პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახში სკანდალი გრძელდება, ამჯერად მთავარი გმირები ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური და ყოფილი პირველი ლედი მანანა არჩვაძე-გამსახურდიაა. სამართალდამცველებმა ანა ჯაბაურზე მოსალოდნელი თავდასხმა აღკვეთეს.
დავით ერაძე ანა ჯაბაურს მუქარის მესიჯებს უგზავნიდა, სადაც სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ჯაბაურის თქმით, მამაკაცი მანანა არჩვაძის დაკვეთით მოქმედებდა. რადგან ქალი საჯაროდ აზიარებდა სოციალურ ქსელში, მამაკაცის მიერ დაწერილ მუქარის მესიჯებს. დაკავებული ჯაბაურს შუბლის გახვრეტით ემუქრებოდა.
კურიერი P.S.მანანა არჩვაძეს დაუკავშირდა, თუმცა მან აღნიშნულზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. თუმცა როდესაც ჟურნალისტი მანანას დასთან, ლელე არჩვაძესთან მივიდა, ჯაბაურზე მოკლე კომენტარი გააკეთა:
"ანა ჯაბაურის მიწაში ჩადება მაჩვენა უფალმა, ამოწყვეტა მისი ჯიშის და ჯილაგის“ - ამბობს ქალი.
დაკავებული დავით ერაძე ახლა 2 წლიან სასჯელს იხდის. წარსულში მამაკაცი ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის იყო გასამართლებული. პროკურორის თქმით, დაკავებული ჯაბაურს გენდერული ნიშნით დევნიდა.
- "რუსთავი 2“- ზე გასულ ამ სიუჟეტს რამდენიმე წინადადება მინდა დავამატო. კრიმინალ ერაძის კიდევ უფრო მეტად წაქეზების მიზნით, მანანა არჩვაძე საჯარო მადლობებს უძღვნიდა, ჩემი და ჩემი დამხმარის ადევნება-შევიწროების გამო; გარდა იმისა, რომ არ თაკილობდა არაკაცის მიერ ჩემზე დაწერილი ყველა ძალადობრივი და გარყვნილი პოსტის გაზიარებას, სამწუხაროდ, იგი საპატიმროშიც განაგრძობს მის წაქეზებას. იქაც ურეკავს და წარმოუდგენელ ბოდვით ზღაპარს უყვება იმის შესახებ, რომ თითქოს საფრანგეთის სასამართლომ, რატომღაც ცოტნეზე თავდასხმის ფაქტი გამოიძია, თითქოს მეც გამასამართლა და ცოტნეზე თავდამსხმელ ტერორისტად მაღიარა. ამის შესახებ ერაძემ ბოლო სასამართლოს სხდომაზე თავად განაცხადა (სასამართლოს სხდომის ოფიციალური ჩანაწერი არსებობს).
ჯანსაღ ადამიანს, ცხადია, გაეცინება ამგვარ მონაროშზე, მაგრამ, როგორც კონსტანტინე სიუჟეტში შესანიშნავად აღნიშნავს, მსგავსი ტოტალიტარული სექტის მენტალურად დაზიანებული წევრები, უპირობო და ბრმა მორჩილებით სექტის ლიდერის მიმართ, ყოველგვარი განსჯისა და ლოგიკის გარეშე იღებენ ლიდერის ნებისმიერ დავალებასა და ინფორმაციას.
ქალებზე მოძალადე კრიმინალ არაკაცს, რომელიც ყველა საკუთარ შვილს გამოგდებული ჰყავს სახლიდან (მისმა უფროსმა ვაჟმა გვარიც კი შეიცვალა), რომელსაც არცერთმა ოჯახის წევრმა, არც ერთხელ, არცერთ სასამართლო სხდომაზე არ მოაკითხა, მანანა არჩვაძე არ ივიწყებს, ურეკავს ციხეზე და ახალ-ახალი ბოდვითი ინფორმაციის მიწოდებით ზრუნავს მისი აგრესიული მუხტის შენარჩუნებაზე.
პ.ს. აქვე დავამატებ, რომ რუსთავი 2- ის ჟურნალისტმა რამდენიმე ამონარიდი ძლივს აარჩია გადაცემისთვის ერაძის მონაწერებიდან, იმდენად გარყვნილი და პათოლოგიურად ძალადობრივია ყველა გზავნილი. ერაძე ანალოგიური მეთოდით ატერორებდა ჩემს ორ დამხმარესაც, რომელთაგან ერთ-ერთი ასევე ოფიციალურად დაზარალებულადაა ცნობილი პროკურატურის მიერ.
კრიმინალთა არსებობაც არახალია ქალბატონი მანანა არჩვაძის დაჯგუფებაში. მაგალითად, მისი სექტის კიდევ ერთ აქტიურ წევრს, ვინმე მამაგულაშვილს, საკუთარი მოხუცი მამის მკვლელობისთვის აქვს სასჯელი მოხდილი…
ცოტნე გამსახურდიას და მის მეუღლეს მანანა არჩვაძე-გამსახურდია კოლხურ კოშკში დაბრუნების საშუალებას არ აძლევდა. როგორც ისინი ამბობენ, უცხოელი ექიმების დასკვნის საფუძველზე ცოტნეს რეაბილიტაციისთვის მშობლიურ სახლში დაბრუნება ესაჭიროება.
ერთ-ერთ ვიდეო მიმართვაში მანანა არჩვაძე ამბობს, რომ მას შვილთან მიკარება აკრძალული აქვს.
"იმ ქალმა (ანა ჯაბაური, ცოტნე გამსახურდიას ახლანდელი მეუღლე - ambebi.ge) თვითონ რომ მიიკერა ცოტნე გამსახურდიას მეუღლეობა, წარმოადგინოს დოკუმენტური მასალა, რომელ მეუღლეობაზეა საუბარი. ეს ქალი, რომელიც ორჯერ არ იყო კოლხურ კოშკში შესული, ისე საუბრობს, რომ თითქოს ზვიად გამსახურდია მისი მამამთილი იყო. თურმე ცოტნე გამსახურდია როგორც შევა კოლხურ კოშკში, აეხილება თვალები და საუბარს დაიწყებს.“ - ამბობდა, ყოფილი პირველი ლედი.
წაიკითხეთ ასევე: