სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“გენერლებმა გოგავამ და ყურაშვილმა დატოვეს ყველა პარტიული თანამდებობა, ისინი თავს ვალდებულად თვლიან, ომთან დაკავშირებით უპასუხონ ნებისმიერ შეკითხვას“ - “ნაციონალური მოძრაობა“
“გენერლებმა გოგავამ და ყურაშვილმა დატოვეს ყველა პარტიული თანამდებობა, ისინი თავს ვალდებულად თვლიან, ომთან დაკავშირებით უპასუხონ ნებისმიერ შეკითხვას“ - “ნაციონალური მოძრაობა“

“ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის მიერ შექ­მნი­ლი ე.წ. სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სია ზედ­მი­წევ­ნით აგ­რძე­ლებს ოკუ­პან­ტი რუ­სე­თის და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას“, - ამის შე­სა­ხებ “ერ­თი­ა­ნო­ბა-ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

ამას­თან, პარ­ტი­ის გან­ცხა­დე­ბით, დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გე­ნერ­ლე­ბის ზაზა გო­გა­ვა და მა­მუ­კა ყუ­რაშ­ვი­ლის გა­მო­კი­თხვაა და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც თავს ვალ­დე­ბუ­ლად თვლი­ან, 2008 წლის ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით უპა­სუ­ხონ ნე­ბის­მი­ერ შე­კი­თხვას, ნე­ბის­მი­ერ ფორ­მატ­ში, თუნ­დაც არა­ლე­გი­ტი­მურ პარ­ლა­მენ­ტში. მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, გე­ნერ­ლებ­მა და­ტო­ვეს ყვე­ლა პარ­ტი­უ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა პარ­ტი­ის და სა­ერ­თო ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ზი­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, "რო­მე­ლიც გა­მო­რი­ცხავს პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას რუ­სულ კო­მი­სი­ა­ში".

“ოც­ნე­ბის“ არა­ლე­გი­ტი­მუ­რი პარ­ლა­მენ­ტის გა­ცხა­დე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, რომ რუ­სულ კო­მი­სი­ა­ზე არ და­ი­ბა­რებ­დნენ არ­ცერთ სამ­ხედ­რო პირს, დღეს სხდო­მა­ზე სწო­რედ ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის და­კი­თხვაა და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი. დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟიმ­მა 2008 წელს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის უფ­რო­სის, გე­ნე­რალ ზაზა გო­გა­ვას და 2008 წელს სამ­შვი­დო­ბო ოპე­რა­ცი­ე­ბის შტა­ბის უფ­რო­სის, გე­ნე­რალ მა­მუ­კა ყუ­რაშ­ვი­ლის გა­მო­კი­თხვა გა­და­წყვი­ტა. გე­ნე­რა­ლი გო­გა­ვა და ყუ­რაშ­ვი­ლი არი­ან ის სამ­ხედ­რო­ე­ბი, რო­მელ­თა ძა­ლის­ხმე­ვით სა­ქარ­თვე­ლომ 2008 წელს შეძ­ლო რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის შე­კა­ვე­ბა და პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­თან და ჩვენ გმირ მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ ატა­რებს 2008 წლის უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­და­ლი, პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი მე­ო­თხე წელს რუ­სე­თის დაკ­ვე­თით ტყვე­ო­ბა­ში და ამი­ტო­მაა, რომ გე­ნერ­ლებს დღემ­დე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია დევ­ნის. სა­ქარ­თვე­ლომ გა­ი­მარ­ჯვა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და გა­ბა­თილ­და პუ­ტი­ნის ყვე­ლა სიც­რუე აგ­ვის­ტოს ომის შე­სა­ხებ ჯერ 2021 წლის 21 იან­ვარს სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში, ხოლო შემ­დეგ, 2022 წლის 30 ივ­ნისს ჰა­ა­გას სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­ში სწო­რედ იმი­ტომ, რომ გე­ნე­რალ­მა გო­გა­ვამ და ყუ­რაშ­ვილ­მა ქარ­თუ­ლი ჯა­რის, სა­ქარ­თვე­ლოს სი­მარ­თლე უმაღ­ლე­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ი­თა და არ­გუ­მენ­ტა­ცი­ით და­იც­ვეს. ამ გა­მარ­ჯვე­ბის რეკ­ვი­ზი­რე­ბაა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მთა­ვა­რი მი­ზა­ნი. ამას გუ­ლის­ხმობს ე.წ. “სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა”, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ოკუ­პან­ტის ვერ­სი­ით გა­და­წე­რა, 2008 წლის ომის სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თველ სამ­ხედ­რო­ებ­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბა და ოკუ­პან­ტის გა­მარ­თლე­ბა უმაღ­ლე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრი­ბუ­ნა­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შეტ­რი­ა­ლე­ბით.

2025 წლის 18 თე­ბერ­ვალს გა­მარ­თულ “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს სხდო­მა­ზე გე­ნე­რალ­მა გო­გა­ვამ და ყუ­რაშ­ვილ­მა გაგ­ვაც­ნეს მათი სა­ერ­თო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ თავს ვალ­დე­ბუ­ლად თვლი­ან ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს და ომში და­ღუ­პუ­ლი გმი­რე­ბის ოჯა­ხე­ბი­სა და ხსოვ­ნის წი­ნა­შე, 2008 წლის ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით უპა­სუ­ხონ ნე­ბის­მი­ერ შე­კი­თხვას, ნე­ბის­მი­ერ ფორ­მატ­ში, თუნ­დაც არა­ლე­გი­ტი­მურ პარ­ლა­მენ­ტში. ამა­ვე სხდო­მა­ზე გე­ნერ­ლებ­მა და­ტო­ვეს ყვე­ლა პარ­ტი­უ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა პარ­ტი­ის და სა­ერ­თო ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ზი­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­მე­ლიც გა­მო­რი­ცხავს პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას რუ­სულ კო­მი­სი­ა­ში, რად­გან მოქ­მე­დი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის და­ბა­რე­ბის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა არა რა­ი­მე ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბის დად­გე­ნა, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი წარ­მოდ­გე­ნის დად­გმა და მათი და­კა­ვე­ბის მუ­ქა­რით მა­ნი­პუ­ლა­ცი­აა. ამ­გვა­რად, გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გან­ვმარ­ტოთ, რომ გე­ნერ­ლე­ბი კო­მი­სი­ა­ში წარ­დგე­ბი­ან ყო­ველ­გვა­რი პარ­ტი­უ­ლი აფი­ლი­ა­ცი­ის გა­რე­შე. გვჯე­რა, სულ მალე, ერ­თად და­ვიხ­სნით ჩვენს სამ­შობ­ლოს შიდა მტრის­გან, რო­მე­ლიც ოკუ­პან­ტის და­ვა­ლე­ბით ასა­მარ­თლებს ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს!“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია “ერ­თი­ა­ნო­ბა-ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

“გენერლებმა გოგავამ და ყურაშვილმა დატოვეს ყველა პარტიული თანამდებობა, ისინი თავს ვალდებულად თვლიან, ომთან დაკავშირებით უპასუხონ ნებისმიერ შეკითხვას“ - “ნაციონალური მოძრაობა“

“გენერლებმა გოგავამ და ყურაშვილმა დატოვეს ყველა პარტიული თანამდებობა, ისინი თავს ვალდებულად თვლიან, ომთან დაკავშირებით უპასუხონ ნებისმიერ შეკითხვას“ - “ნაციონალური მოძრაობა“

“ივანიშვილის რეჟიმის მიერ შექმნილი ე.წ. საპარლამენტო კომისია ზედმიწევნით აგრძელებს ოკუპანტი რუსეთის დავალებების შესრულებას“, - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაშია აღნიშნული.

ამასთან, პარტიის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე გენერლების ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილის გამოკითხვაა დაანონსებული, რომლებიც თავს ვალდებულად თვლიან, 2008 წლის ომთან დაკავშირებით უპასუხონ ნებისმიერ შეკითხვას, ნებისმიერ ფორმატში, თუნდაც არალეგიტიმურ პარლამენტში. მათივე განცხადებით, გენერლებმა დატოვეს ყველა პარტიული თანამდებობა პარტიის და საერთო ოპოზიციური პოზიციის გათვალისწინებით, "რომელიც გამორიცხავს პოლიტიკოსების მონაწილეობას რუსულ კომისიაში".

