საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“დღეს სასამართლო სხდომა ჩაგვინიშნეს, გამოვცხადდებით და მოვითხოვთ, რომ თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, იქ გავარჩიოთ“ - მამუკა ხაზარაძე
“დღეს სასამართლო სხდომა ჩაგვინიშნეს, გამოვცხადდებით და მოვითხოვთ, რომ თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, იქ გავარჩიოთ“ - მამუკა ხაზარაძე

“მო­მი­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია სა­სა­მარ­თლო­დან, რომ დღეს სა­სა­მარ­თლო სხდო­მა ჩაგ­ვი­ნიშ­ნეს. ძა­ლი­ან ოპე­რა­ტი­უ­ლად მოქ­მე­დე­ბენ, ჩვენ, რა თქმა უნდა, გა­მოვ­ცხად­დე­ბით სა­სა­მარ­თლო­ში და მო­ვი­თხოვთ, რომ თუ ვინ­მეს რა­ი­მე პრე­ტენ­ზია აქვს გა­ვარ­ჩი­ოთ იქ“,- ამის შე­სა­ხებ კო­ა­ლი­ცია „ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დერ­მა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ კო­ა­ლი­ცი­ის ოფის­ში მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ისი­ნი „ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ სა­პარ­ლა­მენ­ტო დო­ნე­ზე არ ითა­ნამ­შრომ­ლე­ბენ.

„დღეს ქვე­ყა­ნა საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი კრი­ზი­სის წი­ნა­შეა, გვყავს პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი და ქვეყ­ნის ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნის ერ­თა­დერ­თი შან­სი ახა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბაა, შე­სა­ბა­მი­სად ჩვენ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან სა­პარ­ლა­მენ­ტო დო­ნე­ზე ვერ და არ ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ იმი­ტომ, რომ აქ საქ­მე მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძი­სა და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის კაპ­რი­ზებს არ ეხე­ბა.

მო­მი­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია სა­სა­მარ­თლო­დან, რომ დღეს სა­სა­მარ­თლო სხდო­მა ჩაგ­ვი­ნიშ­ნეს. ძა­ლი­ან ოპე­რა­ტი­უ­ლად მოქ­მე­დე­ბენ, ჩვენ, რა თქმა უნდა, გა­მოვ­ცხად­დე­ბით სა­სა­მარ­თლო­ში და მო­ვი­თხოვთ, რომ თუ ვინ­მეს რა­ი­მე პრე­ტენ­ზია აქვს, გა­ვარ­ჩი­ოთ იქ.

ნე­ტავ, ასე ოპე­რა­ტი­უ­ლად იმ ბა­ტო­ნის საქ­მე გა­მო­ე­ძი­ე­ბი­ნათ, რო­მე­ლიც 14 წე­ლია სა­მარ­თლის ეძებს, ბა­ტონ ლე­ო­ნი­ძე­ზე მაქვს სა­უ­ბა­რი, იგი­ვე მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, რომ­ლებ­მაც მას მი­უ­სა­ჯეს და ამათ და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი ჰყავთ

ეს კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ და­ი­წყო, დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად უც­ნო­ბია ჩვენ­თვის, ჩვენ არც ერთხელ არ გვქო­ნია პი­როვ­ნუ­ლად ვინ­მეს­გან მი­ღე­ბუ­ლი სა­ჩი­ვა­რი სა­სა­მარ­თლო დო­ნე­ზე და არ გვქო­ნია დავა. ასე­ვე არა­ვის არ ჰქო­ნია პრე­ტენ­ზია ჩვენ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არც შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლუხ­ლე­ბის დროს. სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე კერ­ძო პი­რებს ან კომ­პა­ნი­ებს არა­ვის პრე­ტენ­ზია არ ჰქო­ნი­ათ, თუმ­ცა სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე იყო აღ­ძრუ­ლი 2003 წლი­დან - 2006 წლამ­დე, და 2005 წლი­დან - 2012 წლამ­დე და­ყა­და­ღე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. რად­გან იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­და­წყვი­ტა სე­რი­ო­ზუ­ლი რე­კე­ტი გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ და წა­ერ­თმი­ათ ჩემი პი­რა­დი ქო­ნე­ბა, რა­საც არ დავ­თან­ხმდი, მა­ტა­რეს სა­სა­მარ­თლო­ში და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მოქ­მე­დებს რო­გორც რუსი რე­კე­ტი­ო­რი, მან ჩა­ა­ნაც­ვლა ბიზ­ნეს­ზე თავ­დას­ხმე­ბი, უფრო დახ­ვე­წი­ლი მე­თო­დე­ბით, რუ­სუ­ლი მე­თო­დე­ბით, ეს არის მო­გუდ­ვის და ვი­თომ და­მე­გობ­რე­ბის მე­თო­დი, სი­ნამ­დვი­ლე­ში კომ­პა­ნი­ე­ბის წი­ლებ­ში ჩაჯ­დო­მის მე­თო­დია და ვინც მას ეურ­ჩე­ბა, მას­ზე სა­სა­მარ­თლო დავა მი­დის. ასე მოხ­და ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში, ანაკ­ლი­ის სა­კი­თხი იყო პი­როვ­ნუ­ლი ამ­ბა­ვი. მას უნ­დო­და, რომ ის ყო­ფი­ლი­ყო ამ პრო­ექ­ტში, რო­მე­ლიც შევ­თა­ვა­ზეთ და კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი გა­ნა­ცხა­და, მაგ­რამ მერე იყო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მისი მხრი­დან, რო­მელ­საც ჩვენ ვერ დავ­თან­ხმე­ბო­დით, გა­უმჭვირ­ვა­ლე ბიზ­ნე­სი მე ამ ქვე­ყა­ნა­ში არ გა­მი­კე­თე­ბია. დღე­ვან­დე­ლი პრო­ცე­სე­ბი იმი­ტომ და­ი­წყო, რომ გა­და­ი­ფა­როს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა - გა­ჭირ­ვე­ბა, ემიგ­რა­ცია, დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი ვარ­დნა, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ვარ­დნა...“,- გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

“დღეს სასამართლო სხდომა ჩაგვინიშნეს, გამოვცხადდებით და მოვითხოვთ, რომ თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, იქ გავარჩიოთ“ - მამუკა ხაზარაძე

“დღეს სასამართლო სხდომა ჩაგვინიშნეს, გამოვცხადდებით და მოვითხოვთ, რომ თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, იქ გავარჩიოთ“ - მამუკა ხაზარაძე

“მომივიდა ინფორმაცია სასამართლოდან, რომ დღეს სასამართლო სხდომა ჩაგვინიშნეს. ძალიან ოპერატიულად მოქმედებენ, ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვცხადდებით სასამართლოში და მოვითხოვთ, რომ თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს გავარჩიოთ იქ“,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ კოალიციის ოფისში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ისინი „ქართულ ოცნებასთან“ საპარლამენტო დონეზე არ ითანამშრომლებენ.

„დღეს ქვეყანა საკმაოდ სერიოზული კრიზისის წინაშეა, გვყავს პოლიტპატიმრები და ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოყვანის ერთადერთი შანსი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა, შესაბამისად ჩვენ ამ ხელისუფლებასთან საპარლამენტო დონეზე ვერ და არ ვითანამშრომლებთ იმიტომ, რომ აქ საქმე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის კაპრიზებს არ ეხება.

მომივიდა ინფორმაცია სასამართლოდან, რომ დღეს სასამართლო სხდომა ჩაგვინიშნეს. ძალიან ოპერატიულად მოქმედებენ, ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვცხადდებით სასამართლოში და მოვითხოვთ, რომ თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, გავარჩიოთ იქ.

ნეტავ, ასე ოპერატიულად იმ ბატონის საქმე გამოეძიებინათ, რომელიც 14 წელია სამართლის ეძებს, ბატონ ლეონიძეზე მაქვს საუბარი, იგივე მოსამართლეები, რომლებმაც მას მიუსაჯეს და ამათ დაწინაურებული ჰყავთ

ეს კამპანია, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ დაიწყო, დოკუმენტირებულად უცნობია ჩვენთვის, ჩვენ არც ერთხელ არ გვქონია პიროვნულად ვინმესგან მიღებული საჩივარი სასამართლო დონეზე და არ გვქონია დავა. ასევე არავის არ ჰქონია პრეტენზია ჩვენ საქმიანობასთან დაკავშირებით, არც შევარდნაძის ხელუხლების დროს. სააკაშვილის დროს სამეწარმეო საქმიანობაზე კერძო პირებს ან კომპანიებს არავის პრეტენზია არ ჰქონიათ, თუმცა სააკაშვილის დროს სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული 2003 წლიდან - 2006 წლამდე, და 2005 წლიდან - 2012 წლამდე დაყადაღებული ვიყავი. რადგან იმ ხელისუფლებამ გადაწყვიტა სერიოზული რეკეტი განეხორციელებინათ და წაერთმიათ ჩემი პირადი ქონება, რასაც არ დავთანხმდი, მატარეს სასამართლოში და პროკურატურაში 6 წლის განმავლობაში.

ბიძინა ივანიშვილი მოქმედებს როგორც რუსი რეკეტიორი, მან ჩაანაცვლა ბიზნესზე თავდასხმები, უფრო დახვეწილი მეთოდებით, რუსული მეთოდებით, ეს არის მოგუდვის და ვითომ დამეგობრების მეთოდი, სინამდვილეში კომპანიების წილებში ჩაჯდომის მეთოდია და ვინც მას ეურჩება, მასზე სასამართლო დავა მიდის. ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაში, ანაკლიის საკითხი იყო პიროვნული ამბავი. მას უნდოდა, რომ ის ყოფილიყო ამ პროექტში, რომელიც შევთავაზეთ და კატეგორიული უარი განაცხადა, მაგრამ მერე იყო შემოთავაზება მისი მხრიდან, რომელსაც ჩვენ ვერ დავთანხმებოდით, გაუმჭვირვალე ბიზნესი მე ამ ქვეყანაში არ გამიკეთებია. დღევანდელი პროცესები იმიტომ დაიწყო, რომ გადაიფაროს ქვეყანაში არსებული ვითარება - გაჭირვება, ემიგრაცია, დემოგრაფიული ვარდნა, ინვესტიციების ვარდნა...“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.