­ნებ­ლო­ბა. 2025 წელს და­ი­წყო კომ­პა­ნი­ის პირ­ვე­ლი სუ­ბურ­ბა­ნუ­ლი პრო­ექ­ტის „მეტ­რო­პოლ ლი­სის“ მშე­ნებ­ლო­ბა. ბა­თუმ­ში კი „მეტ­რო­პოლ კუბი“ და „მეტ­რო­პოლ ოვა­ლი“ შენ­დე­ბა, სა­დაც ფრან­გულ კომ­პა­ნი­ას­თან, Louvre Hotels Group-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო Royal Tulip გან­თავ­სდე­ბა. ბა­თუმ­ში­ვე და­ი­წყო ახა­ლი პრო­ექ­ტის „პა­რა­ლე­ლის“ მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი იქ­ნე­ბა პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დე­ბით.

„მეტ­რო­პო­ლის“ მშე­ნებ­ლო­ბე­ბის ჯა­მუ­რი ფარ­თი 545 000 კვ.მ-ზე მე­ტია და მთლი­ა­ნო­ბა­ში 3500 ბი­ნას მო­ი­ცავს. დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია 2000-ამდე და­საქ­მე­ბულს აერ­თი­ა­ნებს და მისი ჯა­მუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ის მო­ცუ­ლო­ბა 1,050,000,000 ლა­რია.

NS

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

300-მილიონიანი ინვესტიცია, სასტუმრო და საცხოვრებელი აპარტამენტები - „მეტროპოლის“ პროექტები ბათუმში

300-მილიონიანი ინვესტიცია, სასტუმრო და საცხოვრებელი აპარტამენტები - „მეტროპოლის“ პროექტები ბათუმში

"კუბი“, „ოვალი“ და „პარალელი“ - „მეტროპოლი“ ბათუმში 3 მასშტაბური პროექტით არის წარმოდგენილი, რომელთა მშენებლობა ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს. ზღვისპირა ქალაქში დეველოპერის ჯამური ინვესტიცია 300 მილიონი ლარია.

გამორჩეული არქიტექტურული დიზაინის შენობები „კუბი“ და „ოვალი“ საერთაშორისო ბრენდ Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით შენდება. მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი ჯგუფი, რომელიც 54 ქვეყანაში საქმიანობს, აჭარის რეგიონში „მეტროპოლთან“ გაფორმებული ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე შემოდის და ქართული კომპანიის მიერ აგებულ კომპლექსში პრემიალურ სასტუმრო Royal Tulip-ს განათავსებს.

ირაკლი აბულაძე, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსური და საოპერაციო მიმართულებით: „მოხარულები ვართ, რომ, „მეტროპოლ კუბისა“ და „მეტროპოლ ოვალის“ სახით, ბათუმს მალე მაღალი კლასის სასტუმრო და საინვესტიციოდ განკუთვნილი აპარტამენტები შეემატება. ვფიქრობთ, ეს კონცეპტუალურად და არქიტექტურული დიზაინით გამორჩეული კომპლექსი ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ისე აჭარის რეგიონში ტურიზმის განვითარებას.

პროექტები, რომლებიც ზღვიდან 200 მეტრში მდებარეობს, საერთო ჯამში, სასტუმროს 180 ნომერსა და 1000-ამდე აპარტამენტს გააერთიანებს“.

ამ ეტაპისათვის უკვე მთლიანად დასრულებულია „მეტროპოლ ოვალის“ კონსტრუქციული და ლესვითი სამუშაოები. ამჟამად კომუნიკაციების გაყვანის პროცესი მიმდინარეობს, რის შემდეგაც ფასადის დამუშავება დაიწყება. მაღალი ხარისხის შუშისა და ალუმინის პროფილის კომბინაცია ფასადს მეტ ელეგანტურობას სძენს და სრულად ვიტრაჟულია. აჭარის კლიმატზე გათვლილი, სპეციალურად შერჩეული მასალა ქარისა და წყლის დატვირთვას მაქსიმალურად უძლებს, რაც შენობის სიმყარესა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მშენებლობაში ენერგოეფექტურ პემზა ბლოკს იყენებენ.

28 სართულის კონსტრუქცია უკვე მზად არის „მეტროპოლ კუბში“. „ოვალის“ მსგავსად, ამ შემთხვევაშიც კომპლექსი უმაღლესი ხარისხის მასალებით შენდება. ამჟამად მიმდინარეობს მონოლითური სამუშაოები, შემდეგ კი პროცესი ფასადზე გადაინაცვლებს. გეომეტრიული ფორმით განსხვავებული, თუმცა საერთო კონცეფციით შექმნილი შენობები აღჭურვილი იქნება საცურაო აუზებით, საკონფერენციო და სატრენაჟორო დარბაზებით. პროექტშია კეთილმოწყობილი სარეკრეაციო ზონის მოწყობა, ასევე გათვალისწინებულია კომერციული სივრცეები და მიწისქვეშა, კომფორტული ავტოსადგომი.

პროექტის ყველა დეტალი Royal Tulip-თან არის შეთანხმებული და დადასტურებული. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ მშენებლობის პროცესს საერთაშორისო ბრენდი ინტენსიურ რეჟიმში ადევნებს თვალს და მონიტორინგს უწევს.

ირაკლი აბულაძე, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსური და საოპერაციო მიმართულებით: „მეტროპოლ ოვალში“ განსაზღვრულია სასტუმროს 100 ნომერი და 550 აპარტამენტი, ხოლო „მეტროპოლ კუბი“ 80 ნომერსა და 400 აპარტამენტს მოიცავს, რომელთა მესაკუთრეები პროექტის თანაინვესტორები ხდებიან. პირადი კაბინეტის საშუალებით მათ შესაძლებლობა ექნებათ, თვალი მიადევნონ შემოსავლებს, გაწეულ დანახარჯებსა თუ მიღებულ სერვისებს. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნების მოქალაქეებისათვის, შეიძინონ უძრავი ქონება და მიიღონ სტაბილური შემოსავალი. ორივე შენობაში ერთად აპარტამენტების 50%-ზე მეტი უკვე გაყიდულია.

ძალიან გვახარებს და გვეამაყება ის ფაქტი, რომ ორივე პროექტი უკვე საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. „კუბმა“ Titan Awards-ის აღიარება მოიპოვა, ასევე ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული International Property Awards-ის ჯილდო დაიმსახურა კატეგორიაში Best Mixed-Use Development for Georgia. „მეტროპოლ ოვალი“ კი საქართველოში საუკეთესო პრემიალურ სასტუმროდ დასახელდა. პროექტი Luxury Lifestyle Awards 2024-ის გამარჯვებული გასული წლის გაზაფხულზე გახდა“.

ბათუმში, გმირთა ხეივნის მიმდებარედ, აბუსერიძის ქუჩაზე, მდებარეობს „მეტროპოლის“ კიდევ ერთი პროექტი „პარალელი“. საცხოვრებლად განკუთვნილი კომპლექსი ხელსაყრელი ადგილმდებარეობითა და აჭარის მთიანეთზე პანორამული ხედებით გამოირჩევა.

პროექტით დაგეგმილია ორი, 33 და 35-სართულიანი, კორპუსის მშენებლობა, რომლებიც 500-ამდე ბინას გააერთიანებს. კომპლექსი A და B ბლოკებად იყოფა. შენობის საძირკველი ხიმინჯური სისტემით არის მოწყობილი, რაც კორპუსის სიმყარეს უზრუნველყოფს და, თავის მხრივ, მობინადრეთათვის უსაფრთხო საცხოვრებელს ნიშნავს.

„მეტროპოლ პარალელის“ B ბლოკში ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულებულია და ამჟამად A ბლოკში იწყება საძირკვლის მოწყობა, რასაც მიწისზედა მონოლითური სამუშაოები მოჰყვება. მასალები საგანგებოდ შეირჩა. გამძლე და უსაფრთხო სამშენებლო პროდუქცია მაღალი ტენიანობის გათვალისწინებით განისაზღვრა.

ურბანულად დატვირთულ ტერიტორიაზე გათვალისწინებულია მიწისქვეშა ავტოსადგომი. შენობის პირველ და მეორე სართულებს კომერციული ფართი დაიკავებს.

ბინების ფართობი 32.5 m2-იდან იწყება და 184.3 m2-ამდე ადის, ჭერის სიმაღლე კი სამი მეტრია, გარდა იმ 20 გამორჩეული აპარტამენტისა, სადაც მესაკუთრეები საცხოვრებელ ფართს ექვსმეტრიანი ჭერით ჩაიბარებენ. მაღალსართულიან კორპუსებში ასეთი სულ 4 სართული იქნება.

მესაკუთრეები ბინებს შავი კარკასის მდგომარეობით მიიღებენ, რაც მოიცავს დომოფონიან მთავარ შესასვლელ კარსა და კარ-ფანჯრებს. ასევე ფილებით იქნება მოპირკეთებული აივანი. გათვალისწინებულია ვიდეოსამეთვალყურეო და უსაფრთხოების სისტემები. „პარალელის“ მცხოვრებლები კონსიერჟის 24-საათიანი მომსახურებით ისარგებლებენ.

ირაკლი აბულაძე, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსური და საოპერაციო მიმართულებით: „მეტროპოლ პარალელის“ მესაკუთრეებს დასრულებულ კომპლექსს 2027 წლის ბოლოს ჩავაბარებთ. ორივე ბლოკში წინასწარი გაყიდვები მიმდინარეობს და ამ დროისათვის აპარტამენტების თითქმის ნახევარს მფლობელი უკვე ჰყავს.

ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ „პარალელი“ ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში შენდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეები, რომლებიც სიცოცხლისათვის სახიფათო პირობებში ცხოვრობდნენ, ახალ, თანამედროვე და უსაფრთხო კორპუსებში მიიღებენ ფართს. ეს ფაქტორი ჩვენი გუნდისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“.

ბათუმის სამივე პროექტის დასასრულებლად კომპანიას 2027 წლის ბოლო აქვს განსაზღვრული.

ზღვისპირა ქალაქთან ერთად, ინტენსიურად მიმდინარეობს „მეტროპოლის“ მშენებლობები დედაქალაქშიც. დეველოპერული კომპანია 2025 წელს 6 ახალი პროექტის დაწყებას გეგმავს.

მეტროპოლის შესახებ: დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანიას ქვეყნის მასშტაბით შვიდი პროექტი აქვს. თბილისში „მეტროპოლ ბაგები“ უკვე დასრულებულია. ასევე მიმდინარეობს „მეტროპოლ ქავთარაძისა“ და „მეტროპოლ ორთაჭალას“ მშენებლობა. 2025 წელს დაიწყო კომპანიის პირველი სუბურბანული პროექტის „მეტროპოლ ლისის“ მშენებლობა. ბათუმში კი „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყო ახალი პროექტის „პარალელის“ მშენებლობა, რომელიც საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.

„მეტროპოლის“ მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. დეველოპერული კომპანია 2000-ამდე დასაქმებულს აერთიანებს და მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1,050,000,000 ლარია.

NS