რუსებმა ქალაქ დნიპროს დაარტყეს რის შედეგადაც, 4 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლისაკის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქალაქ დნიპროზე თავდასხმა 20-ზე მეტი დრონით განახორციელეს, რომელთა უმეტესობა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.