მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტრამპის ადმინისტრაციაში კავკასიას მარკო რუბიო კურირებს... პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოსა და კავკასიაზე პოლიტიკურ კონტროლს რუსებს არ გადააბარებენ" -  ექსპერტი
"ტრამპის ადმინისტრაციაში კავკასიას მარკო რუბიო კურირებს... პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოსა და კავკასიაზე პოლიტიკურ კონტროლს რუსებს არ გადააბარებენ" -  ექსპერტი

გა­სულ კვი­რას ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტეტ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა "მე­გო­ბა­რი აქტს" - სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვას სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს, ერთი მხრივ, სან­ქცი­ებს, მე­ო­რე მხრივ კი დახ­მა­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პროგ­რე­სის­თვის. "ჩვენ მი­ვი­ღეთ "მე­გო­ბა­რი აქტი", რათა ძლი­ე­რი გზავ­ნი­ლი გაგ­ვეგ­ზავ­ნა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის იმის შე­სა­ხებ, რომ ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ მათ მცდე­ლო­ბას, მათ­მა დე­მოკ­რა­ტი­ამ პო­ზი­ტი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­აგ­რძე­ლოს სვლა", - თქვა კო­მი­ტე­ტის შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სე­ნა­ტორ­მა ჯინ შა­ჰინ­მა. იმი­სათ­ვის, რომ კა­ნო­ნი ძა­ლა­ში შე­ვი­დეს, ის უნდა და­ამ­ტკი­ცოს კონ­გრე­სის ორი­ვე პა­ლა­ტის შე­სა­ბა­მის­მა კო­მი­ტეტ­მა, შემ­დეგ კი მთლი­ან­მა პა­ლა­ტებ­მა. თუ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვის შემ­დგო­მი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პრო­ცე­დუ­რა გაგ­რძელ­და, ის აშშ-ის მთლი­ან­მა პა­ლა­ტამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, თვე-ნა­ხევ­რის, მაქ­სი­მუმ 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს მთე­ლი ეს პრო­ცე­სი და რა გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ამ აქ­ტის ძა­ლა­ში შეს­ვლა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე? - ამ შე­კი­თხვებს გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ექ­სპერ­ტი მი­რი­ან მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს:

- მე თქვენს კი­თხვებს და­ვუ­მა­ტებ­დი კი­დევ ერთს - ვის­თვის არის ეს აქტი ამ ეტა­პის მო­ცე­მუ­ლო­ბით გან­კუთ­ვნი­ლი, ვინ არის მისი ად­რე­სა­ტი? ამე­რი­კის ის გავ­ლე­ნი­ა­ნი წრე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს ამ თე­მას ქო­ქა­ვენ, რო­გორც ჩემი წყა­რო­ე­ბი­დან და­ვად­გი­ნე, ამ აქ­ტის ად­რე­სა­ტად უპირ­ვე­ლე­სად რუ­სეთს მი­იჩ­ნე­ვენ. ამ წრე­ებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ რა­ი­მე სიგ­ნა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის უაზ­როა, რად­გან ის რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­რე­შე ნა­ბი­ჯებს ვერ გა­დად­გამს, შე­სა­ბა­მი­სად, ეს გზავ­ნი­ლი პირ­და­პირ რუ­სე­თის­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი. მეს­მის, ეს მძი­მე შე­ფა­სე­ბაა, მაგ­რამ ამე­რი­კე­ლე­ბი ამ პრინ­ცი­პით მოქ­მე­დე­ბენ. გარ­და ამი­სა,

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ერთი სა­კი­თხი, რაც ქარ­თვე­ლებს ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა დაგ­ვრჩა - სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც, ოპო­ზი­ცი­ა­საც და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც - "მე­გო­ბა­რი აქ­ტის" სტა­ტუ­სის გა­მოც­ვლა.

ის თავ­და­პირ­ვე­ლად მზად­დე­ბო­და რო­გორც რე­ზო­ლუ­ცია, თუმ­ცა იქცა კა­ნონპ­რო­ექ­ტად. რო­გორც ამ­ბო­ბენ, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ, სა­დღაც თე­ბერ­ვლის მი­წუ­რულს, მარ­კო რუ­ბი­ოს ტრამ­პთან მო­რი­გი შეხ­ვედ­რი­სას, რო­მელ­საც ეს­წრე­ბო­და სა­გა­რეო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, სე­ნა­ტო­რი ჯინ რიში და რო­გორც ამ­ბო­ბენ, იყო ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ჯეი დი ვენ­სიც, ტრამპს აც­ნობ­დნენ სე­ნა­ტის მო­მა­ვალ დღის წეს­რიგ­სა და კა­ნონპ­რო­ექ­ტებს, რომ­ლე­ბიც უნდა იყოს უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­ტა­ნი­ლი, რუ­ბი­ომ და რიშ­მა მი­აღ­წი­ეს იმას, რომ ამ აქ­ტის, რო­გორც კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა, გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო და ქცე­უ­ლი­ყო კა­ნო­ნად, რომ­ლის ხელ­მო­წე­რაც, ორი­ვე პა­ლა­ტის მიერ მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სწო­რედ ტრამპს მო­უ­წევს. 5 მარტს კი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი "მე­გო­ბა­რი აქტი", რო­მელ­საც ორ­პარ­ტი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა აქვს, სე­ნატ­ში მა­ღა­ლი რან­გის დე­მოკ­რატ­მა და რეს­პუბ­ლი­კელ­მა სე­ნა­ტო­რებ­მა ჯინ შა­ჰინ­მა და ჯიმ რიშ­მა წა­რად­გი­ნეს. ეს ნიშ­ნავს იმა­საც, რომ ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მისი რე­ა­ლი­ზე­ბის­თვის უნდა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს ნორ­მა­ტი­უ­ლი ბაზა - ანუ მას­ში ჩა­ი­დე­ბა მთე­ლი ის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რაც ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­თვის იქ­ნე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ გა­სა­ტა­რე­ბე­ლი. ეს ნიშ­ნავს საკ­მა­ოდ მძი­მე პერ­სპექ­ტი­ვას ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის...

"ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" შე­იძ­ლე­ბა ილა­პა­რა­კოს, რომ "დიფ სთე­ით­მა" და­ა­მარ­ცხა ტრამ­პი, რომ "გლო­ბა­ლუ­რი ომის" პარ­ტია დგას ამის უკან, რომ ტრამ­პი არა­ფერ შუ­ა­შია, მაგ­რამ ეს ვი­თა­რე­ბას არ ცვლის... ისე­თი აბ­სურ­დუ­ლი რა­ღა­ცე­ბი მეს­მის, მა­გა­ლი­თად, ის, რომ ტრამ­პი არ მო­ა­წერს თურ­მე ხელს. რო­გორ არ მო­ა­წერს ხელს იმას, რაც მას­თან შე­თან­ხმე­ბით გა­კეთ­და?! თუ ვინ­მეს მარ­თლა ჰგო­ნია, რომ რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი, რომ­ლებ­საც სე­ნატ­ში უმ­რავ­ლე­სო­ბა აქვთ, კა­ნონპ­რო­ექ­ტებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ და იღე­ბენ ტრამ­პთან შე­უ­თან­ხმებ­ლად, მე­ტიც, მის­გან მა­ლუ­ლად, ეს მი­ა­მი­ტო­ბაც აღარ არის უკვე, ანეკ­დოტს ჰგავს. კონ­გრე­სის ორი­ვე პა­ლა­ტა­ზე მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა და მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად ცოდ­ნა არის დღე­ვან­დე­ლი და ყვე­ლა სხვა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უპირ­ვე­ლე­სი ფუნ­ქცია.

ჯერ კი­დევ გა­სულ წელს, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რი­გე­ბე­ბი მი­დი­ო­და სე­ნატ­ში ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და­კომ­პლექ­ტე­ბის შე­სა­ხებ, რეს­პუბ­ლი­კელ­თა ელი­ტა­სა და სე­ნა­ტო­რე­ბის იმ ჯგუფ­თან, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე დიდ რუ­სო­ფო­ბად მი­იჩ­ნე­ვა, გა­რი­გე­ბე­ბის შე­დე­გად ტრამპმა გა­დას­ცა რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა, ასე­ვე მთე­ლი რიგი პო­ლი­ტი­კუ­რი ბე­ნე­ფი­ტე­ბი, მათ შო­რის კავ­კა­სი­ა­ზე პო­ლი­ტი­კის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის უფ­ლე­ბა სწო­რედ ამ ჯგუფს - ანუ აშშ-ის კავ­კა­სი­ურ პო­ლი­ტი­კას ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში აყა­ლი­ბებს სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი რუ­ბიო და სე­ნა­ტორ­თა ის ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად რუ­სო­ფო­ბია. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ვა­რა­უ­დი, რომ 20 იან­ვარს გა­მარ­თუ­ლი ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის მე­ო­რე დღეს­ვე მის­ცემ­და აშშ მათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ლე­გი­ტი­მა­ცი­ას, დიდი მი­ა­მი­ტო­ბა იყო. მე მიკ­ვირს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რა­ტომ ვერ ახერ­ხებს გა­ი­ხე­დოს ცოტა წინ.

ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასე­ვე იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ეს აქტი სიგ­ნა­ლია უპირ­ვე­ლე­სად რუ­სე­თის­თვის, შეგ­ვიძ­ლია და­ვას­კვნათ, რომ ამით ამე­რი­კე­ლე­ბი პირ­და­პირ ამ­ბო­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და კავ­კა­სი­ა­ზე პო­ლი­ტი­კურ კონ­ტროლს რუ­სებს არ გა­და­ა­ბა­რე­ბენ. პა­რა­ლე­ლუ­რად, ერთ სე­რი­ო­ზულ უც­ნა­უ­რო­ბას შეგ­ვიძ­ლია გა­ვუს­ვათ ხაზი - წინა წლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით დღეს ამე­რი­კის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა და ევ­რო­პის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა აღარ არის იდენ­ტუ­რი. ძნე­ლად ჩა­მო­სათ­ვლე­ლია ის თე­მე­ბი, რო­დე­საც ისი­ნი ერ­თმა­ნეთ­თან სო­ლი­და­რუ­ლი არი­ან, მაგ­რამ მა­ინ­ცდა­მა­ინც სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხზე აშშ-ისა და ევ­რო­პის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა იდენ­ტუ­რია. შე­სა­ბა­მი­სად, ეს აქტი არის იმის დას­ტუ­რიც, რომ ამე­რი­კე­ლე­ბი უერ­თდე­ბი­ან ევ­რო­პის სურ­ვილს, რუ­სეთ­მა ამო­ი­ძირ­კვოს ფეხი სა­ქარ­თვე­ლო­დან და სა­ერ­თოდ, კავ­კა­სი­ი­დან. სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლა, ფაქ­ტობ­რი­ვად, მთე­ლი კავ­კა­სი­ის დათ­მო­ბას ნიშ­ნავს, ამი­ტო­მაც რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნას მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ე­ჭი­დე­ბა, მაგ­რამ ამე­რი­კე­ლე­ბის გზავ­ნი­ლი გუ­ლის­ხმობს, რომ აშშ არ აპი­რებს ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე სა­კუ­თა­რი გავ­ლე­ნის დათ­მო­ბას.

ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ამ აქ­ტის კა­ნო­ნად ქცე­ვას, მოჰ­ყვე­ბა მთე­ლი რიგი კა­ნონ­ქვემ­დე­ბა­რე დო­კუ­მენ­ტე­ბი, რო­მელ­თა თა­ნახ­მა­დაც, არა მხო­ლოდ სან­ქცი­ე­ბი და­წეს­დე­ბა... რო­გორც მე გა­ვი­გე უკ­რა­ი­ნე­ლი ტრამ­პის­ტე­ბის­გან, უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი გავ­ლე­ნე­ბის შეს­წავ­ლა. გარ­და ამი­სა, რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნით სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ვი­და ჩი­ნე­თის ინ­ტე­რე­სე­ბიც... მე­ტიც, ჩი­ნე­თი ცდი­ლობს ეკო­ნო­მი­კუ­რად სა­ქარ­თვე­ლო­შიც იგი­ვე გა­ა­კე­თოს, რაც გა­ა­კე­თა, მა­გა­ლი­თად, შუა აზი­ა­ში - ჯერ რუ­სე­თის გავ­ლე­ნის ქვეშ შე­ვი­და და მერე იქი­დან რუ­სე­თის გა­ძე­ვე­ბა და­ი­წყო. რო­დე­საც აშშ რუ­სულ ინ­ტე­რე­სებს უპი­რის­პირ­დე­ბა, ამის პა­რა­ლე­ლუ­რად უპი­რის­პირ­დე­ბა ჩი­ნე­თის გავ­ლე­ნებ­საც. რომ გა­და­ხე­დოთ სე­ნატ­ში კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის ნუს­ხის დღის წეს­რიგს, აღ­მო­ა­ჩენთ, რომ "მე­გო­ბა­რი აქტი" გა­ნი­ხი­ლე­ბა ისეთ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვებ­თან ერ­თად, რომ­ლის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბაც ასო­ბით მი­ლი­არ­დი დო­ლა­რია. არ ვიცი, რა­ტომ გა­და­წყვი­ტა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, რომ აშშ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში, კავ­კა­სი­ა­სა და შავ ზღვა­ზე სა­კუ­თარ ინ­ტე­რე­სებ­ზე უარს იტყო­და და ამ სივ­რცეს რუ­სეთს გა­და­ა­ბა­რებ­და. არ­სე­ბობს არა­ერ­თი დო­კუ­მენ­ტი რო­გორც პენ­ტა­გო­ნის, ისე სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის, რომ­ლებ­შიც შა­ვით თეთრზე წე­რია, რომ ამე­რი­კა ვერ შე­ე­გუ­ე­ბა შავ ზღვა­ში ჩი­ნე­თის გა­მო­ჩე­ნას. რა­ტომ ეგო­ნათ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში", რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ფა­რა­ტი­ნა ქა­ღალ­დე­ბია, არ მეს­მის... გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ტრამპის ადმინისტრაციაში კავკასიას მარკო რუბიო კურირებს... პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოსა და კავკასიაზე პოლიტიკურ კონტროლს რუსებს არ გადააბარებენ" -  ექსპერტი

"ტრამპის ადმინისტრაციაში კავკასიას მარკო რუბიო კურირებს... პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოსა და კავკასიაზე პოლიტიკურ კონტროლს რუსებს არ გადააბარებენ" -  ექსპერტი

გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა "მეგობარი აქტს" - საკანონმდებლო ინიციატივას საქართველოს შესახებ, რომელიც ითვალისწინებს, ერთი მხრივ, სანქციებს, მეორე მხრივ კი დახმარებას საქართველოში დემოკრატიული პროგრესისთვის. "ჩვენ მივიღეთ "მეგობარი აქტი", რათა ძლიერი გზავნილი გაგვეგზავნა ქართველი ხალხისთვის იმის შესახებ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ მცდელობას, მათმა დემოკრატიამ პოზიტიური მიმართულებით გააგრძელოს სვლა", - თქვა კომიტეტის შეხვედრის დასრულების შემდეგ სენატორმა ჯინ შაჰინმა. იმისათვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, ის უნდა დაამტკიცოს კონგრესის ორივე პალატის შესაბამისმა კომიტეტმა, შემდეგ კი მთლიანმა პალატებმა. თუ კანონპროექტის განხილვის შემდგომი საკანონმდებლო პროცედურა გაგრძელდა, ის აშშ-ის მთლიანმა პალატამ, სავარაუდოდ, თვე-ნახევრის, მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში შეიძლება მიიღოს. როგორ შეიძლება შეფასდეს მთელი ეს პროცესი და რა გავლენას მოახდენს ამ აქტის ძალაში შესვლა ჩვენს ქვეყანაზე? - ამ შეკითხვებს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ექსპერტი მირიან მირიანაშვილი პასუხობს:

- მე თქვენს კითხვებს დავუმატებდი კიდევ ერთს - ვისთვის არის ეს აქტი ამ ეტაპის მოცემულობით განკუთვნილი, ვინ არის მისი ადრესატი? ამერიკის ის გავლენიანი წრეები, რომლებიც დღეს ამ თემას ქოქავენ, როგორც ჩემი წყაროებიდან დავადგინე, ამ აქტის ადრესატად უპირველესად რუსეთს მიიჩნევენ. ამ წრეებს მიაჩნიათ, რომ რაიმე სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისთვის უაზროა, რადგან ის რუსეთის ხელისუფლების გარეშე ნაბიჯებს ვერ გადადგამს, შესაბამისად, ეს გზავნილი პირდაპირ რუსეთისთვის არის განკუთვნილი. მესმის, ეს მძიმე შეფასებაა, მაგრამ ამერიკელები ამ პრინციპით მოქმედებენ. გარდა ამისა,

ძალიან მნიშვნელოვანია ერთი საკითხი, რაც ქართველებს ყურადღების მიღმა დაგვრჩა - საზოგადოებასაც, ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც - "მეგობარი აქტის" სტატუსის გამოცვლა.

ის თავდაპირველად მზადდებოდა როგორც რეზოლუცია, თუმცა იქცა კანონპროექტად. როგორც ამბობენ, დაახლოებით ერთი თვის წინ, სადღაც თებერვლის მიწურულს, მარკო რუბიოს ტრამპთან მორიგი შეხვედრისას, რომელსაც ესწრებოდა საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ რიში და როგორც ამბობენ, იყო ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც, ტრამპს აცნობდნენ სენატის მომავალ დღის წესრიგსა და კანონპროექტებს, რომლებიც უნდა იყოს უახლოეს მომავალში გატანილი, რუბიომ და რიშმა მიაღწიეს იმას, რომ ამ აქტის, როგორც კანონპროექტის განხილვა, გაგრძელებულიყო და ქცეულიყო კანონად, რომლის ხელმოწერაც, ორივე პალატის მიერ მიღების შემთხვევაში, სწორედ ტრამპს მოუწევს. 5 მარტს კი განახლებული "მეგობარი აქტი", რომელსაც ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, სენატში მაღალი რანგის დემოკრატმა და რესპუბლიკელმა სენატორებმა ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა წარადგინეს. ეს ნიშნავს იმასაც, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში მისი რეალიზებისთვის უნდა ჩამოყალიბდეს ნორმატიული ბაზა - ანუ მასში ჩაიდება მთელი ის ღონისძიებები, რაც ტრამპის ადმინისტრაციისთვის იქნება სავალდებულოდ გასატარებელი. ეს ნიშნავს საკმაოდ მძიმე პერსპექტივას ჩვენი ქვეყნისთვის...

"ქართულმა ოცნებამ" შეიძლება ილაპარაკოს, რომ "დიფ სთეითმა" დაამარცხა ტრამპი, რომ "გლობალური ომის" პარტია დგას ამის უკან, რომ ტრამპი არაფერ შუაშია, მაგრამ ეს ვითარებას არ ცვლის... ისეთი აბსურდული რაღაცები მესმის, მაგალითად, ის, რომ ტრამპი არ მოაწერს თურმე ხელს. როგორ არ მოაწერს ხელს იმას, რაც მასთან შეთანხმებით გაკეთდა?! თუ ვინმეს მართლა ჰგონია, რომ რესპუბლიკელები, რომლებსაც სენატში უმრავლესობა აქვთ, კანონპროექტებს განიხილავენ და იღებენ ტრამპთან შეუთანხმებლად, მეტიც, მისგან მალულად, ეს მიამიტობაც აღარ არის უკვე, ანეკდოტს ჰგავს. კონგრესის ორივე პალატაზე მეთვალყურეობა და მიმდინარე პროცესების ზედმიწევნით კარგად ცოდნა არის დღევანდელი და ყველა სხვა ადმინისტრაციის უპირველესი ფუნქცია.

ჯერ კიდევ გასულ წელს, როდესაც პოლიტიკური გარიგებები მიდიოდა სენატში ახალი ადმინისტრაციის დაკომპლექტების შესახებ, რესპუბლიკელთა ელიტასა და სენატორების იმ ჯგუფთან, რომელიც ყველაზე დიდ რუსოფობად მიიჩნევა, გარიგებების შედეგად ტრამპმა გადასცა როგორც სახელმწიფო მდივნის თანამდებობა, ასევე მთელი რიგი პოლიტიკური ბენეფიტები, მათ შორის კავკასიაზე პოლიტიკის ჩამოყალიბების უფლება სწორედ ამ ჯგუფს - ანუ აშშ-ის კავკასიურ პოლიტიკას ტრამპის ადმინისტრაციაში აყალიბებს სახელმწიფო მდივანი რუბიო და სენატორთა ის ჯგუფი, რომელიც ყველაზე მეტად რუსოფობია. "ქართული ოცნების" ვარაუდი, რომ 20 იანვარს გამართული ტრამპის ინაუგურაციის მეორე დღესვე მისცემდა აშშ მათ ხელისუფლებას ლეგიტიმაციას, დიდი მიამიტობა იყო. მე მიკვირს, ხელისუფლება რატომ ვერ ახერხებს გაიხედოს ცოტა წინ.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ეს აქტი სიგნალია უპირველესად რუსეთისთვის, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამით ამერიკელები პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოსა და კავკასიაზე პოლიტიკურ კონტროლს რუსებს არ გადააბარებენ. პარალელურად, ერთ სერიოზულ უცნაურობას შეგვიძლია გავუსვათ ხაზი - წინა წლებისგან განსხვავებით დღეს ამერიკის საგარეო პოლიტიკა და ევროპის საგარეო პოლიტიკა აღარ არის იდენტური. ძნელად ჩამოსათვლელია ის თემები, როდესაც ისინი ერთმანეთთან სოლიდარული არიან, მაგრამ მაინცდამაინც საქართველოს საკითხზე აშშ-ისა და ევროპის საგარეო პოლიტიკა იდენტურია. შესაბამისად, ეს აქტი არის იმის დასტურიც, რომ ამერიკელები უერთდებიან ევროპის სურვილს, რუსეთმა ამოიძირკვოს ფეხი საქართველოდან და საერთოდ, კავკასიიდან. საქართველოდან წასვლა, ფაქტობრივად, მთელი კავკასიის დათმობას ნიშნავს, ამიტომაც რუსეთი საქართველოში ყოფნას მაქსიმალურად მოეჭიდება, მაგრამ ამერიკელების გზავნილი გულისხმობს, რომ აშშ არ აპირებს ამ ტერიტორიებზე საკუთარი გავლენის დათმობას.

ასეთ ვითარებაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ აქტის კანონად ქცევას, მოჰყვება მთელი რიგი კანონქვემდებარე დოკუმენტები, რომელთა თანახმადაც, არა მხოლოდ სანქციები დაწესდება... როგორც მე გავიგე უკრაინელი ტრამპისტებისგან, უკვე მიმდინარეობს საქართველოში რუსული ეკონომიკური გავლენების შესწავლა. გარდა ამისა, რუსული გავლენით საქართველოში შემოვიდა ჩინეთის ინტერესებიც... მეტიც, ჩინეთი ცდილობს ეკონომიკურად საქართველოშიც იგივე გააკეთოს, რაც გააკეთა, მაგალითად, შუა აზიაში - ჯერ რუსეთის გავლენის ქვეშ შევიდა და მერე იქიდან რუსეთის გაძევება დაიწყო. როდესაც აშშ რუსულ ინტერესებს უპირისპირდება, ამის პარალელურად უპირისპირდება ჩინეთის გავლენებსაც. რომ გადახედოთ სენატში კანონპროექტების ნუსხის დღის წესრიგს, აღმოაჩენთ, რომ "მეგობარი აქტი" განიხილება ისეთ საკანონმდებლო ინიციატივებთან ერთად, რომლის მატერიალური ღირებულებაც ასობით მილიარდი დოლარია. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა, რომ აშშ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოში, კავკასიასა და შავ ზღვაზე საკუთარ ინტერესებზე უარს იტყოდა და ამ სივრცეს რუსეთს გადააბარებდა. არსებობს არაერთი დოკუმენტი როგორც პენტაგონის, ისე სახელმწიფო დეპარტამენტის, რომლებშიც შავით თეთრზე წერია, რომ ამერიკა ვერ შეეგუება შავ ზღვაში ჩინეთის გამოჩენას. რატომ ეგონათ "ქართულ ოცნებაში", რომ ეს ყველაფერი ფარატინა ქაღალდებია, არ მესმის... გააგრძელეთ კითხვა