მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზვიგენები, სისხლიანი თავდასხმები და სასიკვდილო წყალქვეშა ნავი - რატომ გახდა წითელი ზღვა დაწყევლილი ტურისტული “ატრაქციონი“?
ზვიგენები, სისხლიანი თავდასხმები და სასიკვდილო წყალქვეშა ნავი - რატომ გახდა წითელი ზღვა დაწყევლილი ტურისტული “ატრაქციონი“?

წი­თელ ზღვა­ში მომ­ხდა­რი წყალ­ქვე­შა ნა­ვის ტრა­გე­დია, რო­მელ­მაც ექ­ვსი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა, ერთ-ერთი ბო­ლოა ამ­ბა­ვია, რო­მე­ლიც ეგ­ვიპ­ტის პო­პუ­ლა­რულ ტუ­რის­ტულ ლო­კა­ცი­ა­ზე მოხ­და.

სა­ბე­დის­წე­რო ინ­ცი­დენ­ტე­ბის სე­რი­ებ­მა კუ­რორ­ტის იმი­ჯი შე­ლა­ხა. ტრა­გე­დი­ამ კი დიდი ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბა აი­ძუ­ლა გა­ეფრ­თხი­ლე­ბი­ნა თა­ვი­სი მო­სახ­ლე­ო­ბა, წი­თელ ზღვა­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ტენ­ცი­უ­რი საფრ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ.

  • ექ­ვსი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 39 სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა მას შემ­დეგ, რაც ხუთ­შა­ბათს, ეგ­ვიპ­ტის სა­კუ­რორ­ტო ქა­ლაქ ჰურ­გა­დას სა­ნა­პი­როს­თან წყალ­ქვე­შა ნავი Sindbad ჩა­ი­ძი­რა.
წყალ­ქვე­შა ნავი ჩა­ძირ­ვი­დან რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ

წყალ­ქვე­შა ნა­ვის წინა მგზავ­რებ­მა მა­შინ მოგ­ზა­უ­რო­ბას "ყვე­ლა­ზე ცუდი გა­მოც­დი­ლე­ბა" უწო­დეს და აღ­ნიშ­ნეს, რომ გემი "სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში" იყო.

წყალ­ქვე­შა სუბ­მა­რი­ნი Sindbad
  • თუმ­ცა, ეს არ არის პირ­ვე­ლი კა­ტას­ტრო­ფა, რო­მე­ლიც წი­თელ ზღვა­ში მოხ­და.

ბოლო ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, აღ­ნიშ­ნულ რე­გი­ონ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 16 მყვინ­თა­ვის ნავი და­ზი­ან­და, რაც ხში­რად უხა­რის­ხო, ზედ­მე­ტად ძვე­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას მი­ე­წე­რე­ბა.

გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია და­ი­ვინ­გე­ბის ნა­ვე­ბი, რომ­ლებ­საც ბორტზე ხალ­ხი ჰყავთ.

მა­გა­ლი­თად, 2024 წლის ნო­ემ­ბერ­ში ამოტ­რი­ალ­და და ჩა­ი­ძი­რა ნავი - Sea Story, რის შე­დე­გა­დაც ბორტზე მყო­ფი 44 მგზავ­რი­დან 11 და­ი­ღუ­პა.

ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, იმა­ვე კომ­პა­ნი­ის Dive Pro Liveaboard-ის კუთ­ვნი­ლი კი­დევ ორი ​​ნავი ჩა­ი­ძი­რა.

2022 წლის აპ­რილ­ში ხან­ძრის შე­დე­გად გა­ნად­გურ­და “და­ი­ვინ­გის“ გემი, ბორტზე 36 მგზავ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და. იგი­ვე და­ე­მარ­თა Sea Legend-ს 2024 წლის თე­ბერ­ვალ­ში. ეკი­პა­ჟის ნა­წილს გა­უ­მარ­თლა და გა­დარ­ჩნენ.

  • გარ­და კა­ტას­ტრო­ფე­ბი­სა, დამ­სვე­ნებ­ლებს მუდ­მი­ვად ემუქ­რე­ბათ წი­თელ ზღვა­ში ზვი­გე­ნე­ბის თავ­დას­ხმის საფრ­თხე. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი სა­ში­ნე­ლი თავ­დას­ხმე­ბის შე­დე­გად იღუ­პე­ბა.

ერთ-ერთი ზვი­გე­ნი, რო­მე­ლიც ტუ­რისტს და­ეს­ხა თავს

2022 წლის ივ­ლის­ში 68 წლის რუ­მი­ნე­ლი ელი­ზა­ბეტ ზა­უ­ე­რი ზვი­გენ­მა მოკ­ლა. ის წყალ­ში ყვინ­თავ­და, როცა ზვი­გე­ნი თავს და­ეს­ხა. გავ­რცე­ლე­ბულ შე­მაშ­ფო­თე­ბელ კად­რებ­ში ჩანს სის­ხლის წი­თე­ლი ლაქა, რო­მე­ლიც თავ­დას­ხმის შემ­დეგ გა­და­ი­ღეს.

იგი­ვე ტრა­გე­დია მოხ­და 2023 წლის ივ­ნის­ში - 10 ფუ­ტი­ან­მა ზვი­გენ­მა 24 წლის რუსი ტუ­რის­ტი წყალ­ში ჩა­ათ­რია და მოკ­ლა. მა­მა­კა­ცის თავი და მკლა­ვი მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­მო­ა­ჩი­ნეს ზვი­გე­ნის საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ სის­ტე­მა­ში.

2024 წლის დე­კემ­ბერ­ში იგი­ვე ტრა­გი­კუ­ლი გზა გა­ი­ა­რა ევ­რო­კავ­ში­რის დიპ­ლო­მატ­მა, 48 წლის იტა­ლი­ელ­მა ჯან­ლუ­კა დი ჯო­ი­ამ.

ტუ­რის­ტი ჯან­ლუ­კა დი ჯოია, რო­მე­ლიც ზვი­გე­ნის თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა

პენ­სი­ა­ზე გა­სულ­მა სტო­მა­ტო­ლოგ­მა, 69 წლის პე­პი­ნო ფა­პა­ნიმ კი ზვი­გენ­თან ბრძო­ლის დროს მარ­ჯვე­ნა ხელ­ზე სა­ში­ნე­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ი­ღო.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც 2024 წლის ნო­ემ­ბერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, ნათ­ქვა­მია: „ბოლო ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ფიქ­სირ­და 16 უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა წი­თელ ზღვა­ში

სამი მყვინ­თა­ვის გემი ჩა­ი­ძი­რა ბოლო 21 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა­მაც გა­მო­იწ­ვია მრა­ვა­ლი მსხვერ­პლი, მათ შო­რის ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის.

MAIB-მა გას­ცა უსაფრ­თხო­ე­ბის რჩე­ვე­ბი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც გა­ნი­ხი­ლა­ვენ წი­თელ ზღვა­ში დას­ვე­ნე­ბას", - აღ­ნიშ­ნუ­ლია მი­მარ­თვა­ში, სა­დაც ტუ­რის­ტებს უსაფრ­თხო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბის მი­ღე­ბას ურ­ჩე­ვენ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მა­ინც გა­და­წყვე­ტენ წი­თელ ზღვა­ში დას­ვე­ნე­ბას.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ზვიგენები, სისხლიანი თავდასხმები და სასიკვდილო წყალქვეშა ნავი - რატომ გახდა წითელი ზღვა დაწყევლილი ტურისტული “ატრაქციონი“?

ზვიგენები, სისხლიანი თავდასხმები და სასიკვდილო წყალქვეშა ნავი - რატომ გახდა წითელი ზღვა დაწყევლილი ტურისტული “ატრაქციონი“?

წითელ ზღვაში მომხდარი წყალქვეშა ნავის ტრაგედია, რომელმაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ერთ-ერთი ბოლოა ამბავია, რომელიც ეგვიპტის პოპულარულ ტურისტულ ლოკაციაზე მოხდა.

საბედისწერო ინციდენტების სერიებმა კურორტის იმიჯი შელახა. ტრაგედიამ კი დიდი ბრიტანეთის მთავრობა აიძულა გაეფრთხილებინა თავისი მოსახლეობა, წითელ ზღვაში არსებული პოტენციური საფრთხეების შესახებ.

