პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუბანოვას ფიასკო და ბერულავა-მეტელკინას უშეცდომო სრიალი - როგორ დაიწყო საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში?
გუბანოვას ფიასკო და ბერულავა-მეტელკინას უშეცდომო სრიალი - როგორ დაიწყო საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში?

25 მარტს და­ი­წყო და 30 მარ­ტის ჩათ­ვლით ბოს­ტონ­ში (აშშ, მა­სა­ჩუ­სეტ­სის შტა­ტი) გაგ­რძელ­დე­ბა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი ფი­გუ­რულ ცი­გუ­რა­ო­ბა­ში - წლის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სპორ­ტუ­ლი ფო­რუ­მი. ბოს­ტო­ნი, 2016 წლის შემ­დეგ, მე­ო­რედ მას­პინ­ძლობს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატს, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას 42 ქვეყ­ნის 190 სპორ­ტსმე­ნი იღებს.გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი­სა და საპ­რი­ზო ად­გი­ლებ­ზე გა­სუ­ლი მო­ცი­გუ­რა­ვე­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნის გარ­და, 2025 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძენს. სწო­რედ ბოს­ტან­ში გა­მარ­თუ­ლი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით გა­ნა­წილ­დე­ბა საგ­ზუ­რე­ბი 2026 წლის ზამ­თრის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სათ­ვის. აგ­რეთ­ვე, ნა­წი­ლობ­რივ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა სა­რე­ი­ტინ­გო ქუ­ლე­ბი, მი­ლან­ში, ოლიმ­პი­ა­და­ზე გუნ­დურ ას­პა­რე­ზო­ბა­ში, 10 სა­უ­კე­თე­სო გუნდს შო­რის ად­გი­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად.

ამი­ტო­მაც გან­სა­კუთ­რე­ბით სამ­წუ­ხა­როა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ანას­ტა­სია გუ­ბა­ნო­ვამ, რო­მე­ლიც ევ­რო­პის ექსჩემ­პი­ო­ნი და ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი მო­ცი­გუ­რა­ვეა სტარ­ტი წა­რუ­მა­ტებ­ლად აიღო - მან პირ­ვე­ლი­ვე ნახ­ტო­მი­სას შეც­დო­მა და­უშ­ვა, რა­მაც მის ცი­გუ­რა­ო­ბა­ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იმოქ­მე­და და გუ­ბა­ნო­ვამ ძა­ლი­ან და­ბა­ლი შე­ფა­სე­ბა მი­ი­ღო - 47,31. ის ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი­დან პირ­ვე­ლი გა­მო­ვი­და, თუმ­ცა ჩა­ვარ­დნი­ლი მოკ­ლე პროგ­რა­მის შემ­დეგ, მან გა­მოს­ვლა 28-ე ად­გილ­ზე და­ას­რუ­ლა და თა­ვი­სუ­ფა­ლი პროგ­რა­მით ვე­ღარ ის­რი­ა­ლებს.

"მოკ­ლე პროგ­რა­მა­ში დაშ­ვე­ბუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი შეც­დო­მე­ბის გამო, ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის წევ­რმა ანას­ტა­სია გუ­ბა­ნო­ვამ, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ შეძ­ლო შემ­დეგ ეტაპ­ზე გა­დას­ვლა, ამი­ტომ 2026 წლის ზამ­თრის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად მას ოლიმ­პი­უ­რი საგ­ზუ­რი­სათ­ვის ბრძო­ლა და­მა­ტე­ბით საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ტურ­ნირ­ზე მო­უ­წევს, რო­მე­ლიც სექ­ტემ­ბერ­ში, ჩი­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ პე­კინ­ში გა­ი­მარ­თე­ბა", - აცხა­დე­ბენ ფე­დე­რა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00

წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტარ­ტი აიღო ლუკა ბე­რუ­ლა­ვა­სა და ანას­ტა­სია მე­ტელ­კი­ნას წყვილ­მა. მათ სპორ­ტულ ცეკ­ვებ­ში მოკ­ლე პროგ­რა­მით თით­ქმის უშეც­დო­მოდ იცი­გუ­რა­ვეს და პროგ­რა­მა მე­ო­თხე პო­ზი­ცი­ა­ზე და­ას­რუ­ლეს.

მათ­მა ქუ­ლა­თა ჯამ­მა 71,68 შე­ად­გი­ნა. მე­სა­მე­ად­გი­ლო­სან წყვილს, მი­ნერ­ვა ჰა­სეს და ნი­კი­ტა ვო­ლო­დინს (გერ­მა­ნია) 73,59 ქულა აქვს. ასე რომ, ჩვე­ნი წყვი­ლი მედ­ლის მო­პო­ვე­ბის შანსს ინარ­ჩუ­ნებს. პირ­ვე­ლი ად­გი­ლი კი არა­ვის და­უთ­მეს ია­პო­ნე­ლებ­მა – რიკუ მი­უ­რამ და რა­ი­ჩი კი­ჰა­რამ (76,57 ქულა).

