Faceამბები
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“როგორც ნებისმიერ ადამიანს, ჩვენც დაგვიშვია შეცდომები, მაგრამ ეს არ ყოფილა კანონის დარღვევა, არასდროს ყოფილა სხვისი ქონების მითვისება“ - მამუკა ხაზარაძე
“როგორც ნებისმიერ ადამიანს, ჩვენც დაგვიშვია შეცდომები, მაგრამ ეს არ ყოფილა კანონის დარღვევა, არასდროს ყოფილა სხვისი ქონების მითვისება“ - მამუკა ხაზარაძე

“არა­ფე­რია და­სა­მა­ლი, მით უმე­ტეს და­საყ­ვედ­რე­ბე­ლი. თა­ვის სა­მარ­თლე­ბე­ლი არ გაგ­ვაჩ­ნია. რო­გორც ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, ჩვენც დაგ­ვიშ­ვია შეც­დო­მე­ბი, მაგ­რამ ეს არ ყო­ფი­ლა კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა, არას­დროს ყო­ფი­ლა სხვი­სი ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბა“, - ამის შე­სა­ხებ „ლელო - ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დერ­მა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლე­ლი პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლა კი­თხვას აუ­ცი­ლებ­ლად გას­ცე­მენ პა­სუხს სა­სა­მარ­თლო­ში.

„ეს არ­გუ­მენ­ტი არის ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვა, ჩვენ პარ­ლა­მენტს ლე­გი­ტი­მუ­რად არ ვა­ღი­ა­რებთ, ამის გამო ჩვენ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ამ მან­და­ტე­ბი და­ტო­ვა, არ თა­ნამ­შრომ­ლობს ამ პარ­ლა­მენ­ტთან, უფრო მეტი, მას არ აღი­ა­რებს არ­ცერ­თი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა. არ გვი­ნა­ხავს არ­ცერ­თი დას­კვნა, სა­დაც ეს პარ­ლა­მენ­ტი შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩათ­ვლი­ლი ლე­გი­ტი­მუ­რად.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ივა­ნიშ­ვილს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა სრუ­ლად პრო­კუ­რა­ტუ­რა და სა­სა­მარ­თლო, მზად ვართ მი­სი­ვე სა­სა­მარ­თლო­ში, ნე­ბის­მი­ე­რი ბრალ­დე­ბა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს - მო­გო­ნი­ლი, ტყუ­ი­ლი, დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი მზად ვართ სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად გა­ვარ­ჩი­ოთ. არ ვამ­ბობთ რომ არ მოვ­დი­ვართ და პა­სუ­ხებს არ გავ­ცემთ, ჩვენ ყვე­ლა კი­თხვას აუ­ცი­ლებ­ლად გავ­ცემთ პა­სუხს სა­სა­მარ­თლო­ში. მე პა­ტივს ვცემ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ჩემ­სა და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის გან­ვლილ ცხოვ­რე­ბას, არა­ფე­რია და­სა­მა­ლი, მით უმე­ტეს და­საყ­ვედ­რე­ბე­ლი. თა­ვის სა­მარ­თლე­ბე­ლი არ გაგ­ვაჩ­ნია. რო­გორც ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, ჩვენც დაგ­ვიშ­ვია შეც­დო­მე­ბი, მაგ­რამ ეს არ ყო­ფი­ლა კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა, არას­დროს ყო­ფი­ლა სხვი­სი ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბა, ნა­რა­ტივს კულ­ტი­ვი­რე­ბენ რომ ჩვე­ნი ბიზ­ნე­სი ყო­ფი­ლა ბი­ნე­ბის წარ­თმე­ვა და სხვი­სი ბიზ­ნე­სე­ბის წარ­თმე­ვა, მას­ზე ხე­ლის მოთ­ბო­ბა. ვერ ნა­ხავთ ვერ­ცერთ მა­გა­ლითს, სა­დაც ჩვენ სხვი­სი და­წყე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი და­ვი­ტო­ვეთ და მას­ზე რა­ღაც ბიზ­ნე­სი და­ვა­შე­ნეთ, ისე რო­გორც ვინ­მეს ქო­ნე­ბა“,- აღ­ნიშ­ნა ხა­ზა­რა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

“როგორც ნებისმიერ ადამიანს, ჩვენც დაგვიშვია შეცდომები, მაგრამ ეს არ ყოფილა კანონის დარღვევა, არასდროს ყოფილა სხვისი ქონების მითვისება“ - მამუკა ხაზარაძე

“როგორც ნებისმიერ ადამიანს, ჩვენც დაგვიშვია შეცდომები, მაგრამ ეს არ ყოფილა კანონის დარღვევა, არასდროს ყოფილა სხვისი ქონების მითვისება“ - მამუკა ხაზარაძე

“არაფერია დასამალი, მით უმეტეს დასაყვედრებელი. თავის სამართლებელი არ გაგვაჩნია. როგორც ნებისმიერ ადამიანს, ჩვენც დაგვიშვია შეცდომები, მაგრამ ეს არ ყოფილა კანონის დარღვევა, არასდროს ყოფილა სხვისი ქონების მითვისება“, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მამუკა ხაზარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა კითხვას აუცილებლად გასცემენ პასუხს სასამართლოში.

„ეს არგუმენტი არის ჩვენი პოლიტიკური ხედვა, ჩვენ პარლამენტს ლეგიტიმურად არ ვაღიარებთ, ამის გამო ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ მანდატები დატოვა, არ თანამშრომლობს ამ პარლამენტთან, უფრო მეტი, მას არ აღიარებს არცერთი დემოკრატიული ქვეყანა. არ გვინახავს არცერთი დასკვნა, სადაც ეს პარლამენტი შეიძლება იყოს ჩათვლილი ლეგიტიმურად.

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს ექვემდებარება სრულად პროკურატურა და სასამართლო, მზად ვართ მისივე სასამართლოში, ნებისმიერი ბრალდება, რომელიც შეიძლება არსებობდეს - მოგონილი, ტყუილი, დოკუმენტირებული მზად ვართ სასამართლოს წინაშე არგუმენტირებულად გავარჩიოთ. არ ვამბობთ რომ არ მოვდივართ და პასუხებს არ გავცემთ, ჩვენ ყველა კითხვას აუცილებლად გავცემთ პასუხს სასამართლოში. მე პატივს ვცემ საზოგადოებას, ჩემსა და ბადრი ჯაფარიძის განვლილ ცხოვრებას, არაფერია დასამალი, მით უმეტეს დასაყვედრებელი. თავის სამართლებელი არ გაგვაჩნია. როგორც ნებისმიერ ადამიანს, ჩვენც დაგვიშვია შეცდომები, მაგრამ ეს არ ყოფილა კანონის დარღვევა, არასდროს ყოფილა სხვისი ქონების მითვისება, ნარატივს კულტივირებენ რომ ჩვენი ბიზნესი ყოფილა ბინების წართმევა და სხვისი ბიზნესების წართმევა, მასზე ხელის მოთბობა. ვერ ნახავთ ვერცერთ მაგალითს, სადაც ჩვენ სხვისი დაწყებული ბიზნესი დავიტოვეთ და მასზე რაღაც ბიზნესი დავაშენეთ, ისე როგორც ვინმეს ქონება“,- აღნიშნა ხაზარაძემ.