  • ექვსი ადამიანი დაიღუპა და 39 სასწაულებრივად გადარჩა მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს, ეგვიპტის საკურორტო ქალაქ ჰურგადას სანაპიროსთან წყალქვეშა ნავი Sindbad ჩაიძირა.
წყალქვეშა ნავი ჩაძირვიდან რამდენიმე წუთის შემდეგ

წყალქვეშა ნავის წინა მგზავრებმა მაშინ მოგზაურობას "ყველაზე ცუდი გამოცდილება" უწოდეს და აღნიშნეს, რომ გემი "საშინელ მდგომარეობაში" იყო.

წყალქვეშა სუბმარინი Sindbad
  • თუმცა, ეს არ არის პირველი კატასტროფა, რომელიც წითელ ზღვაში მოხდა.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, აღნიშნულ რეგიონში დაახლოებით 16 მყვინთავის ნავი დაზიანდა, რაც ხშირად უხარისხო, ზედმეტად ძველი აღჭურვილობის გამოყენებას მიეწერება.

განსაკუთრებით საშიშია დაივინგების ნავები, რომლებსაც ბორტზე ხალხი ჰყავთ.

მაგალითად, 2024 წლის ნოემბერში ამოტრიალდა და ჩაიძირა ნავი - Sea Story, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 44 მგზავრიდან 11 დაიღუპა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში, იმავე კომპანიის Dive Pro Liveaboard-ის კუთვნილი კიდევ ორი ​​ნავი ჩაიძირა.

2022 წლის აპრილში ხანძრის შედეგად განადგურდა “დაივინგის“ გემი, ბორტზე 36 მგზავრი იმყოფებოდა. იგივე დაემართა Sea Legend-ს 2024 წლის თებერვალში. ეკიპაჟის ნაწილს გაუმართლა და გადარჩნენ.

  • გარდა კატასტროფებისა, დამსვენებლებს მუდმივად ემუქრებათ წითელ ზღვაში ზვიგენების თავდასხმის საფრთხე. ზოგიერთი მათგანი საშინელი თავდასხმების შედეგად იღუპება.

ერთ-ერთი ზვიგენი, რომელიც ტურისტს დაესხა თავს

2022 წლის ივლისში 68 წლის რუმინელი ელიზაბეტ ზაუერი ზვიგენმა მოკლა. ის წყალში ყვინთავდა, როცა ზვიგენი თავს დაესხა. გავრცელებულ შემაშფოთებელ კადრებში ჩანს სისხლის წითელი ლაქა, რომელიც თავდასხმის შემდეგ გადაიღეს.

იგივე ტრაგედია მოხდა 2023 წლის ივნისში - 10 ფუტიანმა ზვიგენმა 24 წლის რუსი ტურისტი წყალში ჩაათრია და მოკლა. მამაკაცის თავი და მკლავი მოგვიანებით აღმოაჩინეს ზვიგენის საჭმლის მომნელებელ სისტემაში.

2024 წლის დეკემბერში იგივე ტრაგიკული გზა გაიარა ევროკავშირის დიპლომატმა, 48 წლის იტალიელმა ჯანლუკა დი ჯოიამ.

ტურისტი ჯანლუკა დი ჯოია, რომელიც ზვიგენის თავდასხმის შედეგად დაიღუპა

პენსიაზე გასულმა სტომატოლოგმა, 69 წლის პეპინო ფაპანიმ კი ზვიგენთან ბრძოლის დროს მარჯვენა ხელზე საშინელი ჭრილობები მიიღო.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებაში, რომელიც 2024 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა, ნათქვამია: „ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაფიქსირდა 16 უბედური შემთხვევა წითელ ზღვაში

სამი მყვინთავის გემი ჩაიძირა ბოლო 21 თვის განმავლობაში, რამაც გამოიწვია მრავალი მსხვერპლი, მათ შორის ბრიტანეთის მოქალაქეებს შორის.

MAIB-მა გასცა უსაფრთხოების რჩევები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც განიხილავენ წითელ ზღვაში დასვენებას", - აღნიშნულია მიმართვაში, სადაც ტურისტებს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღებას ურჩევენ იმ შემთხვევაში, თუ მაინც გადაწყვეტენ წითელ ზღვაში დასვენებას.

წყარო

იხილეთ ასევე: