მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“საპატიმროში მეც გამაშიშვლეს და ბუქნების კეთებაც მაიძულეს, რის შემდეგაც გამატარეს სკანერზე“ - გიორგი ჩიკვაიძე
“საპატიმროში მეც გამაშიშვლეს და ბუქნების კეთებაც მაიძულეს, რის შემდეგაც გამატარეს სკანერზე“ - გიორგი ჩიკვაიძე

“შევ­ნიშ­ნე, რომ მგრძნო­ბე­ლო­ბის პრობ­ლე­მა გაჩ­ნდა მარ­ჯვე­ნა ფეხ­ზეც და ასე­ვე, მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მა მარ­ჯვე­ნა თვალ­ზე, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამ გა­უ­საძ­ლი­სი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა ერთი წუ­თი­თაც არ ვნა­ნობ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას,“- ამის შე­სა­ხებ დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მით­ვი­სე­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

  • ამას­თან, ის „კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, სა­დაც ის აღ­ნიშ­ნავ­და რომ „შიშ­ველ სხე­ულ­ზე ატა­რებ­დნენ მე­ტა­ლო­დე­ტექ­ტორს, ამას­თან, აგ­რე­სია და ძა­ლა­დო­ბა იყო პო­ლი­ცი­ის მხრი­დან“.

რო­გორც გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძე აღ­ნიშ­ნავს, ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი მოქ­მე­დე­ბე­ბის მსხვერ­პლი ისიც იყო, ვი­ნა­ი­დან „ისიც გა­ა­შიშ­ვლეს და ბუქ­ნე­ბის კე­თე­ბა აი­ძუ­ლეს“.

„ბოლო დღე­ე­ბია, ვფიქ­რობ­დი, მეც­ნო­ბე­ბი­ნა თუ არა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ჩემი სა­პა­ტიმ­რო­ში ყოფ­ნის ზო­გი­ერ­თი გა­რე­მო­ე­ბა. თუმ­ცა გა­ირ­კვა, რომ ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი მოქ­მე­დე­ბე­ბის მსხვერ­პლი მხო­ლოდ მე არ ვყო­ფილ­ვარ, ამი­ტო­მაც ჩავ­თვა­ლე სა­ჭი­როდ, ამ გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა.

11 მარტს რო­დე­საც შე­მო­მიყ­ვა­ნეს ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მეც გა­მა­შიშ­ვლეს და ბუქ­ნე­ბის კე­თე­ბაც მა­ი­ძუ­ლეს, რის შემ­დე­გაც გა­მა­ტა­რეს სკა­ნერ­ზე.

რა­საც ჩვენ დღეს ვუ­ყუ­რებთ ამ ტი­რა­ნუ­ლი რე­ჟი­მის მხრი­დან თუ რო­გორ აწა­მებს პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებ­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის მებ­რძო­ლებს ან და­ჭე­რით ემუქ­რე­ბა არის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი და არის რუ­სუ­ლი.

ჩემი სო­ლი­და­რო­ბა თი­თო­ე­ულ მათ­განს!

დღეს ჩემი შიმ­ში­ლო­ბის მე­ო­ცე დღეა. მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ა­თობ­რი­ვად მძიმ­დე­ბა, შევ­ნიშ­ნე, რომ მგრძნო­ბე­ლო­ბის პრობ­ლე­მა გაჩ­ნდა მარ­ჯვე­ნა ფეხ­ზეც და ასე­ვე, მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მა მარ­ჯვე­ნა თვალ­ზე, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამ გა­უ­საძ­ლი­სი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა ერთი წუ­თი­თაც არ ვნა­ნობ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რად­გან ეს ღირ­სე­ბის სა­კი­თხია მი­თუ­მე­ტეს მა­შინ, რო­დე­საც ასე დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს ქვეყ­ნის ღა­ლა­ტი და გა­ნად­გუ­რე­ბა; ამ­დე­ნი შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლი, დამ­ცი­რე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ჯარი, შე­გი­ნე­ბუ­ლი გმი­რუ­ლად და­ღუ­პუ­ლი მე­ომ­რე­ბი და ამ ყვე­ლაფ­რის შემ­ხედ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხი.

ხში­რად ის­მის ფრა­ზა - ხალ­ხი და­ი­ღა­ლა. ეს ფრა­ზა ამო­ი­ღეთ ხმა­რე­ბი­დან და წარ­მო­იდ­გი­ნეთ გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძე, რო­მელ­საც, ჯერ კი­დევ ცო­ცხალს, რუ­სუ­ლი ჩექ­მე­ბით ხერ­ხე­მალს უმტვრევ­დნენ; ის კი, მშვი­დად, მო­წა­მებ­რი­ვად აღეს­რუ­ლა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ამ დროს იგი ფიქ­რობ­და სა­კუ­თარ ოჯახ­ზე, ჩვენ­ზე - ქარ­თველ ხალ­ხზე და ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს ღირ­სე­ბა­ზე.

შე­იძ­ლე­ბა არ მოგ­წონ­დეთ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, მათი ქმე­დე­ბე­ბი, მაგ­რამ ყო­ველ­თვის გახ­სოვ­დეთ, რომ ეს ბრძო­ლა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია - ერთი ერ­თზე - მე და ჩემი ქვეყ­ნის მტე­რი. სწო­რედ ასე­თი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შეგ­რძნე­ბე­ბი ქმნის ერთ დიდ ერ­თო­ბას, რაც ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბის სა­წინ­და­რია“,- წერს ჩიკ­ვა­ი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

“საპატიმროში მეც გამაშიშვლეს და ბუქნების კეთებაც მაიძულეს, რის შემდეგაც გამატარეს სკანერზე“ - გიორგი ჩიკვაიძე

“საპატიმროში მეც გამაშიშვლეს და ბუქნების კეთებაც მაიძულეს, რის შემდეგაც გამატარეს სკანერზე“ - გიორგი ჩიკვაიძე

“შევნიშნე, რომ მგრძნობელობის პრობლემა გაჩნდა მარჯვენა ფეხზეც და ასევე, მხედველობის პრობლემა მარჯვენა თვალზე, თუმცა მიუხედავად ამ გაუსაძლისი მდგომარეობისა ერთი წუთითაც არ ვნანობ მიღებულ გადაწყვეტილებას,“- ამის შესახებ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში წერს.

  • ამასთან, ის „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავდა რომ „შიშველ სხეულზე ატარებდნენ მეტალოდეტექტორს, ამასთან, აგრესია და ძალადობა იყო პოლიციის მხრიდან“.

როგორც გიორგი ჩიკვაიძე აღნიშნავს, ღირსების შემლახავი მოქმედებების მსხვერპლი ისიც იყო, ვინაიდან „ისიც გააშიშვლეს და ბუქნების კეთება აიძულეს“.

„ბოლო დღეებია, ვფიქრობდი, მეცნობებინა თუ არა საზოგადოებისთვის ჩემი საპატიმროში ყოფნის ზოგიერთი გარემოება. თუმცა გაირკვა, რომ ღირსების შემლახავი მოქმედებების მსხვერპლი მხოლოდ მე არ ვყოფილვარ, ამიტომაც ჩავთვალე საჭიროდ, ამ განცხადების გაკეთება.

11 მარტს როდესაც შემომიყვანეს ამ დაწესებულებაში მეც გამაშიშვლეს და ბუქნების კეთებაც მაიძულეს, რის შემდეგაც გამატარეს სკანერზე.

რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ ამ ტირანული რეჟიმის მხრიდან თუ როგორ აწამებს პოლიტიკურ ლიდერებსა და თავისუფლებისათვის მებრძოლებს ან დაჭერით ემუქრება არის დანაშაულებრივი და არის რუსული.

ჩემი სოლიდარობა თითოეულ მათგანს!

დღეს ჩემი შიმშილობის მეოცე დღეა. მდგომარეობა საათობრივად მძიმდება, შევნიშნე, რომ მგრძნობელობის პრობლემა გაჩნდა მარჯვენა ფეხზეც და ასევე, მხედველობის პრობლემა მარჯვენა თვალზე, თუმცა მიუხედავად ამ გაუსაძლისი მდგომარეობისა ერთი წუთითაც არ ვნანობ მიღებულ გადაწყვეტილებას, რადგან ეს ღირსების საკითხია მითუმეტეს მაშინ, როდესაც ასე დემონსტრაციულად მიმდინარეობს ქვეყნის ღალატი და განადგურება; ამდენი შეურაცხყოფილი გენერალი, დამცირებული ქართული ჯარი, შეგინებული გმირულად დაღუპული მეომრები და ამ ყველაფრის შემხედველი ქართველი ხალხი.

ხშირად ისმის ფრაზა - ხალხი დაიღალა. ეს ფრაზა ამოიღეთ ხმარებიდან და წარმოიდგინეთ გიორგი ანწუხელიძე, რომელსაც, ჯერ კიდევ ცოცხალს, რუსული ჩექმებით ხერხემალს უმტვრევდნენ; ის კი, მშვიდად, მოწამებრივად აღესრულა. დარწმუნებული ვარ ამ დროს იგი ფიქრობდა საკუთარ ოჯახზე, ჩვენზე - ქართველ ხალხზე და ჩვენი სახელმწიფოს ღირსებაზე.

შეიძლება არ მოგწონდეთ პოლიტიკოსები, მათი ქმედებები, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ეს ბრძოლა ინდივიდუალურია - ერთი ერთზე - მე და ჩემი ქვეყნის მტერი. სწორედ ასეთი ინდივიდუალური შეგრძნებები ქმნის ერთ დიდ ერთობას, რაც ჩვენი გამარჯვების საწინდარია“,- წერს ჩიკვაიძე.