საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კიდევ არაერთ დანაშაულებრივ ფაქტს გამოვავლენთ, რაც არ უნდა იკივლოს ელენე ხოშტარიამ ქუჩაში" - წულუკიანი
"კიდევ არაერთ დანაშაულებრივ ფაქტს გამოვავლენთ, რაც არ უნდა იკივლოს ელენე ხოშტარიამ ქუჩაში" - წულუკიანი

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არის ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­მაც შექ­მნა სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი, ამ ჯგუფს მე ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის რან­გში და ჩვენ გა­და­ვარ­ჩი­ნეთ ქარ­თუ­ლი ჯა­რის ღირ­სე­ბა სტრას­ბურ­გშიც და ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლო­შიც, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერ­მა, დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ოპო­ზი­ცი­ის­გან წა­მო­სულ შე­ნიშ­ვნებს ამ თე­მა­ზე მმარ­თვე­ლი გუნ­დი ვერ მი­ი­ღებს.

"აქეთ ამ თე­მა­ზე არა­ვი­თარ შე­ნიშ­ვნას ჩვენ არ მი­ვი­ღებთ, მაგ­რამ თქვენ ჩვენ ვერ გაგ­ვა­ჩე­რებთ, ჩვენ სა­ა­კაშ­ვი­ლის კი­დევ ბევრ და­ნა­შა­ულ­ზე ახალ ფაქ­ტებს გა­მო­ვავ­ლენთ. ჩვენ კე­ზე­რაშ­ვი­ლის, მე­რა­ბიშ­ვი­ლის და სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი პი­რე­ბის, ომის პი­რო­ბებ­ში, სა­პა­ტიმ­რო­ში თუ სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, კი­დევ არა­ერთ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ფაქტს გა­მო­ვავ­ლენთ, რაც არ უნდა იკივ­ლოს ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ ქუ­ჩა­ში, მით უმე­ტეს, ირ­კვე­ვა, რომ 2004 წლი­დან, სწო­რედ ელე­ნე ხოშ­ტა­რია, იმ დროს ჩაც­მულ-და­ხუ­რუ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ქარ­თუ­ლი ჯა­რის გა­ნად­გუ­რე­ბის და­სა­წყისს, რო­დე­საც ათასე­უ­ლო­ბით პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გა­უშ­ვეს ქარ­თუ­ლი ჯა­რი­დან. ასე შე­ა­ტო­ვეს რუ­სეთს და სე­პა­რა­ტის­ტებს პი­რის­პირ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ჯა­რის­კა­ცე­ბი და რე­ზერ­ვის­ტე­ბი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას.“ - გა­ნა­ცხა­და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"კიდევ არაერთ დანაშაულებრივ ფაქტს გამოვავლენთ, რაც არ უნდა იკივლოს ელენე ხოშტარიამ ქუჩაში" - წულუკიანი

"კიდევ არაერთ დანაშაულებრივ ფაქტს გამოვავლენთ, რაც არ უნდა იკივლოს ელენე ხოშტარიამ ქუჩაში" - წულუკიანი

"ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც შექმნა სპეციალური ჯგუფი, ამ ჯგუფს მე ვხელმძღვანელობდი იუსტიციის მინისტრის რანგში და ჩვენ გადავარჩინეთ ქართული ჯარის ღირსება სტრასბურგშიც და ჰააგის სასამართლოშიც, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციისგან წამოსულ შენიშვნებს ამ თემაზე მმართველი გუნდი ვერ მიიღებს.

"აქეთ ამ თემაზე არავითარ შენიშვნას ჩვენ არ მივიღებთ, მაგრამ თქვენ ჩვენ ვერ გაგვაჩერებთ, ჩვენ სააკაშვილის კიდევ ბევრ დანაშაულზე ახალ ფაქტებს გამოვავლენთ. ჩვენ კეზერაშვილის, მერაბიშვილის და სხვა პოლიტიკური პირების, ომის პირობებში, საპატიმროში თუ საკუთრების უფლების მიმართულებით, კიდევ არაერთ დანაშაულებრივ ფაქტს გამოვავლენთ, რაც არ უნდა იკივლოს ელენე ხოშტარიამ ქუჩაში, მით უმეტეს, ირკვევა, რომ 2004 წლიდან, სწორედ ელენე ხოშტარია, იმ დროს ჩაცმულ-დახურული ხელმძღვანელობდა ქართული ჯარის განადგურების დასაწყისს, როდესაც ათასეულობით პროფესიონალი გაუშვეს ქართული ჯარიდან. ასე შეატოვეს რუსეთს და სეპარატისტებს პირისპირ მოქალაქეები, ჯარისკაცები და რეზერვისტები. ამ მიმართულებაზე ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას.“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.