პარტნიორები:
    ავტორი:

    "ურსულა ფონ დერ ლაიენმა სატელეფონო საუბრისას მითხრა, რომ სრული იდიოტი ვარ" - რობერტ ფიცო

    "ურსულა ფონ დერ ლაიენმა სატელეფონო საუბრისას მითხრა, რომ სრული იდიოტი ვარ" - რობერტ ფიცო

    ურსულა ფონ დერ ლაიენმა სატელეფონო საუბრისას სრული იდიოტი მიწოდა. შესაბამისი განცხადება სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ევროკავშირის წინააღმდეგ ტარიფების დაწესების საკითხს განიხილავდა, რომელიც ძალაში 2 აპრილიდან შევა.

    „ურსულამ მკაცრად მისაყვედურა, ძალიან მკაცრად. რობერტ, რა ჩაიდინე? რატომ მოელაპარაკე ტრამპს ასე? ნახევარი საათის განმავლობაში მსაყვედურობდა და ამბობდა, რომ სრული იდიოტი ვარ“, - განაცხადა რობერ ფიცომ.

    მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესება ევროკავშირის ფარგლებში ბევრ სფეროს დააზიანებს.

    „ტარიფები ევროკავშირის ყველა წევრს ტვირთად დააწვება და ევროპიდან აშშ-ში პროდუქციის ექსპორტს გაართულებს“, - აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.

    მოგვიანებით რობერტ ფიცომ განაცხადა, პრესკონფერენციაზე გაკეთებული კომენტარი, იმის შესახებ, რომ სატელეფონო საუბრისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „სრული იდიოტი“ უწოდა, ხუმრობა იყო, რომელიც სლოვაკეთის ოპოზიციამ ვერ გაიგო.

    "იმედი მაქვს, ევროკომისიის პრეზიდენტმა დღევანდელი პრესკონფერენციიდან ჩემი ხუმრობა გაიგო, როცა ჟურნალისტებს ვუთხარი, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა მკაცრად მისაყვედურა, რომ არაფერი გავაკეთე, როგორც ამას სლოვაკეთის ოპოზიცია ამბობს, მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ აშშ-ის ახალი ტარიფების თავიდან ასაცილებლად“, - წერს რობერტ ფიცო.