სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“შტერი უნდა იყო, ცხინვალში თავი შეყო და სამხედრო ოპერაცია ტყუილად დაგეგმო - ჩვენ ცხინვალი არ დაგვიბომბია“ - ზაზა გოგავა
“შტერი უნდა იყო, ცხინვალში თავი შეყო და სამხედრო ოპერაცია ტყუილად დაგეგმო - ჩვენ ცხინვალი არ დაგვიბომბია“ - ზაზა გოგავა

“შტე­რი უნდა იყო, რომ ცხინ­ვალ­ში თავი შეყო და სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია ტყუ­ი­ლად და­გეგ­მო - ჩვენ ცხინ­ვა­ლი არ დაგ­ვი­ბომ­ბია“, - ამის შე­სა­ხებ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა, გე­ნე­რალ­მა ზაზა გო­გა­ვამ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლელ პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სადა აგ­ვის­ტოს ომზე სა­სა­უბ­რო­დაა და­ბა­რე­ბუ­ლი.

მი­სი­ვე თქმით, მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნას­წა­რი ევა­კუ­ა­ცია მო­წი­ნა­აღ­მდე­გის პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე პირ­და­პი­რი წა­ყო­ლა იქ­ნე­ბო­და.

„მე შევ­თა­ვა­ზე ოპე­რა­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბა, ანუ თა­მა­ში წა­მოგ­ვე­წყო, და­წო­ლა მოგ­ვეხ­დი­ნა ცხინ­ვა­ლის მი­სად­გო­მებ­თან. ამას ბევ­რი სამ­ხედ­რო უყუ­რებს და შტე­რი უნდა იყო, რომ ცხინ­ვალ­ში თავი შეყო და სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია ტყუ­ი­ლად და­გეგ­მო, არა­ფერ­ში არ გჭირ­დე­ბა. ამის მი­ზა­ნი იყო ეს, მეტი არა­ფე­რი, რომ ის სა­სი­ცო­ცხლო გზა რა­ღაც დრო­ით ყო­ფი­ლი­ყო თა­ვი­სუ­ფა­ლი, რაც გა­მოგ­ვი­ვი­და.

ეს იყო თავ­დაც­ვი­თი ოპე­რა­ცია, მა­ნევ­რუ­ლი თავ­დაც­ვა ჰქვია ამას - სხვა­ნა­ი­რად ამ ოპე­რა­ცი­ას ვერ გა­ა­კე­თებ. ღო­ბეს­თან თუ მიხ­ვალ, კი­სერს გა­და­ყოფ და იქით გა­და­ი­ხე­დავ... რომ გა­მოვ­ლენ სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბი, მინ­და მივ­მარ­თო ყვე­ლას, შე­იძ­ლე­ბო­და იქ გვი­რა­ბის ამო­კეტ­ვა თურ­მე და მერე მავ­ნებ­ლე­ბი იქი­დან არ შე­მო­ვი­დოდ­ნენ, როცა მსა­ხუ­რობ­დნენ ჩე­მამ­დე შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში, მა­შინ გა­კე­თე­ბი­ნათ. ეგ იყო ილუ­ზია. ამ ილუ­ზი­ებ­მა ბევ­რი რამ მა­ნამ­დე წა­ახ­დი­ნა იქ, სა­ნამ ეს ყვე­ლა­ფე­რი მტერ­მა მო­ი­ფიქ­რა, და­გეგ­მა და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

[...] ყვე­ლა ხე­ო­ბი­დან, რაც კი სოფ­ლე­ბია, ყვე­ლა გა­მო­ვი­და. ეს იყო ის ძა­ლის­ხმე­ვა, რაც შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა გა­წია. მათ შო­რის ქურ­თა­დან. ერთი გად­მო­სავ­ლე­ლი აქვთ ლი­ახვზე. მე­ო­რემ მხა­რემ 3 დღით ადრე გა­ა­კე­თა ეს [მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია]... ეს არის პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე წა­ყო­ლა პირ­და­პირ. ამას ჰქვია ომის­თვის მზა­დე­ბა, მეტი არა­ფე­რი. არა­ნა­ი­რი ნა­ბი­ჯი არ გა­დად­გი იმის­თვის, რომ პო­ზი­ცია შე­გერ­ბი­ლე­ბი­ნა. არ და­ტო­ვე არა­ნა­ი­რი სა­სა­უბ­რო პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მხრი­დან, სა­ერ­თა­შო­რი­სო მხრი­დან... წა­ვიდ­ნენ ისი­ნი ევა­კუ­ა­ცი­ა­ზე, წა­ვე­დით ჩვენ ევა­კუ­ა­ცი­ა­ზე ... [ეს რომ გა­მე­კე­თე­ბი­ნა] აქ არ ვიჯ­დე­ბო­დი ახლა, ჰა­ა­გა­ში დიდი ხნის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დი.

