პარტნიორები:
    ავტორი:

    გაზის მიწოდება დროებით 4800 აბონენტს შეუწყდება - “თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს

    გაზის მიწოდება დროებით 4800 აბონენტს შეუწყდება - “თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს

    სამგორის რაიონში, ბურჯანაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 მარტის 10:00 საათიდან 29 მარტის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება 4800 აბონენტს შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

    სამგორის რაიონში, ბურჯანაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 მარტის 10:00 საათიდან 29 მარტის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება დროებით შეწყდება შემდეგ მისამართებზე: გარდაბნის გზატკეცილი: 6 (ემირ ბურჯანაძის ქ. 6ა), 24ა.

    ქინძმარაულის ქუჩა: #6ა, ქინძმარაულის შესახვევი 30-ის მიმდებარედ.

    საცხოვრებელი კორპუსები ქინძმარაულის შესახვევში: #1-26, 30, 32.

    ნაკადულის ქუჩა: 2, 2ა, 3, 4, I შეს. 6, 8, 8ა, 2ა-1, 2ა-2, 2ა-3.

    ოცხელის ქუჩა: 4, 8, 24, 25, 25ა, 30, 32, 34.

    მარელისის, ქინძმარაულის, ნაკადულის, ოცხელის, ლითონკონსტრუქციების VI დასახლება (წმ. ბარბარეს დასახლება), გარდაბნის გზისა და 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორია (მარია პერინის ქუჩა).

    გაზის მიწოდება ასევე შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ კომერციულ ობიექტებსა და დაწესებულებებს, მათ შორის: სკოლებს: N78, N82, N106, სკოლა „დავითიანი“

    საბავშვო ბაღებს: N126, მარელისის ქ. N5

    კომპანიებს: შპს „ქართული სახლი“, შპს „კოდი“, შპს „ოთო“, შპს „თავთავი“, შპს „კამელინი“, შპს „ორბელი 91“ და სხვა.

    გაზმომარაგება სრულად 29 მარტის 10:00-დან 20:00 საათამდე აღდგება.

    „თბილისი ენერჯი“ აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს გიხდით.

    გთხოვთ ყურადღებით იყოთ და გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში არ დატოვოთ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.