მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ვარ მარინი“ - ვიქტორ ორბანი მარინ ლე პენზე
"მე ვარ მარინი“ - ვიქტორ ორბანი მარინ ლე პენზე

უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ვიქ­ტორ ორ­ბა­ნი საფ­რან­გე­თის ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე პარ­ტია "ეროვ­ნუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის“ ლი­დერს, მა­რინ ლე პენს, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლომ ევ­რო­კავ­ში­რის თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო, მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს.

  • "მე ვარ მა­რი­ნი“, - წერს ორ­ბა­ნი სო­ცი­ა­ლურ პლატ­ფორ­მა X-ზე.

მა­რინ ლე პე­ნის მი­მართ სო­ლი­და­რო­ბას გა­მო­ხა­ტავს იტა­ლი­ის ვიცე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, მა­ტეო სალ­ვი­ნიც.

"ისი­ნი, ვი­საც ეში­ნია ამომ­რჩე­ველ­თა გა­ნა­ჩე­ნის, ხში­რად სიმ­შვი­დეს სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში პო­ვე­ბენ. პა­რიზ­ში დაგ­მეს მა­რინ ლე პენი და სურთ მისი გა­რი­ცხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბი­დან. ცუდი ფილ­მი, რო­მელ­საც ასე­ვე ვხე­დავთ სხვა ქვეყ­ნებ­ში, რო­გო­რი­ცაა რუ­მი­ნე­თი. მა­რინ ლე პე­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ნა­ჩე­ნი არის ომის გა­მო­ცხა­დე­ბა ბრი­უ­სე­ლის მიერ, იმ დროს, რო­დე­საც ფონ დერ ლა­ი­ე­ნი­სა და მაკ­რო­ნის სა­ო­მა­რი იმ­პულ­სე­ბი ში­შის მომ­გვრე­ლია. ჩვენ არ დავ­შინ­დე­ბით, არ გავ­ჩერ­დე­ბით: მთე­ლი სის­წრა­ფით წინ, მე­გო­ბა­რო!“ - აცხა­დებს მა­ტეო სალ­ვი­ნი.

მა­რინ ლე პე­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აკ­რი­ტი­კებს ნი­დერ­ლან­დე­ბის ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე "თა­ვი­სუფ­ლე­ბის პარ­ტი­ის“ თავ­მჯდო­მა­რე და პარ­ტი­ის ლი­დე­რი წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტა­ში, ხე­ერტ ვილ­დერ­სი.

"შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ, მა­რინ ლე პე­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ტა­ნი­ლი წარ­მო­უდ­გენ­ლად მკაც­რი გა­ნა­ჩე­ნით. მხარს ვუ­ჭერ და 100 პრო­ცენ­ტით მჯე­რა მისი, რომ ის მო­ი­გებს აპე­ლა­ცი­ას და გახ­დე­ბა საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი“, - აცხა­დებს ხე­ერტ ვილ­დერ­სი.

შე­გახ­სე­ნებთ, პა­რი­ზის სა­სა­მარ­თლომ საფ­რან­გე­თის ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე "ეროვ­ნუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის“ ლი­დე­რი, მა­რინ ლე პენი და რვა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი ევ­რო­კავ­ში­რის თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ლე პენს სა­ჯა­რო თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა 5 წლით აეკ­რძა­ლა, 4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა და 100 000 ევ­როს ჯა­რი­მის გა­დახ­და და­ე­კის­რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"მე ვარ მარინი“ - ვიქტორ ორბანი მარინ ლე პენზე

"მე ვარ მარინი“ - ვიქტორ ორბანი მარინ ლე პენზე

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია "ეროვნული გაერთიანების“ ლიდერს, მარინ ლე პენს, რომელიც სასამართლომ ევროკავშირის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო, მხარდაჭერას უცხადებს.

  • "მე ვარ მარინი“, - წერს ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მარინ ლე პენის მიმართ სოლიდარობას გამოხატავს იტალიის ვიცე პრემიერ-მინისტრი, მატეო სალვინიც.

"ისინი, ვისაც ეშინია ამომრჩეველთა განაჩენის, ხშირად სიმშვიდეს სასამართლოს გადაწყვეტილებაში პოვებენ. პარიზში დაგმეს მარინ ლე პენი და სურთ მისი გარიცხვა პოლიტიკური ცხოვრებიდან. ცუდი ფილმი, რომელსაც ასევე ვხედავთ სხვა ქვეყნებში, როგორიცაა რუმინეთი. მარინ ლე პენის წინააღმდეგ განაჩენი არის ომის გამოცხადება ბრიუსელის მიერ, იმ დროს, როდესაც ფონ დერ ლაიენისა და მაკრონის საომარი იმპულსები შიშის მომგვრელია. ჩვენ არ დავშინდებით, არ გავჩერდებით: მთელი სისწრაფით წინ, მეგობარო!“ - აცხადებს მატეო სალვინი.

მარინ ლე პენის წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს ნიდერლანდების ულტრამემარჯვენე "თავისუფლების პარტიის“ თავმჯდომარე და პარტიის ლიდერი წარმომადგენელთა პალატაში, ხეერტ ვილდერსი.

"შოკირებული ვარ, მარინ ლე პენის წინააღმდეგ გამოტანილი წარმოუდგენლად მკაცრი განაჩენით. მხარს ვუჭერ და 100 პროცენტით მჯერა მისი, რომ ის მოიგებს აპელაციას და გახდება საფრანგეთის პრეზიდენტი“, - აცხადებს ხეერტ ვილდერსი.

შეგახსენებთ, პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე "ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი და რვა ევროპარლამენტარი ევროკავშირის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება 5 წლით აეკრძალა, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 100 000 ევროს ჯარიმის გადახდა დაეკისრა.