მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის მასშტაბური შევიწროებისა და ბულინგის მაგალითი" - რაში ადანაშაულებს საქველმოქმედო ორგანიზაციის თავმჯდომარე პრინც ჰარის
"ეს არის მასშტაბური შევიწროებისა და ბულინგის მაგალითი" - რაში ადანაშაულებს საქველმოქმედო ორგანიზაციის თავმჯდომარე პრინც ჰარის

საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რემ სოფი ჩან­და­უ­კამ, პრინ­ცი ჰარი, რო­მე­ლიც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია - “შე­ვიწ­რო­ე­ბა­სა და ბუ­ლინ­გში“ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

რო­გორც ჩან­და­უ­კამ Sky's Sunday Morning-ს ტრე­ვორ ფი­ლიპს­თან სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, სა­ნამ პრინ­ცი ჰარი გა­ავ­რცე­ლებ­და გან­ცხა­დე­ბას, რომ ტო­ვებს საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, ლე­სო­ტოს თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელ პრინც სე­ი­ოს­თან და მის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს­თან ერ­თად, ჰა­რიმ მას "სა­ს­ექ­სის (PR) მან­ქა­ნა" უწო­და.

  • “პრინცმა ჰა­რიმ სა­ზი­ა­ნო ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ამ გან­ცხა­დე­ბამ ჩემ­ზე, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის 540 თა­ნამ­შრო­მელ­ზე და მათ ოჯა­ხებ­ზე? ეს არის მას­შტა­ბუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბი­სა და ბუ­ლინ­გის მა­გა­ლი­თი,” - და­ა­მა­ტა მან.

საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რწმუ­ნე­ბუ­ლებ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა წყა­რომ გა­ნა­ცხა­და, რომ ისი­ნი “ელოდ­ნენ ამ სა­რეკ­ლა­მო ტრი­უკს და შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც ამი­ტომ მი­ი­ღეს.“

“ისი­ნი რჩე­ბი­ან იმა­ვე აზ­რზე, რომ გა­დად­გნენ საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­სი­კე­თოდ და სურთ სი­მარ­თლის დად­გე­ნა“, - გა­ნუ­ცხა­და წყა­რომ CNN-ს.

წყა­რომ ასე­ვე უარ­ყო ჩან­და­უ­კას გან­ცხა­დე­ბა, რომ თით­ქოს არ იცო­და პრინ­ცი ჰა­რი­სა და პრინ­ცი სე­ი­სოს გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ. მისი თქმით, ქალი 10 მარტს წე­რი­ლო­ბით გა­აფრ­თხი­ლეს.

თუმ­ცა, სენ­ტე­ბალ­მა CNN-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ მათ­გან გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ წე­რი­ლი არ მი­უ­ღი­ათ.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"ეს არის მასშტაბური შევიწროებისა და ბულინგის მაგალითი" - რაში ადანაშაულებს საქველმოქმედო ორგანიზაციის თავმჯდომარე პრინც ჰარის

"ეს არის მასშტაბური შევიწროებისა და ბულინგის მაგალითი" - რაში ადანაშაულებს საქველმოქმედო ორგანიზაციის თავმჯდომარე პრინც ჰარის

საქველმოქმედო ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფი ჩანდაუკამ, პრინცი ჰარი, რომელიც ორგანიზაციის თანადამფუძნებელია - “შევიწროებასა და ბულინგში“ დაადანაშაულა.

როგორც ჩანდაუკამ Sky's Sunday Morning-ს ტრევორ ფილიპსთან სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, სანამ პრინცი ჰარი გაავრცელებდა განცხადებას, რომ ტოვებს საქველმოქმედო ორგანიზაციას, ლესოტოს თანადამფუძნებელ პრინც სეიოსთან და მის სამეურვეო საბჭოსთან ერთად, ჰარიმ მას "სასექსის (PR) მანქანა" უწოდა.

  • “პრინცმა ჰარიმ საზიანო ინფორმაცია გაავრცელა შეთანხმების გარეშე. წარმოგიდგენიათ, რა გავლენა მოახდინა ამ განცხადებამ ჩემზე, ორგანიზაციის 540 თანამშრომელზე და მათ ოჯახებზე? ეს არის მასშტაბური შევიწროებისა და ბულინგის მაგალითი,” - დაამატა მან.

საქველმოქმედო ორგანიზაციის რწმუნებულებთან დაახლოებულმა წყარომ განაცხადა, რომ ისინი “ელოდნენ ამ სარეკლამო ტრიუკს და შესაბამისი გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღეს.“

“ისინი რჩებიან იმავე აზრზე, რომ გადადგნენ საქველმოქმედო ორგანიზაციის სასიკეთოდ და სურთ სიმართლის დადგენა“, - განუცხადა წყარომ CNN-ს.

წყარომ ასევე უარყო ჩანდაუკას განცხადება, რომ თითქოს არ იცოდა პრინცი ჰარისა და პრინცი სეისოს გადადგომის შესახებ. მისი თქმით, ქალი 10 მარტს წერილობით გააფრთხილეს.

თუმცა, სენტებალმა CNN-ს განუცხადა, რომ მათგან გადადგომის შესახებ წერილი არ მიუღიათ.

წყარო

იხილეთ ასევე: