სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერებმა უცნაური ბზიკი აღმოაჩინეს, რომელიც დედამიწაზე 99 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა - ის არც ერთ სახეობას არ ჰგავს
მეცნიერებმა  უცნაური ბზიკი აღმოაჩინეს, რომელიც დედამიწაზე 99 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა - ის არც ერთ სახეობას არ ჰგავს

მეც­ნი­ე­რებ­მა ახ­ლა­ხან პა­რა­ზი­ტუ­ლი ბზი­კის უც­ნა­უ­რი სა­ხე­ო­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ის დე­და­მი­წა­ზე 99 მი­ლი­ო­ნი წლის წინ ცხოვ­რობ­და, ზუ­ზუ­ნებ­და და გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და უც­ნა­უ­რი მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და სხვა არ­სე­ბე­ბის­თვის ერ­თგვა­რი ხა­ფან­გი და­ე­გო და აი­ძუ­ლე­ბი­ნა ისი­ნი, მათ სხე­ულ­ში და­ე­ტო­ვე­ბი­ნა შვი­ლე­ბი.

პა­ლე­ონ­ტო­ლო­გებ­მა ცარ­ცულ ქარ­ვა­ში გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი ბზი­კის 16 ნი­მუ­ში შე­ის­წავ­ლეს.

უც­ნობ სა­ხე­ო­ბას, რო­მელ­საც Sirenobethylus charybdis ჰქვია, ჰქონ­და ბუ­ზის მსგავ­სი სტრუქ­ტუ­რა მუ­ცელ­ზე, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ, მას სხვა მწე­რე­ბის და­ჭე­რის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და.

"რო­დე­საც პირ­ველ ნი­მუშს შევ­ხე­დე, მუც­ლის წვერ­ზე გა­ფარ­თო­ე­ბა შევ­ნიშ­ნე და ვი­ფიქ­რე, რომ ეს ჰა­ე­რის ბუშ­ტი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. საკ­მა­ოდ ჩვე­უ­ლებ­რი­ვია ჰა­ე­რის ბუშ­ტე­ბის და­ნახ­ვა ქარ­ვის­ფე­რი ნი­მუ­შე­ბის გარ­შე­მო, მაგ­რამ შემ­დეგ გა­დავ­ხე­დე კი­დევ რამ­დე­ნი­მე ნი­მუშს და მივ­ხვდი,რომ ეს რე­ა­ლუ­რად მწე­რის ნა­წი­ლი იყო", - თქვა კვლე­ვის თა­ნა­ავ­ტორ­მა ლარს ვილ­ჰელმსენ­მა.

ვილ­ჰელმსენ­მა და კო­ლე­გებ­მა Capital Normal University-ში პე­კინ­ში და­ად­გი­ნეს, რომ სტრუქ­ტუ­რა სხვა­დას­ხვა ნი­მუ­შებ­ში, სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ებ­ზე არ­სე­ბობ­და.

”ზოგ­ჯერ ქვე­და სარ­ქვე­ლი, რო­გორც ჩვენ მას ვუ­წო­დებთ, ღიაა და ზოგ­ჯერ და­ხუ­რუ­ლია. ეს აშ­კა­რად მო­ბი­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რა იყო და რა­ღა­ცის და­სა­ჭე­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და”, - თქვა ვილ­ჰელმსენ­მა.

  • კვლე­ვის თა­ნახ­მად, დღეს ბუ­ნე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი უახ­ლო­ე­სი ანა­ლო­გი არის მტა­ცე­ბე­ლი მცე­ნა­რე ვე­ნე­რას ბუ­ზი­ჭე­რია, რო­მე­ლიც მწე­რებს ფოთ­ლებ­ში იტყუ­ებს, კე­ტავს ფოთ­ლებს და შემ­დეგ მათ ინე­ლებს.

ვე­ნე­რას ბუ­ზი­ჭე­რია

თუმ­ცა, მკვლევ­რე­ბი ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ ბზი­კი ამ მე­ქა­ნიზ­მით მწე­რებს არ კლავ­და, არა­მედ ამ­წყვდევ­და სხვა მწე­რებს და მათ სხე­ულ­ში სა­კუ­თარ კვერ­ცხებს უშ­ვებ­და. პა­რა­ზი­ტუ­ლი ლარ­ვე­ბი კი უკვე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მსხვერ­პლის ორ­გა­ნიზ­მში აგ­რძე­ლებ­დნენ ცხოვ­რე­ბას.

მსგავ­სი, თუმ­ცა არა იდენ­ტუ­რი, ქცე­ვა შე­ი­ნიშ­ნე­ბა პა­რა­ზი­ტო­ი­დუ­რი ბზი­კე­ბის ცო­ცხალ სა­ხე­ო­ბებს შო­რის.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

მეცნიერებმა უცნაური ბზიკი აღმოაჩინეს, რომელიც დედამიწაზე 99 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა - ის არც ერთ სახეობას არ ჰგავს

მეცნიერებმა  უცნაური ბზიკი აღმოაჩინეს, რომელიც დედამიწაზე 99 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა - ის არც ერთ სახეობას არ ჰგავს

მეცნიერებმა ახლახან პარაზიტული ბზიკის უცნაური სახეობა აღმოაჩინეს. ის დედამიწაზე 99 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა, ზუზუნებდა და გამომუშავებული ჰქონდა უცნაური მექანიზმი, რომელიც საშუალებას აძლევდა სხვა არსებებისთვის ერთგვარი ხაფანგი დაეგო და აიძულებინა ისინი, მათ სხეულში დაეტოვებინა შვილები.

პალეონტოლოგებმა ცარცულ ქარვაში გაქვავებული ბზიკის 16 ნიმუში შეისწავლეს.

უცნობ სახეობას, რომელსაც Sirenobethylus charybdis ჰქვია, ჰქონდა ბუზის მსგავსი სტრუქტურა მუცელზე, რაც სავარაუდოდ, მას სხვა მწერების დაჭერის საშუალებას აძლევდა.

"როდესაც პირველ ნიმუშს შევხედე, მუცლის წვერზე გაფართოება შევნიშნე და ვიფიქრე, რომ ეს ჰაერის ბუშტი უნდა ყოფილიყო. საკმაოდ ჩვეულებრივია ჰაერის ბუშტების დანახვა ქარვისფერი ნიმუშების გარშემო, მაგრამ შემდეგ გადავხედე კიდევ რამდენიმე ნიმუშს და მივხვდი,რომ ეს რეალურად მწერის ნაწილი იყო", - თქვა კვლევის თანაავტორმა ლარს ვილჰელმსენმა.

ვილჰელმსენმა და კოლეგებმა Capital Normal University-ში პეკინში დაადგინეს, რომ სტრუქტურა სხვადასხვა ნიმუშებში, სხეულის სხვადასხვა პოზიციებზე არსებობდა.

”ზოგჯერ ქვედა სარქველი, როგორც ჩვენ მას ვუწოდებთ, ღიაა და ზოგჯერ დახურულია. ეს აშკარად მობილური სტრუქტურა იყო და რაღაცის დასაჭერად გამოიყენებოდა”, - თქვა ვილჰელმსენმა.

  • კვლევის თანახმად, დღეს ბუნებაში არსებული უახლოესი ანალოგი არის მტაცებელი მცენარე ვენერას ბუზიჭერია, რომელიც მწერებს ფოთლებში იტყუებს, კეტავს ფოთლებს და შემდეგ მათ ინელებს.

ვენერას ბუზიჭერია

თუმცა, მკვლევრები ვარაუდობდნენ, რომ ბზიკი ამ მექანიზმით მწერებს არ კლავდა, არამედ ამწყვდევდა სხვა მწერებს და მათ სხეულში საკუთარ კვერცხებს უშვებდა. პარაზიტული ლარვები კი უკვე გათავისუფლებული მსხვერპლის ორგანიზმში აგრძელებდნენ ცხოვრებას.

მსგავსი, თუმცა არა იდენტური, ქცევა შეინიშნება პარაზიტოიდური ბზიკების ცოცხალ სახეობებს შორის.

წყარო

იხილეთ ასევე: