სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბანკში ჩემი ხელმძღვანელი გიორგი კვირიკაშვილი იყო, წარმატებული კარიერა მელოდა, მაგრამ ჯარზე ფიქრი არ მასვენებდა" - ომის ტრავმა და დაბრუნება უკრაინაში, თბილისის აქციების შემდეგ
"ბანკში ჩემი ხელმძღვანელი გიორგი კვირიკაშვილი იყო, წარმატებული კარიერა მელოდა, მაგრამ ჯარზე ფიქრი არ მასვენებდა" - ომის ტრავმა და დაბრუნება უკრაინაში, თბილისის აქციების შემდეგ

ზუ­რაბ ჯი­ბუ­ტი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის თა­და­რი­გის ოფი­ცე­რი და რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის მო­ნა­წი­ლეა, თუმ­ცა ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ის 2024 წლის ნო­ემ­ბერ­ში და­წყე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს გა­იც­ნო.

  • სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ობი­ექ­ტი ხში­რად ხვდე­ბო­და სამ­ხედ­რო, რო­მელ­საც ორი­ვე ფეხი ამ­პუ­ტი­რე­ბუ­ლი ჰქონ­და და პრო­თე­ზე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. ზურა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი და ამა­ვე დროს მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე იყო.

Ambebi.ge-სთვის ცოტა ხნის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ზურა ჯი­ბუ­ტი ისევ უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუნ­და და ოკუ­პან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა გა­აგ­რძე­ლა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლი­სა და უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბის მი­ზე­ზებ­ზე, ბრძო­ლის მო­ტივ­სა და ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებ­ზე ზურა თა­ვად გვი­ამ­ბობს.

- უკ­რა­ი­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ზუს­ტად არ­ჩევ­ნე­ბის წინა დღეს ჩა­მო­ვე­დი. უკ­რა­ი­ნა­ში სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი არ გახ­სნეს, მე კი ჩემი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მინ­დო­და. მე­გო­ნა რომ ჩემს ერთ ხმა­საც კი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ... ერთი კი არა, ასი ხმას ვე­რა­ფერს იზამ­და, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ გა­ყალ­ბე­ბის ისე­თი მას­შტა­ბე­ბი ჰქონ­და... იმ დღეს, რო­დე­საც პრე­მი­ერ­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა ევ­რო­კავ­შირ­თან გა­წევ­რე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის 2028 წლამ­დე შე­ჩე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩემს სახ­ლში ვი­ყა­ვი - ჩო­ხა­ტა­ურ­ში. გულ­მა არ მო­მის­მი­ნა, იმ დღეს­ვე ჩავ­ჯე­ქი მან­ქა­ნა­ში თბი­ლის­ში ჩა­მო­ვე­დი. იმ დღის მერე დიდ­ხანს ვი­დე­ქი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე.

- უკან რა­ტომ დაბ­რუნ­დით?

- მე სამ­ხედ­რო ვარ, 2012 წლის 26 მა­ისს ფიცი დავ­დე ჩემი ქვეყ­ნი­სა და უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­დლის წი­ნა­შე, რომ ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი ჩემს სამ­შობ­ლოს. დღემ­დე ვრჩე­ბი ამ ფი­ცის ერ­თგუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნელ წუ­თამ­დე ვიბ­რძო­ლებ რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ, უკ­რა­ი­ნა­ში იქ­ნე­ბა ეს თუ სხვა­გან, მტე­რი ყველ­გან მტე­რია.

- უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე წახ­ვე­დით?

- რო­გორც კი გა­ვი­გე რომ რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რა, მა­შინ­ვე მინ­დო­და წას­ვლა, მაგ­რამ დიდი მიგ­რა­ცი­ის გამო სა­ზღვარ­ზე დაბ­რკო­ლე­ბე­ბი იყო. მერე გა­ვი­გე რომ "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი" ახალ ქვე­და­ნა­ყოფს ქმნი­და და ხელ­მძღვა­ნე­ლებს და­ვუ­კავ­შირ­დი. დღეს "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი" ჩემი ოჯა­ხია... მე ვნა­ხე ბუჩა და ჰოს­ტო­მე­ლი, ვნა­ხე და დავ­რწმუნ­დი რა სა­ში­ნე­ლე­ბე­ბის და არა­ა­და­მი­ა­ნო­ბის ჩა­დე­ნა შე­უძ­ლი­ათ რუ­სებს. ისი­ნი არ არი­ან მე­ომ­რე­ბი, ისი­ნი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მა­ნი­ა­კე­ბი არი­ან. შე­უძ­ლე­ბე­ლია იმ ჯო­ჯო­ხე­თის აღ­წე­რა და გად­მო­ცე­მა რას ამ ხალ­ხმა უკ­რა­ი­ნე­ლებს გა­უ­კე­თეს. რაც იქ ვნა­ხე მხო­ლოდ იმის მერე გა­ვი­აზ­რე, რა სა­ში­ნე­ლე­ბა გა­მო­ა­ტა­რეს ქარ­თვე­ლებს აფხა­ზე­თის, აგ­ვის­ტოს ომე­ბის დროს, აღა­რა­ფერს ვამ­ბობ უფრო ად­რე­ულ წარ­სულ­ზე, რო­დე­საც ქარ­თვე­ლე­ბი მე­ფის რუ­სე­თის თა­ვის დაღ­წე­ვას ცდი­ლობ­დნენ. მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, ოპო­ზი­ცი­ას ვუ­ჭერთ მხარს თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ყვე­ლამ უნდა ვი­ცო­დეთ, რომ რუ­სე­თი ყვე­ლა­ზე ვე­რა­გი და და­უნ­დო­ბე­ლი მტე­რია.

- სამ­ხედ­რო საქ­მე რა­ტომ აირ­ჩი­ეთ?

- ყო­ველ­თვის მინ­დო­და, რომ სამ­ხედ­რო გავმხდა­რი­ყა­ვი, მაგ­რამ დე­დი­სერ­თა ვარ და ჯარ­ში არ გა­მიწ­ვი­ეს. ჩო­ხა­ტა­უ­რი­დან ვარ, თბი­ლის­ში სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ჩა­მო­ვე­დი სა­ბან­კო-სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ვა­ბა­რე - ბიზ­ნე­სი­სა და მარ­თვის ფა­კულ­ტეტ­ზე. სხვა­თა შო­რის, ერთი პე­რი­ო­დი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ბან­კში ვმუ­შა­ობ­დი და ჩემი ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი იყო. ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზე მე­ტყვე­ლებ­და, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა მე­ლო­და, მაგ­რამ ჯარ­ზე ფიქ­რი მოს­ვე­ნე­ბას არ მაძ­ლევ­და. რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის თავ­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მია გა­იხ­სნა, გა­დავ­წყვი­ტე იქ მეს­წავ­ლა. სწავ­ლის და­სას­რულს ლე­ი­ტე­ნან­ტის წო­დე­ბა მი­ვი­ღე და მე­სა­მე ბრი­გა­დის 33-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის რი­გებ­ში ჩავ­დე­ქი. ავ­ღა­ნეთ­ში, ჰელ­მან­დის პრო­ვინ­ცი­ა­შიც ვი­ყა­ვი, რო­გორც ოცე­უ­ლის მე­თა­უ­რი... 2015 წელს 31-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის ეგი­დით ქა­ბულ­ში წა­ვე­დით. ვი­ყა­ვი ცენ­ტრა­ლურ ბა­ზა­ში, სა­ი­და­ნაც მთელ ავ­ღა­ნეთ­ში ოპე­რა­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბო­და. 2017 წელს კონ­ტრაქ­ტის ვადა ამო­ი­წუ­რა. იმ­ხა­ნად უკვე დავ­რწმუნ­დი, რომ ნაც­ნო­ბო­ბის გა­რე­შე ამ სის­ტე­მა­ში წინ ვერ წახ­ვი­დო­დი და წა­მო­ვე­დი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­დან.

- სამ­ხედ­რო გა­მოც­დი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ალ­ბათ ოჯახს მა­ინც არ უნ­დო­და ომში რომ წა­სუ­ლი­ყა­ვით...

- რა თქმა უნდა, არც უნ­დო­დათ და არც სჯე­რო­დათ, თუ წა­ვი­დო­დი, ვიდ­რე ტაქ­სი არ მო­ვი­და და აე­რო­პორ­ტში არ გა­ვემ­გზავ­რე. მეც გა­მი­ჭირ­და 8 თვის შვი­ლი და მე­უღ­ლის და­ტო­ვე­ბა ად­ვი­ლი არ არის, არც მშობ­ლე­ბის მაგ­რამ ეს ნა­ბი­ჯი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­და­მედ­გა, რომ თუნ­დაც ჩემი შვი­ლე­ბის წინა პირ­ნა­თე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ახლა ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი 4 წლი­სა არის, უმ­ცრო­სი - 2-ის. ახლა უფრო რთუ­ლი იყო მათი და­ტო­ვე­ბა, მაგ­რამ...

- ომში მი­ღე­ბუ­ლი ტრავ­მის გამო ომში წას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ხომ არ ნა­ნობთ?

- სამ­შობ­ლოს დაც­ვა, მისი სა­ხე­ლის მსოფ­ლი­ო­ში გა­ტა­ნა და ჩვე­ნი მტრის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა პა­ტი­ვია, ეს რო­გორ უნდა ვი­ნა­ნო? ჩემს დღე­ვან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბა­საც ძა­ლი­ან მშვი­დად ვუ­ყუ­რებ, ამას ვი­ღებ რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რივ მო­ცე­მუ­ლო­ბას. ფორ­მას რომ იც­ვამ, მით უფრო, ომში მი­დი­ხარ, ყვე­ლაფ­რის­თვის, მათ შო­რის სიკ­ვდი­ლის­თვი­საც მზად უნდა იყო და ოჯა­ხის წევ­რე­ბიც უნდა შე­ა­გუო ამ აზრს.

- არც იმ მო­მენ­ტის გახ­სე­ნე­ბა გი­ჭირთ, რო­დე­საც ორი­ვე ფეხი და­კარ­გეთ?

- ვერ გე­ტყვით, რომ მსი­ა­მოვ­ნებს ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა არც დეპ­რე­სი­ა­ში ვარ­დე­ბი, ამ­ბა­ვი კი ასე­თი იყო - 2023 წლის მა­ი­სი იყო, „ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი“ ხარ­კო­ვის ერთ-ერთ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე ვი­ყა­ვით. ოპე­რა­ცი­ის დროს ჩემი მე­გო­ბა­რი აფეთ­ქდა და მის და­სახ­მა­რებ­ლად გა­ვი­ქე­ცი... ამ დროს მეც ავ­ფეთ­ქდი. ჩემი აფეთ­ქე­ბის დროს გა­მოს­რო­ლილ­მა ნაღ­მის ნამ­სხვრე­ვებ­მა კი­დევ ორი კაცი დაჭ­რა. მე­გო­ბა­რი, რომ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნა­დაც მივ­რბო­დი გა­დარ­ჩა, უბ­რა­ლოდ ცალი ფეხი და­კარ­გა.

- ახლა უკ­რა­ი­ნას რთუ­ლი დღე­ე­ბი უდ­გას, ჯერ არა­ვინ იცის, რო­გორ გა­და­წყდე­ბა ამე­რი­კის მიერ უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხი, "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის მე­თა­ურს" კი გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს, ნე­ბის­მი­ერ ვი­თა­რე­ბა­ში დარ­ჩეს და ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლოს უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის გვერ­დი. თქვენ რას აპი­რებთ?

- "ქარ­თულ ლე­გი­ონს" ჰყავს გა­მოც­დი­ლი და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი მებ­რძო­ლი უკ­რა­ი­ნა­ში. მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი 2014 წლი­დან ხელ­მძღვა­ნე­ლობს ქარ­თვე­ლე­ბის ბრძო­ლას რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ და დღემ­დე ერ­თგუ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბა რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე უკ­რა­ი­ნას. ჩემ­თვის პა­ტი­ვია ვიყო მის გვერ­დით და დიახ, ჩვენ ვი­ყა­ვით და ვართ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან ოპე­რა­ცი­ა­ში და ეს ასე გაგ­რძელ­დე­ბა ბო­ლომ­დე.ხა­თუ­ნა ბახ­ტუ­რი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ბანკში ჩემი ხელმძღვანელი გიორგი კვირიკაშვილი იყო, წარმატებული კარიერა მელოდა, მაგრამ ჯარზე ფიქრი არ მასვენებდა" - ომის ტრავმა და დაბრუნება უკრაინაში, თბილისის აქციების შემდეგ

"ბანკში ჩემი ხელმძღვანელი გიორგი კვირიკაშვილი იყო, წარმატებული კარიერა მელოდა, მაგრამ ჯარზე ფიქრი არ მასვენებდა" - ომის ტრავმა და დაბრუნება უკრაინაში, თბილისის აქციების შემდეგ

ზურაბ ჯიბუტი შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი და რუსეთ-უკრაინის ომის მონაწილეა, თუმცა ქართველმა ხალხმა ის 2024 წლის ნოემბერში დაწყებული საპროტესტო აქციების დროს გაიცნო.

  • საზოგადოების ყურადღების ობიექტი ხშირად ხვდებოდა სამხედრო, რომელსაც ორივე ფეხი ამპუტირებული ჰქონდა და პროთეზებით გადაადგილდებოდა. ზურა საპროტესტო აქციების ყველაზე აქტიური და ამავე დროს მშვიდობიანი მონაწილე იყო.

Ambebi.ge-სთვის ცოტა ხნის ცნობილი გახდა, რომ ზურა ჯიბუტი ისევ უკრაინაში დაბრუნდა და ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელა. საქართველოში ჩამოსვლისა და უკრაინაში დაბრუნების მიზეზებზე, ბრძოლის მოტივსა და ბევრ საინტერესო საკითხებზე ზურა თავად გვიამბობს.

- უკრაინიდან საქართველოში ზუსტად არჩევნების წინა დღეს ჩამოვედი. უკრაინაში საარჩევნო უბანი არ გახსნეს, მე კი ჩემი კონსტიტუციური უფლების გამოყენება მინდოდა. მეგონა რომ ჩემს ერთ ხმასაც კი მნიშვნელობა ექნებოდა, მაგრამ... ერთი კი არა, ასი ხმას ვერაფერს იზამდა, „ქართულ ოცნებას“ გაყალბების ისეთი მასშტაბები ჰქონდა... იმ დღეს, როდესაც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა ევროკავშირთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერებასთან დაკავშირებით ჩემს სახლში ვიყავი - ჩოხატაურში. გულმა არ მომისმინა, იმ დღესვე ჩავჯექი მანქანაში თბილისში ჩამოვედი. იმ დღის მერე დიდხანს ვიდექი რუსთაველის გამზირზე.

- უკან რატომ დაბრუნდით?

- მე სამხედრო ვარ, 2012 წლის 26 მაისს ფიცი დავდე ჩემი ქვეყნისა და უმაღლესი მთავარსარდლის წინაშე, რომ ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს. დღემდე ვრჩები ამ ფიცის ერთგული. შესაბამისად, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლებ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ, უკრაინაში იქნება ეს თუ სხვაგან, მტერი ყველგან მტერია.

- უკრაინაში ომის დაწყებისთანავე წახვედით?

- როგორც კი გავიგე რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მაშინვე მინდოდა წასვლა, მაგრამ დიდი მიგრაციის გამო საზღვარზე დაბრკოლებები იყო. მერე გავიგე რომ "ქართული ლეგიონი" ახალ ქვედანაყოფს ქმნიდა და ხელმძღვანელებს დავუკავშირდი. დღეს "ქართული ლეგიონი" ჩემი ოჯახია... მე ვნახე ბუჩა და ჰოსტომელი, ვნახე და დავრწმუნდი რა საშინელებების და არაადამიანობის ჩადენა შეუძლიათ რუსებს. ისინი არ არიან მეომრები, ისინი ჩვეულებრივი მანიაკები არიან. შეუძლებელია იმ ჯოჯოხეთის აღწერა და გადმოცემა რას ამ ხალხმა უკრაინელებს გაუკეთეს. რაც იქ ვნახე მხოლოდ იმის მერე გავიაზრე, რა საშინელება გამოატარეს ქართველებს აფხაზეთის, აგვისტოს ომების დროს, აღარაფერს ვამბობ უფრო ადრეულ წარსულზე, როდესაც ქართველები მეფის რუსეთის თავის დაღწევას ცდილობდნენ. მნიშვნელობა არა აქვს, ოპოზიციას ვუჭერთ მხარს თუ ხელისუფლებას, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთი ყველაზე ვერაგი და დაუნდობელი მტერია.

- სამხედრო საქმე რატომ აირჩიეთ?

- ყოველთვის მინდოდა, რომ სამხედრო გავმხდარიყავი, მაგრამ დედისერთა ვარ და ჯარში არ გამიწვიეს. ჩოხატაურიდან ვარ, თბილისში სკოლის დამთავრების შემდეგ ჩამოვედი საბანკო-საფინანსო ინსტიტუტში ჩავაბარე - ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე. სხვათა შორის, ერთი პერიოდი ბიძინა ივანიშვილის ბანკში ვმუშაობდი და ჩემი ხელმძღვანელი გიორგი კვირიკაშვილი იყო. ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ წარმატებული კარიერა მელოდა, მაგრამ ჯარზე ფიქრი მოსვენებას არ მაძლევდა. როდესაც გავიგე, რომ დავით აღმაშენებლის თავდაცვის ეროვნული აკადემია გაიხსნა, გადავწყვიტე იქ მესწავლა. სწავლის დასასრულს ლეიტენანტის წოდება მივიღე და მესამე ბრიგადის 33-ე ბატალიონის რიგებში ჩავდექი. ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაშიც ვიყავი, როგორც ოცეულის მეთაური... 2015 წელს 31-ე ბატალიონის ეგიდით ქაბულში წავედით. ვიყავი ცენტრალურ ბაზაში, საიდანაც მთელ ავღანეთში ოპერაციები იმართებოდა. 2017 წელს კონტრაქტის ვადა ამოიწურა. იმხანად უკვე დავრწმუნდი, რომ ნაცნობობის გარეშე ამ სისტემაში წინ ვერ წახვიდოდი და წამოვედი შეიარაღებული ძალებიდან.

- სამხედრო გამოცდილების მიუხედავად, ალბათ ოჯახს მაინც არ უნდოდა ომში რომ წასულიყავით...

- რა თქმა უნდა, არც უნდოდათ და არც სჯეროდათ, თუ წავიდოდი, ვიდრე ტაქსი არ მოვიდა და აეროპორტში არ გავემგზავრე. მეც გამიჭირდა 8 თვის შვილი და მეუღლის დატოვება ადვილი არ არის, არც მშობლების მაგრამ ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადამედგა, რომ თუნდაც ჩემი შვილების წინა პირნათელი ვყოფილიყავი. ახლა ჩემი უფროსი შვილი 4 წლისა არის, უმცროსი - 2-ის. ახლა უფრო რთული იყო მათი დატოვება, მაგრამ...

- ომში მიღებული ტრავმის გამო ომში წასვლის გადაწყვეტილებას ხომ არ ნანობთ?

- სამშობლოს დაცვა, მისი სახელის მსოფლიოში გატანა და ჩვენი მტრის წინააღმდეგ ბრძოლა პატივია, ეს როგორ უნდა ვინანო? ჩემს დღევანდელ მდგომარეობასაც ძალიან მშვიდად ვუყურებ, ამას ვიღებ როგორც ჩვეულებრივ მოცემულობას. ფორმას რომ იცვამ, მით უფრო, ომში მიდიხარ, ყველაფრისთვის, მათ შორის სიკვდილისთვისაც მზად უნდა იყო და ოჯახის წევრებიც უნდა შეაგუო ამ აზრს.

- არც იმ მომენტის გახსენება გიჭირთ, როდესაც ორივე ფეხი დაკარგეთ?

- ვერ გეტყვით, რომ მსიამოვნებს ამ თემაზე საუბარი, თუმცა არც დეპრესიაში ვარდები, ამბავი კი ასეთი იყო - 2023 წლის მაისი იყო, „ქართული ლეგიონი“ ხარკოვის ერთ-ერთ მიმართულებაზე ვიყავით. ოპერაციის დროს ჩემი მეგობარი აფეთქდა და მის დასახმარებლად გავიქეცი... ამ დროს მეც ავფეთქდი. ჩემი აფეთქების დროს გამოსროლილმა ნაღმის ნამსხვრევებმა კიდევ ორი კაცი დაჭრა. მეგობარი, რომლის გადასარჩენადაც მივრბოდი გადარჩა, უბრალოდ ცალი ფეხი დაკარგა.

- ახლა უკრაინას რთული დღეები უდგას, ჯერ არავინ იცის, როგორ გადაწყდება ამერიკის მიერ უკრაინის დახმარების საკითხი, "ქართული ლეგიონის მეთაურს" კი გადაწყვეტილი აქვს, ნებისმიერ ვითარებაში დარჩეს და ბოლომდე იბრძოლოს უკრაინელების გვერდი. თქვენ რას აპირებთ?

- "ქართულ ლეგიონს" ჰყავს გამოცდილი და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მებრძოლი უკრაინაში. მამუკა მამულაშვილი 2014 წლიდან ხელმძღვანელობს ქართველების ბრძოლას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და დღემდე ერთგულად ემსახურება როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას. ჩემთვის პატივია ვიყო მის გვერდით და დიახ, ჩვენ ვიყავით და ვართ ყველა მნიშვნელოვან ოპერაციაში და ეს ასე გაგრძელდება ბოლომდე.ხათუნა ბახტურიძე