სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს უკავშირდებოდა მერაბიშვილი-ოქრუაშვილის დაპირისპირებას... მერაბიშვილი გამოვატარე ცხინვალიდან, ამაზე დაიბოღმა და გამათავისუფლა" - რა გაიხსენა გენერალმა ყურაშვილმა
"ეს უკავშირდებოდა მერაბიშვილი-ოქრუაშვილის დაპირისპირებას... მერაბიშვილი გამოვატარე ცხინვალიდან, ამაზე დაიბოღმა და გამათავისუფლა" - რა გაიხსენა გენერალმა ყურაშვილმა

მე დღეს მო­სუ­ლი ვარ და­ღუ­პუ­ლე­ბის გამო, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მაქვს და­ღუ­პუ­ლებ­თან, ვი­ღაც ტვინ­მოღ­რე­ცი­ლე­ბის­გან არ მოჰ­ყვა სწო­რი შე­ფა­სე­ბა - არ მაქვს უფ­ლე­ბა, რომ 2008 წლის ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვებს არ გავ­ცე პა­სუ­ხი, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ვერ­ცერთ ტვინ­მოღ­რე­ცილს სა­შუ­ა­ლე­ბას ვერ მივ­ცემ და­ღუ­პუ­ლი გმი­რის ოჯა­ხის წევრთან მი­ვი­დეს და [უთხრას] თქვენს შვილს უღირ­სი ადა­მი­ა­ნი მე­თა­უ­რობ­და და იმას კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი არ აქვს. ვერ და­ვუშ­ვებ იმას!- ამის შე­სა­ხებ გე­ნე­რალ­მა მა­მუ­კა ყუ­რაშ­ვილ­მა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლელ დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • კო­მი­სი­ის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზეც გან­სა­ხილ­ვე­ლი სა­კი­თხი 2004-2008 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა და 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომია. რო­გორც მა­მუ­კა ყუ­რაშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, ის ამ სა­კი­თხზე ჰა­ა­გა­შიც მოწ­მის სა­ხით არის და­კი­თხუ­ლი, ამას­თან, მზად არის კო­მი­სი­ის შე­კი­თხვებ­საც უპა­სუ­ხოს.

"ქალ­ბა­ტო­ნო თეა, თქვენ არა­ერ­თი ღამე გაქვთ გა­თე­ნე­ბუ­ლი, ჰა­ა­გის ტრი­ბუ­ნა­ლი იცით და ყვე­ლა პა­ტივ­ცე­მულ­მა სტუ­მარ­მა, ვინც აქ არის მობ­რძა­ნე­ბუ­ლი. მე იმით გან­ვსხვავ­დე­ბი,რომ და­კი­თხუ­ლი ვარ ჰა­ა­გა­ში, ვარ მოწ­მე. ბევრ კი­თხვა­ზე შე­ზღუ­დუ­ლი ვარ, ვერ ვუ­პა­სუ­ხებ იმი­ტომ, რომ გა­უთ­ქმე­ლო­ბაც არის. სხვა­დას­ხვა კო­მი­სი­ებ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი ჩვე­ნე­ბა მაქვს მი­ცე­მუ­ლი, და­კი­თხუ­ლი ვარ, მათ შო­რის, არ­სე­ბობს სტე­ნოგ­რა­მე­ბი. 17 წლის თავ­ზე მზად ვარ ყვე­ლა კი­თხვას პა­სუ­ხი გავ­ცე. იმ მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ომი მომ­ხდა­რი იყო, უფრო კარ­გად მახ­სოვ­და და იმის თქმა მინ­და, რომ ჩემს ყვე­ლა სი­ტყვას ვე­თან­ხმე­ბი. შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ა­აშ­კა­რა­ოთ და აჩ­ვე­ნოთ ის ჩვე­ნე­ბე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა 2007 წლი­დან და მა­ნამ­დე პე­რი­ოდს, ყვე­ლა დე­ტალ­ზე მზად ვარ გი­პა­სუ­ხოთ. მე დღეს მო­სუ­ლი ვარ და­ღუ­პუ­ლე­ბის გამო, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მაქვს და­ღუ­პუ­ლებ­თან, ვი­ღაც ტვინ­მოღ­რე­ცი­ლე­ბის­გან არ მოჰ­ყვა სწო­რი შე­ფა­სე­ბა,მი­უ­ხე­და­ვად იმის,ა რომ ამ კომ­პო­ნენტზე ბა­ტონ­მა გე­ნე­რალ­მა ზაზა გო­გა­ვამ ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხი გას­ცა. ჩემი ღრმა რწმე­ნით, არ მაქვს უფ­ლე­ბა, რომ 2008 წლის ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვებს არ გავ­ცე პა­სუ­ხი იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ვერ­ცერთ ტვინ­მოღ­რე­ცილს სა­შუ­ა­ლე­ბას ვერ მივ­ცემ და­ღუ­პუ­ლი გმი­რის ოჯა­ხის წევრთან ვინ­მე მი­ვი­დეს და [უთხრას] თქვენს შვილს უღირ­სი ადა­მი­ა­ნი მე­თა­უ­რობ­და და იმას კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი არ აქვს. ვერ და­ვუშ­ვებ იმას, რომ ეს ვინ­მეს ვათ­ქმე­ვი­ნო“,- გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ყუ­რაშ­ვილ­მა.

კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა მას ჰკი­თხა, რო­დე­საც ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დგომ, 2007 წელს კვლავ დაბ­რუნ­და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში, ხომ არ იყო რა­ი­მე სიგ­ნა­ლი, მი­ნიშ­ნე­ბა, ან სამ­ხედ­რო მნიშ­ვნე­ლო­ბის, ან პო­ლი­ტი­კუ­რი ფაქ­ტი ან ინ­ფორ­მა­ცია მის­თვის ცნო­ბი­ლი, რო­მე­ლიც პი­რა­დად მა­მუ­კა ყუ­რაშ­ვილს აფიქ­რე­ბი­ნებ­და - შე­საძ­ლოა ისე და­ი­ძა­ბოს ვი­თა­რე­ბა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, რომ ეს გა­და­ზარ­დოს ომში.

მა­მუ­კა ყუ­რაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნულ კი­თხვას უპა­სუ­ხა, რომ „არა“ და გან­მარ­ტა, რომ კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე ის შე­ფა­სე­ბის­თვის არ მი­სუ­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­დან მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მა­მუ­კა ყუ­რაშ­ვი­ლის თქმით, ის ძა­ლე­ბი­დან ორ­ჯერ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში 2006 წელს, მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში კი 2011 წელს. მა­მუ­კა ყუ­რაშ­ვი­ლის თქმით, პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ის ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, მი­ზე­ზი კი იყო, შემ­დე­გი „ოქ­რუ­აშ­ვი­ლი და­ი­ბოღ­მა იმის გამო, რომ შს მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი გა­მო­ვა­ტა­რე ცხინ­ვალ­ში“.

რე­ა­ლუ­რად კი, ყუ­რაშ­ვი­ლის თქმით, იმ დროს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი დღემ­დე არ აქვს.

"ამ კი­თხვა­ზე დღე­საც არ მაქვს ზუს­ტი პა­სუ­ხი. შე­იძ­ლე­ბა ასე აიხ­სნას, მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს შო­რის შიდა კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ტრი­გე­ბი [იყო]. ეს უკავ­შირ­დე­ბო­და მე­რა­ბიშ­ვი­ლის და ოქ­რუ­აშ­ვი­ლის და­პი­რის­პი­რე­ბას. მე, რო­გორც სამ­ხედ­რო მე­თა­ურს, „ნო­ხის“ ქვეშ და კუ­ლი­სე­ბის უკან, რა ხდე­ბო­და, არ ვიცი. ჩა­მობ­რძა­ნე­ბუ­ლი იყო მი­ნის­ტრი, ცხინ­ვა­ლი­დან გა­მო­ვა­ტა­რე. შს მი­ნის­ტრის მერე არა­ვის გა­უვ­ლია. გა­მო­ვა­ტა­რე და ამა­ზე და­ი­ბოღ­მა და გა­მა­თა­ვი­სუფ­ლა. დიახ, [ოქ­რუ­აშ­ვილ­მა] გა­მა­თა­ვი­სუფ­ლა. ხე­ო­ბა­ში მი­ნის­ტრი მე­რა­ბიშ­ვი­ლი იყო ჩა­მო­სუ­ლი. მე მა­გა­თი ურ­თი­ერ­თო­ბა არ ვი­ცო­დი.... [გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის] მი­ზე­ზი დღემ­დე არ ვიცი, ჭო­რად მო­მი­ტა­ნეს, რომ ეს იყო“, - გა­ნა­ცხა­და ყუ­რაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში 2007 წელს დაბ­რუნ­და, მას შემ­დეგ რაც თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ეს უკავშირდებოდა მერაბიშვილი-ოქრუაშვილის დაპირისპირებას... მერაბიშვილი გამოვატარე ცხინვალიდან, ამაზე დაიბოღმა და გამათავისუფლა" - რა გაიხსენა გენერალმა ყურაშვილმა

"ეს უკავშირდებოდა მერაბიშვილი-ოქრუაშვილის დაპირისპირებას... მერაბიშვილი გამოვატარე ცხინვალიდან, ამაზე დაიბოღმა და გამათავისუფლა" - რა გაიხსენა გენერალმა ყურაშვილმა

მე დღეს მოსული ვარ დაღუპულების გამო, პასუხისმგებლობა მაქვს დაღუპულებთან, ვიღაც ტვინმოღრეცილებისგან არ მოჰყვა სწორი შეფასება - არ მაქვს უფლება, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით კითხვებს არ გავცე პასუხი, იქიდან გამომდინარე, რომ ვერცერთ ტვინმოღრეცილს საშუალებას ვერ მივცემ დაღუპული გმირის ოჯახის წევრთან მივიდეს და [უთხრას] თქვენს შვილს უღირსი ადამიანი მეთაურობდა და იმას კითხვებზე პასუხი არ აქვს. ვერ დავუშვებ იმას!- ამის შესახებ გენერალმა მამუკა ყურაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა.

  • კომისიის დღევანდელ სხდომაზეც განსახილველი საკითხი 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომია. როგორც მამუკა ყურაშვილმა განმარტა, ის ამ საკითხზე ჰააგაშიც მოწმის სახით არის დაკითხული, ამასთან, მზად არის კომისიის შეკითხვებსაც უპასუხოს.

"ქალბატონო თეა, თქვენ არაერთი ღამე გაქვთ გათენებული, ჰააგის ტრიბუნალი იცით და ყველა პატივცემულმა სტუმარმა, ვინც აქ არის მობრძანებული. მე იმით განვსხვავდები,რომ დაკითხული ვარ ჰააგაში, ვარ მოწმე. ბევრ კითხვაზე შეზღუდული ვარ, ვერ ვუპასუხებ იმიტომ, რომ გაუთქმელობაც არის. სხვადასხვა კომისიებზე ძალიან ბევრი ჩვენება მაქვს მიცემული, დაკითხული ვარ, მათ შორის, არსებობს სტენოგრამები. 17 წლის თავზე მზად ვარ ყველა კითხვას პასუხი გავცე. იმ მოკლე პერიოდში, როდესაც ომი მომხდარი იყო, უფრო კარგად მახსოვდა და იმის თქმა მინდა, რომ ჩემს ყველა სიტყვას ვეთანხმები. შეგიძლიათ გამოააშკარაოთ და აჩვენოთ ის ჩვენებები.

