პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე უდანაშაულო ვარ..." - მარინ ლე პენი
"მე უდანაშაულო ვარ..." - მარინ ლე პენი

მო­სა­მარ­თლემ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, - ამის შე­სა­ხებ საფ­რან­გე­თის ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე "ეროვ­ნუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის“ ლი­დერ­მა, მა­რინ ლე პენ­მა გა­ნა­ცხა­და.

მა­რინ ლე პე­ნის გან­ცხა­დე­ბით, მო­სა­მარ­თლემ 2027 წლის საფ­რან­გე­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა "მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად დაბ­ლო­კა“ და მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს მათი ფა­ვო­რი­ტი კან­დი­და­ტის­თვის ხმის მი­ცე­მის უფ­ლე­ბა წა­არ­თვა.

მისი თქმით, აპე­ლა­ცი­ის პრო­ცე­სის დაჩ­ქა­რე­ბას მო­ი­თხოვს და ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლებს.

"მე უდა­ნა­შა­უ­ლო ვარ. დე­მო­რა­ლი­ზე­ბუ­ლი არ ვარ და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო აღ­შფო­თე­ბუ­ლი ვარ“, - აღ­ნიშ­ნა მა­რინ ლე პენ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, პა­რი­ზის სა­სა­მარ­თლომ საფ­რან­გე­თის ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე "ეროვ­ნუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის“ ლი­დე­რი, მა­რინ ლე პენი და რვა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი ევ­რო­კავ­ში­რის თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ლე პენს სა­ჯა­რო თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა 5 წლით აეკ­რძა­ლა, 4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა და 100 000 ევ­როს ჯა­რი­მის გა­დახ­და და­ე­კის­რა. მა­რინ ლე პე­ნის ად­ვო­კატ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­ა­სა­ჩივ­რებს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"მე უდანაშაულო ვარ..." - მარინ ლე პენი

"მე უდანაშაულო ვარ..." - მარინ ლე პენი

მოსამართლემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე "ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა განაცხადა.

მარინ ლე პენის განცხადებით, მოსამართლემ 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობა "მიზანმიმართულად დაბლოკა“ და მილიონობით ადამიანს მათი ფავორიტი კანდიდატისთვის ხმის მიცემის უფლება წაართვა.

მისი თქმით, აპელაციის პროცესის დაჩქარებას მოითხოვს და ბოლომდე იბრძოლებს.

"მე უდანაშაულო ვარ. დემორალიზებული არ ვარ და გადაწყვეტილების გამო აღშფოთებული ვარ“, - აღნიშნა მარინ ლე პენმა.

შეგახსენებთ, პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე "ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი და რვა ევროპარლამენტარი ევროკავშირის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება 5 წლით აეკრძალა, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 100 000 ევროს ჯარიმის გადახდა დაეკისრა. მარინ ლე პენის ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

იხილეთ ასევე: