პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ენდოკრინოლოგები შვრიას იმიტომ ვიყენებთ, რომ..." - მითია თუ რეალობა, რომ შვრია ორგანიზმიდან კალციუმს გამოდევნის და რა უნდა ვიცოდეთ მისი მიღებისას: ინტერვიუ ლაშა უჩავასთან
"ენდოკრინოლოგები შვრიას იმიტომ ვიყენებთ, რომ..." - მითია თუ რეალობა, რომ შვრია ორგანიზმიდან კალციუმს გამოდევნის და რა უნდა ვიცოდეთ მისი მიღებისას: ინტერვიუ ლაშა უჩავასთან

"შვრია ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მარ­ცვლო­ვა­ნი კულ­ტუ­რაა, რო­მე­ლიც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ბოჭ­კოს შე­ი­ცავს. გა­მო­ირ­ჩე­ვა ბევ­რი და­დე­ბი­თი თვი­სე­ბით. მდი­და­რია უჯრე­დი­სით და შე­სა­ბა­მი­სად მოქ­მე­დებს კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტზე, გან­სა­კუთ­რე­ბით, ნაწ­ლა­ვურ მიკროფ­ლო­რა­ზე, ანუ ბაქ­ტე­რი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნიზ­მის­თვის ბევრ საქ­მეს აკე­თებს. ზე­მოქ­მე­დე­ბენ რო­გორც იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზე, ასე­ვე ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლა­ზე, კუ­ჭის მო­ნე­ლე­ბა­ზე, შე­წო­ვა­ზე და ა.შ." - გვე­უბ­ნე­ბა ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ლაშა უჩა­ვა.

  • შვრი­ით ჩვე­ნი და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და არა მარ­ტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ბოლო დროს გა­ჩე­ნილ­მა პო­ლე­მი­კამ. მარ­თლაც უნდა მი­ვი­ღოთ თუ არა შვრია, აქვს თუ არა მას და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი, გა­მო­დევ­ნის თუ არა ორ­გა­ნიზ­მი­დან კალ­ცი­უმს, ამ თე­მებ­ზე ექი­მი-ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი, ლაშა უჩა­ვა გვე­სა­უბ­რე­ბა.

- დღეს­დღე­ო­ბით შვრი­ის ფან­ტე­ლი მო­თხოვ­ნა­დი პრო­დუქ­ტია, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი სხვა­დას­ხვა მიზ­ნით მო­იხ­მარს...

- ასეა, რად­გან ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი, რაც მას­ში შე­დის, რო­გორც ვთქვით, არის ბოჭ­კო. შე­ი­ცავს ასე­ვე ბევრ მი­ნე­რალს, - მაგ­ნი­უმს, სე­ლე­ნი­უმს, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზ­მში დიდი როლს ას­რუ­ლებს. მას­ში შე­დის ასე­ვე ისე­თი ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­გო­რიც არის ფი­ტი­ნი, - ის ხელს უშ­ლის ორ­გა­ნიზ­მში კალ­ცი­უ­მის შე­წო­ვას, გარ­და ამი­სა, ხელს უწყობს კალ­ცი­უ­მის გა­მო­დევ­ნას. თუმ­ცა შვრი­ა­ში ის იმ­დე­ნად მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბი­თაა, რომ ორ­გა­ნიზმს დიდ ზი­ანს ვერ მი­ა­ყე­ნებს... .

- ანუ თუნ­დაც ერთი ულუ­ფის ყო­ველ­დღი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა ორ­გა­ნიზმს დიდ ზი­ანს არ აყე­ნებს?

- არა, ასეა. მით უმე­ტეს, თუ დი­ლის სა­უზ­მე­ზე, შვრი­ას­თან ერ­თად, ვი­ღებთ რძის ნე­ბის­მი­ერ პრო­დუქტს - ხა­ჭოს, რძეს, ყველს და ა.შ. ის მო­საზ­რე­ბა, რომ შვრი­ამ შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მი­დან კალ­ცი­უ­მი გა­მო­დევ­ნოს, გა­მო­რე­ცხოს (რო­გორც ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უწო­დე­ბენ), მსგავ­სი საფრ­თხე არ არ­სე­ბობს. თუმ­ცა გარ­და ბოჭ­კო­სი, შვრი­ას ორ­გა­ნიზ­მის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფუნ­ქცია აქვს, რად­გან შე­ი­ცავს ე.წ. მრთმი­ლავ ნივ­თი­ე­რე­ბებს. მათ შე­უძ­ლია კუ­ჭის ლორ­წო­ვან­ზე ამო­ფე­ნა, ერ­თგვა­რი გარ­სის შექ­მნა, რაც და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს სხვა­დას­ხვა ტი­პის საკ­ვე­ბის­გან კუ­ჭის ლორ­წო­ვა­ნის დაც­ვა­ზე. ესეც მისი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფუნ­ქცი­აა. შვრი­ა­ში, რო­გორც სხვა მარ­ცვლო­ვა­ნი კულ­ტუ­რა­ში არის ნახ­შირ­წყლე­ბი, აქვს თვი­სე­ბა მარ­ტი­ვად და­ა­ნაყ­როს ორ­გა­ნიზ­მი. რო­დე­საც ვლა­პა­რა­კობთ შვრი­ის და­დე­ბით და უარ­ყო­ფით მხა­რე­ებ­ზე, უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მის რა სა­ხე­ო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი და რო­გო­რი მომ­ზა­დე­ბის წეს­ზე. ამას გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

- ბოლო დროს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რია შვრი­ის გარ­შე­მო დის­კუ­სია...

- კი, აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ და პო­ლე­მი­კაც მოჰ­ყვა ამ ამ­ბავს - ზოგი და­დე­ბი­თა­დაა გან­წყო­ბი­ლი, ზოგი - უარ­ყო­ფი­თად. წე­რენ, რომ აბა, რა­ტომ გვაჭ­მე­ვენ და გვირ­ჩე­ვენ ექი­მე­ბი შვრი­ის ფა­ფას?! ძი­რი­თა­დად ასა­ხე­ლე­ბენ იმას, რომ ორ­გა­ნიზ­მი­დან კალ­ცი­უმს გა­მო­დევ­ნის და რომ ეს უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს ჩვენს ორ­გა­ნიზ­მზე... მოკ­ლედ, აქ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია შვრი­ის რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბა, რო­მე­ლიც ჩვენს ბა­ზარ­ზე მრავ­ლა­დაა. შვრი­ის ფან­ტე­ლე­ბი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მზად­დე­ბა და ხარ­შვას არ სა­ჭი­რო­ებს, ზოგს მხო­ლოდ წყლის დას­ხმა უნდა, ზოგს წყლის დას­ხმა მხო­ლოდ 2 წუთი ყოფ­ნის...

ეს იმას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რომ რა­ფი­ნი­რე­ბა კარ­გად შე­ვის­წავ­ლეთ. სა­ერ­თოდ რა­ფი­ნი­რე­ბა სხვა­დას­ხვა ტი­პის პრო­დუქტზე იმი­სათ­ვის ხდე­ბა, რომ ისი­ნი ბა­ზარ­ზე გამ­ყა­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტი იყოს. ასეა მა­გა­ლი­თად, რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი შაქ­რის შემ­თხვე­ვა­შიც, რო­მე­ლიც თეთ­რი შე­ფე­რი­ლო­ბი­საა და რო­მელ­საც აქ­ტი­უ­რად ვი­ყე­ნებთ. ეს შა­ქა­რი ბევ­რად მავ­ნე­ბე­ლია, ვიდ­რე ყა­ვის­ფე­რი... არ­სე­ბობს რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი მა­რი­ლიც. ბუ­ნებ­რი­ვი მა­რი­ლი კი მუქი შე­ფე­რი­ლო­ბი­საა, მაგ­რამ სუფ­რის მა­რი­ლი თეთ­რი ფე­რის გვაქვს, რაც ასე­ვე მის რა­ფი­ნი­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. არ­სე­ბობს რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი ზე­თიც...

- რა­ფი­ნი­რე­ბაც ავ­ხსნათ, რას ნიშ­ნავს...

- პრო­დუქ­ტის გა­სა­ყი­დად მომ­ზა­დე­ბაა იმი­სათ­ვის, რომ მისი ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რე ბევ­რად მიმ­ზიდ­ვე­ლი იყოს. შე­სა­ბა­მი­სად, ამის გამო მათ­ში სხვა­დას­ხვა ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის და­მა­ტე­ბა ხდე­ბა. მა­გა­ლი­თად, თეთ­რი შა­ქა­რი რომ მი­ი­ღონ, სხვა­დას­ხვა ქი­მი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბას იყე­ნე­ბენ, რომ ყა­ვის­ფე­რი შა­ქა­რი თეთ­რი გახ­დეს და შემ­დგომ ასე გა­ი­ყი­დოს. ასე­ვე ამუ­შა­ვე­ბენ შვრი­ა­საც, რომ სწრა­ფად მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი იყოს. ეს ხშირ შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლია, იმი­ტომ, რომ ხარ­შვა არ სჭირ­დე­ბა.

- ამის გამო ხდე­ბა მისი რა­ფი­ნი­რე­ბა, და­მუ­შა­ვე­ბა სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით?

- დიახ, მათ შო­რის, ქი­მი­უ­რი... იმის­თვის, რომ ძა­ლი­ან სწრა­ფად მომ­ზად­დეს. ეს შვრი­ის და­დე­ბით ეფექ­ტებ­ზე უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს. რო­დე­საც შვრია სწრა­ფად მზად­დე­ბა, ის და­დე­ბი­თი ეფექ­ტე­ბი, რაც ორ­გა­ნიზ­მზე უნდა ჰქონ­დეს, ფაქ­ტობ­რი­ვად აღარ აქვს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე არის ფი­ტი­ნი, რა­ზეც ვი­სა­უბ­რეთ და ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რო­ლებ­მაც მისი რა­ფი­ნი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა. ამას ორ­გა­ნიზ­მზე უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა აქვს. გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს სწრა­ფად მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი შვრი­ის ფან­ტე­ლე­ბიც, რომ­ლებ­ზეც და­მა­ტე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა სა­გე­მოვ­ნო თვი­სე­ბე­ბი - კონ­სერ­ვან­ტი, ემულ­გან­ტე­ბი, რაც გე­ნუ­რი ინ­ჟი­ნე­რი­ით არის მი­ღე­ბუ­ლი. ასე­ვეა შვრია, რო­მელ­საც და­მა­ტე­ბუ­ლი აქვს სხვა­დას­ხვა ტი­პის და­მატ­კბო­ბე­ლი და სა­გე­მოვ­ნო თვი­სე­ბე­ბი, რომ შვრია უფრო გემ­რი­ე­ლი მი­სა­ღე­ბი იყოს. ესეც, და­მა­ტე­ბით, უარ­ყო­ფით თვი­სე­ბებს ანი­ჭებს შვრი­ას. რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტე­ბი მე­კი­თხე­ბი­ან - შე­იძ­ლე­ბა, ყავა დავ­ლიო? ყავა შე­იძ­ლე­ბა დავ­ლი­ოთ, მაგ­რამ უნდა დავ­ლი­ოთ ყავა და არა შაქ­რი­ა­ნი ყავა. ყვე­ლა­ფერს თა­ვის სა­ხე­ლი უნდა და­ვარ­ქვათ. კი, შვრია უნდა მი­ვი­ღოთ, ოღონდ, არა ქი­მი­უ­რად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, არა რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი.

- არა­რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი შვრია სად შე­ვი­ძი­ნოთ?

- იყი­დე­ბა მარ­კე­ტებ­ში. ბევ­რს ემახ­სოვ­რე­ბა, 90-იან წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზა­რი რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბით ასე გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი არ იყო და ბუ­ნებ­რი­ვი პრო­დუქ­ტე­ბი იყი­დე­ბო­და. მათ შო­რის იყო შვრია, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ცხე­ლი წყლის დას­ხმით ვერ მომ­ზად­დე­ბო­და. მო­ხარ­შვა სჭირ­დე­ბო­და 10-15 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. დღეს­დღე­ო­ბი­თაც იყი­დე­ბა ბიო შვრია. რო­დე­საც ამა თუ იმ პრო­დუქტს ვყი­დუ­ლობთ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წა­ვი­კი­თხოთ მისი ეტი­კე­ტი. სა­ნამ ვი­ყი­დით, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა მისი ეტი­კე­ტი მო­ვი­თხო­ვოთ, რათა გა­ვი­გოთ და ვი­ცო­დეთ, რას ვყი­დუ­ლობთ. ეს არის ბი­ო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა თუ მას­ზე სხვა­დას­ხვა ნივ­თი­ე­რე­ბაა და­მა­ტე­ბუ­ლი.

თუ ვყი­დუ­ლობთ ბიო შვრი­ას, მა­საც ისე­თი­ვე სჭირ­დე­ბა ხარ­შვა, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ მარ­ცვლე­ულს. ხარ­შვი­სას ერ­თი­ა­ნი მასა უნდა მი­ი­ღოს, რომ კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის­თვის მისი გა­და­მუ­შა­ვე­ბა დიდი სტრე­სი არ იყოს და გა­და­მუ­შა­ვე­ბა მარ­ტი­ვად მოხ­დეს. ის ამო­ფე­ნის ფუნ­ქცი­აც, რაც მას აქვს, მარ­ტი­ვი იყოს. ასე რომ, არ­ჩე­ვა­ნი ყო­ველ­თვის გვაქვს, უბ­რა­ლოდ, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რის გამო, ცუდ არ­ჩე­ვანს ვა­კე­თებთ ხოლ­მე... არა­და, ამ პრო­დუქტს თუ სწო­რად მო­ვამ­ზა­დებთ, მისი და­დე­ბი­თი ეფექ­ტე­ბი ორ­გა­ნიზ­მის­თვის ბევ­რად უკე­თე­სი იქ­ნე­ბა. შვრი­ის მიკ­რო-მაკ­რო ელე­მენ­ტე­ბი, რაც მას­შია, შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა და იმ და­დე­ბით ეფექ­ტებს მი­ვი­ღებთ, რაც ამ პრო­დუქტს აქვს. ასე რომ, ამ პრო­დუქ­ტის რა­ცი­ო­ნი­დან ამო­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, იმ მო­ტი­ვით, რომ უარ­ყო­ფით ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს ორ­გა­ნიზ­მზე.

- გლუ­ტე­ი­ნი (წე­ბო­ვა­ნა) რას აკე­თებს მას­ში?

- მას­ში რო­გორც ყვე­ლა მარ­ცვლე­ულ­ში არის გლუ­ტე­ნი. თუ ვინ­მეს გლუ­ტე­ნის მი­მართ აუ­ტან­ლო­ბა აქვს, ამ შემ­თხვე­ვა­ში შვრი­ის მი­ღე­ბა, ისე­ვე რო­გორც სხვა მარ­ცვლე­უ­ლის (ფეტვი გა­მო­ნაკ­ლი­სია), რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის. სა­ერ­თოდ შვრი­ის მი­ღე­ბა სა­სურ­ვე­ლია დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში..

- შვრი­ას სხვა­დას­ხვა კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი რე­ცეპ­ტში ერთ-ერთ ინ­გრე­დი­ენ­ტად იყე­ნე­ბენ... ამ­ზა­დე­ბენ ნამ­ცხვრებს, კატ­ლე­ტებს და ა.შ. ეს რამ­დე­ნად რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია?

- მა­შინ, რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ შვრი­ის ნამ­ცხვარ­ზე, რო­მელ­შიც შე­იძ­ლე­ბა იყოს შა­ქა­რი, ეს ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტი ვე­რაფ­რით იქ­ნე­ბა. თუ ვსა­უბ­რობთ შვრი­ა­ზე, სა­დაც და­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თაფ­ლი, ან ბუ­ნებ­რი­ვი სხვა და­მატ­კბო­ბე­ლი, ამ შემ­თხვე­ვა­ში მას და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი ექ­ნე­ბა.

- ერთ-ერთ გვერ­დზე კო­მენ­ტა­რებ­ში ამო­ვი­კი­თხე, რომ შვრია ნაღ­ველ-კენ­ჭო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბის წარ­მოქ­მნას ხელს უწყობ­სო...

- რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ მას­ში ფი­ტი­ნის არ­სე­ბო­ბა­ზე და ძვლე­ბი­დან კალ­ცი­უ­მის გა­მო­დევ­ნა­ზე, ამ შემ­თხვე­ვა­ში ფი­ტი­ნის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ერთ-ერთი მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი იყოს კენ­ჭო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­თვის. თუმ­ცა უკვე ვი­სა­უბ­რეთ იმა­ზე, რომ შვრია არ შე­ი­ცავს იმ­დენ ფი­ტინს, რომ ამის უარ­ყო­ფით მხა­რე­ებ­ზე ვი­სა­უბ­როთ.

- გა­მო­დის, უნდა ვე­ცა­დოთ, მი­ვი­ღოთ ისე­თი შვრია, რო­მე­ლიც რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი არ არის...

- დიახ. სწო­რი კვე­ბის პრინ­ცი­პე­ბის დროს ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გე­ბი შვრი­ას იმის გამო ვრთავთ, რომ აქვს და­დე­ბით თვი­სე­ბე­ბი. მოქ­მე­დებს რო­გორც ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის მო­წეს­რი­გე­ბა­ზე, ისე კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტზე. რაც შე­სა­ბა­მი­სად გვეხ­მა­რე­ბა პა­ცი­ენ­ტის სწორ მკურ­ნა­ლო­ბა­ში. მთა­ვა­რი სწო­რი მიდ­გო­მაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ენდოკრინოლოგები შვრიას იმიტომ ვიყენებთ, რომ..." - მითია თუ რეალობა, რომ შვრია ორგანიზმიდან კალციუმს გამოდევნის და რა უნდა ვიცოდეთ მისი მიღებისას: ინტერვიუ ლაშა უჩავასთან

"ენდოკრინოლოგები შვრიას იმიტომ ვიყენებთ, რომ..." - მითია თუ რეალობა, რომ შვრია ორგანიზმიდან კალციუმს გამოდევნის და რა უნდა ვიცოდეთ მისი მიღებისას: ინტერვიუ ლაშა უჩავასთან

"შვრია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარცვლოვანი კულტურაა, რომელიც დიდი რაოდენობით ბოჭკოს შეიცავს. გამოირჩევა ბევრი დადებითი თვისებით. მდიდარია უჯრედისით და შესაბამისად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, განსაკუთრებით, ნაწლავურ მიკროფლორაზე, ანუ ბაქტერიებზე, რომლებიც ორგანიზმისთვის ბევრ საქმეს აკეთებს. ზემოქმედებენ როგორც იმუნურ სისტემაზე, ასევე ნივთიერებათა ცვლაზე, კუჭის მონელებაზე, შეწოვაზე და ა.შ." - გვეუბნება ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა.

  • შვრიით ჩვენი დაინტერესება გამოიწვია, სოციალურ ქსელში და არა მარტო სოციალურ ქსელში, ბოლო დროს გაჩენილმა პოლემიკამ. მართლაც უნდა მივიღოთ თუ არა შვრია, აქვს თუ არა მას დადებითი თვისებები, გამოდევნის თუ არა ორგანიზმიდან კალციუმს, ამ თემებზე ექიმი-ენდოკრინოლოგი, ლაშა უჩავა გვესაუბრება.

- დღესდღეობით შვრიის ფანტელი მოთხოვნადი პროდუქტია, ბევრი ადამიანი სხვადასხვა მიზნით მოიხმარს...

- ასეა, რადგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც მასში შედის, როგორც ვთქვით, არის ბოჭკო. შეიცავს ასევე ბევრ მინერალს, - მაგნიუმს, სელენიუმს, რომელიც ორგანიზმში დიდი როლს ასრულებს. მასში შედის ასევე ისეთი ნივთიერება, როგორიც არის ფიტინი, - ის ხელს უშლის ორგანიზმში კალციუმის შეწოვას, გარდა ამისა, ხელს უწყობს კალციუმის გამოდევნას. თუმცა შვრიაში ის იმდენად მცირე რაოდენობითაა, რომ ორგანიზმს დიდ ზიანს ვერ მიაყენებს... .

- ანუ თუნდაც ერთი ულუფის ყოველდღიური გამოყენება ორგანიზმს დიდ ზიანს არ აყენებს?

- არა, ასეა. მით უმეტეს, თუ დილის საუზმეზე, შვრიასთან ერთად, ვიღებთ რძის ნებისმიერ პროდუქტს - ხაჭოს, რძეს, ყველს და ა.შ. ის მოსაზრება, რომ შვრიამ შეიძლება ჩვენი ორგანიზმიდან კალციუმი გამოდევნოს, გამორეცხოს (როგორც ამას საზოგადოებაში უწოდებენ), მსგავსი საფრთხე არ არსებობს. თუმცა გარდა ბოჭკოსი, შვრიას ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, რადგან შეიცავს ე.წ. მრთმილავ ნივთიერებებს. მათ შეუძლია კუჭის ლორწოვანზე ამოფენა, ერთგვარი გარსის შექმნა, რაც დადებითად მოქმედებს სხვადასხვა ტიპის საკვებისგან კუჭის ლორწოვანის დაცვაზე. ესეც მისი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციაა. შვრიაში, როგორც სხვა მარცვლოვანი კულტურაში არის ნახშირწყლები, აქვს თვისება მარტივად დაანაყროს ორგანიზმი. როდესაც ვლაპარაკობთ შვრიის დადებით და უარყოფით მხარეებზე, უნდა გავითვალისწინოთ მის რა სახეობაზეა ლაპარაკი და როგორი მომზადების წესზე. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

- ბოლო დროს სოციალურ ქსელებში აქტუალურია შვრიის გარშემო დისკუსია...

- კი, აქტიურად განიხილავენ და პოლემიკაც მოჰყვა ამ ამბავს - ზოგი დადებითადაა განწყობილი, ზოგი - უარყოფითად. წერენ, რომ აბა, რატომ გვაჭმევენ და გვირჩევენ ექიმები შვრიის ფაფას?! ძირითადად ასახელებენ იმას, რომ ორგანიზმიდან კალციუმს გამოდევნის და რომ ეს უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე... მოკლედ, აქ გასათვალისწინებელია შვრიის რამდენიმე სახეობა, რომელიც ჩვენს ბაზარზე მრავლადაა. შვრიის ფანტელები, რომელიც რამდენიმე წუთში მზადდება და ხარშვას არ საჭიროებს, ზოგს მხოლოდ წყლის დასხმა უნდა, ზოგს წყლის დასხმა მხოლოდ 2 წუთი ყოფნის...

ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ რაფინირება კარგად შევისწავლეთ. საერთოდ რაფინირება სხვადასხვა ტიპის პროდუქტზე იმისათვის ხდება, რომ ისინი ბაზარზე გამყარებული საკვები პროდუქტი იყოს. ასეა მაგალითად, რაფინირებული შაქრის შემთხვევაშიც, რომელიც თეთრი შეფერილობისაა და რომელსაც აქტიურად ვიყენებთ. ეს შაქარი ბევრად მავნებელია, ვიდრე ყავისფერი... არსებობს რაფინირებული მარილიც. ბუნებრივი მარილი კი მუქი შეფერილობისაა, მაგრამ სუფრის მარილი თეთრი ფერის გვაქვს, რაც ასევე მის რაფინირებას უკავშირდება. არსებობს რაფინირებული ზეთიც...

- რაფინირებაც ავხსნათ, რას ნიშნავს...

- პროდუქტის გასაყიდად მომზადებაა იმისათვის, რომ მისი ვიზუალური მხარე ბევრად მიმზიდველი იყოს. შესაბამისად, ამის გამო მათში სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების დამატება ხდება. მაგალითად, თეთრი შაქარი რომ მიიღონ, სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას იყენებენ, რომ ყავისფერი შაქარი თეთრი გახდეს და შემდგომ ასე გაიყიდოს. ასევე ამუშავებენ შვრიასაც, რომ სწრაფად მოსამზადებელი იყოს. ეს ხშირ შემთხვევაში პაციენტებისთვის ძალიან კომფორტულია, იმიტომ, რომ ხარშვა არ სჭირდება.

- ამის გამო ხდება მისი რაფინირება, დამუშავება სხვადასხვა საშუალებებით?

- დიახ, მათ შორის, ქიმიური... იმისთვის, რომ ძალიან სწრაფად მომზადდეს. ეს შვრიის დადებით ეფექტებზე უარყოფითად მოქმედებს. როდესაც შვრია სწრაფად მზადდება, ის დადებითი ეფექტები, რაც ორგანიზმზე უნდა ჰქონდეს, ფაქტობრივად აღარ აქვს. აქედან გამომდინარე არის ფიტინი, რაზეც ვისაუბრეთ და ქიმიური ნივთიერებები, როლებმაც მისი რაფინირება მოახდინა. ამას ორგანიზმზე უარყოფითი გავლენა აქვს. გარდა ამისა, არსებობს სწრაფად მოსამზადებელი შვრიის ფანტელებიც, რომლებზეც დამატებულია სხვადასხვა საგემოვნო თვისებები - კონსერვანტი, ემულგანტები, რაც გენური ინჟინერიით არის მიღებული. ასევეა შვრია, რომელსაც დამატებული აქვს სხვადასხვა ტიპის დამატკბობელი და საგემოვნო თვისებები, რომ შვრია უფრო გემრიელი მისაღები იყოს. ესეც, დამატებით, უარყოფით თვისებებს ანიჭებს შვრიას. როდესაც პაციენტები მეკითხებიან - შეიძლება, ყავა დავლიო? ყავა შეიძლება დავლიოთ, მაგრამ უნდა დავლიოთ ყავა და არა შაქრიანი ყავა. ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. კი, შვრია უნდა მივიღოთ, ოღონდ, არა ქიმიურად დამუშავებული, არა რაფინირებული.

- არარაფინირებული შვრია სად შევიძინოთ?

- იყიდება მარკეტებში. ბევრს ემახსოვრება, 90-იან წლებში საქართველოს ბაზარი რაფინირებული პროდუქტებით ასე განებივრებული არ იყო და ბუნებრივი პროდუქტები იყიდებოდა. მათ შორის იყო შვრია, რომელიც მხოლოდ ცხელი წყლის დასხმით ვერ მომზადდებოდა. მოხარშვა სჭირდებოდა 10-15 წუთის განმავლობაში. დღესდღეობითაც იყიდება ბიო შვრია. როდესაც ამა თუ იმ პროდუქტს ვყიდულობთ, აუცილებლად უნდა წავიკითხოთ მისი ეტიკეტი. სანამ ვიყიდით, უმჯობესი იქნება მისი ეტიკეტი მოვითხოვოთ, რათა გავიგოთ და ვიცოდეთ, რას ვყიდულობთ. ეს არის ბიოლოგიურად სუფთა თუ მასზე სხვადასხვა ნივთიერებაა დამატებული.

თუ ვყიდულობთ ბიო შვრიას, მასაც ისეთივე სჭირდება ხარშვა, როგორც ნებისმიერ მარცვლეულს. ხარშვისას ერთიანი მასა უნდა მიიღოს, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის მისი გადამუშავება დიდი სტრესი არ იყოს და გადამუშავება მარტივად მოხდეს. ის ამოფენის ფუნქციაც, რაც მას აქვს, მარტივი იყოს. ასე რომ, არჩევანი ყოველთვის გვაქვს, უბრალოდ, ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა ფაქტორის გამო, ცუდ არჩევანს ვაკეთებთ ხოლმე... არადა, ამ პროდუქტს თუ სწორად მოვამზადებთ, მისი დადებითი ეფექტები ორგანიზმისთვის ბევრად უკეთესი იქნება. შვრიის მიკრო-მაკრო ელემენტები, რაც მასშია, შენარჩუნდება და იმ დადებით ეფექტებს მივიღებთ, რაც ამ პროდუქტს აქვს. ასე რომ, ამ პროდუქტის რაციონიდან ამოღება არ შეიძლება, იმ მოტივით, რომ უარყოფით ზეგავლენას ახდენს ორგანიზმზე.

- გლუტეინი (წებოვანა) რას აკეთებს მასში?

- მასში როგორც ყველა მარცვლეულში არის გლუტენი. თუ ვინმეს გლუტენის მიმართ აუტანლობა აქვს, ამ შემთხვევაში შვრიის მიღება, ისევე როგორც სხვა მარცვლეულის (ფეტვი გამონაკლისია), რეკომენდებული არ არის. საერთოდ შვრიის მიღება სასურველია დღის პირველ ნახევარში..

- შვრიას სხვადასხვა კულინარიული რეცეპტში ერთ-ერთ ინგრედიენტად იყენებენ... ამზადებენ ნამცხვრებს, კატლეტებს და ა.შ. ეს რამდენად რეკომენდებულია?

- მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ შვრიის ნამცხვარზე, რომელშიც შეიძლება იყოს შაქარი, ეს ჯანსაღი პროდუქტი ვერაფრით იქნება. თუ ვსაუბრობთ შვრიაზე, სადაც დამატებული იქნება თაფლი, ან ბუნებრივი სხვა დამატკბობელი, ამ შემთხვევაში მას დადებითი თვისებები შენარჩუნებული ექნება.

- ერთ-ერთ გვერდზე კომენტარებში ამოვიკითხე, რომ შვრია ნაღველ-კენჭოვანი დაავადებების წარმოქმნას ხელს უწყობსო...

- როდესაც ვსაუბრობთ მასში ფიტინის არსებობაზე და ძვლებიდან კალციუმის გამოდევნაზე, ამ შემთხვევაში ფიტინის დიდი რაოდენობა შესაძლებელია ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი იყოს კენჭოვანი დაავადებებისთვის. თუმცა უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ შვრია არ შეიცავს იმდენ ფიტინს, რომ ამის უარყოფით მხარეებზე ვისაუბროთ.

- გამოდის, უნდა ვეცადოთ, მივიღოთ ისეთი შვრია, რომელიც რაფინირებული არ არის...

- დიახ. სწორი კვების პრინციპების დროს ენდოკრინოლოგები შვრიას იმის გამო ვრთავთ, რომ აქვს დადებით თვისებები. მოქმედებს როგორც ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებაზე, ისე კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. რაც შესაბამისად გვეხმარება პაციენტის სწორ მკურნალობაში. მთავარი სწორი მიდგომაა.