რაც შეეხება 2007 წლიდან და მანამდე პერიოდს, ყველა დეტალზე მზად ვარ გიპასუხოთ. მე დღეს მოსული ვარ დაღუპულების გამო, პასუხისმგებლობა მაქვს დაღუპულებთან, ვიღაც ტვინმოღრეცილებისგან არ მოჰყვა სწორი შეფასება,მიუხედავად იმის,ა რომ ამ კომპონენტზე ბატონმა გენერალმა ზაზა გოგავამ ამომწურავი პასუხი გასცა. ჩემი ღრმა რწმენით, არ მაქვს უფლება, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით კითხვებს არ გავცე პასუხი იქიდან გამომდინარე, რომ ვერცერთ ტვინმოღრეცილს საშუალებას ვერ მივცემ დაღუპული გმირის ოჯახის წევრთან ვინმე მივიდეს და [უთხრას] თქვენს შვილს უღირსი ადამიანი მეთაურობდა და იმას კითხვებზე პასუხი არ აქვს. ვერ დავუშვებ იმას, რომ ეს ვინმეს ვათქმევინო“,- განაცხადა მამუკა ყურაშვილმა.

კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანმა მას ჰკითხა, როდესაც ის შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლების შემდგომ, 2007 წელს კვლავ დაბრუნდა შეიარაღებულ ძალებში, ხომ არ იყო რაიმე სიგნალი, მინიშნება, ან სამხედრო მნიშვნელობის, ან პოლიტიკური ფაქტი ან ინფორმაცია მისთვის ცნობილი, რომელიც პირადად მამუკა ყურაშვილს აფიქრებინებდა - შესაძლოა ისე დაიძაბოს ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ ეს გადაზარდოს ომში.

მამუკა ყურაშვილმა აღნიშნულ კითხვას უპასუხა, რომ „არა“ და განმარტა, რომ კომისიის სხდომაზე ის შეფასებისთვის არ მისულა.

რაც შეეხება შეიარაღებული ძალებიდან მის გათავისუფლებას, მამუკა ყურაშვილის თქმით, ის ძალებიდან ორჯერ გაათავისუფლეს, პირველ შემთხვევაში 2006 წელს, მეორე შემთხვევაში კი 2011 წელს. მამუკა ყურაშვილის თქმით, პირველ შემთხვევაში თანამდებობიდან ის ირაკლი ოქრუაშვილმა გაათავისუფლა, მიზეზი კი იყო, შემდეგი „ოქრუაშვილი დაიბოღმა იმის გამო, რომ შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი გამოვატარე ცხინვალში“.

რეალურად კი, ყურაშვილის თქმით, იმ დროს თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ კითხვაზე პასუხი დღემდე არ აქვს.

"ამ კითხვაზე დღესაც არ მაქვს ზუსტი პასუხი. შეიძლება ასე აიხსნას, მაღალი თანამდებობის პირებს შორის შიდა კულუარული ინტრიგები [იყო]. ეს უკავშირდებოდა მერაბიშვილის და ოქრუაშვილის დაპირისპირებას. მე, როგორც სამხედრო მეთაურს, „ნოხის“ ქვეშ და კულისების უკან, რა ხდებოდა, არ ვიცი. ჩამობრძანებული იყო მინისტრი, ცხინვალიდან გამოვატარე. შს მინისტრის მერე არავის გაუვლია. გამოვატარე და ამაზე დაიბოღმა და გამათავისუფლა. დიახ, [ოქრუაშვილმა] გამათავისუფლა. ხეობაში მინისტრი მერაბიშვილი იყო ჩამოსული. მე მაგათი ურთიერთობა არ ვიცოდი.... [გათავისუფლების] მიზეზი დღემდე არ ვიცი, ჭორად მომიტანეს, რომ ეს იყო“, - განაცხადა ყურაშვილმა.

მისივე თქმით, შეიარაღებულ ძალებში 2007 წელს დაბრუნდა, მას შემდეგ რაც თავდაცვის მინისტრად დავით კეზერაშვილი დაინიშნა.