საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ბრძოლა იქნება ბოლომდე - დამიჭერენ? - ბრძოლას გავაგრძელებ!“ - მამუკა ხაზარაძე
“ბრძოლა იქნება ბოლომდე - დამიჭერენ? - ბრძოლას გავაგრძელებ!“ - მამუკა ხაზარაძე

“გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი გვაქვს, ბრძო­ლა იქ­ნე­ბა ბო­ლომ­დე, ჩვენ ცი­ხე­ში ვიქ­ნე­ბით თუ მის გა­რეთ - და­მი­ჭე­რენ? - კი ბა­ტო­ნო, მაგ­რამ ბრძო­ლას გა­ვაგ­რძე­ლებ!“, - ამის შე­სა­ხებ „ლელო - ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დერ­მა, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ კო­ა­ლი­ცი­ის ოფის­ში მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, არც ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის ბი­ლე­თი აქვს აღე­ბუ­ლი და არც ცდი­ლობს, რომ ვინ­მეს რა­ი­მე შე­ეხ­ვე­წოს.

„აქ პი­როვ­ნუ­ლი ამ­ბა­ვი არ არ­სე­ბობს, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი გვაქვს, ბრძო­ლა იქ­ნე­ბა ბო­ლომ­დე, ჩვენ ცი­ხე­ში ვიქ­ნე­ბით თუ მის გა­რეთ.

რაც შე­ე­ხე­ბა პარ­ტი­ის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. მინ­და გი­თხრათ, რომ ჩვე­ნი პარ­ტი­ის მშე­ნებ­ლო­ბა ჩვენ და­ვი­წყეთ Zoom-ით იმი­ტომ, რომ პან­დე­მია და­ემ­თხვა. მერე ამ მშე­ნებ­ლო­ბას და­ემ­თხვა ჩვე­ნი 4-წლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო­ში სი­ა­რუ­ლი, მაგ­რამ მა­ინც მო­ვა­ხერ­ხეთ, რომ ნუ­ლი­დან ერთ-ერთი მძლავ­რი პარ­ტია შევ­ქმე­ნით, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ახ­ლაც ემა­ტე­ბი­ან...

ჩვენ თუ დაგ­ვა­პა­ტიმ­რეს გაძ­ლებს თუ არა პარ­ტია უჩ­ვე­ნოდ? - კი, 1000%-ით გაძ­ლებს, იმი­ტომ, რომ ეს არის უკვე პარ­ტია, რო­მე­ლიც იდე­ის გარ­შე­მოა შეკ­რე­ბი­ლი და და­ფი­ნან­სე­ბა მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია.

ეს არის ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა - სად უნდა იყო, მე აქ ვდგა­ვარ. და­მი­ჭე­რენ? - კი ბა­ტო­ნო, მაგ­რამ ბრძო­ლას გა­ვაგ­რძე­ლებ! ნე­ბის­მი­ერ დროს შე­მეძ­ლო გავ­რი­გე­ბო­დი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ან თავი და­მე­ხა­რა, ან მის სა­ხელ­მწი­ფო რე­კეტს დავ­მორ­ჩი­ლე­ბო­დი და რა­ღა­ცა პა­ტი­ვი მეცა - რო­გორც მან ერთხელ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში თქვა, რომ ჩხარ­ტიშ­ვილ­მა პა­ტი­ვი მცა და ხა­ზა­რა­ძემ პა­ტი­ვი არ მცა. იქ ფულ­ზე იყო სა­უ­ბა­რი, ბო­დი­ში, მაგ­რამ რომ­ლის „ახე­ვაც“ უნ­დო­დათ ქურ­დუ­ლი კა­ნო­ნე­ბით, როცა მე შევ­ცდი და მი­ვე­დი ე.წ. ვი­თომ მო­რი­გე­ბა­ზე, მაგ­რამ მი­ვე­დი და თურ­მე აღ­მოვ­ჩნდი ქურ­დულ გარ­ჩე­ვა­ზე, სა­დაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იყო მო­სა­მარ­თლეც, „ქურ­დიც“, პრო­კუ­რო­რიც და გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი გვერ­დით ეჯდა. ვა­ღი­ა­რებ, რომ ეს შეც­დო­მა იყო, მაგ­რამ რო­გორ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ასეთ ამ­ბავ­ში მოვ­ყვე­ბო­დი. კი­დევ კარ­გი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი, შო­თა­ძე იჯდა, რო­მელ­მაც თქვა, რომ აქ იუ­რი­დი­უ­ლად ვე­რა­ფერს ვერ ვხე­და­ვო და იქ მოკ­ვდა ეს კონ­ცერ­ტი... ეს [ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი] არის კრი­მი­ნა­ლუ­რი მენ­ტა­ლო­ბის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში სხვა ქვეყ­ნის და­ვა­ლე­ბას ას­რუ­ლებს, ამას წყა­ლი არ გა­უ­ვა.

ჩემი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნა, ქვეყ­ნის არ და­ტო­ვე­ბა და ამ სის­ტე­მას­თან ბრძო­ლა ბოლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­უ­თი­თებს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი გა­მოწ­ვე­ვის­თვის მზად ვარ. რა თქმა უნდა, შეგ­ნე­ბუ­ლად მივ­დი­ვარ სა­სა­მარ­თლო­ში, არც ბი­ლე­თი მაქვს აღე­ბუ­ლი და არც რა­მეს ვცდი­ლობ, რომ ვი­ღა­ცას რა­ღაც შე­ვეხ­ვე­წო.

