მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთი Facebook–სა და Instagram–ზე რეკლამების განთავსებას კრძალავს - ვინ არის ავტორი კანონპროექტისა, რომელიც ბლოგერებს ფინანსურად "არტყამს"
რუსეთი Facebook–სა და Instagram–ზე რეკლამების განთავსებას კრძალავს - ვინ არის ავტორი კანონპროექტისა, რომელიც ბლოგერებს ფინანსურად "არტყამს"

სამ­შა­ბათს, 25 მარტს, რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მამ მე­ო­რე და მე­სა­მე მოს­მე­ნით მი­ი­ღო კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც კრძა­ლავს რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბას იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ვებ­სა­ი­ტებ­ზე, რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბა არა­სა­სურ­ვე­ლად ით­ვლე­ბა.

"გთა­ვა­ზობთ, ავ­კრძა­ლოთ რეკ­ლა­მე­ბის გან­თავ­სე­ბა იმ ინ­ფორ­მა­ცი­ულ რე­სურ­სებ­ზე, რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბა რუ­სეთ­ში მიჩ­ნე­უ­ლია არა­სა­სურ­ვე­ლად, ასე­ვე იმ სა­ი­ტებ­ზე და პლატ­ფორ­მებ­ზე, რო­მელ­თა მუ­შა­ო­ბა ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში აკ­რძა­ლუ­ლია“, – წერს თა­ვის ტე­ლეგ­რამ–არხზე კა­ნონპ­რო­ექ­ტის ერთ-ერთი ავ­ტო­რი ალეკ­სან­დრ ხინშტე­ი­ნი.

ად­ვო­კა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან რო­გორც რეკ­ლა­მის განმთავ­სებ­ლე­ბი, ასე­ვე დის­ტრი­ბუ­ტო­რე­ბი. BBC-ის მიერ გა­მო­კი­თხუ­ლი ექ­სპერ­ტე­ბი ბლო­გე­რე­ბის შე­საძ­ლო ზა­რალს ორ მი­ლი­არდ რუბ­ლად აფა­სე­ბენ და ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ აკ­რძალ­ვა არა მხო­ლოდ მათ შე­მო­სა­ვალს, არა­მედ მსხვი­ლი სა­ცა­ლო მო­ვაჭ­რე­ე­ბის შე­მო­სა­ვალ­საც და­ა­ზა­რა­ლებს.

  • აკ­რძალ­ვა ძა­ლა­ში 1 სექ­ტემ­ბერს შევა. დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 14.3 მუხ­ლის მი­ხედ­ვით ("რეკ­ლა­მის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვა“). მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ჯა­რი­მე­ბი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 2000-დან 2500 რუბ­ლამ­დე, თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის­თვის - 4000-დან 20 ათას რუბ­ლამ­დე, იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის­თვის - 100-დან 500 ათას რუბ­ლამ­დე.

2022 წლის სექ­ტემ­ბრი­დან ბლო­გე­რებს მო­ე­თხო­ვე­ბათ რეკ­ლა­მე­ბის მარ­კი­რე­ბა და სა­რეკ­ლა­მო ინ­ტეგ­რა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბის შეყ­ვა­ნა ინ­ტერ­ნეტ რეკ­ლა­მის ერ­თი­ან რე­ესტრში (ERIR). 2023 წლის ნო­ემ­ბერ­ში Roskomnadzor-მა პირ­ვე­ლად და­ა­ჯა­რი­მა Telegram-ის არხი ეტი­კე­ტი­რე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო. ხოლო 2024 წლის ნო­ემ­ბერ­ში გა­მო­ი­ყე­ნეს "რო­ბო­ტის“ სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ავ­ტო­მა­ტუ­რად პო­უ­ლობს დარ­ღვე­ვებს სა­რეკ­ლა­მო მარ­კი­რე­ბა­ში.

  • კა­ნო­ნის ტექ­სტი­დან გა­ურ­კვე­ვე­ლია, და­ა­ჯა­რი­მე­ბენ თუ არა ბლო­გე­რებს კა­ნო­ნის მი­ღე­ბამ­დე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტე­ბის­თვის. გა­სუ­ლი წლის ივ­ლის­ში კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვი­სას, ერთ-ერ­თმა თა­ნა­ავ­ტორ­მა, ალექ­სან­დრე ხინშტე­ინ­მა (ამ­ჟა­მად კურსკის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი) გა­ნა­ცხა­და, რომ კა­ნო­ნი არ გავ­რცელ­დე­ბა "სა­მარ­თლებ­რივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც წარ­მო­იშ­ვა მის ძა­ლა­ში შეს­ვლამ­დე“.

სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­რო­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ხინშტა­ინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ახა­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის არსი არის ბრძო­ლა უცხო­ურ რე­სურ­სებ­თან, რომ­ლე­ბიც ახორ­ცი­ე­ლე­ბენ "ღია ან­ტი­რუ­სულ, ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას“.

რეკ­ლა­მის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში ნათ­ქვა­მია, რომ ის "არ გა­მო­იწ­ვევს უარ­ყო­ფით სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ, ფი­ნან­სურ ან სხვა პრობ­ლე­მებს“.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვი­სას ალექ­სან­დრე ხინშტე­ინ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ინ­სტაგ­რამ­ზე რეკ­ლა­მის­თვის მი­ლი­არ­დო­ბით რუბ­ლი იხარ­ჯე­ბა. ინ­ტერ­ნეტ რეკ­ლა­მის ერ­თი­ა­ნი რე­ესტრის (ERIR) მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, 2023 წელს და 2024 წლის პირ­ველ ხუთ თვე­ში რუ­სებ­მა ინ­სტაგ­რამ­ზე რეკ­ლა­მის­თვის 3,1 მი­ლი­არ­დი რუბ­ლი და­ხარ­ჯეს, ხოლო მთლი­ან­მა შე­მო­სა­ვალ­მა 4,5 მი­ლი­არდ რუბლს გა­და­ა­ჭარ­ბა.

ზო­გი­ერ­თი ბლო­გე­რი მხარს უჭერს მთავ­რო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვას და მი­იჩ­ნევს, რომ კა­ნო­ნი ხელს შე­უ­წყობს რუ­სუ­ლი პლატ­ფორ­მე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას: ”ვვა­რა­უ­დობ, რომ ამ კა­ნო­ნის შე­მო­ღე­ბა და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დებს შიდა პლატ­ფორ­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე,” - გა­ნუ­ცხა­და ბლო­გერ­მა და VKontakte-ს ყო­ფილ­მა პრესმდი­ვან­მა გე­ორ­გი ლო­ბუშ­კინ­მა BBC-ს.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

რუსეთი Facebook–სა და Instagram–ზე რეკლამების განთავსებას კრძალავს - ვინ არის ავტორი კანონპროექტისა, რომელიც ბლოგერებს ფინანსურად "არტყამს"

რუსეთი Facebook–სა და Instagram–ზე რეკლამების განთავსებას კრძალავს - ვინ არის ავტორი კანონპროექტისა, რომელიც ბლოგერებს ფინანსურად "არტყამს"

სამშაბათს, 25 მარტს, რუსეთის სახელმწიფო დუმამ მეორე და მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს რეკლამის განთავსებას იმ ორგანიზაციების ვებსაიტებზე, რომელთა საქმიანობა არასასურველად ითვლება.

"გთავაზობთ, ავკრძალოთ რეკლამების განთავსება იმ ინფორმაციულ რესურსებზე, რომელთა საქმიანობა რუსეთში მიჩნეულია არასასურველად, ასევე იმ საიტებზე და პლატფორმებზე, რომელთა მუშაობა ჩვენ ქვეყანაში აკრძალულია“, – წერს თავის ტელეგრამ–არხზე კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ალეკსანდრ ხინშტეინი.

ადვოკატების განცხადებით, დაჯარიმდებიან როგორც რეკლამის განმთავსებლები, ასევე დისტრიბუტორები. BBC-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები ბლოგერების შესაძლო ზარალს ორ მილიარდ რუბლად აფასებენ და ვარაუდობენ, რომ აკრძალვა არა მხოლოდ მათ შემოსავალს, არამედ მსხვილი საცალო მოვაჭრეების შემოსავალსაც დააზარალებს.

  • აკრძალვა ძალაში 1 სექტემბერს შევა. დამნაშავეები დაჯარიმდებიან რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 14.3 მუხლის მიხედვით ("რეკლამის კანონმდებლობის დარღვევა“). მოქალაქეებისთვის ჯარიმები გათვალისწინებულია 2000-დან 2500 რუბლამდე, თანამდებობის პირებისთვის - 4000-დან 20 ათას რუბლამდე, იურიდიული პირებისთვის - 100-დან 500 ათას რუბლამდე.

2022 წლის სექტემბრიდან ბლოგერებს მოეთხოვებათ რეკლამების მარკირება და სარეკლამო ინტეგრაციის მონაცემების შეყვანა ინტერნეტ რეკლამის ერთიან რეესტრში (ERIR). 2023 წლის ნოემბერში Roskomnadzor-მა პირველად დააჯარიმა Telegram-ის არხი ეტიკეტირების არარსებობის გამო. ხოლო 2024 წლის ნოემბერში გამოიყენეს "რობოტის“ სისტემა, რომელიც ავტომატურად პოულობს დარღვევებს სარეკლამო მარკირებაში.

  • კანონის ტექსტიდან გაურკვეველია, დააჯარიმებენ თუ არა ბლოგერებს კანონის მიღებამდე გამოქვეყნებული პოსტებისთვის. გასული წლის ივლისში კანონპროექტის განხილვისას, ერთ-ერთმა თანაავტორმა, ალექსანდრე ხინშტეინმა (ამჟამად კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი) განაცხადა, რომ კანონი არ გავრცელდება "სამართლებრივ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა მის ძალაში შესვლამდე“.

სახელმწიფო სათათბიროში სიტყვით გამოსვლისას ხინშტაინმა განაცხადა, რომ ახალი კანონპროექტის არსი არის ბრძოლა უცხოურ რესურსებთან, რომლებიც ახორციელებენ "ღია ანტირუსულ, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას“.

რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ის "არ გამოიწვევს უარყოფით სოციალურ-ეკონომიკურ, ფინანსურ ან სხვა პრობლემებს“.

კანონპროექტის განხილვისას ალექსანდრე ხინშტეინმა აღნიშნა, რომ ინსტაგრამზე რეკლამისთვის მილიარდობით რუბლი იხარჯება. ინტერნეტ რეკლამის ერთიანი რეესტრის (ERIR) მონაცემებზე დაყრდნობით, 2023 წელს და 2024 წლის პირველ ხუთ თვეში რუსებმა ინსტაგრამზე რეკლამისთვის 3,1 მილიარდი რუბლი დახარჯეს, ხოლო მთლიანმა შემოსავალმა 4,5 მილიარდ რუბლს გადააჭარბა.

ზოგიერთი ბლოგერი მხარს უჭერს მთავრობის ინიციატივას და მიიჩნევს, რომ კანონი ხელს შეუწყობს რუსული პლატფორმების გაძლიერებას: ”ვვარაუდობ, რომ ამ კანონის შემოღება დადებითად იმოქმედებს შიდა პლატფორმების განვითარებაზე,” - განუცხადა ბლოგერმა და VKontakte-ს ყოფილმა პრესმდივანმა გეორგი ლობუშკინმა BBC-ს.

წყარო