მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერის ინიციატივით, შეიქმნება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი - რა იქნება მისი ფუნქცია
პრემიერის ინიციატივით, შეიქმნება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი - რა იქნება მისი ფუნქცია

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ინი­ცი­ა­ტი­ვით, მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, პარ­ლა­მენ­ტში და­ი­ნი­ცირ­დეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რომ­ლი­თაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ფარ­თოვ­დე­ბა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როს­მა ლე­ვან ჟორ­ჟო­ლი­ან­მა გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, შე­იქ­მნე­ბა მთავ­რო­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი, რო­მე­ლიც აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა რგო­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის კონ­ტროლს უზ­რუნ­ველ­ყოფს.

რო­გორც ლე­ვან ჟორ­ჟო­ლი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, ასე­ვე კო­მუ­ნი­კა­ცია შედ­გა სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­თან, სა­დაც რე­ა­ლურ დრო­ში აუ­დი­ტი და­ი­ნერ­გე­ბა.

"მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში შე­იქ­მნე­ბა დე­პარ­ტა­მენ­ტი, შიდა აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი გახ­დე­ბა მთავ­რო­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი. ჩვენ ასე­ვე ვე­სა­უბ­რეთ სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურს, სა­დაც რე­ა­ლურ დრო­ში აუ­დი­ტი და­ი­ნერ­გე­ბა.

თუკი აქამ­დე ხდე­ბო­და გან­ვლი­ლი წლე­ბის აუ­დი­ტი, ახლა უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­მა შე­ფა­სე­ბე­ბი გა­ა­კე­თოს მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ვფიქ­რობ, ეს ძა­ლი­ან წა­ად­გე­ბა სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბის ეფექ­ტი­ან ხარ­ჯვას, ასე­ვე ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში უფრო ეფექ­ტი­ა­ნი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას შე­უ­წყობს ხელს, იქ­ნე­ბა ეს ენერ­გე­ტი­კუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა, ქო­ნე­ბის მარ­თვა თუ ნე­ბის­მი­ე­რი სხვა. ჩვე­ნი მმარ­თვე­ლო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრინ­ცი­პია გამჭვირ­ვა­ლო­ბა, ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და სწო­რედ ამ ორი ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პის გაძ­ლი­ე­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა ახა­ლი მე­ქა­ნიზ­მის შექ­მნა“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ჟორ­ჟო­ლი­ან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

პრემიერის ინიციატივით, შეიქმნება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი - რა იქნება მისი ფუნქცია

პრემიერის ინიციატივით, შეიქმნება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი - რა იქნება მისი ფუნქცია

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, პარლამენტში დაინიცირდეს კანონპროექტი, რომლითაც მნიშვნელოვნად გაფართოვდება მთავრობის ადმინისტრაციის უფლებამოსილება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

  • მისი თქმით, შეიქმნება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლის გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ასევე კომუნიკაცია შედგა სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, სადაც რეალურ დროში აუდიტი დაინერგება.

"მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური გახდება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, სადაც რეალურ დროში აუდიტი დაინერგება.

თუკი აქამდე ხდებოდა განვლილი წლების აუდიტი, ახლა უკვე შესაძლებელი იქნება, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეფასებები გააკეთოს მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს ძალიან წაადგება საბიუჯეტო სახსრების ეფექტიან ხარჯვას, ასევე ნებისმიერ სფეროში უფრო ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმას შეუწყობს ხელს, იქნება ეს ენერგეტიკული მიმართულება, ქონების მართვა თუ ნებისმიერი სხვა. ჩვენი მმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და სწორედ ამ ორი ძირითადი პრინციპის გაძლიერებას ემსახურება ახალი მექანიზმის შექმნა“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.