მე ძა­ლი­ან თავ­მდაბ­ლად ვი­ტყვი, რომ ჩემი თავი ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ფი­გუ­რად არ მი­მაჩ­ნია, რომ ჩემ­მა და­კა­ვე­ბამ რა­ღაც მღელ­ვა­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, მაგ­რამ კი­დევ ერთი მა­გა­ლი­თი იქ­ნე­ბა იმი­სა, რომ არ შე­იძ­ლე­ბა შე­ე­გუო იმას, რაც არ არის შე­სა­გუ­ე­ბე­ლი და არ შე­იძ­ლე­ბა ფარ-ხმა­ლი და­ტო­ვო... ბრძო­ლა იქ­ნე­ბა ბო­ლომ­დე - გა­რეთ, შიგ­ნით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე და ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვაღ­წევთ ამ ქვეყ­ნის შე­მოტ­რი­ა­ლე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

ავტორი:

“ბრძოლა იქნება ბოლომდე - დამიჭერენ? - ბრძოლას გავაგრძელებ!“ - მამუკა ხაზარაძე

“ბრძოლა იქნება ბოლომდე - დამიჭერენ? - ბრძოლას გავაგრძელებ!“ - მამუკა ხაზარაძე

“გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, ბრძოლა იქნება ბოლომდე, ჩვენ ციხეში ვიქნებით თუ მის გარეთ - დამიჭერენ? - კი ბატონო, მაგრამ ბრძოლას გავაგრძელებ!“, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ კოალიციის ოფისში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, არც ქვეყნის დატოვების ბილეთი აქვს აღებული და არც ცდილობს, რომ ვინმეს რაიმე შეეხვეწოს.

„აქ პიროვნული ამბავი არ არსებობს, გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, ბრძოლა იქნება ბოლომდე, ჩვენ ციხეში ვიქნებით თუ მის გარეთ.

რაც შეეხება პარტიის ფუნქციონირებას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პარტიის მშენებლობა ჩვენ დავიწყეთ Zoom-ით იმიტომ, რომ პანდემია დაემთხვა. მერე ამ მშენებლობას დაემთხვა ჩვენი 4-წლიანი სასამართლოში სიარული, მაგრამ მაინც მოვახერხეთ, რომ ნულიდან ერთ-ერთი მძლავრი პარტია შევქმენით, რომელსაც ადამიანები ახლაც ემატებიან...

ჩვენ თუ დაგვაპატიმრეს გაძლებს თუ არა პარტია უჩვენოდ? - კი, 1000%-ით გაძლებს, იმიტომ, რომ ეს არის უკვე პარტია, რომელიც იდეის გარშემოა შეკრებილი და დაფინანსება მეორეხარისხოვანია.

ეს არის ცხოვრებისეული გადაწყვეტილებაა - სად უნდა იყო, მე აქ ვდგავარ. დამიჭერენ? - კი ბატონო, მაგრამ ბრძოლას გავაგრძელებ! ნებისმიერ დროს შემეძლო გავრიგებოდი ბიძინა ივანიშვილს ან თავი დამეხარა, ან მის სახელმწიფო რეკეტს დავმორჩილებოდი და რაღაცა პატივი მეცა - როგორც მან ერთხელ ტელევიზიაში თქვა, რომ ჩხარტიშვილმა პატივი მცა და ხაზარაძემ პატივი არ მცა. იქ ფულზე იყო საუბარი, ბოდიში, მაგრამ რომლის „ახევაც“ უნდოდათ ქურდული კანონებით, როცა მე შევცდი და მივედი ე.წ. ვითომ მორიგებაზე, მაგრამ მივედი და თურმე აღმოვჩნდი ქურდულ გარჩევაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილი იყო მოსამართლეც, „ქურდიც“, პროკურორიც და გენერალური პროკურორი გვერდით ეჯდა. ვაღიარებ, რომ ეს შეცდომა იყო, მაგრამ როგორ წარმოვიდგენდი, რომ ასეთ ამბავში მოვყვებოდი. კიდევ კარგი გენერალური პროკურორი, შოთაძე იჯდა, რომელმაც თქვა, რომ აქ იურიდიულად ვერაფერს ვერ ვხედავო და იქ მოკვდა ეს კონცერტი... ეს [ბიძინა ივანიშვილი] არის კრიმინალური მენტალობის ადამიანი, რომელიც ჩვენ ქვეყანაში სხვა ქვეყნის დავალებას ასრულებს, ამას წყალი არ გაუვა.

ჩემი საქართველოში ყოფნა, ქვეყნის არ დატოვება და ამ სისტემასთან ბრძოლა ბოლო 5 წლის განმავლობაში მიუთითებს, რომ ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად ვარ. რა თქმა უნდა, შეგნებულად მივდივარ სასამართლოში, არც ბილეთი მაქვს აღებული და არც რამეს ვცდილობ, რომ ვიღაცას რაღაც შევეხვეწო.

მე ძალიან თავმდაბლად ვიტყვი, რომ ჩემი თავი ისეთ მნიშვნელოვან ფიგურად არ მიმაჩნია, რომ ჩემმა დაკავებამ რაღაც მღელვარება გამოიწვიოს, მაგრამ კიდევ ერთი მაგალითი იქნება იმისა, რომ არ შეიძლება შეეგუო იმას, რაც არ არის შესაგუებელი და არ შეიძლება ფარ-ხმალი დატოვო... ბრძოლა იქნება ბოლომდე - გარეთ, შიგნით, საერთაშორისო ასპარეზზე და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამ ქვეყნის შემოტრიალებას“, - განაცხადა ხაზარაძემ.