სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ შემიძლია, წინ არ აღვუდგე საზიზღრობას, ვსაუბრობ პროკურორ თეა "ვიშინსკიზე - ეს არის სადამსჯელო წარმონაქმნი..." - სალომე ზურაბიშვილი
"არ შემიძლია, წინ არ აღვუდგე საზიზღრობას, ვსაუბრობ პროკურორ თეა "ვიშინსკიზე - ეს არის სადამსჯელო წარმონაქმნი..." - სალომე ზურაბიშვილი

არც ის­ტო­რი­ის გარ­კვე­ვას და არც გა­გე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, ეს არის სა­დამ­სჯე­ლო წარ­მო­ნაქ­მნი, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა შუ­რის­ძი­ე­ბას, მაგ­რამ კი­დევ უფრო შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია მო­ღა­ლა­ტე რე­ჟი­მის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი - ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ბო­ლომ­დე დაშ­ლა და გა­ნად­გუ­რე­ბა, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლე­ლი პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბას.

ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა რუ­სუ­ლი დაკ­ვე­თის შეს­რუ­ლე­ბაა.

"არ შე­მიძ­ლია, მე დღეს, 31 მარტს ვიდ­გე აქ, თქვენს წი­ნა­შე, რო­გორც მთა­ვარ­სარ­და­ლი და არ აღ­ვუდ­გე იმ სა­ზი­ზღრო­ბას, რომ­ლი­თაც ცდი­ლო­ბენ, ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა გა­და­ი­ტა­ნონ და სა­ნა­ხა­ო­ბად აქ­ცი­ონ. ვსა­უბ­რობ "პრო­კუ­რორ თეა ვი­შინ­სკი­ზე” ე.წ. სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­ზე. ეს არც ის­ტო­რი­ის გარ­კვე­ვას და არც გა­გე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, ეს არის სა­დამ­სჯე­ლო წარ­მო­ნაქ­მნი, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა შუ­რის­ძი­ე­ბას, მაგ­რამ კი­დევ უფრო შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია მო­ღა­ლა­ტე რე­ჟი­მის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი - ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ბო­ლომ­დე დაშ­ლა და გა­ნად­გუ­რე­ბა. ანუ უშუ­ა­ლოდ რუ­სუ­ლი დაკ­ვე­თის შეს­რუ­ლე­ბა.

მას შემ­დეგ, რაც ამ რე­ჟიმს ყვე­ლა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და­ე­მორ­ჩი­ლა, მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა გა­ა­უქ­მა, მო­ახ­დი­ნა პო­ლი­ცი­ის დის­კრე­დი­ტა­ცია და მას ჩა­მო­არ­თვა მთა­ვა­რი მისი ფუნ­ქცია ანუ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დაც­ვა, ამ ბოლო ნა­ბი­ჯით კი ქარ­თუ­ლი ჯა­რის ნგრე­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ასე­თი სუ­რა­თის შექ­მნა - ჯა­რის სრუ­ლი დის­კრე­დი­ტა­ცია, მისი შე­უ­რა­ცხყო­ფა და, მა­შა­სა­და­მე, დე­მო­რა­ლი­ზა­ცია, წარ­მო­ად­გენს ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ ქმე­დე­ბას. ეს სა­მარ­ცხვი­ნო სა­ნა­ხა­ო­ბა, რო­მელ­სა პირ­და­პირ ეთერ­ში გვა­ყუ­რე­ბი­ნე­ბენ, ემ­სა­ხუ­რე­ბა ჯა­რის სრულ დე­მო­რა­ლი­ზა­ცი­ას.

მმარ­თვე­ლი, რო­მე­ლიც ამას მო­ი­ფიქ­რებს და ამას უკე­თებს სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას, სა­კუ­თარ ჯარ­სა და ხალ­ხს, არის მტე­რი ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის, მა­შა­სა­და­მე, ჩვე­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და ჩვე­ნი მო­მავ­ლის, ცალ­კე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის მტე­რი, ამი­ტომ დღეს, 31 მარტს, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­ნიშ­ვნის დღეს არ მი­ვე­ცეთ უი­მე­დო­ბა­სა და სა­სო­წარ­კვე­თას, მა­თაც ეს უნ­დათ, უნ­დათ, რომ ჩვენ ერ­თმა­ნეთს დაგ­ვა­პი­რის­პი­რონ. რა­ღაც და­წყე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ე­ბი ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა, მაგ­რამ ჩვენ ვი­ცით, რომ ასე­თი შიდა მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი­სა და გარე მტრის ერ­თობ­ლი­ვი მიზ­ნის შეს­რუ­ლე­ბას ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არ და­უშ­ვებს, გა­და­უდ­გე­ბა და მტერს არა­სო­დეს გა­ა­მარ­ჯვე­ბი­ნებს. ჩვე­ნი ბრძო­ლა გაგ­რძელ­დე­ბა მა­ნამ, სა­ნამ არ გა­ვი­მარ­ჯვებთ. ბრძო­ლა იქ­ნე­ბა ბო­ლომ­დე, გა­უ­მარ­ჯოს სა­ქარ­თვე­ლოს”, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"არ შემიძლია, წინ არ აღვუდგე საზიზღრობას, ვსაუბრობ პროკურორ თეა "ვიშინსკიზე - ეს არის სადამსჯელო წარმონაქმნი..." - სალომე ზურაბიშვილი

"არ შემიძლია, წინ არ აღვუდგე საზიზღრობას, ვსაუბრობ პროკურორ თეა "ვიშინსკიზე - ეს არის სადამსჯელო წარმონაქმნი..." - სალომე ზურაბიშვილი

არც ისტორიის გარკვევას და არც გაგებას ემსახურება, ეს არის სადამსჯელო წარმონაქმნი, რომელიც ემსახურება შურისძიებას, მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელია მოღალატე რეჟიმის მთავარი მიზანი - ქართული სახელმწიფოს ბოლომდე დაშლა და განადგურება, - ასე გამოეხმაურა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას.

ზურაბიშვილის შეფასებით, აღნიშნული ქმედება რუსული დაკვეთის შესრულებაა.

"არ შემიძლია, მე დღეს, 31 მარტს ვიდგე აქ, თქვენს წინაშე, როგორც მთავარსარდალი და არ აღვუდგე იმ საზიზღრობას, რომლითაც ცდილობენ, ჩვენი ყურადღება გადაიტანონ და სანახაობად აქციონ. ვსაუბრობ "პროკურორ თეა ვიშინსკიზე” ე.წ. საგამოძიებო კომიტეტზე. ეს არც ისტორიის გარკვევას და არც გაგებას ემსახურება, ეს არის სადამსჯელო წარმონაქმნი, რომელიც ემსახურება შურისძიებას, მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელია მოღალატე რეჟიმის მთავარი მიზანი - ქართული სახელმწიფოს ბოლომდე დაშლა და განადგურება. ანუ უშუალოდ რუსული დაკვეთის შესრულება.

მას შემდეგ, რაც ამ რეჟიმს ყველა დამოკიდებული დაემორჩილა, მას შემდეგ, რაც საქართველოს სასამართლო სისტემა გააუქმა, მოახდინა პოლიციის დისკრედიტაცია და მას ჩამოართვა მთავარი მისი ფუნქცია ანუ მოქალაქეების დაცვა, ამ ბოლო ნაბიჯით კი ქართული ჯარის ნგრევას ემსახურება.

ასეთი სურათის შექმნა - ჯარის სრული დისკრედიტაცია, მისი შეურაცხყოფა და, მაშასადამე, დემორალიზაცია, წარმოადგენს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას. ეს სამარცხვინო სანახაობა, რომელსა პირდაპირ ეთერში გვაყურებინებენ, ემსახურება ჯარის სრულ დემორალიზაციას.

მმართველი, რომელიც ამას მოიფიქრებს და ამას უკეთებს საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ჯარსა და ხალხს, არის მტერი ჩვენი სახელმწიფოებრიობის, მაშასადამე, ჩვენი დამოუკიდებლობისა და ჩვენი მომავლის, ცალკეული მოქალაქის მტერი, ამიტომ დღეს, 31 მარტს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღეს არ მივეცეთ უიმედობასა და სასოწარკვეთას, მათაც ეს უნდათ, უნდათ, რომ ჩვენ ერთმანეთს დაგვაპირისპირონ. რაღაც დაწყებული კამპანიები ამას ემსახურება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ასეთი შიდა მოღალატეებისა და გარე მტრის ერთობლივი მიზნის შესრულებას ქართველი ხალხი არ დაუშვებს, გადაუდგება და მტერს არასოდეს გაამარჯვებინებს. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ არ გავიმარჯვებთ. ბრძოლა იქნება ბოლომდე, გაუმარჯოს საქართველოს”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.