“ოცნების“ არალეგიტიმური პარლამენტის გაცხადებული პოზიციის მიუხედავად, რომ რუსულ კომისიაზე არ დაიბარებდნენ არცერთ სამხედრო პირს, დღეს სხდომაზე სწორედ ქართველი სამხედროების დაკითხვაა დაანონსებული. დღევანდელ სხდომაზე ივანიშვილის რეჟიმმა 2008 წელს გაერთიანებული შტაბის უფროსის, გენერალ ზაზა გოგავას და 2008 წელს სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსის, გენერალ მამუკა ყურაშვილის გამოკითხვა გადაწყვიტა. გენერალი გოგავა და ყურაშვილი არიან ის სამხედროები, რომელთა ძალისხმევით საქართველომ 2008 წელს შეძლო რუსული აგრესიის შეკავება და პრეზიდენტ სააკაშვილთან და ჩვენ გმირ მებრძოლებთან ერთად საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება. სწორედ ამიტომ ატარებს 2008 წლის უმაღლესი მთავარსარდალი, პრეზიდენტი სააკაშვილი მეოთხე წელს რუსეთის დაკვეთით ტყვეობაში და ამიტომაა, რომ გენერლებს დღემდე რუსეთის ფედერაცია დევნის. საქართველომ გაიმარჯვა რუსეთის წინააღმდეგ და გაბათილდა პუტინის ყველა სიცრუე აგვისტოს ომის შესახებ ჯერ 2021 წლის 21 იანვარს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ხოლო შემდეგ, 2022 წლის 30 ივნისს ჰააგას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სწორედ იმიტომ, რომ გენერალმა გოგავამ და ყურაშვილმა ქართული ჯარის, საქართველოს სიმართლე უმაღლესი კვალიფიკაციითა და არგუმენტაციით დაიცვეს. ამ გამარჯვების რეკვიზირებაა "ქართული ოცნების" მთავარი მიზანი. ამას გულისხმობს ე.წ. “სამართლიანობის აღდგენა”, საქართველოს ისტორიის ოკუპანტის ვერსიით გადაწერა, 2008 წლის ომის საქართველოსა და ქართველ სამხედროებზე გადაბრალება და ოკუპანტის გამართლება უმაღლესი საერთაშორისო ტრიბუნალების გადაწყვეტილებების შეტრიალებით.

2025 წლის 18 თებერვალს გამართულ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე გენერალმა გოგავამ და ყურაშვილმა გაგვაცნეს მათი საერთო გადაწყვეტილება, რომ თავს ვალდებულად თვლიან ქართული სახელმწიფოს და ომში დაღუპული გმირების ოჯახებისა და ხსოვნის წინაშე, 2008 წლის ომთან დაკავშირებით უპასუხონ ნებისმიერ შეკითხვას, ნებისმიერ ფორმატში, თუნდაც არალეგიტიმურ პარლამენტში. ამავე სხდომაზე გენერლებმა დატოვეს ყველა პარტიული თანამდებობა პარტიის და საერთო ოპოზიციური პოზიციის გათვალისწინებით, რომელიც გამორიცხავს პოლიტიკოსების მონაწილეობას რუსულ კომისიაში, რადგან მოქმედი პოლიტიკოსების დაბარების მთავარი ამოცანა არა რაიმე ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, არამედ პოლიტიკური პროპაგანდისტული წარმოდგენის დადგმა და მათი დაკავების მუქარით მანიპულაციაა. ამგვარად, გვსურს საზოგადოებისთვის განვმარტოთ, რომ გენერლები კომისიაში წარდგებიან ყოველგვარი პარტიული აფილიაციის გარეშე. გვჯერა, სულ მალე, ერთად დავიხსნით ჩვენს სამშობლოს შიდა მტრისგან, რომელიც ოკუპანტის დავალებით ასამართლებს ქართულ სახელმწიფოს!“,-აღნიშნულია “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.

იხილეთ ასევე: