სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სრულად გამაშიშვლეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, უკან შემიკრეს ხელები, ორ პოლიციელს ვეჭირე, მეჭიდავებოდნენ" - ელენე ხოშტარია
"სრულად გამაშიშვლეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, უკან შემიკრეს ხელები, ორ პოლიციელს ვეჭირე, მეჭიდავებოდნენ" - ელენე ხოშტარია

კო­ა­ლი­ცია „ცვლი­ლე­ბის­თვის“ წევ­რი ელე­ნე ხოშ­ტა­რია, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვეს, აცხა­დებს, რომ დიღ­მის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში ის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა სრუ­ლი­ად გა­ა­შიშ­ვლეს.

  • რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ფე­ის­ბუ­ქის“ სა­კუ­თარ გვერ­დზე ხოშ­ტა­რია წერს, მა­ნამ­დე მას რა­მიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბულ პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

"ყო­ველ­თვის ვე­რი­დე­ბი ჩემი პი­რა­დი ემო­ცი­ე­ბის, ან შემ­თხვე­ვე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის თავს მოხ­ვე­ვას. გან­სა­კუთ­რე­ბით, რო­დე­საც უამ­რა­ვი ახალ­გაზ­რდაა რე­ჟი­მის და წა­მე­ბის მსხვერ­პლი.

ამას­თა­ნა­ვე, ამ­ჯე­რად გა­დავ­წყვი­ტე, გა­გი­ზი­ა­როთ, ჩემი და­კა­ვე­ბის დროს ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ზუს­ტად ვიცი, მე თუ ასე მო­მექ­ცნენ, უამ­რავ ადა­მი­ანს კი­დევ უფრო უა­რე­სად შე­იძ­ლე­ბა მო­ე­პყრონ. ეს არც სი­ახ­ლეა და არც გა­საკ­ვი­რი, თუმ­ცა, ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში, სა­ჯა­როდ სა­უ­ბა­რი სო­ლი­და­რო­ბა და ერ­თმა­ნე­თის დაც­ვა არის ბრძო­ლის ია­რა­ღი.

მოკ­ლედ, და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში (რა­მიშ­ვილ­ზე „შუ­შე­ბი­ან­ში“), პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ნინო ჩხარ­ტიშ­ვილ­მა და და­ვით ბო­ლო­თაშ­ვილ­მა, მას შემ­დეგ, რაც თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე ვუ­თხა­რი უარი, ზურ­გის­კენ ხე­ლე­ბი ბორ­კი­ლე­ბით მჭიდ­როდ შე­მიკ­რეს. შემ­დეგ ნინო ჩხარ­ტიშ­ვილ­მა და და­ვით ბო­ლო­თაშ­ვილ­მა ყბებ­ზე და კბი­ლებ­ზე მო­მა­ყე­ნეს და­ზი­ა­ნე­ბა. არ შე­გარ­ცხვი­ნეთ მე­გობ­რე­ბო, „ოლე, ოლას“ სიმ­ღე­რით მაგ­რად ვაწ­ვა­ლე და ვერც ვე­რა­ფე­რი და­მაკ­ლეს.

კი­დევ უფრო შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ეპი­ზო­დი მოხ­და დი­ღომ­ში, დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში, სა­დაც ასე­ვე ჩემი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, პო­ლი­ცი­ი­დან გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი ბრი­გა­დის მეშ­ვე­ო­ბით, ისევ უკან შე­მიკ­რეს ხე­ლე­ბი. ორ პო­ლი­ცი­ელს ვე­ჭი­რე (ნინო ჩხარ­ტიშ­ვილს, სა­ლო­მე ლაშ­ხი­ას და კი­დევ ერთს) მე­ჭი­და­ვე­ბოდ­ნენ და სრუ­ლად გა­მა­შიშ­ვლეს. ეს ძა­ლა­დობ­რი­ვი გა­შიშ­ვლე­ბის პრაქ­ტი­კა არის ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვი­სა და მათ­ზე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის უღირ­სი რუ­სუ­ლი სა­ძა­გე­ლი მე­თო­დი.

აქაც მაგ­რად ვაწ­ვა­ლე, მაგ­რამ წარ­მო­ვიდ­გი­ნე ყვე­ლა ის და­უც­ვე­ლი და გა­მო­უც­დე­ლი ადა­მი­ა­ნი, ვინც ამათ ხელ­ში ვარ­დე­ბა. ზოგს ამა­ზე სა­უბ­რის ეში­ნია, ზოგს რცხვე­ნია. ცხა­დია, სენ­სი­ტი­უ­რია ამ დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი. თუმ­ცა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვი­სა­უბ­როთ, ბო­ლომ­დე მივ­ყვეთ, დავ­სა­ჯოთ და აღ­მოვ­ფხვრათ ადა­მი­ა­ნის მი­მართ ასე­თი მო­პყრო­ბა.

კი­დევ ერთხელ ბო­დიშს ვიხ­დი, რომ ამ­დე­ნი პრობ­ლე­მის ფონ­ზე, ჩემს თავ­ზე გე­სა­უბ­რე­ბით, მაგ­რამ ჩავ­თვა­ლე, რომ საქ­მეს ასე სჭირ­დე­ბა და ჩემს პი­რად დის­კომ­ფორ­ტს გა­და­ვა­ბი­ჯე. კარ­გად ვარ, მე რა მი­ჭირს, რამ­დე­ნი უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნია გა­მომ­წყვდე­უ­ლი ცი­ხე­ში თვე­ე­ბია. მად­ლო­ბა მხარ­და­ჭე­რის­თვის!“, - წერს ხოშ­ტა­რია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"სრულად გამაშიშვლეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, უკან შემიკრეს ხელები, ორ პოლიციელს ვეჭირე, მეჭიდავებოდნენ" - ელენე ხოშტარია

"სრულად გამაშიშვლეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, უკან შემიკრეს ხელები, ორ პოლიციელს ვეჭირე, მეჭიდავებოდნენ" - ელენე ხოშტარია

კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრი ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, აცხადებს, რომ დიღმის მთავარ სამმართველოში ის სამართალდამცავებმა სრულიად გააშიშვლეს.

  • როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ხოშტარია წერს, მანამდე მას რამიშვილის ქუჩაზე არსებულ პოლიციის განყოფილებაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"ყოველთვის ვერიდები ჩემი პირადი ემოციების, ან შემთხვევების საზოგადოებისთვის თავს მოხვევას. განსაკუთრებით, როდესაც უამრავი ახალგაზრდაა რეჟიმის და წამების მსხვერპლი.

ამასთანავე, ამჯერად გადავწყვიტე, გაგიზიაროთ, ჩემი დაკავების დროს ჩადენილი დანაშაული მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, მე თუ ასე მომექცნენ, უამრავ ადამიანს კიდევ უფრო უარესად შეიძლება მოეპყრონ. ეს არც სიახლეა და არც გასაკვირი, თუმცა, ასეთ შემთხვევებში, საჯაროდ საუბარი სოლიდარობა და ერთმანეთის დაცვა არის ბრძოლის იარაღი.

მოკლედ, დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში (რამიშვილზე „შუშებიანში“), პოლიციელებმა ნინო ჩხარტიშვილმა და დავით ბოლოთაშვილმა, მას შემდეგ, რაც თანამშრომლობაზე ვუთხარი უარი, ზურგისკენ ხელები ბორკილებით მჭიდროდ შემიკრეს. შემდეგ ნინო ჩხარტიშვილმა და დავით ბოლოთაშვილმა ყბებზე და კბილებზე მომაყენეს დაზიანება. არ შეგარცხვინეთ მეგობრებო, „ოლე, ოლას“ სიმღერით მაგრად ვაწვალე და ვერც ვერაფერი დამაკლეს.

კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი ეპიზოდი მოხდა დიღომში, დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ასევე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, პოლიციიდან გამოძახებული ბრიგადის მეშვეობით, ისევ უკან შემიკრეს ხელები. ორ პოლიციელს ვეჭირე (ნინო ჩხარტიშვილს, სალომე ლაშხიას და კიდევ ერთს) მეჭიდავებოდნენ და სრულად გამაშიშვლეს. ეს ძალადობრივი გაშიშვლების პრაქტიკა არის ადამიანის ღირსების შელახვისა და მათზე ფიზიკური ძალადობის უღირსი რუსული საძაგელი მეთოდი.

აქაც მაგრად ვაწვალე, მაგრამ წარმოვიდგინე ყველა ის დაუცველი და გამოუცდელი ადამიანი, ვინც ამათ ხელში ვარდება. ზოგს ამაზე საუბრის ეშინია, ზოგს რცხვენია. ცხადია, სენსიტიურია ამ დეტალებზე საუბარი. თუმცა, აუცილებელია ვისაუბროთ, ბოლომდე მივყვეთ, დავსაჯოთ და აღმოვფხვრათ ადამიანის მიმართ ასეთი მოპყრობა.

კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი, რომ ამდენი პრობლემის ფონზე, ჩემს თავზე გესაუბრებით, მაგრამ ჩავთვალე, რომ საქმეს ასე სჭირდება და ჩემს პირად დისკომფორტს გადავაბიჯე. კარგად ვარ, მე რა მიჭირს, რამდენი უდანაშაულო ადამიანია გამომწყვდეული ციხეში თვეებია. მადლობა მხარდაჭერისთვის!“, - წერს ხოშტარია.