სპორ­ტულ წყვი­ლებ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი პროგ­რა­მით სპორ­ტსმე­ნე­ბი 29 მარტს გა­მოვ­ლენ. 21:30 სა­ა­თი­დან პირ­და­პირ რე­პორ­ტაჟს სა­ქარ­თვე­ლოს "პირ­ვე­ლი არხი" შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

2025 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს გუნ­დი შემ­დე­გი შე­მად­გენ­ლო­ბით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი:

ანას­ტა­სია მე­ტელ­კი­ნა - ლუკა ბე­რუ­ლა­ვა ( სპორ­ტუ­ლი წყვი­ლი)

ნიკა ეგა­ძე (მა­მა­კა­ცე­ბი)

ანას­ტა­სია გუ­ბა­ნო­ვა (ქა­ლე­ბი)

დი­ა­ნა დე­ვი­სი-გლებ სმოლ­კი­ნი ( სპორ­ტუ­ლი ცეკ­ვე­ბი)

სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცია, ფი­გუ­რუ­ლი ცი­გუ­რა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის მა­რი­ამ გი­ორ­გო­ბი­ა­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ბოს­ტონ­ში ,24 მარტს გა­ემ­გზავ­რე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სპორ­ტულ წყვი­ლებ­ში მსაჯ­თა შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობს სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ტე­გო­რი­ის მსა­ჯი სა­ლო­მე ჩი­გო­გი­ძე.

00:00 / 00:00
ავტორი:

გუბანოვას ფიასკო და ბერულავა-მეტელკინას უშეცდომო სრიალი - როგორ დაიწყო საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში?

გუბანოვას ფიასკო და ბერულავა-მეტელკინას უშეცდომო სრიალი - როგორ დაიწყო საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში?

25 მარტს დაიწყო და 30 მარტის ჩათვლით ბოსტონში (აშშ, მასაჩუსეტსის შტატი) გაგრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში - წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული ფორუმი. ბოსტონი, 2016 წლის შემდეგ, მეორედ მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატს, რომელშიც მონაწილეობას 42 ქვეყნის 190 სპორტსმენი იღებს.გამარჯვებულებისა და საპრიზო ადგილებზე გასული მოციგურავეების გამოვლენის გარდა, 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ბოსტანში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შედეგების მიხედვით განაწილდება საგზურები 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობისათვის. აგრეთვე, ნაწილობრივ განისაზღვრება სარეიტინგო ქულები, მილანში, ოლიმპიადაზე გუნდურ ასპარეზობაში, 10 საუკეთესო გუნდს შორის ადგილის მოსაპოვებლად.

ამიტომაც განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ საქართველოს ნაკრების წარმომადგენელმა ანასტასია გუბანოვამ, რომელიც ევროპის ექსჩემპიონი და ერთ-ერთი წამყვანი მოციგურავეა სტარტი წარუმატებლად აიღო - მან პირველივე ნახტომისას შეცდომა დაუშვა, რამაც მის ციგურაობაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა და გუბანოვამ ძალიან დაბალი შეფასება მიიღო - 47,31. ის ჩვენი ნაკრებიდან პირველი გამოვიდა, თუმცა ჩავარდნილი მოკლე პროგრამის შემდეგ, მან გამოსვლა 28-ე ადგილზე დაასრულა და თავისუფალი პროგრამით ვეღარ ისრიალებს.

"მოკლე პროგრამაში დაშვებული სერიოზული შეცდომების გამო, ჩვენი ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ, სამწუხაროდ, ვერ შეძლო შემდეგ ეტაპზე გადასვლა, ამიტომ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მისაღებად მას ოლიმპიური საგზურისათვის ბრძოლა დამატებით საკვალიფიკაციო ტურნირზე მოუწევს, რომელიც სექტემბერში, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაიმართება", - აცხადებენ ფედერაციაში.

წარმატებული სტარტი აიღო ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა. მათ სპორტულ ცეკვებში მოკლე პროგრამით თითქმის უშეცდომოდ იციგურავეს და პროგრამა მეოთხე პოზიციაზე დაასრულეს.

მათმა ქულათა ჯამმა 71,68 შეადგინა. მესამეადგილოსან წყვილს, მინერვა ჰასეს და ნიკიტა ვოლოდინს (გერმანია) 73,59 ქულა აქვს. ასე რომ, ჩვენი წყვილი მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს. პირველი ადგილი კი არავის დაუთმეს იაპონელებმა – რიკუ მიურამ და რაიჩი კიჰარამ (76,57 ქულა).

სპორტულ წყვილებში თავისუფალი პროგრამით სპორტსმენები 29 მარტს გამოვლენ. 21:30 საათიდან პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს გუნდი შემდეგი შემადგენლობით არის წარმოდგენილი:

ანასტასია მეტელკინა - ლუკა ბერულავა ( სპორტული წყვილი)

ნიკა ეგაძე (მამაკაცები)

ანასტასია გუბანოვა (ქალები)

დიანა დევისი-გლებ სმოლკინი ( სპორტული ცეკვები)

საქართველოს დელეგაცია, ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის მარიამ გიორგობიანის ხელმძღვანელობით, ბოსტონში ,24 მარტს გაემგზავრება.

აღსანიშნავია, რომ სპორტულ წყვილებში მსაჯთა შემადგენლობაში მუშაობს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სალომე ჩიგოგიძე.