Webster University Tbilisi-ს საერთაშორისოდ აკრედიტებული ფსიქოლოგიის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა ქართველი აბიტურიენტებისთვისაც ხელმისაწვდომია.
ვებსტერის უნივერსიტეტის თბილისის კამპუსი სტუდენტებს სთავაზობს უმაღლესი დონის ამერიკულ განათლებასა და ორ დიპლომს, რაც მათ ფართო კარიერულ შესაძლებლობებს უქმნის.
Webster University Tbilisi -ს მიერ შეთავაზებული ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა მოიცავს:
ფსიქოლოგიის იმ ძირითადი მიმართულებების შესწავლას, როგორიცაა: თერაპიული ფსიქოლოგია, კოგნიტური ფსიქოლოგია, განვითარების ფსიქოლოგია და სხვა;
აღსანიშნავია, რომ Webster University Tbilisi-ში ფსიქოლოგიის პროგრამაზე ასწავლიან დარგის გამოცდილი პროფესორები, რომლებიც პარალელურად სხვა საერთაშორისო კამპუსებში ახორციელებენ აკადემიურ საქმიანობას.
ამავდროულად, პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ - ერთი აკადემიური წელი ისწავლონ უნივერსიტეტის მსოფლიოს მასშტაბით არსებულ სხვადასხვა ქვეყნების კამპუსებში, ქართულ კამპუსში არსებული სწავლის საფასურის შენარჩუნებით.
აკადემიური წლის გადასახადი ვებსტერის უნივერსიტეტის თბილისის კამპუსში 7 900 დოლარს შეადგენს, რაც უნივერსიტეტის სხვა საერთაშორისო კამპუსებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია. სტუდენტები, რომლებიც Webster University Tbilisi-ს პირველ პრიორიტეტად აირჩევენ 1400 დოლარის ოდენობის გრანტს მიიღებენ. 3.5-ზე მეტი GPA-ს ქონის შემთხვევაში მათ შეუძლიათ გრანტი დარჩენილი 3 წლის განმავლობაშიც შეინარჩუნონ.
1915 წელს აშშ-ში დაარსებული Webster University დღეს უკვე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტია. მისი მთავარი კამპუსი მდებარეობს მისურის შტატში, ხოლო პირველი საერთაშორისო ფილიალი 1972 წელს ჟენევაში გაიხსნა. ამჟამად უნივერსიტეტს წარმომადგენლობები ამერიკასთან ერთად აქვს, მათ შორის, შვეიცარიაში, ავსტრიაში, ნიდერლანდებში, ჩინეთსა და საბერძნეთში.
შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს Webster University Tbilisi-ში ჩაბარება ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით შეუძლიათ. გამოცდებზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 2 აპრილია. პროგრამის კოდი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კი არის 2020104.
R