ახალი კვლევის მიხედვით “ღამის ბუებს“ უფრო მეტად ემუქრებათ დეპრესია, ვიდრე ადამიანებს, რომლებსაც სრულფასოვანი ძილი აქვთ და დილითაც ადრე დგებიან.
Surrey-ის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმის გამო, რომ “ღამის ბუებს“ ცუდად სძინავთ, აქვთ ყურადღების კონცენტრაციის პრობლემები და სვამენ მეტ ალკოჰოლს, ვიდრე ადამიანები, რომლებიც დილით დგებიან.
“ქრონოტიპი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „ღამის ბუ“ - არის ადამიანი, რომლებიც ბიოლოგიურად მიდრეკილნი არიან საღამოს/ღამის საათებში აქტიურობით, თუმცა გამთენიისას იძნებენ და გვიან იღვიძებენ,“ – განუცხადა BBC Science Focus-ს კოგნიტური ნეირომეცნიერების ლექტორმა დოქტორ სიმონ ევანსმა, რომელიც ხელმძღვანელობდა კვლევას.
ევანსის გუნდმა 564 უნივერსიტეტის სტუდენტს სთხოვა, შეევსოთ კითხვარი მათი ძილის რეჟიმის, გონებრივი მდგომარეობის, ალკოჰოლის მოხმარების, დეპრესიისა და შფოთვის დონის შესახებ.
კვლევამ დაადასტურა, რომ “ღამის ბუებს“ აქვთ დეპრესიის განვითარების უფრო მაღალი რისკი, ვიდრე “ტოროლებს“.
გვიანდელი ქრონოტიპის მქონე სტუდენტებმა განაცხადეს, რომ უარესი ძილი ჰქონდათ მათთან შედარებით, ვინც დილით ადრე დგება, თუმცა ღამის განმავლობაში სძინავს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ “ღამის ბუების“ ქცევა არ შეესაბამება ადამიანის ბუნებრივ ბიოლოგიურ საათს.
”ჩვენი კვლევა ვარაუდობს, რომ გონების განვითარების სტრატეგიები, როგორიცაა მართვადი მედიტაცია და გონების ვარჯიშები, სასარგებლო იქნება ძილის ხარისხის გაუმჯობესებაზე და ალკოჰოლის მოხმარების შემცირებაზე,” - თქვა მან.
იხილეთ ასევე: