საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გერმანიაში 66 წლის ქალმა ბავშვი გააჩინა - ეს მისთვის მე-10 შვილია: რას ამბობენ ექიმები უიშვიათეს შემთხვევაზე?
გერმანიაში 66 წლის ქალმა ბავშვი გააჩინა - ეს მისთვის მე-10 შვილია: რას ამბობენ ექიმები უიშვიათეს შემთხვევაზე?

გერ­მა­ნი­ა­ში 66 წლის ქალ­მა, ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის გა­რე­შე მე-10 ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა. ალექ­სან­დრა ჰილ­დებ­რან­დტი ამ­ბობს, რომ ამ ასაკ­ში და­ორ­სუ­ლე­ბის­თვის მას არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია არა­ნა­ი­რი მე­დი­კა­მენ­ტი და ბუ­ნებ­რი­ვად და­ორ­სულ­და.

ბავ­შვი მან სა­კე­ის­რო კვე­თის შე­დე­გად გა­ა­ჩი­ნა. ახალ­შო­ბილს ფი­ლი­პი და­არ­ქვეს, ის 3.5 კი­ლოგ­რამს იწო­ნი­და.

  • "დიდი ოჯა­ხი მხო­ლოდ რა­ღაც სა­სი­ა­მოვ­ნო კი არა, არა­მედ, ბავ­შვე­ბის სწო­რად აღ­ზრდის­თვის უმ­თავ­რე­სი­ცაა", - ამ­ბობს ქალი, რომ­ლის უფ­რო­სი შვი­ლიც 46 წლი­საა, ხოლო ფი­ლი­პამ­დე ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი - 2 წლის.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თავს ჯან­მრთელ ადა­მი­ა­ნად აღ­წერს, რო­მე­ლიც რე­გუ­ლა­რუ­ლად ცუ­რავს და სე­ირ­ნობს, მის ასაკ­ში ორ­სუ­ლო­ბის შან­სე­ბი ძა­ლი­ან მცი­რეა.

ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ქა­ლებს შე­უძ­ლი­ათ, და­ორ­სულ­დნენ და შვი­ლი გა­ა­ჩი­ნონ მე­ნო­პა­უ­ზის შემ­დე­გაც - რო­მე­ლიც, ჩვე­უ­ლებ­რივ, 45-55 წლის ასაკ­ში ხდე­ბა - თუმ­ცა, მხო­ლოდ ჰორ­მო­ნე­ბი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვის დახ­მა­რე­ბით.

ნიუ-იორ­კის ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის კლი­ნი­კა CCRM-ის სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, ბრა­ი­ან ლე­ვი­ნის გან­ცხა­დე­ბით, ჰილ­დებ­რან­დტის ასაკ­ში ქა­ლის­თვის გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე ორ­სუ­ლო­ბი­სა და ბავ­შვის გა­ჩე­ნის შან­სი "უკი­დუ­რე­სად და­ბა­ლია".

ჰილ­დებ­რან­დტი არ არის ერ­თა­დერ­თი, ვი­საც ასე­თი სას­წა­უ­ლებ­რი­ვი რამ შე­ემ­თხვა.

აშშ-ის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, 2020 წელს თით­ქმის 1,000 ბავ­შვი 50 წლის და უფრო მეტი ასა­კის ქა­ლებ­მა გა­ა­ჩი­ნეს.

ერ­თმა ქალ­ბა­ტონ­მა, სა­ხე­ლად ემიმ, 51 წლის ასაკ­ში, მე­ნო­პა­უ­ზის პე­რი­ოდ­ში ორი ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა, ხოლო ჩი­ნეთ­ში, 67 წლის ქალს ჯან­მრთე­ლი გო­გო­ნა გა­უჩ­ნდა.

წყა­რო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

გერმანიაში 66 წლის ქალმა ბავშვი გააჩინა - ეს მისთვის მე-10 შვილია: რას ამბობენ ექიმები უიშვიათეს შემთხვევაზე?

გერმანიაში 66 წლის ქალმა ბავშვი გააჩინა - ეს მისთვის მე-10 შვილია: რას ამბობენ ექიმები უიშვიათეს შემთხვევაზე?

გერმანიაში 66 წლის ქალმა, ხელოვნური განაყოფიერების გარეშე მე-10 ბავშვი გააჩინა. ალექსანდრა ჰილდებრანდტი ამბობს, რომ ამ ასაკში დაორსულებისთვის მას არ გამოუყენებია არანაირი მედიკამენტი და ბუნებრივად დაორსულდა.

ბავშვი მან საკეისრო კვეთის შედეგად გააჩინა. ახალშობილს ფილიპი დაარქვეს, ის 3.5 კილოგრამს იწონიდა.

  • "დიდი ოჯახი მხოლოდ რაღაც სასიამოვნო კი არა, არამედ, ბავშვების სწორად აღზრდისთვის უმთავრესიცაა", - ამბობს ქალი, რომლის უფროსი შვილიც 46 წლისაა, ხოლო ფილიპამდე ყველაზე უმცროსი - 2 წლის.

მიუხედავად იმისა, რომ თავს ჯანმრთელ ადამიანად აღწერს, რომელიც რეგულარულად ცურავს და სეირნობს, მის ასაკში ორსულობის შანსები ძალიან მცირეა.

ექსპერტები ამბობენ, რომ ქალებს შეუძლიათ, დაორსულდნენ და შვილი გააჩინონ მენოპაუზის შემდეგაც - რომელიც, ჩვეულებრივ, 45-55 წლის ასაკში ხდება - თუმცა, მხოლოდ ჰორმონებისა და სამედიცინო ჩარევის დახმარებით.

ნიუ-იორკის ნაყოფიერების კლინიკა CCRM-ის სამედიცინო დირექტორის, ბრაიან ლევინის განცხადებით, ჰილდებრანდტის ასაკში ქალისთვის გართულებების გარეშე ორსულობისა და ბავშვის გაჩენის შანსი "უკიდურესად დაბალია".

ჰილდებრანდტი არ არის ერთადერთი, ვისაც ასეთი სასწაულებრივი რამ შეემთხვა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემების მიხედვით, 2020 წელს თითქმის 1,000 ბავშვი 50 წლის და უფრო მეტი ასაკის ქალებმა გააჩინეს.

ერთმა ქალბატონმა, სახელად ემიმ, 51 წლის ასაკში, მენოპაუზის პერიოდში ორი ბავშვი გააჩინა, ხოლო ჩინეთში, 67 წლის ქალს ჯანმრთელი გოგონა გაუჩნდა.

წყარო