ცე­ცხლის გახ­სნის და­ვა­ლე­ბა 23:45-ზე მი­ვი­ღე. ჩვენ ცხინ­ვა­ლი არ დაგ­ვი­ბომ­ბია“,- გა­ნა­ცხა­და ზაზა გო­გა­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

“შტერი უნდა იყო, ცხინვალში თავი შეყო და სამხედრო ოპერაცია ტყუილად დაგეგმო - ჩვენ ცხინვალი არ დაგვიბომბია“ - ზაზა გოგავა

“შტერი უნდა იყო, ცხინვალში თავი შეყო და სამხედრო ოპერაცია ტყუილად დაგეგმო - ჩვენ ცხინვალი არ დაგვიბომბია“ - ზაზა გოგავა

“შტერი უნდა იყო, რომ ცხინვალში თავი შეყო და სამხედრო ოპერაცია ტყუილად დაგეგმო - ჩვენ ცხინვალი არ დაგვიბომბია“, - ამის შესახებ გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალმა ზაზა გოგავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადა აგვისტოს ომზე სასაუბროდაა დაბარებული.

მისივე თქმით, მოსახლეობის წინასწარი ევაკუაცია მოწინააღმდეგის პროვოკაციაზე პირდაპირი წაყოლა იქნებოდა.

„მე შევთავაზე ოპერაციაში ცვლილება, ანუ თამაში წამოგვეწყო, დაწოლა მოგვეხდინა ცხინვალის მისადგომებთან. ამას ბევრი სამხედრო უყურებს და შტერი უნდა იყო, რომ ცხინვალში თავი შეყო და სამხედრო ოპერაცია ტყუილად დაგეგმო, არაფერში არ გჭირდება. ამის მიზანი იყო ეს, მეტი არაფერი, რომ ის სასიცოცხლო გზა რაღაც დროით ყოფილიყო თავისუფალი, რაც გამოგვივიდა.

ეს იყო თავდაცვითი ოპერაცია, მანევრული თავდაცვა ჰქვია ამას - სხვანაირად ამ ოპერაციას ვერ გააკეთებ. ღობესთან თუ მიხვალ, კისერს გადაყოფ და იქით გადაიხედავ... რომ გამოვლენ სამხედრო ექსპერტები, მინდა მივმართო ყველას, შეიძლებოდა იქ გვირაბის ამოკეტვა თურმე და მერე მავნებლები იქიდან არ შემოვიდოდნენ, როცა მსახურობდნენ ჩემამდე შეიარაღებულ ძალებში, მაშინ გაკეთებინათ. ეგ იყო ილუზია. ამ ილუზიებმა ბევრი რამ მანამდე წაახდინა იქ, სანამ ეს ყველაფერი მტერმა მოიფიქრა, დაგეგმა და განახორციელა.

[...] ყველა ხეობიდან, რაც კი სოფლებია, ყველა გამოვიდა. ეს იყო ის ძალისხმევა, რაც შეიარაღებულმა ძალებმა გაწია. მათ შორის ქურთადან. ერთი გადმოსავლელი აქვთ ლიახვზე. მეორემ მხარემ 3 დღით ადრე გააკეთა ეს [მოსახლეობის ევაკუაცია]... ეს არის პროვოკაციაზე წაყოლა პირდაპირ. ამას ჰქვია ომისთვის მზადება, მეტი არაფერი. არანაირი ნაბიჯი არ გადადგი იმისთვის, რომ პოზიცია შეგერბილებინა. არ დატოვე არანაირი სასაუბრო პოლიტიკოსების მხრიდან, საერთაშორისო მხრიდან... წავიდნენ ისინი ევაკუაციაზე, წავედით ჩვენ ევაკუაციაზე ... [ეს რომ გამეკეთებინა] აქ არ ვიჯდებოდი ახლა, ჰააგაში დიდი ხნის გასამართლებული ვიქნებოდი.

ცეცხლის გახსნის დავალება 23:45-ზე მივიღე. ჩვენ ცხინვალი არ დაგვიბომბია“,- განაცხადა ზაზა გოგავამ.