პარტნიორები:
    ავტორი:

    "პირები, რომლებმაც სამხრეთ ოსეთში შეჭრის ბრძანება გასცეს, უნდა დაისაჯონ" - რას აცხადებენ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყებაში

    "პირები, რომლებმაც სამხრეთ ოსეთში შეჭრის ბრძანება გასცეს, უნდა დაისაჯონ" - რას აცხადებენ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყებაში

    ეჭვგარეშეა, რომ დამნაშავეები, რომლებიც სამხედრო აგრესიის გაჩაღებაში არიან დამნაშავე, რომლებმაც სამხრეთ ოსეთში შეჭრისა და მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმის ბრძანებები გასცეს, ისევე როგორც ოს ხალხთან მიმართებით გენოციდის აქტების, გენოციდის ჩადენაში მონაწილე პირები, უნდა დაისაჯონ, - ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის მუშაობას.

    • ე.წ. sagareoუწყების განცხადებით, რამდენად "ზუსტად და გამჭვირვალედ“ მიუდგება მოქმედი კომისია 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასებას, "დრო გვიჩვენებს“.

    "რამდენად ზუსტად და გამჭვირვალედ მიუდგება მოქმედი კომისია 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასებას, დრო გვიჩვენებს, მაგრამ საერთაშორისო კომისიის მუშაობის შედეგები ჰაიდი ტალიავინის ტალიავინის ხელმძღვანელობით, რომელმაც დაადგინა, რომ საქართველო აგრესორია, აშკარაა“, - აცხადებენ ე.წ. საგარეო უწყებაში.