პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხვიჩას გოლი, ზურიკოს ასისტი - კვარაცხელიას პსჟ-მა დავითაშვილის "სენტ-ეტიენი" ანგარიშით 1:6 გაანადგურა
ხვიჩას გოლი, ზურიკოს ასისტი - კვარაცხელიას პსჟ-მა დავითაშვილის "სენტ-ეტიენი" ანგარიშით 1:6 გაანადგურა

"ლიგა 1"-ის 27-ე ტურ­ში, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას პსჟ ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვი­ლის "სენტ-ეტი­ენს“ სტუმ­რად და­უ­პი­რის­პირ­და და დიდი ან­გა­რი­შით 1:6 და­ა­მარ­ცხა.

და­ვი­თაშ­ვილ­მაც და კვა­რა­ცხე­ლი­ა­მაც თა­მა­ში ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და­ი­წყეს. პირ­ვე­ლი ტა­ი­მი მას­პინ­ძლე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბით და­ი­წყო. მათ შე­ტე­ვებს მარ­ცხე­ნა ფლან­გი­დან და­ვი­თაშ­ვი­ლი კარ­გად წარ­მარ­თავ­და, მე-9 წუთ­ზე ზუ­რი­კოს გა­და­ცე­მუ­ლი ბურ­თი სტა­სენ­მა თა­ვით სა­ფო­ნო­ვის კარ­ში გაგ­ზავ­ნა.

00:00 / 00:00

აქე­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბას სტუმ­რე­ბი და­ე­უფლნენ, კვა­რა­ცხე­ლი­ას დარ­ტყმუ­ლი ბურ­თი მცვე­ლებ­მა ორ­ჯერ დაბ­ლო­კეს, რა­მუშ­მა ხელ­საყ­რე­ლი პო­ზი­ცი­ი­დან ვერ შეძ­ლო გა­ტა­ნა. 43-ე წუთ­ზე რა­მუ­ში სა­ჯა­რი­მო­ში ტარ­დი­ემ წა­აქ­ცია და პე­ნალ­ტით ან­გა­რი­ში და­ზა­რა­ლე­ბულ­მა შე­ამ­ცი­რა. ბო­ლოს პი­რის­პირ გა­სულ სტა­სენს სა­ფო­ნოვ­მა არ გა­ა­ტა­ნი­ნა და პირ­ვე­ლი ტა­ი­მი ფრედ 1:1 დას­რულ­და.

სრუ­ლი­ად სხვა სცე­ნა­რით წა­რი­მარ­თა მე­ო­რე ტა­ი­მი, რომ­ლის და­სა­წყის­ში, 49-ე წუთ­ზე ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ პსჟ და­ა­წი­ნა­უ­რა და ამის შემ­დეგ "პარი სენ ჟერ­მე­ნი“ მო­ე­დან­ზე უკვე სრუ­ლად დო­მი­ნი­რებ­და. მერე მე­ტო­ქის კარი დუემ და­ლაშ­ქრა. ცოტა ხან­ში „კვა­რამ“ შო­რი­დან ვერ მო­ა­ხერ­ხა გა­ტა­ნა, მცი­რე ტრავ­მა მი­ი­ღო, მაგ­რამ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნეს და თა­მა­ში გა­აგ­რძე­ლა. მერე ნე­ვეს­მა ან­გა­რი­ში გა­ზარ­და, 62-ე წუთ­ზე ზუ­რი­კოც შეც­ვა­ლეს და 63-ე წუთ­ზე კი მო­ე­და­ნი უკვე „კვა­რა­მაც“, და­ტო­ვა, მის ნაც­ვლად დემ­ბე­ლე შე­ვი­და, დუემ დუბ­ლი შე­ას­რუ­ლა და 17 წლის მბი­ე­მაც გა­მო­ი­ჩი­ნა თავი.

პსჟ 71 ქუ­ლით ლი­დე­რია, შე­იძ­ლე­ბა დღეს­ვე გახ­დეს ჩემ­პი­ო­ნი და მომ­დევ­ნო მატჩს 1-ელ აპ­რილს ჩა­ა­ტა­რებს - საფ­რან­გე­თის თა­სის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ლილ­ში "დი­უნ­კერკს“ და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

"სენტ-ეტი­ენს“ 1 შეხ­ვედ­რით ნაკ­ლე­ბი აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, 20 ქუ­ლით ბო­ლოს­წი­ნა, მე-17 ად­გილ­ზეა და 6 აპ­რილს „ლილს“ ეს­ტუმ­რე­ბა.

“სენტ-ეტი­ე­ნი - პსჟ - 1:6

გო­ლე­ბი: 1:0 სტა­სე­ნი (9), 1:1 რა­მუ­ში (43, პენ), 1:2 კვა­რა­ცხე­ლია (50), 1:3 დუე (53), 1:4 ნე­ვე­ში (32), 1:5 დუე (66), 1:6 მბა­იე (90)

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

ხვიჩას გოლი, ზურიკოს ასისტი - კვარაცხელიას პსჟ-მა დავითაშვილის "სენტ-ეტიენი" ანგარიშით 1:6 გაანადგურა

ხვიჩას გოლი, ზურიკოს ასისტი - კვარაცხელიას პსჟ-მა დავითაშვილის "სენტ-ეტიენი" ანგარიშით 1:6 გაანადგურა

"ლიგა 1"-ის 27-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ზურიკო დავითაშვილის "სენტ-ეტიენს“ სტუმრად დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 1:6 დაამარცხა.

დავითაშვილმაც და კვარაცხელიამაც თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს. პირველი ტაიმი მასპინძლების აქტიურობით დაიწყო. მათ შეტევებს მარცხენა ფლანგიდან დავითაშვილი კარგად წარმართავდა, მე-9 წუთზე ზურიკოს გადაცემული ბურთი სტასენმა თავით საფონოვის კარში გაგზავნა.

აქედან მოყოლებული უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ, კვარაცხელიას დარტყმული ბურთი მცველებმა ორჯერ დაბლოკეს, რამუშმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ შეძლო გატანა. 43-ე წუთზე რამუში საჯარიმოში ტარდიემ წააქცია და პენალტით ანგარიში დაზარალებულმა შეამცირა. ბოლოს პირისპირ გასულ სტასენს საფონოვმა არ გაატანინა და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა.

სრულიად სხვა სცენარით წარიმართა მეორე ტაიმი, რომლის დასაწყისში, 49-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ დააწინაურა და ამის შემდეგ "პარი სენ ჟერმენი“ მოედანზე უკვე სრულად დომინირებდა. მერე მეტოქის კარი დუემ დალაშქრა. ცოტა ხანში „კვარამ“ შორიდან ვერ მოახერხა გატანა, მცირე ტრავმა მიიღო, მაგრამ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და თამაში გააგრძელა. მერე ნევესმა ანგარიში გაზარდა, 62-ე წუთზე ზურიკოც შეცვალეს და 63-ე წუთზე კი მოედანი უკვე „კვარამაც“, დატოვა, მის ნაცვლად დემბელე შევიდა, დუემ დუბლი შეასრულა და 17 წლის მბიემაც გამოიჩინა თავი.

პსჟ 71 ქულით ლიდერია, შეიძლება დღესვე გახდეს ჩემპიონი და მომდევნო მატჩს 1-ელ აპრილს ჩაატარებს - საფრანგეთის თასის ნახევარფინალში ლილში "დიუნკერკს“ დაუპირისპირდება.

"სენტ-ეტიენს“ 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული, 20 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 6 აპრილს „ლილს“ ესტუმრება.

“სენტ-ეტიენი - პსჟ - 1:6

გოლები: 1:0 სტასენი (9), 1:1 რამუში (43, პენ), 1:2 კვარაცხელია (50), 1:3 დუე (53), 1:4 ნევეში (32), 1:5 დუე (66), 1:6 მბაიე (90)