საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიყვარს მიქაუტაძე, მიქაუტაძის ბიჭი ვარ... სტადიონზე "ჟორჟმა" მკითხა, გიო ხომ არ გცივა?" - რას ჰყვება 11 წლის გიორგი ძიგავა
"მიყვარს მიქაუტაძე, მიქაუტაძის ბიჭი ვარ... სტადიონზე "ჟორჟმა" მკითხა, გიო ხომ არ გცივა?" - რას ჰყვება 11 წლის გიორგი ძიგავა

23 მარტს, "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხე­თის ნაკ­რე­ბე­ბის თა­მაშს ვინც ადევ­ნებ­დით თვალს, აუ­ცი­ლებ­ლად და­გა­მახ­სოვ­რდე­ბო­დათ პა­ტა­რა ბიჭი, რო­მე­ლიც მატ­ჩის და­წყე­ბამ­დე გი­ორ­გი (ჟორჟ) მი­ქა­უ­ტა­ძეს­თან ერ­თად გა­ვი­და მო­ე­დან­ზე და ჰიმ­ნი შე­ას­რუ­ლა. რო­გორც ეთე­რი­სას ჩან­და, ბი­ჭუ­ნას სცი­ო­და და ჟორჟ­მა თა­ვი­სი ქურ­თუ­კი ჩა­აც­ვა...

11 წლის გი­ორ­გი ძი­გა­ვა თბი­ლის ცხოვ­რობს, ჰყავს მშობ­ლე­ბი და უმ­ცრო­სი და, რო­მე­ლიც იმ დღეს სტა­დი­ონ­ზე მდგომ ძმას, დე­დას­თან ერ­თად კუ­ლი­სებ­ში ელო­და. მაკა ფა­სუ­აშ­ვი­ლი გიოს დე­დაა. ინ­ტერ­ვი­უ­ში ჰყვე­ბო­და, თუ რო­გორ გა­ა­ბედ­ნი­ე­რა 11 წლის თბი­ლი­სე­ლი ბიჭი ცნო­ბილ ფეხ­ბურ­თელ­თან შეხ­ვედ­რამ.

- გი­ორ­გი აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის მქო­ნე ბავ­შვია. და­დის ფეხ­ბურთზე, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დია, ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის და­ფი­ნან­სე­ბის ქვეშ "ააიპ ვო­რი­ო­სი“. ჩვე­ნი ტრე­ნე­რია გი­ორ­გი ცი­ხი­სე­ლი. გიო თა­ვი­დან ბურ­თით არ ინ­ტე­რეს­დე­ბო­და და მე­სა­მე წე­ლია გი­ორ­გი მას­წავ­ლე­ბელ­მა შე­აყ­ვა­რა ბურ­თი და ფეხ­ბურ­თი.

გიოს პირ­ვე­ლი გას­ვლა "დი­ნა­მოს" სტა­დი­ონ­ზე შარ­შან ჰქონ­და, რო­დე­საც თბი­ლი­სის "დი­ნა­მო" თე­ლავს ეთა­მა­შე­ბო­და, იქაც მსგავს ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ამ­ხე­ლა პუბ­ლი­კის წი­ნა­შე გას­ვლა, მისი დი­აგ­ნო­ზი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დიდი გა­მოწ­ვე­ვა იყო. გიო მა­ღალ­ფუნ­ქცი­უ­რი, მა­ღა­ლი ინ­ტე­ლექ­ტის მქო­ნე ბავ­შვია, ცოტა ქცე­ვი­თი სირ­თუ­ლე აქვს. მის­თვის ეს გა­მოც­და იყო ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი. ვი­დე­ო­შიც ჩანს, რო­გორ უხა­რია, სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ახა­სი­ა­თებს, დიდ სი­ხა­რულს გა­მო­ხა­ტავს.

  • ამ­ჯე­რად Palitravideo-მ 11 წლის გი­ორ­გის­თან ჩა­წე­რა ინ­ტერ­ვიუ. მო­ზარ­დი ამ­ბობს, რომ უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი და გან­სა­კუთ­რე­ბით გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე.

"მე მიყ­ვარს მი­ქა­უ­ტა­ძე და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი. ჩემი მი­ქა­უ­ტა­ძეა. როცა სტა­დი­ონ­ზე გა­ვე­დით, "ჟორ­ჟო­მა" მი­თხრა, გიო ხომ არ გცი­ვა? მე ვარ ვარ­სკვლა­ვი, პო­პუ­ლა­რუ­ლი ბიჭი, ქუ­ჩა­ში რომ გავ­დი­ვარ, მი­ქა­უ­ტა­ძის ბიჭს მე­ძა­ხი­ან" - ამ­ბობს გი­ორ­გი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"მიყვარს მიქაუტაძე, მიქაუტაძის ბიჭი ვარ... სტადიონზე "ჟორჟმა" მკითხა, გიო ხომ არ გცივა?" - რას ჰყვება 11 წლის გიორგი ძიგავა

"მიყვარს მიქაუტაძე, მიქაუტაძის ბიჭი ვარ... სტადიონზე "ჟორჟმა" მკითხა, გიო ხომ არ გცივა?" - რას ჰყვება 11 წლის გიორგი ძიგავა

23 მარტს, "დინამო არენაზე" საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების თამაშს ვინც ადევნებდით თვალს, აუცილებლად დაგამახსოვრდებოდათ პატარა ბიჭი, რომელიც მატჩის დაწყებამდე გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძესთან ერთად გავიდა მოედანზე და ჰიმნი შეასრულა. როგორც ეთერისას ჩანდა, ბიჭუნას სციოდა და ჟორჟმა თავისი ქურთუკი ჩააცვა...

11 წლის გიორგი ძიგავა თბილის ცხოვრობს, ჰყავს მშობლები და უმცროსი და, რომელიც იმ დღეს სტადიონზე მდგომ ძმას, დედასთან ერთად კულისებში ელოდა. მაკა ფასუაშვილი გიოს დედაა. ინტერვიუში ჰყვებოდა, თუ როგორ გააბედნიერა 11 წლის თბილისელი ბიჭი ცნობილ ფეხბურთელთან შეხვედრამ.

- გიორგი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვია. დადის ფეხბურთზე, დამოუკიდებელი საფეხბურთო გუნდია, ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსების ქვეშ "ააიპ ვორიოსი“. ჩვენი ტრენერია გიორგი ციხისელი. გიო თავიდან ბურთით არ ინტერესდებოდა და მესამე წელია გიორგი მასწავლებელმა შეაყვარა ბურთი და ფეხბურთი.

გიოს პირველი გასვლა "დინამოს" სტადიონზე შარშან ჰქონდა, როდესაც თბილისის "დინამო" თელავს ეთამაშებოდა, იქაც მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობდა. ამხელა პუბლიკის წინაშე გასვლა, მისი დიაგნოზიდან გამომდინარე დიდი გამოწვევა იყო. გიო მაღალფუნქციური, მაღალი ინტელექტის მქონე ბავშვია, ცოტა ქცევითი სირთულე აქვს. მისთვის ეს გამოცდა იყო ძალიან ემოციური. ვიდეოშიც ჩანს, როგორ უხარია, სტერეოტიპული მოძრაობები, რომელიც ახასიათებს, დიდ სიხარულს გამოხატავს.

  • ამჯერად Palitravideo-მ 11 წლის გიორგისთან ჩაწერა ინტერვიუ. მოზარდი ამბობს, რომ უყვარს საქართველოს ნაკრები და განსაკუთრებით გიორგი მიქაუტაძე.

"მე მიყვარს მიქაუტაძე და საქართველოს ნაკრები. ჩემი მიქაუტაძეა. როცა სტადიონზე გავედით, "ჟორჟომა" მითხრა, გიო ხომ არ გცივა? მე ვარ ვარსკვლავი, პოპულარული ბიჭი, ქუჩაში რომ გავდივარ, მიქაუტაძის ბიჭს მეძახიან" - ამბობს გიორგი.

წაიკითხეთ ასევე: