მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრინცესა დაიანას ქორწილივით გრანდიოზული..." - წვეულება ვენეციაში და მეგა ვარსკვლავები: რას წერს მედია ჯეფ ბეზოსის მოსალოდნელ დიდ იტალიურ ქორწილზე
"პრინცესა დაიანას ქორწილივით გრანდიოზული..." - წვეულება ვენეციაში და მეგა ვარსკვლავები: რას წერს მედია ჯეფ ბეზოსის მოსალოდნელ დიდ იტალიურ ქორწილზე

მი­ლი­არ­დე­რი ჯეფ ბე­ზო­სი და მისი საყ­ვა­რე­ლი ქალი, ლო­რენ სან­ჩე­სი გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან. ტაბ­ლო­ი­დე­ბი ელო­დე­ბი­ან, რომ ეს იქ­ნე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი მას­შტა­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­გო­რიც პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას ქორ­წი­ლი იყო. მო­სა­ლოდ­ნელ ღო­ნის­ძი­ე­ბას კი მე­დი­ა­ში უკვე უწო­დეს "სა­უ­კუ­ნის ქორ­წი­ლი".

  • ლო­რენ სან­ჩე­სის ძმა პოლი ამ­ბობს, რომ ეს იქ­ნე­ბა "დიდი და ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი წვე­უ­ლე­ბა, სა­ო­ცა­რი მოვ­ლე­ნა". თავ­და­პირ­ვე­ლად ლედი დის ქორ­წილს, მო­სა­ლოდ­ნე­ლი წვე­უ­ლე­ბა სწო­რედ ლო­რე­ნის ძმამ შე­ა­და­რა და შემ­დეგ მისი ფრა­ზა მე­დი­ა­შიც აი­ტა­ცეს.

პო­ლის თქმით, წყვი­ლი ქორ­წი­ლის სტუმ­რებს სთხოვს, სა­ჩუქ­რე­ბის ნაც­ვლად, გა­ა­კე­თონ შე­წი­რუ­ლე­ბა საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის.

  • ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ წყვი­ლი ქორ­წილს ამ ზა­ფხულს, იტა­ლი­ა­ში, ვე­ნე­ცი­ა­ში გა­და­იხ­დის და მას მეგა ვარ­სკვლა­ვე­ბი და­ეს­წრე­ბი­ან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ამ­ბავ­მა ტუ­რის­ტე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია, რად­გან მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მი­ლი­არ­დე­რე­ბის ქორ­წი­ლი მათ ტუ­რის­ტულ მიზ­ნებს ვე­ნე­ცი­ა­ში ხელს შე­უშ­ლის, თუმ­ცა ვე­ნე­ცი­ის მერ­მა, ლუ­ი­ჯი ბრუ­ნა­რომ გა­ნა­ცხა­და, რომ ტუ­რის­ტებს ბე­ზო­სის ქორ­წი­ლი ვერ შე­ა­ფერ­ხებს.

მან უარ­ყო ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ თით­ქოს წყვილ­მა და­ჯავ­შნა მრა­ვა­ლი სას­ტუმ­რო, გონ­დო­ლე­ბი და წყლის ტაქ­სე­ბი მო­მა­ვა­ლი ქორ­წი­ლის­თვის.

"ჩვენ ვმუ­შა­ობთ და მხარს ვუ­ჭერთ ქორ­წი­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს. ისი­ნიც სრულ პა­ტი­ვის­ცე­მას იჩე­ნენ ჩვე­ნი ქა­ლა­ქის, აქა­უ­რი კულ­ტუ­რი­სა და უნი­კა­ლუ­რო­ბის მი­მართ", - ამ­ბობს ვე­ნე­ცი­ის მერი.

ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია ზუს­ტი თა­რი­ღი - რო­დის გა­ი­მარ­თე­ბა ქორ­წი­ლი, თუმ­ცა PageSix-მა გა­არ­კვია, რომ ვე­ნე­ცი­ის სა­უ­კე­თე­სო სას­ტუმ­რო­ე­ბი Gritti Palace და Aman Venice სრუ­ლად და­ჯავ­შნი­ლია 26-დან 29 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით. ამი­ტომ, ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ გრან­დი­ო­ზულ წვე­უ­ლე­ბას სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში ელო­დე­ბი­ან.

გარ­და ამი­სა, რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს წყვი­ლის ქორ­წი­ლის მი­საწ­ვე­ვე­ბი გა­ეგ­ზავ­ნათ ისეთ ვარ­სკვლა­ვებს, რო­გო­რე­ბიც არი­ან კიმ კარ­და­ში­ა­ნი, ოპრა უინფრი, ივან­კა ტრამ­პი, ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო, ევა ლონ­გო­რია და სხვე­ბი.

61 წლის ჯეფ ბე­ზო­სი და 55 წლის ლო­რენ სან­ჩე­სი 7 წე­ლია რაც ერ­თმა­ნეთს ხვდე­ბი­ან. საყ­ვა­რელ ქალს მი­ლი­არ­დერ­მა ხელი 2023 წელს სთხო­ვა

ავტორი:

"პრინცესა დაიანას ქორწილივით გრანდიოზული..." - წვეულება ვენეციაში და მეგა ვარსკვლავები: რას წერს მედია ჯეფ ბეზოსის მოსალოდნელ დიდ იტალიურ ქორწილზე

"პრინცესა დაიანას ქორწილივით გრანდიოზული..." - წვეულება ვენეციაში და მეგა ვარსკვლავები: რას წერს მედია ჯეფ ბეზოსის მოსალოდნელ დიდ იტალიურ ქორწილზე

მილიარდერი ჯეფ ბეზოსი და მისი საყვარელი ქალი, ლორენ სანჩესი გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადებიან. ტაბლოიდები ელოდებიან, რომ ეს იქნება დაახლოებით ისეთი მასშტაბის ღონისძიება, როგორიც პრინცესა დაიანას ქორწილი იყო. მოსალოდნელ ღონისძიებას კი მედიაში უკვე უწოდეს "საუკუნის ქორწილი".

  • ლორენ სანჩესის ძმა პოლი ამბობს, რომ ეს იქნება "დიდი და ძალიან მხიარული წვეულება, საოცარი მოვლენა". თავდაპირველად ლედი დის ქორწილს, მოსალოდნელი წვეულება სწორედ ლორენის ძმამ შეადარა და შემდეგ მისი ფრაზა მედიაშიც აიტაცეს.

პოლის თქმით, წყვილი ქორწილის სტუმრებს სთხოვს, საჩუქრების ნაცვლად, გააკეთონ შეწირულება საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის.

  • ცნობილი ხდება, რომ წყვილი ქორწილს ამ ზაფხულს, იტალიაში, ვენეციაში გადაიხდის და მას მეგა ვარსკვლავები დაესწრებიან. აღსანიშნავია, რომ ამ ამბავმა ტურისტების აღშფოთება გამოიწვია, რადგან მიიჩნევენ, რომ მილიარდერების ქორწილი მათ ტურისტულ მიზნებს ვენეციაში ხელს შეუშლის, თუმცა ვენეციის მერმა, ლუიჯი ბრუნარომ განაცხადა, რომ ტურისტებს ბეზოსის ქორწილი ვერ შეაფერხებს.

მან უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს წყვილმა დაჯავშნა მრავალი სასტუმრო, გონდოლები და წყლის ტაქსები მომავალი ქორწილისთვის.

"ჩვენ ვმუშაობთ და მხარს ვუჭერთ ქორწილის ორგანიზატორებს. ისინიც სრულ პატივისცემას იჩენენ ჩვენი ქალაქის, აქაური კულტურისა და უნიკალურობის მიმართ", - ამბობს ვენეციის მერი.

ჯერჯერობით უცნობია ზუსტი თარიღი - როდის გაიმართება ქორწილი, თუმცა PageSix-მა გაარკვია, რომ ვენეციის საუკეთესო სასტუმროები Gritti Palace და Aman Venice სრულად დაჯავშნილია 26-დან 29 ივნისის ჩათვლით. ამიტომ, ვარაუდობენ, რომ გრანდიოზულ წვეულებას სწორედ ამ პერიოდში ელოდებიან.

გარდა ამისა, როგორც გამოცემა წერს წყვილის ქორწილის მისაწვევები გაეგზავნათ ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან კიმ კარდაშიანი, ოპრა უინფრი, ივანკა ტრამპი, ლეონარდო დიკაპრიო, ევა ლონგორია და სხვები.

61 წლის ჯეფ ბეზოსი და 55 წლის ლორენ სანჩესი 7 წელია რაც ერთმანეთს ხვდებიან. საყვარელ ქალს მილიარდერმა ხელი 2023 წელს სთხოვა