მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ის კოორდინაცია, რომელიც თავისი წესებით გუშინ გამოცხადდა, დღეს შედგა - გუშინდელი პროტესტი ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების რეპრესიულმა პოლიტიკამ ვერ დაშალა პროტესტი“ - სალომე ზურაბიშვილი
“ის კოორდინაცია, რომელიც თავისი წესებით გუშინ გამოცხადდა, დღეს შედგა - გუშინდელი პროტესტი ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების რეპრესიულმა პოლიტიკამ ვერ დაშალა პროტესტი“ - სალომე ზურაბიშვილი

“ის კო­ორ­დი­ნა­ცია, რო­მე­ლიც თა­ვი­სი წე­სე­ბით გუ­შინ გა­მო­ცხად­და, დღეს შედ­გა - გუ­შინ­დე­ლი პრო­ტეს­ტი ძა­ლი­ან დიდი იმედს გვაძ­ლევს და ადას­ტუ­რებს იმას, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რეპ­რე­სი­ულ­მა პო­ლი­ტი­კამ ვერ შეძ­ლო და ვერ და­შა­ლა - პრო­ტეს­ტი არ­სე­ბობს და რო­დე­საც სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა, რომ უფრო ძლი­ე­რად გა­მოჩ­ნდეს, გა­მოჩ­ნდე­ბა“,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

  • ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თქმით­ვე, დღეს „პო­ლი­ტი­კურ სპექტრზე კი­დევ ერთი შე­ტე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს და პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა ახალ ეტაპ­ზე გა­და­დის“.

„მსურს, გა­გაც­ნოთ ჩვე­ნი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ. დღეს კო­ორ­დი­ნა­ცია შედ­გა. ის კო­ორ­დი­ნა­ცია, რო­მე­ლიც თა­ვი­სი წე­სე­ბით გუ­შინ გა­მო­ცხად­და, რომ ჩვენ უნდა შე­ვა­ჯე­როთ პო­ზი­ცი­ე­ბი იმ მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე და სა­კი­თხებ­ზე, რაც დღეს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს. მსურს, ის შე­ჯე­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი გა­გაც­ნოთ, რაც არ გა­მო­რი­ცხავს იმას, რომ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ­მა პარ­ტი­ებ­მა შემ­დგომ თა­ვი­სი ხედ­ვე­ბი წა­რად­გი­ნონ სხვა­ნა­ი­რად, რაც ერ­თობ­ლი­ვად შე­თან­ხმე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა. ეს ასე­თი ფორ­მის კო­ორ­დი­ნა­ცი­აა, რო­მე­ლიც დღეს იწყებს მუ­შა­ო­ბას. უნდა ით­ქვას, რომ გუ­შინ­დე­ლი პრო­ტეს­ტი ძა­ლი­ან დიდი იმედს გვაძ­ლევს და ადას­ტუ­რებს იმას, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რეპ­რე­სი­ულ­მა პო­ლი­ტი­კამ ვერ შეძ­ლო და ვერ და­შა­ლა ეს პრო­ტეს­ტი. ის არ­სე­ბობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და რო­დე­საც ეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ უფრო ძლი­ე­რად გა­მოჩ­ნდეს, გა­მოჩ­ნდე­ბა. ის არის მუდ­მი­ვი და არა­ფე­რი და ვე­რა­ვინ ვერ აში­ნებს მის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

პო­ლი­ტი­კურ სპექტრზე კი­დევ ერთი შე­ტე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს და პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა ახალ ეტაპ­ზე გა­და­დის. ამა­ზეც ვართ შე­თან­ხმე­ბუ­ლი, ეს უნდა იყოს ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი პო­ზი­ცი­ე­ბის ერთ-ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბა. ვნა­ხოთ, რო­გო­რი იქ­ნე­ბა დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის ფორ­მა, მაგ­რამ ამი­თაც პო­ლი­ტი­კურ სპექტრს ვერ შე­ა­ში­ნე­ბენ.

ევ­რო­საბ­ჭო­ში 7 აპ­რი­ლი­დან იქ­ნე­ბა სე­სია, სა­დაც ალ­ბათ, მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მკაც­რი რე­ზო­ლუ­ცია, სწო­რედ პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბის სა­კი­თხი იქ­ნე­ბა პირ­ველ პლან­ზე. ალ­ბათ, ასე­ვე, ყვე­ლა ის ახა­ლი კა­ნო­ნი, რაც მი­ღე­ბუ­ლია ამ დღე­ებ­ში, რო­მე­ლიც ცდი­ლობს, რომ ერთ მხრივ, FARA-თი მთე­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩა­ახ­რჩოს, მაგ­რამ ამის მი­მარ­თაც მო­ი­ნა­ხე­ბა გზე­ბი და ამა­ზე ვმუ­შა­ობთ, რომ ეს გზე­ბი იყოს მო­ნა­ხუ­ლი. ჩვენ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ ჩავ­თვა­ლოთ, რომ იმი­ტომ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იღებს ახალ რეპ­რე­სი­ულ კა­ნო­ნებს, ეს იმის ნი­შა­ნია, რომ ის რა­მე­ნა­ი­რად ძლი­ერ­დე­ბა. არა, პი­რი­ქით, ძლი­ერ­დე­ბა პრო­ტეს­ტი იმი­ტომ, რომ უფრო მეტი ხალ­ხი ხვდე­ბა, რას აკე­თებს ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის, უფრო მეტი ხალ­ხი უერ­თდე­ბა იმ ჩვენს გზავ­ნილს და იმ გზას, რო­მე­ლიც გუ­შინ გა­მო­ვა­ცხა­დე და რო­მე­ლიც აქ შე­მო­სუ­ლი პარ­ტი­ე­ბის ერ­თი­ან პო­ლი­ტი­კას ასა­ხავს. ჩვენ მივ­დი­ვართ არ­ჩევ­ნე­ბის გზა­ზე, მშვი­დო­ბი­ან გზა­ზე. მი­ვაღ­წევთ არ­ჩევ­ნებ­საც, პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­საც, მაგ­რამ ჩვენ არ ვირ­ჩევთ სხვა გზებს, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცის აზრში არ­სე­ბობს. ეს არის ჩვე­ნი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი პო­ზი­ცია. ჩვენ ვართ იმის­თვის, რომ ვი­ყოთ მხნედ და ვი­ყოთ შე­მარ­თე­ბით, ერ­თობ­ლი­ვად, ამ ახალ ერ­თო­ბა­ში შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გოთ, გა­ვუმკლავ­დეთ ამ რე­ჟი­მის რეპ­რე­სი­ებს და ჩვენს მი­ზანს მი­ვაღ­წი­ოთ“,- გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

“ის კოორდინაცია, რომელიც თავისი წესებით გუშინ გამოცხადდა, დღეს შედგა - გუშინდელი პროტესტი ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების რეპრესიულმა პოლიტიკამ ვერ დაშალა პროტესტი“ - სალომე ზურაბიშვილი

“ის კოორდინაცია, რომელიც თავისი წესებით გუშინ გამოცხადდა, დღეს შედგა - გუშინდელი პროტესტი ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების რეპრესიულმა პოლიტიკამ ვერ დაშალა პროტესტი“ - სალომე ზურაბიშვილი

“ის კოორდინაცია, რომელიც თავისი წესებით გუშინ გამოცხადდა, დღეს შედგა - გუშინდელი პროტესტი ძალიან დიდი იმედს გვაძლევს და ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების რეპრესიულმა პოლიტიკამ ვერ შეძლო და ვერ დაშალა - პროტესტი არსებობს და როდესაც საშუალება ეძლევა, რომ უფრო ძლიერად გამოჩნდეს, გამოჩნდება“,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდგომ ბრიფინგზე განაცხადა.

  • ზურაბიშვილის თქმითვე, დღეს „პოლიტიკურ სპექტრზე კიდევ ერთი შეტევა მიმდინარეობს და პოლიტიკური დევნა ახალ ეტაპზე გადადის“.

„მსურს, გაგაცნოთ ჩვენი პირველი შეხვედრის შესახებ. დღეს კოორდინაცია შედგა. ის კოორდინაცია, რომელიც თავისი წესებით გუშინ გამოცხადდა, რომ ჩვენ უნდა შევაჯეროთ პოზიციები იმ მთავარ გამოწვევებზე და საკითხებზე, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს. მსურს, ის შეჯერებული პოზიციები გაგაცნოთ, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ ინდივიდუალურმა პარტიებმა შემდგომ თავისი ხედვები წარადგინონ სხვანაირად, რაც ერთობლივად შეთანხმებული არ იქნება. ეს ასეთი ფორმის კოორდინაციაა, რომელიც დღეს იწყებს მუშაობას. უნდა ითქვას, რომ გუშინდელი პროტესტი ძალიან დიდი იმედს გვაძლევს და ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების რეპრესიულმა პოლიტიკამ ვერ შეძლო და ვერ დაშალა ეს პროტესტი. ის არსებობს საზოგადოებაში და როდესაც ეძლევა საშუალება, რომ უფრო ძლიერად გამოჩნდეს, გამოჩნდება. ის არის მუდმივი და არაფერი და ვერავინ ვერ აშინებს მის მონაწილეებსა და საზოგადოებას.

პოლიტიკურ სპექტრზე კიდევ ერთი შეტევა მიმდინარეობს და პოლიტიკური დევნა ახალ ეტაპზე გადადის. ამაზეც ვართ შეთანხმებული, ეს უნდა იყოს ჩვენი ერთობლივი პოზიციების ერთ-ერთი მიმართულება. ვნახოთ, როგორი იქნება დღევანდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებების ფორმა, მაგრამ ამითაც პოლიტიკურ სპექტრს ვერ შეაშინებენ.

ევროსაბჭოში 7 აპრილიდან იქნება სესია, სადაც ალბათ, მიღებული იქნება მკაცრი რეზოლუცია, სწორედ პოლიტიკური პატიმრების საკითხი იქნება პირველ პლანზე. ალბათ, ასევე, ყველა ის ახალი კანონი, რაც მიღებულია ამ დღეებში, რომელიც ცდილობს, რომ ერთ მხრივ, FARA-თი მთელი არასამთავრობო ორგანიზაცია და სამოქალაქო საზოგადოება ჩაახრჩოს, მაგრამ ამის მიმართაც მოინახება გზები და ამაზე ვმუშაობთ, რომ ეს გზები იყოს მონახული. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ჩავთვალოთ, რომ იმიტომ, რომ ხელისუფლება იღებს ახალ რეპრესიულ კანონებს, ეს იმის ნიშანია, რომ ის რამენაირად ძლიერდება. არა, პირიქით, ძლიერდება პროტესტი იმიტომ, რომ უფრო მეტი ხალხი ხვდება, რას აკეთებს ეს ხელისუფლება, რა მიმართულებით მიდის, უფრო მეტი ხალხი უერთდება იმ ჩვენს გზავნილს და იმ გზას, რომელიც გუშინ გამოვაცხადე და რომელიც აქ შემოსული პარტიების ერთიან პოლიტიკას ასახავს. ჩვენ მივდივართ არჩევნების გზაზე, მშვიდობიან გზაზე. მივაღწევთ არჩევნებსაც, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც, მაგრამ ჩვენ არ ვირჩევთ სხვა გზებს, რომლებიც შეიძლება ვიღაცის აზრში არსებობს. ეს არის ჩვენი გაერთიანებული პოზიცია. ჩვენ ვართ იმისთვის, რომ ვიყოთ მხნედ და ვიყოთ შემართებით, ერთობლივად, ამ ახალ ერთობაში შევეწინააღმდეგოთ, გავუმკლავდეთ ამ რეჟიმის რეპრესიებს და ჩვენს მიზანს მივაღწიოთ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.