მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორტნი კარდაშიანის 10 წლის შვილმა პასუხი გასცა კითხვას, არის თუ არა ჯასტინ ბიბერი მისი მამა - "მგონი ჯასტინი 16 წლის იყო, როცა მე დავიბადე"
კორტნი კარდაშიანის 10 წლის შვილმა პასუხი გასცა კითხვას, არის თუ არა ჯასტინ ბიბერი მისი მამა - "მგონი ჯასტინი 16 წლის იყო, როცა მე დავიბადე"

კორტნი კარ­და­ში­ა­ნის შვილ­მა, რე­ინ­მა უპა­სუ­ხა დიდი ხნის შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ას, რომ მისი ნამ­დვი­ლი მამა ჯას­ტინ ბი­ბე­რია და არა - სკოტ დი­სი­კი.

  • რე­ა­ლი­თი შოუს ვარ­სკვლა­ვის უმ­ცრო­სი შვი­ლის ნამ­დვი­ლი მა­მის შე­სა­ხებ მრა­ვალ­წლი­ა­ნი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის შემ­დეგ, 10 წლის რე­ინ­მა ყვე­ლა­ფე­რი თვი­თონ­ვე უარ­ყო. ბი­ჭუ­ნა თა­ვი­სი ნა­ხე­ვარ­დის, ალა­ბა­მა ბარ­კე­რის შეყ­ვა­რე­ბუ­ლის, სკუ­ტერ ჯექ­სო­ნის Instagram Live-ში გა­მოჩ­ნდა.

მას შემ­დეგ, რაც ერთ-ერ­თმა მა­ყუ­რე­ბელ­მა ჰკი­თხა, არის თუ არა ბი­ბე­რი მა­მა­მი­სი, მო­ზარ­დმა ჭო­რე­ბი სწრა­ფად უარ­ყო.

"არა, არ არის. ძმაო, გე­ფი­ცე­ბი, ჯას­ტინ ბი­ბე­რი მა­მა­ჩე­მი არაა. სკო­ტი... სკო­ტი... სკო­ტია მა­მა­ჩე­მი. არ ვიცი, რამ­დე­ნი წლის იყო დე­და­ჩე­მი, მაგ­რამ მგო­ნი ჯას­ტინ ბი­ბე­რი 16 წლის იყო, როცა მე და­ვი­ბა­დე. არა მგო­ნია, დე­და­ჩემს ეს ექნა", - თქვა ბი­ჭუ­ნამ.

  • ბი­ბე­რი კარ­და­ში­ა­ნე­ბის ოჯახ­თან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­გობ­რობ­და, მას შემ­დეგ, რაც 2010 წელს კიმ კარ­და­ში­ან­თან ერ­თად Elle-ის ფო­ტო­სე­სი­ა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

ჯას­ტი­ნი­სა და კორტნის სა­ვა­რა­უ­დო რო­მა­ნის დროს, ბი­ბე­რი, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ხში­რად სტუმ­რობ­და მის სახ­ლს "ბავ­შვე­ბის სა­ნა­ხა­ვად" და მათ ჯას­ტინ­თან "დრო­ის გა­ტა­რე­ბა ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ".

წყა­რო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

კორტნი კარდაშიანის 10 წლის შვილმა პასუხი გასცა კითხვას, არის თუ არა ჯასტინ ბიბერი მისი მამა - "მგონი ჯასტინი 16 წლის იყო, როცა მე დავიბადე"

კორტნი კარდაშიანის 10 წლის შვილმა პასუხი გასცა კითხვას, არის თუ არა ჯასტინ ბიბერი მისი მამა - "მგონი ჯასტინი 16 წლის იყო, როცა მე დავიბადე"

კორტნი კარდაშიანის შვილმა, რეინმა უპასუხა დიდი ხნის შეთქმულების თეორიას, რომ მისი ნამდვილი მამა ჯასტინ ბიბერია და არა - სკოტ დისიკი.

  • რეალითი შოუს ვარსკვლავის უმცროსი შვილის ნამდვილი მამის შესახებ მრავალწლიანი სპეკულაციების შემდეგ, 10 წლის რეინმა ყველაფერი თვითონვე უარყო. ბიჭუნა თავისი ნახევარდის, ალაბამა ბარკერის შეყვარებულის, სკუტერ ჯექსონის Instagram Live-ში გამოჩნდა.

მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მაყურებელმა ჰკითხა, არის თუ არა ბიბერი მამამისი, მოზარდმა ჭორები სწრაფად უარყო.

"არა, არ არის. ძმაო, გეფიცები, ჯასტინ ბიბერი მამაჩემი არაა. სკოტი... სკოტი... სკოტია მამაჩემი. არ ვიცი, რამდენი წლის იყო დედაჩემი, მაგრამ მგონი ჯასტინ ბიბერი 16 წლის იყო, როცა მე დავიბადე. არა მგონია, დედაჩემს ეს ექნა", - თქვა ბიჭუნამ.

  • ბიბერი კარდაშიანების ოჯახთან წლების განმავლობაში მეგობრობდა, მას შემდეგ, რაც 2010 წელს კიმ კარდაშიანთან ერთად Elle-ის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

ჯასტინისა და კორტნის სავარაუდო რომანის დროს, ბიბერი, როგორც ამბობენ, ხშირად სტუმრობდა მის სახლს "ბავშვების სანახავად" და მათ ჯასტინთან "დროის გატარება ძალიან უყვარდათ".

წყარო