მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოხდა ეგვიპტეში, ზღვის დონიდან 65 ფუტის სიღრმეში - როგორ გამოიყურებოდა წყალქვეშა ნავი კატასტროფამდე, რომელსაც 6 ადამიანი შეეწირა
რა მოხდა ეგვიპტეში, ზღვის დონიდან 65 ფუტის სიღრმეში - როგორ გამოიყურებოდა წყალქვეშა ნავი კატასტროფამდე, რომელსაც 6 ადამიანი შეეწირა

ეგ­ვიპ­ტე­ში, ჰურ­გა­დას სა­ნა­პი­როს­თან, ტუ­რის­ტუ­ლი წყალ­ქვე­შა ნავი "Sindbad" ჩა­ი­ძი­რა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ი­ღუ­პა ექ­ვსი ადა­მი­ა­ნი, მათ­გან ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი, და­შავ­და ცხრა. ად­გი­ლობ­რი­ვი გუ­ბერ­ნა­ტო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ცნო­ბით, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა 29 ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნა.

  • ეგ­ვიპ­ტე­ში რუ­სე­თის გე­ნე­რა­ლურ­მა სა­კონ­სუ­ლომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბორტზე მყო­ფი 45-ვე მგზავ­რი, მათ შო­რის არას­რულ­წლოვ­ნე­ბი, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან - ეს ინ­ფორ­მა­ცია ეგ­ვიპ­ტის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია.

კრის­ტი­ნა ვა­ლი­უ­ლი­ნა და მისი მე­უღ­ლე რა­ვილ ვა­ლი­უ­ლი­ნი გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის არი­ან

წყალ­ქვე­შა ნავი "სინ­დბა­დი" ჰურ­გა­და­ში აა­გეს და ამ ტუ­რის­ტულ ქა­ლაქ­ში ოპე­რი­რებ­და. ნა­ვის ჩა­ძირ­ვის მი­ზე­ზი და გა­რე­მო­ე­ბა ჯერ ცნო­ბი­ლი არ არის. რუ­სუ­ლი მე­დია იუ­წყე­ბა, რომ "სინ­დბა­დი" რიფს და­ე­ჯა­ხა, რა­მაც კა­ტას­ტრო­ფა გა­მო­იწ­ვია. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ჯა­ხე­ბა ზღვის დო­ნი­დან 65 ფუ­ტის სიღ­რმე­ში მოხ­და.

  • ცოტა ხნის წინ, ინ­ტერ­ნეტ­ში ტუ­რის­ტე­ბის მიერ წყალ­ქვე­შა ნავ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი გავ­რცელ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წინა ექ­სკურ­სი­ებს სინ­დბად­ზე და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა - ერ­თმა ოჯახ­მა მას "დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა" უწო­და, მე­ო­რემ კი თქვა, რომ მოგ­ზა­უ­რო­ბა "ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო".

ოპე­რა­ტო­რის, Sharm Hurghada Excursions-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყალ­ქვე­შა ტური სამ­სა­ა­თი­ა­ნია. ზრდას­რუ­ლი მგზავ­რე­ბის­თვის ბი­ლე­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 68 ფუნ­ტია, ბავ­შვე­ბის­თვის კი 35 ფუნ­ტი. კომ­პა­ნია ვი­ზი­ტო­რებს სთა­ვა­ზობს დატ­კბ­ნენ ჰურ­გა­დას წყალ­ქვე­შა ცხოვ­რე­ბით და ვრცე­ლი მარ­ჯნის რი­ფე­ბით.

ეს ტუ­რის­ტუ­ლი გე­მის ჩა­ძირ­ვის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის: გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში, ეგ­ვიპ­ტის წი­თე­ლი ზღვის სა­ნა­პი­როს­თან, ტუ­რის­ტუ­ლი ნავი სა­ხე­ლად Sea Story ჩა­ი­ძი­რა. ინ­ცი­დენ­ტი მკაც­რი ამინ­დის პი­რო­ბებ­ში მოხ­და, ეგ­ვიპ­ტის წი­თე­ლი ზღვის პორ­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მა­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ ტალ­ღე­ბის სი­მაღ­ლე 10-დან 13 ფუ­ტამ­დე მერ­ყე­ობ­და.

ზო­გი­ერ­თი გა­დარ­ჩე­ნი­ლი ვერ­ტმფრე­ნით და­აბ­რუ­ნეს ნა­პირ­ზე სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად, ზოგი კი სხვა გე­მით გა­და­იყ­ვა­ნეს.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

რა მოხდა ეგვიპტეში, ზღვის დონიდან 65 ფუტის სიღრმეში - როგორ გამოიყურებოდა წყალქვეშა ნავი კატასტროფამდე, რომელსაც 6 ადამიანი შეეწირა

რა მოხდა ეგვიპტეში, ზღვის დონიდან 65 ფუტის სიღრმეში - როგორ გამოიყურებოდა წყალქვეშა ნავი კატასტროფამდე, რომელსაც 6 ადამიანი შეეწირა

ეგვიპტეში, ჰურგადას სანაპიროსთან, ტურისტული წყალქვეშა ნავი "Sindbad" ჩაიძირა. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა ექვსი ადამიანი, მათგან ორი არასრულწლოვანი, დაშავდა ცხრა. ადგილობრივი გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა 29 ადამიანი გადაარჩინა.

  • ეგვიპტეში რუსეთის გენერალურმა საკონსულომ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბორტზე მყოფი 45-ვე მგზავრი, მათ შორის არასრულწლოვნები, რუსეთის მოქალაქეები არიან - ეს ინფორმაცია ეგვიპტის ხელისუფლებას ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

კრისტინა ვალიულინა და მისი მეუღლე რავილ ვალიულინი გარდაცვლილთა შორის არიან

წყალქვეშა ნავი "სინდბადი" ჰურგადაში ააგეს და ამ ტურისტულ ქალაქში ოპერირებდა. ნავის ჩაძირვის მიზეზი და გარემოება ჯერ ცნობილი არ არის. რუსული მედია იუწყება, რომ "სინდბადი" რიფს დაეჯახა, რამაც კატასტროფა გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, შეჯახება ზღვის დონიდან 65 ფუტის სიღრმეში მოხდა.

  • ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში ტურისტების მიერ წყალქვეშა ნავში გადაღებული ვიდეოები გავრცელდა.

აღსანიშნავია, რომ წინა ექსკურსიებს სინდბადზე დადებითი გამოხმაურება მოჰყვა - ერთმა ოჯახმა მას "დიდი გამოცდილება" უწოდა, მეორემ კი თქვა, რომ მოგზაურობა "ძალიან სასიამოვნო იყო".

ოპერატორის, Sharm Hurghada Excursions-ის ინფორმაციით, წყალქვეშა ტური სამსაათიანია. ზრდასრული მგზავრებისთვის ბილეთის ღირებულება 68 ფუნტია, ბავშვებისთვის კი 35 ფუნტი. კომპანია ვიზიტორებს სთავაზობს დატკბნენ ჰურგადას წყალქვეშა ცხოვრებით და ვრცელი მარჯნის რიფებით.

ეს ტურისტული გემის ჩაძირვის პირველი შემთხვევა არ არის: გასული წლის ნოემბერში, ეგვიპტის წითელი ზღვის სანაპიროსთან, ტურისტული ნავი სახელად Sea Story ჩაიძირა. ინციდენტი მკაცრი ამინდის პირობებში მოხდა, ეგვიპტის წითელი ზღვის პორტების ადმინისტრაციამ მაშინ განაცხადა, რომ ტალღების სიმაღლე 10-დან 13 ფუტამდე მერყეობდა.

ზოგიერთი გადარჩენილი ვერტმფრენით დააბრუნეს ნაპირზე სამედიცინო დახმარების მისაღებად, ზოგი კი სხვა გემით გადაიყვანეს.

წყარო