სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირანმა, დონალდ ტრამპის მუქარის ფონზე, პოტენციური რეაგირებისთვის რაკეტები მოამზადა - რას წერს მედია
ირანმა, დონალდ ტრამპის მუქარის ფონზე, პოტენციური რეაგირებისთვის რაკეტები მოამზადა - რას წერს მედია

ირა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა, აშშ-ის პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის მხრი­დან მუ­ქა­რის ფონ­ზე, რა­კე­ტე­ბი მო­ამ­ზა­და, - ინ­ფორ­მა­ცი­ას The Tehran Times-ი ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ რა­კე­ტებს აშშ-სთან და­კავ­ში­რე­ბულ პო­ზი­ცი­ებ­ზე თავ­დას­ხმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს.

  • გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გაშ­ვე­ბის­თვის მზა რა­კე­ტე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­ო­დე­ნო­ბა გან­ლა­გე­ბუ­ლია ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მდე­ბა­რე მი­წის­ქვე­შა ობი­ექ­ტებ­ში, რომ­ლე­ბიც სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმე­ბის­თვი­საა შექ­მნი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი, დო­ნალდ ტრამ­პი ირანს და­ბომბვი­თა და მე­ო­რა­დი ტა­რი­ფე­ბით და­ე­მუქ­რა, თუ თე­ი­რა­ნი ვა­შინგტონ­თან ბირ­თვულ პროგ­რა­მა­ზე შე­თან­ხმე­ბას არ მი­აღ­წევს.

"თუ ისი­ნი გა­რი­გე­ბას არ და­დე­ბენ, იქ­ნე­ბა და­ბომბვა. ეს იქ­ნე­ბა ისე­თი და­ბომბვა, რო­გო­რიც მათ აქამ­დე არას­დროს უნა­ხავთ“, - აღ­ნიშ­ნა ტრამპმა NBC News-თან სა­ტე­ლე­ფო­ნო ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მა­ნამ­დე, ირან­მა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს ომა­ნის მეშ­ვე­ო­ბით გა­უგ­ზავ­ნა პა­სუ­ხი დო­ნალდ ტრამ­პის წე­რილ­ზე, რო­მელ­შიც აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი თე­ი­რანს მო­უ­წო­დებს, ახალ ბირ­თვულ შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წი­ოს.

ირან­მა აშშ-ს უპა­სუ­ხა, რომ მისი პო­ლი­ტი­კაა, არ ჩა­ერ­თოს პირ­და­პირ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან „მაქ­სი­მა­ლუ­რი ზე­წო­ლის კამ­პა­ნი­ი­სა და სამ­ხედ­რო მუ­ქა­რის პი­რო­ბებ­ში“. ამას­თან, ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, მა­სუდ პე­ზეშ­კი­ან­მა გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ თე­ი­რა­ნი ვა­შინგტონ­თან პირ­და­პირ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე უარს აცხა­დებს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ირანმა, დონალდ ტრამპის მუქარის ფონზე, პოტენციური რეაგირებისთვის რაკეტები მოამზადა - რას წერს მედია

ირანმა, დონალდ ტრამპის მუქარის ფონზე, პოტენციური რეაგირებისთვის რაკეტები მოამზადა - რას წერს მედია

ირანის შეიარაღებულმა ძალებმა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან მუქარის ფონზე, რაკეტები მოამზადა, - ინფორმაციას The Tehran Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულ რაკეტებს აშშ-სთან დაკავშირებულ პოზიციებზე თავდასხმის შესაძლებლობა აქვს.

  • გავრცელებული ინფორმაციით, გაშვებისთვის მზა რაკეტების მნიშვნელოვანი რაოდენობა განლაგებულია ქვეყნის მასშტაბით მდებარე მიწისქვეშა ობიექტებში, რომლებიც საჰაერო თავდასხმებისთვისაა შექმნილი.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანს დაბომბვითა და მეორადი ტარიფებით დაემუქრა, თუ თეირანი ვაშინგტონთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას არ მიაღწევს.

"თუ ისინი გარიგებას არ დადებენ, იქნება დაბომბვა. ეს იქნება ისეთი დაბომბვა, როგორიც მათ აქამდე არასდროს უნახავთ“, - აღნიშნა ტრამპმა NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში.

მანამდე, ირანმა შეერთებულ შტატებს ომანის მეშვეობით გაუგზავნა პასუხი დონალდ ტრამპის წერილზე, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი თეირანს მოუწოდებს, ახალ ბირთვულ შეთანხმებას მიაღწიოს.

ირანმა აშშ-ს უპასუხა, რომ მისი პოლიტიკაა, არ ჩაერთოს პირდაპირ მოლაპარაკებებში შეერთებულ შტატებთან „მაქსიმალური ზეწოლის კამპანიისა და სამხედრო მუქარის პირობებში“. ამასთან, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა გუშინ განაცხადა, რომ თეირანი ვაშინგტონთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს.

წაიკითხეთ ასევე: