საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში მილიარდერი ვადიმ მოშკოვიჩი დააკავეს - რა ხდება ცნობილი?
რუსეთში მილიარდერი ვადიმ მოშკოვიჩი დააკავეს - რა ხდება ცნობილი?

რუ­სეთ­ში სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ჰოლ­დინ­გის Rusagro-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, მი­ლი­არ­დე­რი ვადიმ მოშ­კო­ვი­ჩი და­ა­კა­ვეს, - ამის თა­ო­ბა­ზე TASS სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა. მას დიდი რა­ო­დე­ნო­ბით თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვა­ში სდე­ბენ ბრალს.

მი­ლი­არ­დე­რი­სა და ბელ­გო­რო­დის რე­გი­ო­ნის ყო­ფი­ლი სე­ნა­ტო­რის მოშ­კო­ვი­ჩის და­ა­კა­ვე­ბის ამ­ბა­ვი პირ­ვე­ლად გა­ავ­რცე­ლეს "ტე­ლეგ­რა­მის" რუ­სულ უშიშ­რო­ე­ბის ძა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა არ­ხებ­მა: Mash, Shot და Baza.

TASS-ისა და Interfax-ის ცნო­ბით, ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს, ჩხრე­კა ჩა­ტარ­და "რუ­საგ­როს“ ოფი­სებ­ში სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში.

სა­ა­გენ­ტო "ინ­ტერ­ფაქ­სი“ და "რია ნო­ვოს­ტი“ აცხა­დე­ბენ, რომ მოშ­კო­ვიჩს ასე­ვე წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი თაღ­ლი­თო­ბა­სა და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა­ში.

ამა­ვე წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, იგი­ვე ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ჰოლ­დინ­გის ყო­ფილ გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს მაქ­სიმ ბა­სოვს.

ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი ჯერ არ ადას­ტუ­რე­ბენ.

"ინ­ტერ­ფაქ­სის“ წყა­როს ცნო­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე რუ­სე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტმა აღ­ძრა "იმ კომ­პა­ნი­ებ­ში გაფ­ლან­გვის ფაქ­ტებ­ზე, რომ­ლებ­თა­ნაც "რუ­საგ­როს“ საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, გაფ­ლან­გუ­ლი თან­ხის ოდე­ნო­ბა სულ და­ახ­ლო­ე­ბით ერთი მი­ლი­არ­დი რუბ­ლია.

"რუ­საგ­რომ" და­ა­დას­ტუ­რა, რომ 26 მარტს ჩხრე­კა ჩა­ტარ­და ჰოლ­დინ­გის რამ­დე­ნი­მე ოფის­ში, მაგ­რამ არა­ფე­რი უთ­ქვამს მოშ­კო­ვი­ჩი­სა და ბა­სო­ვის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ.

"გვეს­მის, რომ ამ ვი­თა­რე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­უ­ჩი­ნოს კი­თხვე­ბი ჩვენს კლი­ენ­ტებს, პარტნი­ო­რებ­სა და თა­ნამ­შრომ­ლებს, ამი­ტომ ვიჩ­ქა­რებთ და­გარ­წმუ­ნოთ, რომ კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა კა­ნონს და მზად არის გა­უ­წი­ოს ყვე­ლა სა­ჭი­რო დახ­მა­რე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს. ეს მოვ­ლე­ნე­ბი არა­ნა­ი­რად არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის მიმ­დი­ნა­რე საქ­მი­ა­ნო­ბას­თან", - ნათ­ქვა­მია ჰოლ­დინ­გის ვებ­სა­იტ­ზე გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

"რუ­საგ­რო“ ერთ-ერთი უდი­დე­სი რუ­სუ­ლი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ჰოლ­დინ­გია. კომ­პა­ნია მოშ­კო­ვიჩ­მა 1995 წელს და­ა­არ­სა. ჟურ­ნალ Forbes-ის მი­ხედ­ვით, უმ­დიდ­რე­სი რუ­სე­ბის სი­ა­ში 57 წლის მოშ­კო­ვი­ჩი ამ­ჟა­მად 55-ე ად­გილს იკა­ვებს, მისი ქო­ნე­ბა 2,7 მი­ლი­არდ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი.

2022 წელს, და­სავ­ლე­თის მიერ სან­ქცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბის შემ­დეგ, მოშ­კო­ვიჩ­მა და­ტო­ვა Rusagro-ს გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა და კომ­პა­ნი­ა­ში თა­ვი­სი წილი 50--მდე შე­ამ­ცი­რა", - აღ­ნიშ­ნავს Reuters -ი.

ავტორი:

რუსეთში მილიარდერი ვადიმ მოშკოვიჩი დააკავეს - რა ხდება ცნობილი?

რუსეთში მილიარდერი ვადიმ მოშკოვიჩი დააკავეს - რა ხდება ცნობილი?

რუსეთში სასოფლო-სამეურნეო ჰოლდინგის Rusagro-ს დამფუძნებელი, მილიარდერი ვადიმ მოშკოვიჩი დააკავეს, - ამის თაობაზე TASS სამართალდამცავი ორგანოებზე დაყრდნობით იუწყება. მას დიდი რაოდენობით თანხების გაფლანგვაში სდებენ ბრალს.

მილიარდერისა და ბელგოროდის რეგიონის ყოფილი სენატორის მოშკოვიჩის დააკავების ამბავი პირველად გაავრცელეს "ტელეგრამის" რუსულ უშიშროების ძალებთან დაკავშირებულმა არხებმა: Mash, Shot და Baza.

TASS-ისა და Interfax-ის ცნობით, ამ საქმესთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს, ჩხრეკა ჩატარდა "რუსაგროს“ ოფისებში სხვადასხვა ქალაქში.

სააგენტო "ინტერფაქსი“ და "რია ნოვოსტი“ აცხადებენ, რომ მოშკოვიჩს ასევე წაუყენეს ბრალი თაღლითობასა და უფლებამოსილების გადამეტებაში.

ამავე წყაროების ცნობით, იგივე ბრალი წაუყენეს სასოფლო-სამეურნეო ჰოლდინგის ყოფილ გენერალურ დირექტორს მაქსიმ ბასოვს.

ამ ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოები ჯერ არ ადასტურებენ.

"ინტერფაქსის“ წყაროს ცნობით, სისხლის სამართლის საქმე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა აღძრა "იმ კომპანიებში გაფლანგვის ფაქტებზე, რომლებთანაც "რუსაგროს“ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა. სააგენტოს ცნობით, გაფლანგული თანხის ოდენობა სულ დაახლოებით ერთი მილიარდი რუბლია.

"რუსაგრომ" დაადასტურა, რომ 26 მარტს ჩხრეკა ჩატარდა ჰოლდინგის რამდენიმე ოფისში, მაგრამ არაფერი უთქვამს მოშკოვიჩისა და ბასოვის დაკავების შესახებ.

"გვესმის, რომ ამ ვითარებამ შეიძლება გაუჩინოს კითხვები ჩვენს კლიენტებს, პარტნიორებსა და თანამშრომლებს, ამიტომ ვიჩქარებთ დაგარწმუნოთ, რომ კომპანიის საქმიანობა სრულად შეესაბამება კანონს და მზად არის გაუწიოს ყველა საჭირო დახმარება სამართალდამცავ ორგანოებს. ეს მოვლენები არანაირად არ არის დაკავშირებული კომპანიის მიმდინარე საქმიანობასთან", - ნათქვამია ჰოლდინგის ვებსაიტზე გავრცელებულ განცხადებაში.

"რუსაგრო“ ერთ-ერთი უდიდესი რუსული სასოფლო-სამეურნეო ჰოლდინგია. კომპანია მოშკოვიჩმა 1995 წელს დააარსა. ჟურნალ Forbes-ის მიხედვით, უმდიდრესი რუსების სიაში 57 წლის მოშკოვიჩი ამჟამად 55-ე ადგილს იკავებს, მისი ქონება 2,7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

2022 წელს, დასავლეთის მიერ სანქციების შემოღების შემდეგ, მოშკოვიჩმა დატოვა Rusagro-ს გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობა და კომპანიაში თავისი წილი 50--მდე შეამცირა", - აღნიშნავს Reuters -ი.