მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ჩვენც ვართ შეპყრობილი მუდმივი სენით, რასაც ჰქვია ცოდვა და ამ სენისგან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მარხვითა და ლოცვით“ - მეუფე შიო
“ჩვენც ვართ შეპყრობილი მუდმივი სენით, რასაც ჰქვია ცოდვა და ამ სენისგან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მარხვითა და ლოცვით“ - მეუფე შიო

“ეკ­ლე­სია თა­ვი­სი ლოც­ვე­ბით, ღვთის­მსა­ხუ­რე­ბით, სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბით გვკურ­ნავს და გან­დევ­ნის ჩვენს გულ­ში ჩა­ბუ­დე­ბულ ყო­ველ­გვარ არაწ­მინ­დე­ბას“, - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ (მუ­ჯი­რი) ქა­და­გე­ბის დროს გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, „ჩვენც ვართ შე­პყრო­ბი­ლი მუდ­მი­ვი სე­ნით, რა­საც ჰქვია ცოდ­ვა და ამ სე­ნის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ მარ­ხვი­თა და ლოც­ვით.

რო­გორც მე­უ­ფე შიომ აღ­ნიშ­ნა, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რად­გან ცოდ­ვა ან­გრევს „ჩვენს სულ­საც და სხე­ულ­საც და ხელს გვიშ­ლის ქრის­ტეს სი­ნათ­ლის და­ნახ­ვა­სა და ჭეშ­მა­რი­ტე­ბის შეც­ნო­ბა­ში“.

„ძვირ­ფა­სო მა­მე­ბო, ძმე­ბო და დებო, გი­ლო­ცავთ დიდი მარ­ხვის მე­ო­თხე კვი­რას, რო­მე­ლიც ეძღვნე­ბა ღირ­სი იო­ა­ნე კი­ბი­საღ­მწერ­ლის ხსე­ნე­ბას. გად­მოგ­ცემთ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვას.

დღეს წა­კი­თხულ სა­ხა­რე­ბა­ში მო­თხრო­ბი­ლია უფალ იესო ქრის­ტეს მიერ ეშ­მა­კე­უ­ლი ყრმის გან­კურ­ნე­ბის შე­სა­ხებ. ამ სა­წყა­ლი ბი­ჭის მამა ჯერ მი­ვი­და მო­ცი­ქუ­ლებ­თან და სთხო­ვა თა­ვი­სი ვა­ჟის გან­კურ­ნე­ბა. მათ ეს ვერ შეძ­ლეს. ამის შემ­დეგ მა­მამ იმა­ვე თხოვ­ნით უფალ იესო ქრის­ტეს მი­მარ­თა. უფალ­მა მას უთხრა: „თუ შე­გიძ­ლია ირ­წმუ­ნო, ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია მორ­წმუ­ნის­თვის“ (მარკ. 9, 23). აც­რემ­ლე­ბულ­მა მა­მამ მი­უ­გო: „მწამს, უფა­ლო, შე­ე­წიე ჩემს ურ­წმუ­ნო­ე­ბას“ (მარკ. 9, 24). და აი, მა­მის რწმე­ნით მა­ცხო­ვარ­მა გან­დევ­ნა ეს არაწ­მინ­და სული და ბიჭი გან­კურ­ნა. შემ­დეგ მო­ცი­ქუ­ლებ­მა ჰკი­თხეს უფალს, რა­ტომ ვერ შეძ­ლეს მათ მისი გან­კურ­ნე­ბა. უფალ­მა მი­უ­გო: „ეს მოდ­გმა (იგუ­ლის­ხმე­ბა ბო­რო­ტი სუ­ლე­ბის მოდ­გმა), გა­ნი­დევ­ნე­ბა მხო­ლოდ მარ­ხვით და ლოც­ვით“ (მარკ. 9, 29).

ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, არ არის შემ­თხვე­ვით, რომ სწო­რედ დიდ მარ­ხვა­ში წარ­მოგ­ვიდ­გენს წმინ­და ეკ­ლე­სია სა­ხა­რე­ბის ამ ეპი­ზოდს, ვი­ნა­ი­დან დიდი მარ­ხვა ეკ­ლე­სი­ამ დაგ­ვიდ­გი­ნა, რო­გორც სუ­ლი­სა და სხე­უ­ლის სამ­კურ­ნა­ლო პე­რი­ო­დი. ეკ­ლე­სია თა­ვი­სი ლოც­ვე­ბით, ღვთის­მსა­ხუ­რე­ბით, სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბით გვკურ­ნავს და გან­დევ­ნის ჩვენს გულ­ში ჩა­ბუ­დე­ბულ ყო­ველ­გვარ არა წმინ­დე­ბას, რო­მე­ლიც გვტან­ჯავს.

მად­ლო­ბა ღმერ­თს, ჩვენ არ ვართ ისე­ვე ეშ­მა­კე­უ­ლე­ბი, ისე­ვე შე­პყრო­ბი­ლი, რო­გორც ეს ყრმა იყო, შე­და­რე­ბით ჯან­მრთელ­ნი ვართ, რად­გან შეგ­ვიძ­ლია აქ მოს­ვლა, რათა ვი­ლო­ცოთ და ღმერ­თი ვა­დი­დოთ; მაგ­რამ ჩვენც ვართ შე­პყრო­ბი­ლი მუდ­მი­ვი სე­ნით, რა­საც ჰქვია ცოდ­ვა. ამ სე­ნის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ მარ­ხვი­თა და ლოც­ვით. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა კი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რად­გან ცოდ­ვა ან­გრევს ჩვენს სულ­საც და სხე­ულ­საც და ხელს გვიშ­ლის ქრის­ტეს სი­ნათ­ლის და­ნახ­ვა­სა და ჭეშ­მა­რი­ტე­ბის შეც­ნო­ბა­ში. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ გვარ­თმევს ადა­მი­ა­ნურ ღირ­სე­ბას და მადლს.

ჩვენ­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბია ცოდ­ვის სიმ­წა­რე და და­მან­გრე­ვე­ლი შე­დე­გე­ბი. ჩვენ ამას ვგრძნობთ, გან­ვიც­დით, მაგ­რამ გვაკ­ლია სი­მა­მა­ცე და შე­მარ­თე­ბა, რომ ცოდ­ვას და­ვუ­პი­რის­პირ­დეთ, აღ­მოვ­ფხვრათ ჩვე­ნი ვნე­ბე­ბი, მან­კი­ე­რე­ბე­ბი. ეს ცოდ­ვა, რო­გორც დამ­ღუპ­ვე­ლი სენი, მო­დის ეშ­მა­კის­გან, ბო­რო­ტი სუ­ლე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც ჩვენს სი­სუს­ტე­ში პო­უ­ლო­ბენ თა­ვის ძა­ლას. ამ ძა­ლის და­მარ­ცხე­ბა კი შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ მარ­ხვით და ლოც­ვით.

და აი, რო­გორც გვას­წავ­ლი­ან წმინ­და მა­მე­ბი, მარ­ხვა და ლოც­ვა - ეს არის ორი ფრთა, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც სულს შე­უძ­ლია ამ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ამა­ო­ე­ბა­ზე ამაღ­ლდეს და მი­ის­წრა­ფოს ღმერ­თის­კენ, ზე­ცის­კენ. ამ დიდ მარ­ხვა­შიც წმინ­და ეკ­ლე­სია გვთა­ვა­ზობს, ეს ორი ფრთა შე­ვის­ხათ იმის­თვის, რომ გა­და­ვურ­ჩეთ ყო­ველ­გვარ და­ცე­მას და გან­საც­დელს.

მაგ­რამ მარ­ხვა და ლოც­ვა შრო­მას მო­ი­თხოვს, რაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბის ღვაწ­ლია. შრო­მის გა­რე­შე არა­ფე­რი ეძ­ლე­ვა ადა­მი­ანს. მით უმე­ტეს, შრო­მის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია სუ­ლის ცხო­ნე­ბაც. უფალ­მა კი ჩვენ შრო­მა­ზე გვა­კურ­თხა. ამი­ტომ გვეხ­მა­რე­ბა შრო­მა­ში და ჩვენს ყვე­ლა კე­თილ წა­მო­წყე­ბას წარ­მა­ტე­ბით აგ­ვირ­გვი­ნებს.

ასე რომ, შეგ­ვე­წი­ოს უფა­ლი ამ დიდი მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში, ჩვენს სი­ნა­ნულ­ში, ლოც­ვა­სა და მარ­ხვა­ში, ხოლო თუ ჩვენ შეგ­ვი­სუს­ტდა ჩვე­ნი ღვაწ­ლი, ეს ნიშ­ნავს, რომ რწმე­ნაც შეგ­ვი­სუს­ტდა; მაგ­რამ აქაც სასო არ უნდა წარ­ვიკ­ვე­თოთ, რად­გან ჩვე­ნი შემ­წე არის უფა­ლი და ამ შემ­თხვე­ვა­შიც უნდა გა­ვიხ­სე­ნოთ ამ ეშ­მა­კე­უ­ლი ყრმის მამა დღე­ვან­დე­ლი სა­ხა­რე­ბი­დან და მისი ლოც­ვის სი­ტყვე­ბი: „მწამს, უფა­ლო, შე­ე­წიე ჩემს ურ­წმუ­ნო­ე­ბას“. ამინ!“, - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე შიომ, რომ­ლის ქა­და­გე­ბის ტექ­სტსაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

“ჩვენც ვართ შეპყრობილი მუდმივი სენით, რასაც ჰქვია ცოდვა და ამ სენისგან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მარხვითა და ლოცვით“ - მეუფე შიო

“ჩვენც ვართ შეპყრობილი მუდმივი სენით, რასაც ჰქვია ცოდვა და ამ სენისგან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მარხვითა და ლოცვით“ - მეუფე შიო

“ეკლესია თავისი ლოცვებით, ღვთისმსახურებით, საიდუმლოებებით გვკურნავს და განდევნის ჩვენს გულში ჩაბუდებულ ყოველგვარ არაწმინდებას“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგების დროს განაცხადა.

მისი თქმით, „ჩვენც ვართ შეპყრობილი მუდმივი სენით, რასაც ჰქვია ცოდვა და ამ სენისგან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მარხვითა და ლოცვით.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, გათავისუფლება აუცილებელია, რადგან ცოდვა ანგრევს „ჩვენს სულსაც და სხეულსაც და ხელს გვიშლის ქრისტეს სინათლის დანახვასა და ჭეშმარიტების შეცნობაში“.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დიდი მარხვის მეოთხე კვირას, რომელიც ეძღვნება ღირსი იოანე კიბისაღმწერლის ხსენებას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს წაკითხულ სახარებაში მოთხრობილია უფალ იესო ქრისტეს მიერ ეშმაკეული ყრმის განკურნების შესახებ. ამ საწყალი ბიჭის მამა ჯერ მივიდა მოციქულებთან და სთხოვა თავისი ვაჟის განკურნება. მათ ეს ვერ შეძლეს. ამის შემდეგ მამამ იმავე თხოვნით უფალ იესო ქრისტეს მიმართა. უფალმა მას უთხრა: „თუ შეგიძლია ირწმუნო, ყველაფერი შესაძლებელია მორწმუნისთვის“ (მარკ. 9, 23). აცრემლებულმა მამამ მიუგო: „მწამს, უფალო, შეეწიე ჩემს ურწმუნოებას“ (მარკ. 9, 24). და აი, მამის რწმენით მაცხოვარმა განდევნა ეს არაწმინდა სული და ბიჭი განკურნა. შემდეგ მოციქულებმა ჰკითხეს უფალს, რატომ ვერ შეძლეს მათ მისი განკურნება. უფალმა მიუგო: „ეს მოდგმა (იგულისხმება ბოროტი სულების მოდგმა), განიდევნება მხოლოდ მარხვით და ლოცვით“ (მარკ. 9, 29).

ძვირფასო ძმებო და დებო, არ არის შემთხვევით, რომ სწორედ დიდ მარხვაში წარმოგვიდგენს წმინდა ეკლესია სახარების ამ ეპიზოდს, ვინაიდან დიდი მარხვა ეკლესიამ დაგვიდგინა, როგორც სულისა და სხეულის სამკურნალო პერიოდი. ეკლესია თავისი ლოცვებით, ღვთისმსახურებით, საიდუმლოებებით გვკურნავს და განდევნის ჩვენს გულში ჩაბუდებულ ყოველგვარ არა წმინდებას, რომელიც გვტანჯავს.

მადლობა ღმერთს, ჩვენ არ ვართ ისევე ეშმაკეულები, ისევე შეპყრობილი, როგორც ეს ყრმა იყო, შედარებით ჯანმრთელნი ვართ, რადგან შეგვიძლია აქ მოსვლა, რათა ვილოცოთ და ღმერთი ვადიდოთ; მაგრამ ჩვენც ვართ შეპყრობილი მუდმივი სენით, რასაც ჰქვია ცოდვა. ამ სენისგან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მარხვითა და ლოცვით. გათავისუფლება კი აუცილებელია, რადგან ცოდვა ანგრევს ჩვენს სულსაც და სხეულსაც და ხელს გვიშლის ქრისტეს სინათლის დანახვასა და ჭეშმარიტების შეცნობაში. რატომ? იმიტომ, რომ გვართმევს ადამიანურ ღირსებას და მადლს.

ჩვენთვის კარგად ნაცნობია ცოდვის სიმწარე და დამანგრეველი შედეგები. ჩვენ ამას ვგრძნობთ, განვიცდით, მაგრამ გვაკლია სიმამაცე და შემართება, რომ ცოდვას დავუპირისპირდეთ, აღმოვფხვრათ ჩვენი ვნებები, მანკიერებები. ეს ცოდვა, როგორც დამღუპველი სენი, მოდის ეშმაკისგან, ბოროტი სულებისგან, რომლებიც ჩვენს სისუსტეში პოულობენ თავის ძალას. ამ ძალის დამარცხება კი შეიძლება მხოლოდ მარხვით და ლოცვით.

და აი, როგორც გვასწავლიან წმინდა მამები, მარხვა და ლოცვა - ეს არის ორი ფრთა, რომელთა მეშვეობითაც სულს შეუძლია ამ ცხოვრებისეულ ამაოებაზე ამაღლდეს და მიისწრაფოს ღმერთისკენ, ზეცისკენ. ამ დიდ მარხვაშიც წმინდა ეკლესია გვთავაზობს, ეს ორი ფრთა შევისხათ იმისთვის, რომ გადავურჩეთ ყოველგვარ დაცემას და განსაცდელს.

მაგრამ მარხვა და ლოცვა შრომას მოითხოვს, რაც მთელი ცხოვრების ღვაწლია. შრომის გარეშე არაფერი ეძლევა ადამიანს. მით უმეტეს, შრომის გარეშე შეუძლებელია სულის ცხონებაც. უფალმა კი ჩვენ შრომაზე გვაკურთხა. ამიტომ გვეხმარება შრომაში და ჩვენს ყველა კეთილ წამოწყებას წარმატებით აგვირგვინებს.

ასე რომ, შეგვეწიოს უფალი ამ დიდი მარხვის პერიოდში, ჩვენს სინანულში, ლოცვასა და მარხვაში, ხოლო თუ ჩვენ შეგვისუსტდა ჩვენი ღვაწლი, ეს ნიშნავს, რომ რწმენაც შეგვისუსტდა; მაგრამ აქაც სასო არ უნდა წარვიკვეთოთ, რადგან ჩვენი შემწე არის უფალი და ამ შემთხვევაშიც უნდა გავიხსენოთ ამ ეშმაკეული ყრმის მამა დღევანდელი სახარებიდან და მისი ლოცვის სიტყვები: „მწამს, უფალო, შეეწიე ჩემს ურწმუნოებას“. ამინ!“, - აღნიშნა მეუფე შიომ, რომლის ქადაგების ტექსტსაც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.