საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სარეკორდო ფასი - ბუდუ ზივზივაძის სატრანსფერო ღირებულება ისევ გაიზარდა
სარეკორდო ფასი - ბუდუ ზივზივაძის სატრანსფერო ღირებულება ისევ გაიზარდა

სა­ა­გენ­ტო Transfermarkt-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძის სატ­რანსფე­რო ფას­მა მის­თვის რე­კორ­დულ ნიშ­ნულს მი­აღ­წია და 1.8 მლნ ევ­რო­დან 2.5 მლნ გახ­და.

ბოლო გა­ნახ­ლე­ბას­თან (დე­კემ­ბე­რი) შე­და­რე­ბით, ღი­რე­ბუ­ლე­ბის 700 000-იანი ზრდა გა­ნა­პი­რო­ბა იმან, რომ იან­ვარ­ში ზივ­ზი­ვა­ძე მე-2 ბუნ­დეს­ლი­გის "კარლსრუ­ე­დან" გერ­მა­ნი­ის უმაღ­ლეს ლი­გა­ში გა­და­ბარ­გდა და "ჰა­ი­დე­ნ­ჰა­ი­მის" მა­ი­სუ­რი მო­ირ­გო. მას შემ­დეგ ელი­ტა­რულ დი­ვი­ზი­ონ­ში ჩა­ტა­რე­ბულ 11 მატჩში 2 გოლი და 3 სა­გო­ლე პასი მი­ით­ვა­ლა.

სა­ი­ლუსტრა­ცი­ოდ ვთქვათ, რომ 2024 წლის ივ­ნის­ში Transfermarkt-ი ქარ­თველ თავ­დამ­სხმელს 900 000 ევ­როდ აფა­სებ­და, ამ­ჟა­მად კი ეს რი­ცხვი თით­ქმის 3-ჯერ არის გაზ­რდი­ლი.

31 წლის ზივ­ზი­ვა­ძე გერ­მა­ნი­ის მთა­ვარ დი­ვი­ზი­ონ­ში სა­დე­ბი­უ­ტო სე­ზონს ატა­რებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლის შემ­დეგ ის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლია, რო­მელ­მაც ბუნ­დეს­ლი­გა­ში გოლი გა­ი­ტა­ნა - კო­ბი­აშ­ვილ­მა ეს 2014 წლის თე­ბერ­ვალ­ში გა­ა­კე­თა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

სარეკორდო ფასი - ბუდუ ზივზივაძის სატრანსფერო ღირებულება ისევ გაიზარდა

სარეკორდო ფასი - ბუდუ ზივზივაძის სატრანსფერო ღირებულება ისევ გაიზარდა

სააგენტო Transfermarkt-ის მონაცემებით, ბუდუ ზივზივაძის სატრანსფერო ფასმა მისთვის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 1.8 მლნ ევროდან 2.5 მლნ გახდა.

ბოლო განახლებასთან (დეკემბერი) შედარებით, ღირებულების 700 000-იანი ზრდა განაპირობა იმან, რომ იანვარში ზივზივაძე მე-2 ბუნდესლიგის "კარლსრუედან" გერმანიის უმაღლეს ლიგაში გადაბარგდა და "ჰაიდენჰაიმის" მაისური მოირგო. მას შემდეგ ელიტარულ დივიზიონში ჩატარებულ 11 მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა.

საილუსტრაციოდ ვთქვათ, რომ 2024 წლის ივნისში Transfermarkt-ი ქართველ თავდამსხმელს 900 000 ევროდ აფასებდა, ამჟამად კი ეს რიცხვი თითქმის 3-ჯერ არის გაზრდილი.

31 წლის ზივზივაძე გერმანიის მთავარ დივიზიონში სადებიუტო სეზონს ატარებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ლევან კობიაშვილის შემდეგ ის პირველი ქართველია, რომელმაც ბუნდესლიგაში გოლი გაიტანა - კობიაშვილმა ეს 2014 წლის თებერვალში გააკეთა.

იხილეთ ასევე: